суббота, 2 ноября 2019 г.

ოსმალეთის იმპერია

                   ოსმალეთის იმპერია

                                           
თანამედროვე თურქეთის მემკვიდრე  სუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს. აბსოლიტური მონარქია 1876წ-მდე 1878 - 1908 წწ მართველობა.   ო ს მ ა ლ ე ბ ი — ოსმალეთის სულთნების დინასტია. დააარსა ოსმან I გაზიმ. ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ბაიაზიდ I ილდირიმიმეჰმედ II ფათიჰისელიმ იავუზისულეიმან I კანუნისელიმ IIIმაჰმუდ IIაბდულჰამიდ II. უკანასკნელი ოსმანი სულთანი მეჰმედ VI ვაჰიდედინი (1918-1922 წწ.) ოსმალეთიდან გაიქცა სასულთნოს გაუქმების შემდეგ (1922 წ. 1 ნოემბერი). თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ხალიფად აირჩია ოსმანტა დინასტიის პრინცი - აბდულმეჯიდი. სახალიფოს გაუქმების შემდეგ (1924 წლის 3 მარტი) ოსმანების დინასტიის ყველა წევრი ქვეყნიდან განდევნესმურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.
                                   Ottoman Empire 16-17th century.jpg
                                                          1299 - 1923წწ
XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისდასავლეთი აზიისკავკასიისჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს. XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.
კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა. იხ. ვიდეო
                                          ოსმალეთის იმპერიის წარმოშობა
 (თურქ. Osmanlı İmparatorluğu Kuruluş Dönemi1299 - 29 მაისი1453) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაშიოსმან I გაზის დამოუკიდებელ მმართველად გახდომიდან, მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე, როცა ოსმალეთის იმპერია მხოლოდ ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა.
ოსმალეთმა პირველ რიგში ანატოლიას დაადგა თვალი, რადგან მისი აღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვის. სასულთნოს შეემატებოდა მრავალი სანჯაყი და ამასთან ერთად ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. ოსმალეთმა ანატოლიის დაპყრობა მოახერხა.
ოსმალეთის გაძლიერებასთან ერთად სუსტდებოდა ბიზანტიის იმპერია, რომელსაც დაცემის ხანა ოსმალეთის გაჩენამდე ჰქონდა დაწყებული და ოსმალეთის გაძლიერებამ, მისი რუქიდან გაქრობა უფრო მეტად დააჩქარა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ოსმალთა სულთანთათვის დიდი ხნის განმავლობაში აუღებელი რჩებოდა ბიზანტიის სატახტო ქალაქი კონსტანტინოპოლი, რომლის აღების მცდელობა მრავალჯერ ჰქონდათ ოსმალეთის სულთნებს, განსაკუთრებით ბაიაზიდ I-ს. კონსტანტინოპოლის აღებას ასეთი დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა რომ, მისი აღებით ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბებდოდა და გახდებოდა აღმოსავლურ-დასავრული ურთიერთობების ცენტრში.
განვითარების პერიოდში ოსმალეთს ანარქიაც ახსოვს, რომელიც ბაიაზიდ I-ის დროს, თემურლენგის წინააღმდეგ გამართული ანგორის ბრძოლის შედეგად დაიწყო. თემურლენგმა ტყვედ წაიყვანა სულთან ბაიაზიდი და ამასთან ერთად, სულთნის ვაჟებმა ისედაც გაუბედურებული ოსმალეთი რამდენიმე ნაწილად გახლიჩეს და ერთმანეთს დაუწყეს ბრძოლა. იხ. ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...