четверг, 11 октября 2018 г.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია

         ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია

                                  
                                            ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის მიმართულებები
                                                            კავკასიური პოლიტიკა
 (რუს. Депортация чеченцев и ингушей) ასევე ცნობილია, როგორც აარდახი (ჩეჩ. Aardax), ოპერაცია ლენტილი (რუს. Чечевица) — საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-დან ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დეპორტაცია განხორციელდა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში და მიმდინარეობდა 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით. საერთო მონაცემებით გადაასახლეს 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში. გადასახლების პერიოდში და პირველ წელს დაიღუპა 100 000 ჩეჩენი და 23 000 ინგუში, ანუ ორივე ერიდან ყოველი მეოთხე ადამიანი. დეპორტაციაში უშუალოდ იყო ჩართული 100 000 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერთი ამდენი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მეზობელ რაიონებში. გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშალონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთისდაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ.
დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად სახელდება მასობრივი თანამშრომლობა ოკუპანტებთან, ანტისაბჭოთა მოქმედება და ბანდიტიზმი, თუმცა ინგუშებს ფიზიკურად არ შეეძლოთ თანამშრომლობა ოკუპანტებთან ოკუპაციის არ არსებობის გამო. ფაშისტებმა დაიკავეს მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და მალევე უკან გაბრუნდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მასშტაბი და რესპუბლიკაში ბანდიტიზმი ასევე არ აღემატებოდა მეზობელ რეგიონებში მსგავს მაჩვენებლებს. აღნიშნული მონაცემები გაყალბებულია ხელისუფლების ქმედებების გასამართლებლად. დეპორტაციის რეალური მიზეზები დღემდე არაა დადგენილი. ხალხთა დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა იყო არაკანონიერი, რომელიც არცერთ სამართლებრივ აქტში არაა გათვალისწინებული.
ძირძველი მოსახლეობის გადასახლების შემდეგ იწყება მათი ცხოვრების კვალის მიზანმიმართული წაშლა: დასახლებულ პუნქტებს მიენიჭათ რუსული ან ოსური სახელები, წაბილწეს და გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები, საფლავის ქვები გამოიყენეს მშენებლობისათვის და საგზაო სამუშაოებისათვის, დაწვეს ინგუშური და ჩეჩნური წიგნები, გადარჩენილი წიგნებიდან ამოიღეს ტერმინი ვაინახები, მუზეუმებიდან ამოიღეს „არაპოლიტკორექტული“ ექსპონატები, გაანადგურეს ხელნაწერი წიგნები და ბიბლიოთეკები, დაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები, იარაღი, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
იხ ვიდეობი

საბჭოთა კავშირისა და რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს 1957 წლის 9 იანვრის დადგენილებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღადგინეს, თუმცა მისი საზღვრები შეიცვალა. საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა თავისი პრეზიდიუმის ბრძანება და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში შეიტანა ავტონომიის აღმნიშვნელი ტერმინები. ჩეჩნებსა და ინგუშებს უფლება მისცეს დაბრუნებოდნენ საკუთარ სამშობლოს. ხელისუფლების არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების გამო, მათი დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა. უამრავ პრობლემას ახალი პრობლემებიც დაემატა. 1957 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებიდან 113 000 არაძირძველი, ჩეჩნებისა და ინგუშების ადგილზე ჩასახლებული, ადამიანი ტოვებს საცხოვრებელს.

