среда, 18 октября 2023 г.

შოგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    შოგი
იაპ. 将棋

მოთამაშეები 2
ასაკი 5+
თამაშის ხანგრძლივობა 10 წუთი – 2 დღე
წესების სირთულე: მაღალი
სტრატეგიის დონე მაღალი
შემთხვევითობის გავლენა არა (თამაში სრული ინფორმაციით)
ავითარებს სტრატეგიული აზროვნების უნარს
მსგავსი თამაშები ჭადრაკი, Xiangqi, Tavrel

ცნობილი როგორც იაპონური ჭადრაკი ან გენერალთა თამაში. ის არის ერთ-ერთი პოპულარული სტრატეგიული სამაგიდო თამაში იაპონიაში, რომელსაც ორი ადამიანი თამაშობს. შოგი ძალიან ჰგავს დასავლურ ჭარდრაკს (საერთაშორისო ჭადრაკს) და იაპონიაში ითვლება ყველაზე პოპულარულ თამაშად. შოგი იაპონიურად გენერალთა თამაშს ნიშნავს, იგი იშიფრება როგორც (შო将)გენერალი, (გი棋) კი სამაგიდო თამაში. ის არის ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული იაპონური ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ტრადიციული ელემენტები. ამ თამაშს ორი მოთამაშე თამაშობს. სენტე先手 (შავი) და გოტე後手 (თეთრი) ქვებით. შოგის დაფის ზომაა 9X9. თითოეულ მოთამაშეს კი 20 ქვა აქვს. თამაშს იწყებს შავი ქვების მქონე მოთამაშე.

საინტერესოა, რომ შოგის თამაშში მეფისა და ოქროს გენერლის გარდა ნებისმიერ ფიგურას შეუძლია დაწინაურება თუ მოწინააღმდეგის ბანაკის ბოლო სამი უჯრიდან ერთ-ერთში მოხვდება. დაწინაურებულ ფიგურებს სხვანაირად მოძრაობა შეუძლიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოთამაშეს ვინც დაწინაურდება შეუძლია ქვა არ დააწინაუროს და იგივე ფიგურად დატოვოს თუკი ამას მისი სათამაშო სტილი და სტრატეგია მოითხოვს.

საერთაშორისო და უფრო ცნობილი სტანდარტული ჭადრაკისაგან განსხვავებით, შოგი ძალიან რთული სათამაშოა, რადგან თამაშის დროს მოთამაშეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შემოიყვანოს მის მიერ მოკლული მოწინააღმდეგის ფიგურები და თავის მხარეს ათამაშოს, ეს კი საქმეს ძალიან ართულებს და სწორედ ამაშია შოგის ხიბლიც და განსხვავება სტანდარტული ჭადრაკისგან.

შოგიში არის რამდენიმე არალეგალური მოძრაობებიც, მათ შორის: არ შეიძლება პაიკების ერთმანეთზე მიწყობა რიგში; შოგიში არ შეიძლება პაიკის გაცოცხლება „ქიში და შამათის“ თქმისთვის; არ შეიძლება ქვის გაცოცხლება თუკი მას არ აქვს შემდეგში სვლის გაკეთების საშუალება; მაგალითად თუკი მე გავაცოცხლებ პაიკს, შუბს ან მხედარს მოწინააღმდეგის ბანაკის მეცხრე უჯრაში მათ საშუალება არ ექნებათ, რომ იმოძრაონ ამ შემთხვევაში დაწინაურება არ მოქმედებს, რადგან თუკი უკვე მოკლულ ფიგურას გააცოცხლებთ და მოწინააღმდეგის ბანაკის მეშვიდე, მერვე ან მეცხრე უჯრაში მან ერთი სვლა მაინც უნდა გააკეთოს, რომ დაწინაურდნენ; ხოლო თუკი ცოცხალი ქვა მოხვდება დამაწინაურებელ ზონაში იგი მაშინვე დაწინაურდება.

შოგის მოთაშეებისთვის ამ წესების ცოდნა აუცილებელია, რადგან თუკი თქვენ არალეგალურ მოძრაობას შეასრულებთ მაშინვე დამარცხდებით და წააგებთ.

შოგიში არის ფიგურები: 1 მეფე(ოშო王將) აღნშნული ფიგურა, მოძრაობს ერთი უჯრით ნებისმიერი მიმართულებით; 1 ეტლი(ჰიშა飛車) ფიგურა მოძრაობს იმდენი უჯრით რამდენითაც სურს ნებისმიერ მხარეს დიაგონალების გარდა. დაწინაურებულ ეტლს შეუძლია იმოძრაოს ისევ ეტლის მიმართულებით + თითო უჯრა დიაგონალებზე. 1 კუ(კაკუგიო角行) მოძრაობს დიაგონალებზე იმდენი უჯრით რამდენითაც სურს, ხოლო თამაშის პროცესში დაწინაურებულ კუს ემატება თითო უჯრა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. 2 ვერცხლის გენერალი(გინშო銀将) მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით თითო უჯრით, თუმცა გენერალს არ შეუძლია წავიდეს უკან, ან გვერდებზე. დაწინაურებული ვერცხლის გენერალი მოძრაობს ისე, როგორც ოქროს გენერალი. 2 ოქროს გენერალი (კინშო金将) მოძრაობს ნებისმიერ მხარეს თითო უჯრით, უკანა დიაგონალების გარდა. 2 შუბი(კიოშა香車) მოძრაობს, მხოლოდ წინ იმდენი უჯრით რამდენიც სურს. დაწინაურებული შუბი მოძრაობს ისე როგორც ოქროს გენერალი. 2 მხედარი(კეიმა桂馬) მოძრაობს ორი უჯრით წინ შემდეგ ერთი უჯრით ან მარჯვნივ ან მარცხნივ. 9 პაიკი(ფუჰიო歩兵) მოძრაობს მხოლოდ წინ ერთი უჯრით. საერთაშორისო

 ჭადრაკისგან განსხვავებით პაიკს მოკვლა დიაგონალზე არ შეუძლია, ის კლავს ისე როგორც მოძრაობს ერთი უჯრა წინ. დაწინაურებული პაიკი მოძრაობს ისე როგორც ოქროს გენერალი.

იხ. ვიდეო - How to Play Shogi



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...