воскресенье, 6 марта 2022 г.

ანონიმუსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ანონიმუსი 

შეიქმნა დაახლ. 2004წ-ს, ტიპი - მრავაჯერადი გამოყენების სახელწოდება, ავატარი ვირტუალური საზოგადოება, მოხალისური ორგანიზაცია, მიზანი - ანტი-კიბერ-ცენზურა, ინტერნეტ-აქტივიზმი, იმტერტეტ-ტროლინგი, ემსახურება - მსოფლიო მაშტაბით, წევრები დეცენტრალიზებული დახლოებული ჯგუფები.

ანონუმოუსი, როგორც თავად დაჯგუფების წევრები აცხადებენ არის თავისუფალი,არაცენტრალიზებული ორგანიზაცია რომელიც ერთი იდეის ქვეშ აერთიანებს ჰაკტივისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა, სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ. თავდასხმისას ანონიმები ძირითადად distributed denial-of-service ანუ DDoS შეტებას იყენებდნენ.ანონიმოუსი წარმოიქმნა 2003 წელს, როგორც თავად ჯგუფის შემქმნელები აცხადებენ ანონიმოუსი არაა ჰაკერული დაჯგუფება. "თუ თქვენ იზიარებთ ანონიმოუსის იდეებს, შეგიძლიათ დაუძახოთ თქვენს თავს ანონიმი, იმიტომ რომ თქვენ ანონიმი ხართ!"-ამბობენ ისინი თავიანთ მიმართვებში, რომლებსაც ვიდეო ჩანაწერების სახით ავრცელებენ ინტერნეტში. ანონიმების სავიზიტო ბარათად კი იქცა ნიღავი ფილმიდან და ნოველიდან "V for Vendetta,".

იხ. ვიდეო - ანონიმუსი - ღმერთის ანგელოზები ინტერნეტ სივრცეში!

2008 წლის პროექტი Chanology! თავდასხმა ეკლესია Scientology-ს ვებ გვერდზე, ვებ გვერდის გათიშვის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო სადაც ანონიმები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას საიტის გათიშვაზე (ვიდეოში რობოტის ხმით ლაპარაკობს ერთ-ერთი ანონიმი), რამდენიმე რელიგიური და მსხვილი კორპორატიული საიტისა თუ სერვერის შემდეგ ანონიმების სამიზნე გახდა ისეთი ქვეყნების სამთავრობო ვებ გვერდები და სერვერბი როგორიცაა აშშ, ისრაელი, ტუნისი, უგანდა თურქეთი და სხვა; ანონიმებმა ასევე გაილაშქრეს ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ. საავტორო უფლებების დაცვის უწყებებს შორის Westboro ნათლისმცემლის ეკლესია და კორპორაციებს, როგორიცაა PayPal, MasterCard, ვიზა, და Sony. ანონიმოუსს საჯაროდ დაუჭირა მხარი LulzSec-მა და AntiSec-მა (ჰაკერულმა დაჯგუფებებმა) და ამის შემდეგ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს აშშ სამთავრობო სააგენტოებს, მედიას, ვიდეო თამაშის კომპანიებს, სამხედრო კონტრაქტორებს, სამხედრო პერსონალის დახურული ინფორმაციის შემცველ სერვერებს.

იხ. ვიდეო - ჰაკერული გუნდი „ანონიმუსი“ საზოგადოების დაკვეთის კვალდაკვალ - „ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. და იწყება ...“

ჩვენ ანონიმები, ვართ ის ადმიანები რომელბმაც ვიპოვეთ საშუელება გავაკეთოთ ის რაც გვინდა, ამის შესაძლებლობა კი ჩვენ არასდროს გვქონია ჩვეულებრივ საზოგადოებაში, აკეთეთ ის რაც გინდათ, სულ ესაა!" - ვკითხულობთ ანონიმოუსის განცხადებაში. მას შემდეგ რაც მათ "რამდენიმეჯერ გააკეთეს ის რაც სურდათ" ინტერპოლმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა განსაკუთრებით მძიმე კიბერ დანაშაულის ბრალდებით,პირველი პირი, რომელიც დააკავეს DDoS შეტევის გამო იყო ვინმე Guzner, ამერიკელი ცხრამეტი წლის ჰაკერი. მან დანაშაული აღიარა. 2009 წლის ნოემბერში და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ამერიკის ფედერალური ციხეში. ანონიმები დაიჭირეს შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და თურქეთი. ანონიმებმა უპასუხოდ არ დატოვებს ეს ქმდებები და სათითაოდ ჩაატარეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში ოპერაცია "takedown" რაც ამ ქვეყნების სამთავრობო საიტების განადგურებას ითვალისწინებდა . 2011 წლის ივლისში დააპატიმრეს Topiary-იც რომელიც აგრეთვე LulzSec-ის წევრი იყო , ამჯერად ეს დაჯგუფებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა ანონიმოუსმა მაინც მოახერხა ახალი წევრების შეძენა და გაძლიერება. დღეს უკვე თამამად ასახელებენ თავიანთ ქვეყნებს და მეტსახელებს რომლითაც ერთმანეთს იცნობენ, თამამად ასახელებენ ვებ სერვერს სადაც ისინი საუბრობენ და გეგმავენ შემდეგ ოპერაციებს. ყველა ქვეყნის მთავრობამ წინასწარ იცოდა დაგეგმილი თავდასხმის შესახებ თუმცა მაინც ვერ შეძლეს მათი თავიდან აცილება. აი ზოგიეთი ანონიმიც: Dr.dre (Br) , Wasp (UK) , 0x3a (US) , x3n0rm (GE) , D0x (UK) , PUT8 (RU) , H4X (WS), D3V1L (IN) , Big.Boss (RU). სახელები ამოკრეფილია გატეხილ გვერდებსა და სერვერებზე წაწერილი ტექსტებიდან და დადასტურებულია თავად ზემოთ ჩამოთვლილი პირებისგან.

13 ივნისს, 2011, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთში დააკავეს 32 პირი, DDoS თავდასხმების გამო თურქეთის მთავრობის საიტებზეისინი დააკავეს სხვადასხვა ქალაქებში მათ შორის, სტამბულიში და ანკარაში. მათი თქმით, ანონიმები დააპატიმრეს, როცა ისინი თავს დაესხნენ თურქულ სამხედრო სერვერებს

იხ.ვიდეო - სანქციებთან ერთად რუსეთს ჰაკერების უპრენცენდენტო შეტევის მოგერიებაც უწევს



                         ილუმინატები და მასონები

2013 წელს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც ანონიმებს მასონებმა შესთავაზეს თანამშრომლობა, რაზეც მათგად მხოლოდ დამამცირებელი პასუხი მიიღეს. ამ ინფორმაციის საპასუხოდ მალევე გავრცელდა ანონიმების პასუხი, რომლებიც აცხადებენ ,რომ ამ წინადადებაზე დათანხმება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ანონუმოუსის იდეებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მთელ დაჯგუფებას.













Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...