დეპორტირებულთა რაოდენობა


გაზდიევების ინგუშური ოჯახი გარდაცვლილი შვილის სხეულთან. ყაზახეთი, 1944 წელი.
გადასახლებიდან ახლო მომავალში ჩეჩნებისა და ინგუშების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. გარდა იმისა, რომ ახალ ტერიტორიებე შეგუების პროცესი იყო მძიმე, დანაკარგების ზრდა განაპირობა ორმა მიზეზმა: პირველი, საომარი მდგომარეობის სირთულეები და მეორე, ჩეჩნებისა და ინგუშების დიდი ნაწილი სამშობლოში დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით
კონკრეტულად ჩეჩნებისა და ინგუშების სიკვდილიანობისა და შობადობის მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა, ჩრდილოეთ კავკასიის დეპორტირებული ხალხების (ჩეჩნებიინგუშებიყარაჩაელებიბალყარელები) მაჩვენებლები ზოგადად ცნობილია. სულ გადასახლების მომენტიდან 1948 წლის 1 ოქტომბრამდე დაიბადა 28 120 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 146 892. ცალკეული წლების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია
წელიდაიბადაგარდაიცვალამატება
1945223044 652−42 422
1946497115 634−10 663
1947720410 849−3645
194810 34815 182−4834
194913 83110 252+3579
195014 9738334+6639
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილო კავკასიელ გადასახლებულთა შორის 81,6 % ჩეჩენი და ინგუში იყო, ვაინახებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასი გამოდის (100 ათასი ჩეჩენი და 23 ათასი ინგუში).
დალჰატ ედიევის შეფასებით დანაკარგებმა შეადგინა 125 477 ჩეჩენი (დეპორტირებულთა 30,76 %) ვა 20 284 ინგუში (21,27 %)
1939 წლიდან 1959 წლამდე საბჭოთა კავშირში ჩეჩნების რიცხვი გაიზარდა 2,6 %-ით. ინგუშების რიცხვი 15 %. რაც გამოწვეული იყო გადასახლებაში მძიმე დანაკარგით. მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარში ტრადიციული შობადობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით დემოგრაფიული კატასტროფა გამოსწორდა. 1959 წელთან შედარებით 1989 წელს ჩეჩნების რიცხვი 2,3-ჯერ გაიზარდა, ინგუშებისა კი - 2,2-ჯერ.

