გამშვები დანადგარი. გარეუბანი სდეროთი, 2011 ივნისი
ინგლ.Iron Dome — А́йрон до́ум - ტაქტიკური სისტემა ანტისარაკეტო განსაზღვრულია თავდაცვისათვის უმართავი ტაქტიკური რაკეტებისგან სიშორე ფრენების 4 დან 70 კმ გამოუშვა ისრაელის კომპანიამ რაფაელმა
ანტენა სადიოლოკატორის სადგურის ბატარეის
ყოველი ბატარეა შეუძლია დაიცვას 150კვ|კმ მოედანი პირველი სისტემა ბატარეა მორიგეობაზე დაგდა 2011წ-ს ხოლო 2014 წ-თვის საბრძოლო მორიგეობაზე იდგა 9 ბატარეა მთელი თერიტორიაზე ისრაელის. 2014წ-ს რკინის გუმბათმა წარმატებულად მოიგერია 1200რაკეტა.
ბატარეის მართვის ცენტრი
იხ ვიდეო
გამოცდა 2007წ-ის იანვარში წარმატებით გადაიჭირა და გაანადგურა რაკეტა ,,კასიმი'' და 122-მმ სარაკეტო მუხტი ,,გრადი''
2009წ-ის 25 მარტი სისტემამ წარმატებით გაირა საკონტროლო გამოცდა და ისრაელის თავდაცვის სამინიტრომ ჩამოყალიბა პირველი ანტისარაკატე სისტემა ,,სკინის გუმბათი''
საბრძოლო გამოყენება კომპლექსი გამოიყენეს 2011წ-ის მარტ-აპრილში აშკელონში და ბეერ-შევაში დაცვისთვის სარაკეტო თავდაცვისას სექტორ ღაზიდან 8 გასროლიდა 8 იქნა განადგურებული.
2011წ-ს ისრაელის ტერიტორია არაერთხელ დაიბომბა ღაზას სექტორიდან. იყო განხორციელებული 82 თავდასხმა 144 რაკეტით (მათ შორის - 7 რაკეტა ერთდროულად) არა უმცირესი 20 რაკეტა იყო ჩამოგდებული. სედეგად 1 დაღუპული და 24 დაჭრილი. სულ 2011წ-ს 229 თავდასხმა, 386 რაკეტა შედეგი სამი დაღუპული და 38 დაჭრილი განადგურებული 34 რაკეტა.
2012 მარტში 229 თავდასხმა კვლავ დამტკიცდა მისი ეფექტურობა სერიები დაბომბვების ისრაელის სექტორ ღაზიდან რაკეტებით კლასი ,, გრადი და კასსამი'' 85 თავდასხმა , 185 რაკეტა. ხუთი დაღუპული 61 რაკეტა ჩამოგდებული
«რკინის გუმბათი »რაკეტის გაშვების დროს ღუბლია სვეტის დროს
(ებრ.מבצע עמוד ענן, მივცა ამუდ ანან) — ღაზის სექტორშიისრაელის მიერ გატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის კოდური სახელწოდება. ოპერაცია დაიწყო 2012 წლის 14 ნოემბერს ოპერაციის მიზანია – გაანადგუროს ჰამასისსამხედრო ინფრასტრუქტურა ღაზის სექტორში როგორ მუშაობს რკინის გუმბათი იხ. ვიდეო
სულ დაღუპული : 100 ადამიანი (სხვა დასხვბა მონაცემებით
დაახლ ნახევარი სამოქალაქო პირია მათ შორის 24 ბავშვი და 10 ქალი
სულ დაჭრილი : 850
ექსპორტი - კორეის რესპუბლიკა - 2012 წელს სამხრეთ კორეამ ინტერესი გამოთქვა ამ სისტემის მიმართა
აშშ - სახმელეთო ჯარები 2011წ-ს დეკემბერ იანვარში უნდა გადაწყვეტილიყო დეცვათ ამ სისტემებით ერაყში და ავღანეთში ბაზები მოლიდინი იყო არჩევანი შეჩერდებოდა ,,რკინის გუმბადზე'' 2014წ-ის შემოდგომეზე დასატესად ერთიო ბატარეა იქნა გათვასებული. მირება სრული კომპლექსის ხელი იქნა მოწერელი 20196წ-ის აგვისტოში ცნობილი ირანისა სარაკეტო თავდასხმის გამო უნდა იქნეს დაჩქარებული მათი განთავსება
აზერბაიჯანი - კონტრაქტი ისრაელსა და აჯერბაიჯანშს შორის დაიდო 2013წ-ს
ამოწყდომა ზღვის ფაუნის ფანეროზული ეონის პერიოდი . ყოველი ცალკეული ინტერვალში დროს ნაჩვენებია, როგორი პროცესი არსებობდა როცა მშობიარობამ არ იცოცხლა შემდეგი ინეტრვალამდე. ნაჩვენები ყველა შთამომავალის , მხოლოდ შენახული ნამარხი.
