суббота, 16 ноября 2019 г.

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში

            ომი აღმოსავლეთ უკრაინაში

                                     Map of the war in Donbass.svg
(უკრ. Війна на сході Україниრუს. Вооружённый конфликт на востоке Украины) დაიწყო 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის. მხარეები უკრაინა - დონეცკის სახალხო რეპუბლიკა და ლუგანსკი სახალხო რეპუბლიკა რუსეთის. 
ძალები უკრაინის მხარე  - 50 000 სამხედრო მოსამსახურე. მეორე მხარე 20 000 მებრძოლი, მათ შორის 3 000 - 4 000 რუსი სამხედრო მოხალისე. 
იხ. ვიდეო

ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო
კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმაშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.
იხ.ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...