დეპორტირებულთა განსახლება

1945 წლისათვის სპეცგადასახლებულთა რაოდენობა მოითვლიდა 440 544 ჩეჩენსა და ინგუშს. 1949 წლისათვის კი მათი რიცხვი შემცირდა 365 173 ადამიანით. 1949] წლისათვის ცხოვრების პირობებთან ადაპტაციის პროცესი ძირითადად დასრულდა. შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას, რის შემვეგაც დაიწყო მოსახლეობის მატება. 1953 წლის დასაწყისში ჩეჩნნების რიცხვი იყო 316 717, ხოლო ინგუშებისა 83 518. მათი განსახლება სსრკ-ის ტერიტორიაზე ამ მომენტისათვის ასე გამოიყურებოდა
რეგიონიჩეჩნებიინგუშებისულ
ყაზახეთის სსრ244 67480 844325 518
ყარაღანდის ოლქი38 699522643 925
აკმოლის ოლქი16 51121 55038 061
კოსტანაის ოლქი15 27317 04832 321
პავლოდარის ოლქი11 63112 28123 912
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი23 060323 063
ალმათის ოლქი21 138182222 960
ტალდი-ყურღანის ოლქი21 04346521 508
ჟამბილის ოლქი20 03584720 882
ქოქჩეთაუს ოლქი577914 90220 681
სემიპალატინსკის ოლქი194955819 553
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი12 030522117 251
სამხრეთ ყაზახეთის ოლქი14 782118715 969
ყიზილორდის ოლქი13 5577413 631
აქტობეს ოლქი10 39410 394
ატირაუს ოლქი12441591403
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი314
ყირგიზეთის სსრ71 238233473 572
ჩუის ოლქი31 713197433 687
ოშის ოლქი21 91929422 213
ჯალალაბადის ოლქი13 7303913 769
თალასის ოლქი3874133887
ნარინის ოლქი112
უზბეკეთის სსრ და ტაჯიკეთის სსრ249182431
რსფსრ535142677
შრომა-გასწორების ბანაკები და
სსრკ-ის შსს-ს სპეცნაგებობები
191534
მთიელები, რომლებიც მუშაობდნენ ნავთობის მრეწველობაში, გააგზავნეს „ყაზახნავთობში“ სამუშაოდ. ესენი იყვნენ სპეციალისტები საშუალო და უმაღლესი განათლებით, ასევე მუშები, რომლებსაც ჰქონდათ პრაქტიკული გამოცდილება ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სსრკ-ის მოკავშირეები მთლიანად უგულვებელყოფდნენ დეპორტაციის ფაქტს, სამაგიეროდ მხარს უჭერდნენ გერმანელების დეპორტაციას, როგორც მეხუთე კოლონის ლიკვიდაციას. ცივი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში და ასევე გაეროს ყრილობებზე საუბარი დაიწყეს საბჭოთა კავშირში დეპორტაციის საკითხებზე. საბჭოთა დიპლომატები შემხვედრი ბრალდებებით პასუხობდნენ ევროპელ დიპლომატებს და მაგალითად მოჰყავდათ აფრიკის დეკოლონიზაცია
ჩეჩნებმა და ინგუშებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, დაიწყეს აქტიური ბრძოლა მათი თანამემამულეების უფლებების აღსადგენად. დიასპორის წარმომადგენლებმა შექმნეს ორგანიზაციები, რომლებიც სთხოვდნენ მათ ქვეყანას, გამოეყენებინა თავისი გავლენა და ზეწოლა განეხორციელებინათ სსრკ-ის ამგვარ პოლიტიკაზე. განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ იორდანიისთურქეთისა და აშშ-ის ჩეჩენთა დიასპორა
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აბდურაჰმან ავტორხანოვს. იგი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა ბრძოლას დეპორტირებული ხალხის სამშობლოში დაბრუნებისა და მათი რეაბილიტაციისათვის. 1952 წელს მიუნხენში გამოიცა მისი წიგნი „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხალხის მკვლელობა. ხალხთა მკვლელობა სსრკ-ში“. ეს წიგნი ითარგმნა მრავალ ენაზე და დასავლეთში დეპორტაციის საკითხის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შექმნა
ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნის ბრაიან გლინ უილიამსის აზრით, გადასახლების პერიოდში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩეჩნებისა და ინგუშების დეპრტაცია გაეროს კონვენციის თანახმად ჩაითვალოს გენოციდად1953 წელს სემიონ ლიპკინმა დაწერა პოემა „ბელადი და ტომი: ნისლი მთებში“, რომელიც ეძღვნებოდა ჩეჩნებს, რომლებმაც დეპორტაციას მთებში დაემალნენ. 1980 წელს მანვე დაწერა პოემა „დეკადა“, რომელიც ეძღვნებოდა გამოგონილი კავკასიელი ხალხის, ტავლარების დეპორტაციას