(ცხოველებისა, მცენარეებისა, მიკროორგანიზმებისა) — მოვლენა, რომელიც ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების პროცესში ხდება. უმეტეს შემთხვევაში ამოწყვეტის მიზეზია ბუნებრივი გადარჩევა (ორგანიზმები ვერ ასწრებენ შეეგუონ გარემოს მკვეთრ ცვლილებებს). ხშირად ამოწყვეტის მიზეზი ორგანიზმთა გადაგვარებაა (იხ. დეგენერაცია). ორგანული სამყაროს ისტორია ნათლად მოწმობს, რომ ფორრმების დიდი უმრავლესობა ისე ამოწყდა, შთამომავლობა არ დაუტოვებია. ჟორჟ კიუვიე და მისი მიმდევრები ამას გლობალური ხასიათის კატასტროფებით ხსნიდნენ. ჟან ბატისტ ლამარკმა დაგმო კიუვიეს „კატასტროფათა თეორია“, მაგრამ მეორე უკიდურესობამდე მივიდა: მისი აზრით, თითქმის ზველა გამქრალი სახეობა ახალ სახეობად არის გარდაქმნილი და არაა ამომწყდარი. ამოწყდომის მოვლენა ჭეშმარიტად მეცნიერულად ახრსნა ჩარლზ დარვინმა. მან დაასაბუთა, რომ ორგანული ფორმების ამოწყდომის მთავარი მიზეზია გარემოს ცვლილებები და რომ, ამასთანავე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აბიოტური ფაქტორების, არამედ ბიოტური ფაქტორების (სახეობათშორისო ურთიერთობანი) ცვლილებებსაც.
გარემოს სწრაფი შეცვლის შედეგად შეიძლება ამოწყდეს შედარებით შეზღუდული არეალის მქონე სახეობები, მაგრამ ფართოდ (ყველა ოკეანეში ან კონტინენტთა უმეტესობაზე) გავრცელებული ფორმები ყველგან ერთბაშად არ ქრება, რადგან დედამიწის ისტორია არ იცნობს მსოფლიო მასშტაბისა და არაჩვეულებრივი სისწრაფის კატასტროფებს. დარვინის კონცეფციის თანახმად, მცენარეთა და ცხოველთა ზოგი ჯგუფის საბოლოო ამოწყდომა ხშირად ძლიერ ჭიანურდება, რადგან ხელსაყრელ პირობებში ცალკეული სახეობა შეიძლება დიდხანს შემორჩეს პირვანდელი არეალის რომელიმე მცირე უბანს. ამით აიხსნება ოდესღაც ფართოდ გავრცელებული ჯგუფების ნაშთების — რელიქტური ფორმების არსებობაც (იხ. რელიქტები). რელიქტური ორგანიზმია, მაგ. 30-იან წლებში აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან აღმოჩენილი ლატიმერია, რომლის მონათესავე ნამარხი ფორმები მანამდე მხოლოდ გვიან პალეოზოურსა და მეზოზოურში(დევინურიდანცარცულ პერიოდამდე) იყო ცნობილი. ამოწყდომის დარვინისეული მოძღვრება პალეონტოლოგიური ფაქტების საფუძველზე განავითარა და გააღრმავა ვლადიმერ კოვალევსკიმ, რომელმაც გვიჩვენა, რომ ამოწყდომის ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ინადაპტიური ევოლუცია (კოვალევსკის კანონი)
თეორიები უეცარი ცვლილებები კლიმატის უხსოვარ დროის და კატაკლიზმებისა. ერთი ვერსიით ასტეროიდის შეჯახების ასევე ვულკანების ამოფრქვევის.
