воскресенье, 17 ноября 2019 г.

იუდეველთა ომი

                          იუდეველთა ომი

                                           First century Iudaea province.gif
რომის იმპერია იუდეა პირველი საუკუნე

იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამბოხების მიზეზი გახდა რომის პროვინცია იუდეის ქალაქ კესარეის საქალაქო თვითმმართველობიდან იუდეველთა გამოძევება და იერუსალიმში რომაელი პროკურატორის ბოროტმოქმედებანი. 
                                      
                                               იერუსალიმის ალყა დედვის რობერტსის 1850 წ ნახატი
აჯანყებულებმა გაანადგურეს რომაული გარნიზონი; წარმატებით მოიგერიეს სირიის ნაცვლის შემოტევა. აჯანყება მოედო მთელ იუდეას. მასში მონაწილეობდნენ: ზელოტები, რომლებსაც ემხრობოდნენ ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები; სიკარიუსები - მონათა და გაღატაკებულ გლეხთა რიგებიდან გამოსულები, და ფარისეველნი - რიტუალური სიწმინდისა და წეს-ჩვეულებათა დამცველნი, რომლებიც შემდგომ ცდილობდნენ რომთან შეთანხმებას. აჯანყებულებს განუდგა და რომის მხარეზე გადავიდა მხედართმთავარი იოსები (შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი). ამბოხებულებმა გადააყენეს ფარისეველნი, გაათავისუფლეს მონები და იერუსალიმის ტაძარი ციხესიმაგრედ გადააქციეს.
იხ. ვიდეო

 აჯანყებულთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარი ვესპასიანეს მეთაურობით წარმატებით იბრძოდა. ამასობაში ვესპასიანე რომის იმპერატორად გამოაცხადეს და ჯარის სარდლობა თავის ძეს ტიტუსს ჩააბარა. ალყაშემორტყმული იერუსალიმი 5 თვეს გმირულად იგერიებდა რომაელთა შეტევებს. 70 წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, ტყვეები მონებად აქციეს. 73 წელს დაეცა სიკარიუსთა უკანასკნელი საყრდენი ქალაქი მასადა. იუდეველთა ომი იყო ერთ-ერთი იმ სახალხო მოძრაობათგანი, რომელიც რომაულ პროვინციებში თან სდევდა იმპერიის საერთო სოციალურ კრიზისს.
                           იერუსალიმის ალყა 70
                            ძირითადი კონფლიქტი იუდეველების ომების
                                  Arch of Titus Menorah.png
ებრეელების ტომები იუადაიდან შიდა კედელზე ტრიუმფალური არკაზე ტიტესი რომში
ალყა იერუსალიმის რომის ჯარების მიერ გახდა ერთერთი გადაწყვეტი მოვლენები პირველი იუდეველების ომის. რომის არმიას ხელმძღვანელობდა რომის იმპერატორი ტიტე, ტიბერიუსთან ერთად მისი მოადგილე. ალყა და დაპყრობა ქალაქ იერუსალიმის, რ-იც კონტროლირებას უწევდა იუდეველების აჯანყებულის მიერ. იერუსალიმის არეულობა 66წ-ს
ალყა დაიწყო 70წ-ის 14 აპრილს ალყა გაგრძელდა 4 თვე და კიდევ ერთი კვირა. რომალელები შერდნენ იერუსალიმში 70წ-ის 30 აგვისტოს აღების შემდეგ იერუსალიმის სალოცავი იქნა გაქურდული და გადამწვარი, მთავარი სიწმინდე იუდეველების.
ძალები რომის იმპერია მეთაური ტიტე ფავიუს ვესპასიანე 70 000 დანკარგების რაოდენობა უცნობია. მოწანამღდეგე ებრეელები იუდეველები მეტაური სიმონ ბარ-გიორა დანკარგი 60 000 - 1 000 000 მოსახლეობა. იხ. ვიდეო

                           იოსებ ფლავიუსი

                                                      
                                                         იოსებ ფლავიუსის პორტრეტის რეკონსტრუტია
(დ. 37, იერუსალიმი – გ. 100 წლის შემდეგ, რომი) – ძველი ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66-73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. შემდეგ რომში დასახლდა და რომის მოქალაქეობა მიიღო. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ“ – პოლემიკა I საუკუნის ეგვიპტელ მწერალ აპიონთან ან „ცხოვრება“. იოსებ ფლავიუსის თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
იოსებ ფლავიუსი (ფლავიოსი) — არის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. იგი იუდეველთა სასულიერო წრეს ეკუთვნოდა; იყო ფარისეველი და, მაშასადამე, მამაპაპეული ადათ-წესების ერთგული; პოლიტიკურ სარბიელზეც აქტიურად იღვწოდა, თუმცა ამ სივრცეში რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე იდგა. იგი, ძე მატათიასი37 წელს იერუსალიმში დაიბადა. მიიღო ბრწყინვალე სასულიერო და საერო განათლება; დაეუფლა როგორც ბიბლიასა და ბიბლიურ, უფრო სწორედ, - ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციას, ისე ბერძნულ-რომაულ კულტურას: ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
იხ. ვიდეო

იოსები ებრაელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ადრიდანვე ჩაება და 66-73 წლების ანტირომაული აჯანყების ინიციატორთა და ორგანიზატორთა გვერდით დადგა; იგი გალილეის ფრონტის მხედართმთავრად დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, აჯანყების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ 67 რომაელების მხარეზე გადავიდა და, იმპერიის მმართველი დინასტიის - ფლავიუსების - პატივისცემისა თუ მათი გულის მოგების მიზნით, ფლავიუსი დაირქვა. ტიტესა და ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის აღებისა და ისრაელის მთავარი სიწმინდის - იერუსალიმის ტაძრის დაქცევის დროს 70 ის იმპერიის მთავარსარდლის ბანაკში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი რომში გადასახლდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ფლავიუსთა ისტორიოგრაფად დაინიშნა. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.
მართალია, იოსებ ფლავიუსი თანამემამულე ებრაელებმა მოღალატედ გამოაცხადეს და, ერთი შეხედვით, ასეთადაც გამოიყურება, მაგრამ მთელი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც „მოღალატეობის“ პერიოდში შეიქმნა, განმსჭვალულია თანამემამულეთა სიყვარულითა და მათი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის აპოლოგიით.
იოსებ ფლავიუსის შრომებიდან ცნობილია შემდეგი:
  1. „იუდეველთა ომი“, რომელიც 75-79 წლებში დაიწერა. არსებობს ცნობა, რომ ეს თხზულება ავტორმა არაბულ ენაზე დაწერა და ბერძნულად შემდეგ თარგმნეს. გადმოცემულია ამბები 177-იდან 73 წლამდე;
  2. „იუდეველთა სიძველენი“;
  3. „ავტობიოგრაფია“, ანუ იგივე „თვითაპოლოგია“.
  4. „აპიონის წინააღმდეგ“ ანუ პოლემიკა ეგვიპტელ მწერალთან - აპიონთან - ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გასაქარწლებლად.
იხ.ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...