1977 წელს ვლადიმერ ვისოცკიმ დაწერა დეპორტაციისადმი მიძღვნილი სიმღერა „გაფრინდა ცხოვრება“
ვაინახების დეპორტაციას მიეძღვნა ანატოლი პრისტავკინის წიგნი „ეძინა ოქროს ღრუბელს“. მისმა პუბლიკაციამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ზნამიაში“, გამოიწვია დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. მომდევნო წლებში მას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა   ხოლო 1989 წელს კინორეჟისორმა სულამბეკ მამილოვმა მოახდინა მისი ეკრანიზაცია
1989 წლის 19 თებერვალს დაღესტნის ნოვოლაკის რაიონის დასახლება ჩარავალში გაიხსნა სტალინიზმის მსხვრეპლ ჩეჩენი-აკინჯების ძეგლი. იგი იყო მსგავსი შინაარსის პირველი ძეგლი ქვეყანაში
1994 წლის 23 თებერვალს დეპორტაციის ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე, გროზნოში გაიხსნა 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი. პროექტის ავტორი იყო დარჩი ჰასანხანოვი. 2008 წელს ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანეს
1997 წლის 23 თებერვალს დეპორტაციის წლისთავზე ნაზრანში გაიხსნა მემორიალი „ცხრა კოშკი“, რომლის ავტორიც იყო რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი მურად პოლონკოევი. აღნიშნული ნაშრომისათვის ავტორი 2002 წელს რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით დააჯილდოეს. მემორიალი არქიტექტურის ძეგლია და შეტანლია რუსეთის სამხატვრო აკადემიის რეესტრში
2011 წლამდე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში 23 თებერვალი ხსოვნისა და მწუხარების დღე იყო 2011 წელს ჩეჩნეთში რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დადგენილებით, ღონისძიება გადაიტანეს 10 მაისს - ახმატ კადიროვის დაკრძალვის დღეს. ამავე წელს ინგუშებმა ღონისძიება გადაიტანეს 24 თებერვალს. ინგუშეთის პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერის კალოია ახილგოვის ინფორმაციით, ეს გააკეთეს მოსკოვის მითიტების გამო
2011 წლის 23 თებერვალს ჩეჩნეთის მთავრობის საარქივო სამმართველომ და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა ჩეჩნეთის პარლამენტის მხარდაჭერით გახსნეს საიტი, რომელიც ეძღვნებოდა „1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპოტაციის მსხვერპლთა ხსოვნას“. გახსნის მომენტისათვის ბაზა შეიცავდა ინფორმაციას 60 000 დეპორტირებულ პიროვნებაზე
2011 წელს ყაზახეთში, რეპრესიების მსხვერპლთა დღის წინა პერიოდში, რომელიც აღინიშნება 31 მაისს, ყარაგანდაში გაიხსნა დეპორტაციის პერიოდში დაღუპული ჩეჩენი და ინგუში ხალხის სამახსოვრო ძეგლი
2014 წელს სტუდია „გროზნო-ფილმმა“ გადაიღო ფილმი „ნაბრძანებია დავიწყება“. ფილმის პრემიერა უნდა გამართულიყო 2014 წლის 10 მაისს გროზნოში, მაგრამ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ აკრძალა ფილმის ჩვენება რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან „აღვივებდა ერთაშორის უთანხმოებას“. ამავე წელს ფილმი აჩვენეს მოსკოვის საერთშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამით. ეს მოხდა ფილმის რეჟისორის ჰუსეინ ერკენოვის მოთხოვნით.
დღემდე დეპორტაცია არის მხატვრების, პუბლიცისტებისა და მეცნიერი ვაინახების მუდმივი განსჯის თემა. დეპორტაციის შესახებ წერდა მაგომეტ სულაევი რომანში „მთები არ დაივიწყებენ“, ზ. აბდულაევი წიგნში „აფორიაქებები“ , ხამზათ იანდარბიევი „საუკუნის დანაშაული“ და მთელი რიგი ავტორები.