.
შეჯახებაასტეროპიდის წარმოდგენა მხატვრის. შეჯახებისას დედამიწაზე ასტეროიდის დიამეტრი რამდენიმეკილომეტრის გამოყოფილი ენერგიია ,ტოლია რამდენიმე მილიონის ატმომური ბომბის..
მზარდი ტექნიკის პროგრესისა და მოსახლეობის განუწყვეტილი ზრდის პირობებში მრავალი სახეობის ამოწყდომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოტურ ფაქტორად გვევლინება ადამიანის საქმიანობა
მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, გერმ.რაგნაროკი, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ ნოეს ჟამს.
ნოე წელიწადს 12 თვედ ყოფდა. თითოეულ თვეში 30 დღე შედიოდა. ძველ დროში პირველი თვე ჩვენი კალენდრის მიხედვით სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. კოკისპირული წვიმა კი წამოვიდა „მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს“ და ძვ. წ. 2370 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 40 დღე-ღამის განმავლობაში გადაუღებლივ წვიმდა.ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში ნათქვამია: „დედამიწაზე წარღვნა 40 დღეს გრძელდებოდა. წყლის დონემ ისე აიწია, რომ ცისქვეშეთში ყველა მაღალი მთა დაფარა. წყალი მაღალი მთების მწვერვალებსაც კი 6,5 მეტრით სცდებოდა
კიდობნის აშენების შემდეგ, ღმერთმა უთხრა ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში. წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, უწმინდურ ცხოველთაგან მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი“ (დაბადება 7:1, 2). ზოგიერთი თარგმანი, მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“, „ახალი იერუსალიმის ბიბლია“ და „თანახი — წმინდა წერილები“, ამ ებრაულ ტექსტს თარგმნის „შვიდ წყვილად“. რის საფუძველზე განარჩევდნენ წმინდა ცხოველებს უწმინდური ცხოველებისგან? როგორც ჩანს, ცხოველებს იმის საფუძველზე კი არ განარჩევდნენ, თუ რომელი იყო საჭმელად ვარგისი და რომელი არა, არამედ იმის საფუძველზე, თუ რომლის შეწირვა შეიძლებოდა მსხვერპლად ღვთის თაყვანისცემისას და რომლის არა. წარღვნამდე ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. ცხოველები საკვებად „წმინდად“ და „უწმინდურად“ მოსეს რჯულით დაიყო და მოსეს რჯულის გაუქმებასთან ერთად ეს ცნებებიც გაუქმდა . როგორც ჩანს, ნოემ იცოდა, რომელი ცხოველების გამოყენება შეიძლებოდა ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვისას. კიდობნიდან გამოსვლისთანავე „აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20).
იხ.ვიდეობი
ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით, დედამიწა დაახლოებით 100 წარღვნის მოწმეა. მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო, სიჩქარე 105 კილომეტრი საათში, მოცულობა 2 000 კუბური კილომეტრი, ხოლო მასა ორი ტრილიონი ტონა. სხვა მსგავსმა აღმოჩენებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო წარღვნა სრულიად დასაშვები იყო.
აღმოსავლეთის ქვეყნებში სამყაროს აღსრულებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, უფრო შექმნათა ამბავი აინტერესებდათ, მითებიც უმთავრესად კოსმოგენიაზე შექმნეს. აზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, მეორედ მოსვლაზე საერთოდ არ შექმნილა მითები.
