суббота, 9 ноября 2019 г.

ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი

          ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი

                                                                                                          
                                   ,,სადოვის ბრძოლა'' გეორგ ბლასტერი. ზეთის ტილო, 1869წ    
                                                                 მოწინაამღდეგეები
გერმანული კავშირი, ავსტრიის იმპერია, გერმანიის სამეფო, საქსონიის სამეფო, ვიურტბერგის სამეფო, ჰესენის  დიდი საჰერცოგო, ბადენის საჰერცოგო, ნესაის საჰეროგო, როისის სამთავრო, საქსეს-მეინინგენის საჰერცოგო, შამბურ ლიპეს სამთავრო, ბრაუნშვეიგის საჰერცოგო, თავისუფალი ქალაქო ფრანკფურტი. - მოწინაამღდეგე მხარე პურსიის სამეფო, იტალიის სამეფო, მელენგბურგ-შტრელის საჰერციგო, ოლდერბურნგის საჰეცორგო, საქსენ-კობურგგ-ჰოტას საჰერცოგო, საქსენ-ალტენბურგის საჰერცოგო, ლიპე-დელმოლდის სამეფო, შვავბურგ-ზონდედსაუზენის სამეფო, ველდეკ-პირმონტის სამეფო, თავისუფალი ქალაქი ბრემენი, თავისუფალი ქალაქი ლიუბეკი.
                                                  1866 წლის ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი, გერმანიის ისტორიაში აგრეთვე ცნობილია სახელებით გერმანიის ომი, გაერთიანების ომი და შვიდკვირიანი ომი, იტალიაში ცნობილია, როგორც მესამე ომი იტალიის დამოუკიდებლობისთვის — პრუსიისა და იტალიის სამხედრო კონფლიქტი ავსტრიულ მონარქიასთან გერმანიაში ჰეგემონიისა და ვენეციის ოლქის კონტროლისათვის. ამ ომმა განსაზღვრა გერმანიის გაერთიანების მცირეგერმანული გზა და დაასრულა ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვის.
ომში თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა ორი კოალიცია, რომლებსაც ხელმძღვანელობდა გერმანიის ორი დიდი სახელმწიფო — ავსტრია და პრუსია შესაბამისად. ავსტრიის მხარეს გამოდიოდნენ ბავარიასაქსონიაბადენის დიდი საჰერცოგოვიურტემბერგი და ჰანოვერი, ხოლო პრუსიის მხარეს — იტალია. გარდა ამისა, თითოეულმა მოწინააღმდეგემ შეძლო თავის მხარეს რამდენიმე ნაკლებადმნიშვნელოვანი გერმანული სახელმწიფოს გადაბირება. ამ ომში უშუალოდ მონაწილეობდა სულ 29 სახელმწიფო, მათგან 13 ავსტრიის მხარეს, ხოლო 16 — პრუსიის მხარეს.
იხ. ვიდეო

სადოვის ბრძოლა — გადამწყვეტი ბრძოლა ავსტრია-საქსონიის ჩრდილოეთ არმიასა (სარდალი ლიუდვიგ ბენედეკი) და პრუსიის ჯარებს (სარდალი ვილჰელმ I) შორის. გაიმართა 1866 წლის 3 ივლისს ჩეხეთის ქალაქ სადოვის რაიონში ავსტრია-პრუსიის ომის დროს.
ავსტრიის არმიას, რომელიც სადოვასთან იცავდა თავს, პრუსიელებმა დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიეს. 3 ივლისს, დილით, პრინც ფრიდრიხ კარლის პრუსიის პირველმა არმიამ ავსტრიელთა ცენტრს შეუტია, შუადღისას პრუსიის მეორე არმიამ ჩრდილოეთიდან ავსტრიელთა ფლანგსა და ზურგს დაარტყა, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა.
ამ დამარცხებამ ავსტრიელები აიძულა დაედოთ პრაღის ზავი. სადოვასთან გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა პრუსიელთა სტრატეგიის უპირატესობამ.
შედეგი პურსიისა და მისი მოკავშირეების  გამარჯვება ნიკოლბურგის ზავი, პრაღის ზავი (1866), ვენის საზავო სემშეკრულება (1866)
იხ.ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...