სამეცნიერო შეფასებები

ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნის ბრაიან გლინ უილიამსის აზრით, გადასახლების პერიოდში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩეჩნებისა და ინგუშების დეპრტაცია გაეროს კონვენციის თანახმად ჩაითვალოს გენოციდად.

ხსოვნა

სტალინიზმის მსხვერპლი ჩეჩენი-აკინჯების ძეგლი
აუხის მცხოვრებთა მიტინგი 2017 წლის 23 თებერვალს, რომელიც ეძღვნებოდა დეპორტაციის წლისთავს.

1953 წელს სემიონ ლიპკინმა დაწერა პოემა „ბელადი და ტომი: ნისლი მთებში“, რომელიც ეძღვნებოდა ჩეჩნებს, რომლებმაც დეპორტაციას მთებში დაემალნენ. 1980 წელს მანვე დაწერა პოემა „დეკადა“, რომელიც ეძღვნებოდა გამოგონილი კავკასიელი ხალხის, ტავლარების დეპორტაციას.

1977 წელს ვლადიმერ ვისოცკიმ დაწერა დეპორტაციისადმი მიძღვნილი სიმღერა „გაფრინდა ცხოვრება“.

ვაინახების დეპორტაციას მიეძღვნა ანატოლი პრისტავკინის წიგნი „ეძინა ოქროს ღრუბელს“. მისმა პუბლიკაციამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ზნამიაში“, გამოიწვია დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. მომდევნო წლებში მას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, ხოლო 1989 წელს კინორეჟისორმა სულამბეკ მამილოვმა მოახდინა მისი ეკრანიზაცია.

1989 წლის 19 თებერვალს დაღესტნის ნოვოლაკის რაიონის დასახლება ჩარავალში გაიხსნა სტალინიზმის მსხვრეპლ ჩეჩენი-აკინჯების ძეგლი. იგი იყო მსგავსი შინაარსის პირველი ძეგლი ქვეყანაში[145].

1994 წლის 23 თებერვალს დეპორტაციის ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე, გროზნოში გაიხსნა 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი. პროექტის ავტორი იყო დარჩი ჰასანხანოვი. 2008 წელს ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანეს.

                  მემორიალი „ცხრა კოშკი“.

1997 წლის 23 თებერვალს დეპორტაციის წლისთავზე ნაზრანში გაიხსნა მემორიალი „ცხრა კოშკი“, რომლის ავტორიც იყო რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი მურად პოლონკოევი. აღნიშნული ნაშრომისათვის ავტორი 2002 წელს რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით დააჯილდოეს. მემორიალი არქიტექტურის ძეგლია და შეტანლია რუსეთის სამხატვრო აკადემიის რეესტრში.