ანთროპოლოგებმა წარღვნის შესახებ 270-ზე მეტი ლეგენდა შეკრიბეს მსოფლიოს თითქმის ყველა ერიდან და ტომიდან. „მთელ მსოფლიოში ყველგან არსებობს ცნობები წარღვნის შესახებ, — ამბობს მეცნიერი კლაუს ვესტერმანი, — შემოქმედების შესახებ ცნობების მსგავსად, ის ჩვენი ძირითადი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ნამდვილად გასაოცარია, რომ დედამიწის ყოველ კუთხეში მოიპოვება ცნობები უძველესი მსოფლიო წარღვნის შესახებ“. რით აიხსნება ეს? კომენტატორი ამბოენრიკო გალბიატი : „სხვადასხვა ხალხებში წარღვნის შესახებ გადმოცემების არსებობა იმ ისტორიული ფაქტის რეალობაზე მეტყველებს, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადმოცემებს“. მაგრამ ქრისტიანებისთვის სწავლულთა შენიშვნებზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იესო წარღვნას კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად მომხდარ მოვლენად მიიჩნევდა (ლუკა 17:26).
ეგვიპტეშიც უძველეს დროს წარღვნის ამბავი არ იცოდნენ, არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ძველი სამეფოს დანგრევაზე, ახალი ჯანსაღი წყობილების დამყარების მიზნით, რაც ბუნებრივია, (დაახლოებით ძვ. წთ. 2200 წლიდან) როგორც მითი პირველად ჩანს, სეთოს I და რამზეს III სამარის ძეგლში წიგნი ციურ ძროხაზე. კაცთა მოდგმისგან განაწყენებულმა რემ (რამ) ქალღმერთ სახმეტს დაავალა ადამიანთა დაღუპვა, მაგრამ ქალღმერთმა სამყარო თავისებურად მოაწყო. ნილოსის ადიდება ზეცის წყალობად მიიჩნეოდა, ამიტომ წარღვნის ამბავი, მათთვის მაინც უცხოდ დარჩა. წარღვნა, მეორედ მოსვლა, უთნაფიშთიმი, ნოე, დევკალიონი.
სვანურ მითში წარღვნას ეძახიან მერმე სობს. (მეორე სობი იგივე ვობი). შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს სვანთა წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი ვობ, რომელიც მეორედ მოსვლას აწყობს და მერე ქმნის ახალ ცხოვრებას
ინდუისტურ რელიგიაში (საკუთრივ ვიშნუსთან დაკავშირებით) წარღვნა ბოროტისა და კეთილის ბრძოლა განვლილ საუკუნეთა (ათასწლეულების) შესახებ შექმნილი მთელი მოძღვრების ნაწილია. ქრისტეს გამოჩენის დროისთვის ჩასახული ეს მოძღვრება დაფუძნებულია ბრაჰმას დღე-ღამის გაგებაზე, რომლის მიხედვითაც ბრაჰმას ერთი დღე უდრის 4 320 000 წელს - ადამიანთა და ღმერთების თავგადასავალს ოთხი საუკუნის, იუგად წოდებული ოთხი ციკლის განმავლობაში, როცა ბრაჰმას ყოველი დღე 1000 ციკლისგან შედგება. სიკეთის ხანგრძლივი განვითარება თავდება ჰარმონიის ნაცვლად, ბოროტების სრული გაბატონებით 432 000 წლის ვადით, როცა სიკეთეს, დრაჰრსას მხოლოდ მეოთხედი ძალაუფლება აქვს. შემდეგ ისევ ვიშნუს გამოცხადება იწყება, ვიშნუს ავატარაესე იგი, ღმერთის გამოცხადება თევზის, კუს, ტახის, ლომკაცის, ჯუჯავამანას სახით (კრიტა, იუგა და სხვა). მთელს ამ ხანგრძლივ ბრძოლას, ძლევასა და გამოცხადებას, იუგად წოდებულ საუკუნო ცხოვრების ამბავს იდეალისტები ხსნიან, როგორც სამყაროს უსასრულობისა და ადამიანის უსასრულობის ფილოსოფიას, ზოგიც ამაში ხედავს ინდური სოფლის მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრების ასახვას მითში. ყველა შემთხვევაში, ესაა სამყაროს ცვლილებების, ჟამთაცვლის ასახვა მითებსა და რელიგიაში. აქ მაღალფილოსოფიურ დონეზეა მოცემული რეალური ცხოვრების მარადიულობის პრინციპის თავმოყრა ისევ ყოფიერებაში, ვიშნუს სახეში, რაც ინდოელებს ამავე ღვთაების სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. ერთის ნგრევა და მეორეს მოსვლა მოასწავებდა სამყაროს ახალი ციკლის დაწყებას, რაც ისევ უწყვეტი განვითარებისა და ცვალებადობის პრინციპს გამოხატავს, ჟამთა დიდი მონაკვეთები კი უსასრულობისთვის მხოლოდ წუთებია.
