четверг, 24 марта 2022 г.

სსრკ-ის დაშლა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           სსრკ-ის დაშლა

მოხსნა საბჭოთა დროშის და რუსეთის დროშის აღმართვა კრემლზე მოსკოვი 1991წ-ის 25 დეკემბერი 
XX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და გამოვლინება იყო საკავშირო რესპუბლიკების სურვილი საკავშირო ცენტრისგან უფრო დიდი სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ („სუვერენიტეტების აღლუმი“); 1991 წლის სექტემბერში საკავშირო ცენტრმა და საკავშირო რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა აღიარეს ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის დამოუკიდებლობა. სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში მის ტერიტორიაზე დაიწყო ან მიიღო ახალი იმპულსი მთელ რიგ ეთნიკურ კონფლიქტებმა (ყარაბაღის კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტი, კონფლიქტი დნესტრისპირეთში და ა.შ. ), მოხდა ეკონომიკური კრიზისი. 

საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში კონფლიქტებს (აურზაური 1972 წელს კაუნასში, დეკემბრის მოვლენები ყაზახეთში 1986 წ.) ჰქონდა მცირე გამოხმაურება, საბჭოთა იდეოლოგია ხაზს უსვმადა, რომ სსრკ დობილი ერების მეგობრული ქვეყანაა.

საბჭოთა კავშირის მთავარი პირები იყვნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები (ქართველიი. სტალინიუკრაინელებინ. ხრუშჩოვილ. ბრეჟნევიკ. ჩერნენკო). უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მარტო რსფსრ-ში, არამედ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც.

საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მართველობა. მართვა იყო ცენტრალიზირებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზირებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს) იალტის კონფერენციის თანახმად ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.

თუ 1952-82 წლები (ხრუშჩოვის დათბობა და ბრეჟნევის „უძრაობის“) წლები საბჭოთა კავშირის აღორძინების წლებად ითვლება, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემა დაიწყო.

                                                                        

სსრკ მსოფლიო რუქაზე

მოვლენათა განვითარება

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა, უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.

საერთო კრიზისი

საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).

1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია - სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან ქრება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოტანილი ტალონური სისტემა.

1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.

საბჭოთა კავშირი კარგავს კონტროლს აღმოსავლეთ ევროპაში1989 წლიდან მიმდინარეობს კომუნისტური იდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.

ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

იხ. ვიდეო - საბჭოთა კავშირის დაშლა - 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა თანამდებობა დატოვა. საბჭოთა იმპერია დაიშალა, „ცივი ომი“ დასრულდა და მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდა. საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი ანა მასხარაშვილის სიუჟეტში.





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...