2011 წლამდე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში 23 თებერვალი ხსოვნისა და მწუხარების დღე იყო. 2011 წელს ჩეჩნეთში რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დადგენილებით, ღონისძიება გადაიტანეს 10 მაისს - ახმატ კადიროვის დაკრძალვის დღეს. ამავე წელს ინგუშებმა ღონისძიება გადაიტანეს 24 თებერვალს. ინგუშეთის პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერის კალოია ახილგოვის ინფორმაციით, ეს გააკეთეს მოსკოვის მითიტების გამო.

2011 წლის 23 თებერვალს ჩეჩნეთის მთავრობის საარქივო სამმართველომ და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა ჩეჩნეთის პარლამენტის მხარდაჭერით გახსნეს საიტი, რომელიც ეძღვნებოდა „1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპოტაციის მსხვერპლთა ხსოვნას“. გახსნის მომენტისათვის ბაზა შეიცავდა ინფორმაციას 60 000 დეპორტირებულ პიროვნებაზე.

2011 წელს ყაზახეთში, რეპრესიების მსხვერპლთა დღის წინა პერიოდში, რომელიც აღინიშნება 31 მაისს, ყარაგანდაში გაიხსნა დეპორტაციის პერიოდში დაღუპული ჩეჩენი და ინგუში ხალხის სამახსოვრო ძეგლი.

2014 წელს სტუდია „გროზნო-ფილმმა“ გადაიღო ფილმი „ნაბრძანებია დავიწყება“. ფილმის პრემიერა უნდა გამართულიყო 2014 წლის 10 მაისს გროზნოში, მაგრამ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ აკრძალა ფილმის ჩვენება რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან „აღვივებდა ერთაშორის უთანხმოებას“. ამავე წელს ფილმი აჩვენეს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამით. ეს მოხდა ფილმის რეჟისორის ჰუსეინ ერკენოვის მოთხოვნით.

დღემდე დეპორტაცია არის მხატვრების, პუბლიცისტებისა და მეცნიერი ვაინახების მუდმივი განსჯის თემა. დეპორტაციის შესახებ წერდა მაგომეტ სულაევი რომანში „მთები არ დაივიწყებენ“, ზ. აბდულაევი წიგნში „აფორიაქებები“, ხამზათ იანდარბიევი „საუკუნის დანაშაული“ და მთელი რიგი ავტორები.


                ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

                                             

საოცრებათარიღიმშენებელიდაინგრამიზეზი
ხეოფსის პირამიდაძვ. წ. 2550ეგვიპტელებიდღემდე დგასდღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღებიძვ. წ. 600ბაბილონელებიძვ. წ. 1 საუკუნემიწისძვრა
არტემიდეს ტაძარი ეფესოშიძვ. წ. 550ლიდიელებიბერძნებიძვ. წ. 356ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაშიძვ. წ. 435ბერძნებიმე-5-6 საუკუნეებიხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმიძვ. წ. 351ქარიელებიბერძნები1494მიწისძვრა
როდოსის კოლოსიძვ. წ. 292-280ელენისტური საბერძნეთიძვ. წ. 224მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურაძვ. წ. III საუკუნეელენისტური ეგვიპტე1303-1480მიწისძვრა

ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
ვიდეო

среда, 10 октября 2018 г.

                    აბრეშუმის დიდი გზა


აბრეშუმის დიდი გზა: ჩანანი-ტიან-შანისკორიდორი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Transasia trade routes 1stC CE gr2.png
აბრეშუმის დიდი გზა ძვ. წ. I საუკუნეში

ქვეყანაჩინეთის დროშა ჩინეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტიპიკულტურული

 (ტრად. ჩინ.: 絲綢之路; გამარტ. ჩინ.: 丝绸之路; სპარს. راه ابریشم; თურქ.İpekyoluყირგ.Жибек жолу), ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა.
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
საბაჟო  პუნკტი  დიდი აბრეშუმის გზა  დუნხუანის შემოგერანი
აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში 
იხ ვიდეობი თემაზე

სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.
ნიმუში აბრეშუმის  ხანის დინასტიის

აბრეშუმის დიდი გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმიმანიქეველობაიუდაიზმიისლამინესტორიანელობა).

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ან ტრასეკა (ინგლ. Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) — საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა ევროპის კავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურსა და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნა 1993 წელს ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოსაზერბაიჯანისსომხეთისყაზახეთისყირგიზეთისთურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. მალევე პროექტს XX საუკუნის დასასრულის უმნიშვნელოვანესმა ისტორიულმა მოვლენებმა, პირველ რიგში, სსრკ-ის დაშლამ, საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამ, იაპონიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის დაჩქარებულმა ეკონომიკურმა აღმავლობამ, ცენტრაური აზიის, ყაზახეთის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ევროპისა და მსოფლიო ბაზართან ინტეგრირების აუცილებლობამ, ამ ქვეყნებში დამოუკიდებელი ეკონომიკის მშენებლობის დაჩქარებამ და სხვა გარემოებებმა დღის წესრიგში დააყენა ისტორიული აბრეშუმის გზის, დღეს კი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის აღორძინების აუცილებლობა. 1990 წელს ქალაქ ვლადივოსტოკში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე („აზია–წყნარი ოკეანის ქვეყნები: დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა“) გამოითქვა ისტორიული აბრეშუმის გზის თანამედროვე მრავალფუნქციურ სატრანსპორტო დერეფნად გარდაქმნის იდეა.
მისი ხორცშესხმა კი მხოლოდ სსრკ-ის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია დასავლეთის ქვეყნების დიდი დაინტერესება ამ პრობლემით. 1993 წელს ბრიუსელში ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც დასაბამი მისცა ტასისის (TACIS – ტექნიკური დახმარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებისათვის) ჩარჩოებში მეტად ფართო მასშტაბის რეგიონული ტექნიკური დახმარების პროგრამების ჩამოყალიბებას, რომელსაც ეწოდა ტრასეკა (TRACECA – სატრანსპორტო დერეფანი ევროპა–კავკასია–აზიისათვის). თავდაპირველად ტრასეკას პროექტში რვა სახელმწიფო მონაწილეობდა (საქართველოსომხეთიაზერბაიჯანითურქმენეთიუზბეკეთიტაჯიკეთიყირგიზეთი და ყაზახეთი), სხვადასხვა დროს შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც (მოლდოვაუკრაინამონღოლეთიბულგარეთირუმინეთითურქეთი).
1995–2008 წლებში ტასის-ტრასეკას ფარგლებში სამ ათეულამდე ტექიკური დახმარების პროექტი განხორციელდა. ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებამ შესაძლებელი გახადა რიგი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტა: ტრასეკას პროექტის წევრი სახელმწიფოების სატრანსპორტო სისტემების ინსტიტუციონალური მშენებლობა და მართვის სისტემის რეფორმა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა და მისი ჰარმონიზაცია დასავლურ ანალოგებთან, სატრანსპორტო სისტემების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, მათი რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტებისა და განვითარების გეგმების შემუშავება და ა.შ. ტრასეკას განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისეთი საინვესტიციო პროექტები (საერთო რაოდენობა – 10, თანხა – 48 მლნ. ევრო), როგორიცაა: ამიერკავკასიის რკინიგზის რეაბილიტაცია (5 მლნ. ევრო); საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ე. წ. წითელი ხიდის რეაბილიტაცია და იქვე ახალი „ტრასეკას ხიდის“ მშენებლობა (2,5 მლნ. ევრო); საბორნე გადასასვლელი ხიდების მშენებლობა ფოთისა და ილიჩოვსკის (უკრაინა) პორტებში (6,4 მლნ. ევრო); ფოთისა და ილიჩოვსკის პორტების კომპიუტერული სისტემებით უზრუნველყოფა (1,5 მლნ. ევრო); ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სამხრ. კავკასიის რკინიგზების სასიგნალო სისტემებისათვის (15,0 მლნ. ევრო); საკონტეინერო ტვირთების მომსახურების ხელშეწყობა ფოთისბაქოსთურქმენბაშისა და ილიჩოვსკის პორტებში (5,8 მლნ. ევრო); საბორნე გადასასვლელის ბაქო–აქთაუს მოწყობა და ა. შ.
აღნიშნულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სატრანსპორტო დერეფნის ე. წ. „ვიწრო ადგილების“, „სატრანსპორტო საცობების“ დარეგულირებასა და ახალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. ამასთან ერთად, საფუძველი ჩაეყარა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საერთაშორისო სახელშეკრულებო ბაზას. 1996 წელს თურქმენეთის ქ. სერახსში ოთხმა ქვეყანამ – აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა, უზბეკეთმა და საქართველომ – ხელი მოაწერა ცნობილ სერახსის ხელშეკრულებას(შეთანხმება საერთაშორისო ტრანზიტის შესახებ და სარკინიგზო უწყებებს შორის ხელშეკრულება სარკინიგზო ტრანსპორტის კოორდინაციის შესახებ). შემდგომ მათ შეუერთდნენ სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ტრასეკას პროექტის მონაწილე ქვეყნებისათვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობას. მოგვიანებით, 1998 წ. სექტემბერში, ქალაქ ბაქოში გამართული ტრასეკას პროექტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის დროს 12 სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა მრავალმხრივ ხელშეკრულებას „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტის განვითარების შესახებ“. ამ ხელშეკრულებას ახლავს 4 ტექნიკური დანართი: სარკინიგზო ტრანსპორტის, საავტომობილო ტრანსპორტის, საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო ნაოსნობის, სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტების შესახებ. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნების საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების, საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისა და სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სახელშეკრულებო საფუძველი შექმნა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ, რითაც საფუძველი ჩაეყარა სატრანსპორტო დერეფნისა და ტრასეკას პროექტის საერთაშორისო შთამბეჭდავია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის თანამედროვე განვითარების ტემპები და შედეგები. 2002–2008 წლებში საქართველოში დაახლოებით 40 %-ით გაიზარდა რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რაშიც სატრანზიტო ტვირთების ხვედრითი წილი 85 %-ს აღწევდა. ასევე აღმავალია შავიზღვისპირა პორტების მიერ (ბათუმი, ფოთი, სუფსა, ყულევი) გადამუშავებული ტვირთების დინამიკა. ბათუმსა და ფოთში 2004–2008 გადაზიდული ტვირთების რაოდენობა განუხრელად გაიზარდა, მაგ., 2008 გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 209,6 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 129,6 ათასი ერთეულით აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს. 2006 სუფსის ტერმინალზე გადატვირთული ნედლი ნავთობის რაოდენობამ 13,2 მლნ. ტ შეადგინა, რაც 2004 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2004–2008 დაახლოებით 1,6-ჯერ გაიზარდა აგრეთვე საავტომობილო ტრანსპორტის ტვირთბრუნვა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. მზარდი დინამიკა ახასიათებს საქართველოს ტრანსპორტის განვითარების სხვა ძირითად მახასიათებლებსაც, მაგ., 2002–2008 დარგიდან შემოსული საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და ამ მაჩვენებლით იგი კვლავაც ინარჩუნებს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სახელს.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და თურქეთის შემაერთებელი რკინიგზის (ბაქო–თბილისი–ყარსის) ხაზის ექსპლუატაციაში შესვლა. ამ პროექტის განხორციელებას საფუძველი დაუდო 2007 წელს თებერვალში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერამ. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა.. პირველი ეტაპის სარკინიგზო ხაზის წლიური ტვირთბრუნვა განისაზღვრება 5 მლნ. ტ, ხოლო სამომავლოდ იგი დამატებით 10 მლნ. ტ გაიზრდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შემაერთებელი მშენებარე ხაზის საერთო სიგრძე შეადგენს 93 კმ, საიდანაც 25 კმ (ახალქალაქი–კარწახი) საქართველოს ტერიტორიაზეა. პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია აგრეთვე მარაბდა–ახალქალაქის 160 კმ სიგრძის რკინიგზის არსებული მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოებიც. პროექტის პირველი ეტაპის სავარაუდო ინვესტიციების მოცულობა 340 მლნ. ლარია, ხოლო მთლიანად პროექტის განხორციელებას 1 მლრდ. 300 მლნ. ლარის ინვესტიცია დასჭირდება. პროექტის განხორციელება შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვნად გაიზარდოს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ტვირთბრუნვა.ინსტიტუციონალიზაციას.ეუერთდნენ უკრაინამოლდოვა და მონღოლეთი2000წელს შეუერთდა თურქეთირუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო 2009 წელს - ირანი



კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...