ლისუსა და მონგის ტომებს არაერთი ლეგენდა აქვთ წარღვნაზე. მონგის ტომის ერთი ლეგენდის თანახმად, „ცის უფალმა“ გააფრთხილა ორი ძმა, რომ მალე დედამიწას წარღვნა წალეკავდა. უფროსი ძმა ბოროტი იყო, უმცროსი კი — კეთილი. მან უფროს ძმას უთხრა, რომ რკინის ნავი აეგო, კეთილ ძმას კი ხის ნავის აგება დაავალა. შემდეგ უმცროს ძმას უთხრა, რომ ნავზე აეყვანა თავისი და, ყველა სახეობის ცხოველი წყვილ-წყვილად და თან წაეღო ყველა ჯიშის მცენარის თესლი.როცა წარღვნა მოვიდა, რკინის ნავი ჩაიძირა, ხის ნავმა კი წყალზე დაიწყო ტივტივი. ცას ცისარტყელასავით გადაეკრა დრაკონი, რომელმაც წყალი დააშრო. ამის შემდეგ უმცროსი ძმა დაქორწინდა თავის დაზე და დედამიწა მათი შთამომავლობით აივსო.
პოლ მერვარტი . დევკალიონი , აყვანილი თავისი მეუღლე
სოფელ პოლედრარას მახლობლად აღმოაჩინეს ნამარხი, რომელიც 9 000-ზე მეტ ფოსილურ ნარჩენს შეიცავდა. ეს იყო ისეთი ცხოველების ნაშთები, როგორიცაა უძველესი სპილო, კამეჩი, ირემი, ბარბარული მაკაკა, მარტორქა და ტური, რომელიც დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ გადაშენდა. ეს ადგილი მუზეუმად გადაკეთდა. მნახველებს შეუძლიათ ამ ნარჩენების გარშემო გაკეთებული შემაღლებული ბილიკით დაათვალიერონ ფოსილური ნარჩენები, რომლებიც იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც აღმოაჩინეს.
პალერმოს მახლობლად გამოქვაბული სავსე იყო ტონობით ნამარხი ნაშთებით — ირმების, ხარების, სპილოებისა და სხვადასხვა ასაკის ბეჰემოთის, მათ შორის არშობილი ბეჰემოთის ძვლებით. ფაქტობრივად, ნამარხის აღმოჩენიდან ექვს თვეში 20 ტონა ფოსილური ნარჩენი გაიყიდა.
შავი ზღვა ეხლანდელ დროში (ციფერი ფერი т) და დასაწყისი VI ათასი. ჩვ.წ.აღ. თანახმად ჰიპოთეზა რაინა -პიტმენის
ინგლისის სამხრეთ ნაწილში პალეონტოლოგმამანსონ ვალენტინმა აღმოაჩინა ნამარხები, რომლებშიც დიდი რაოდენობით იყო სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის აფთრებისა და პოლარული დათვების ძვლები. რამ განაპირობა ასეთ განსხვავებულ ადგილებში ფოსილური ნარჩენების ნამარხთა არსებობა? ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ცხოველები ბუნებრივი კატასტროფის დროს დაიხოცნენ. რაც უნდა ყოფილიყო ამ მასობრივი გადაშენების მიზეზი, ცხადია, რომ ის შეეხო მთელ ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებს, ციმბირსა და ალასკას.
სიცოცხლის ძირითად თვისებად გვევლინება ნივთიერებათა ცვლა,რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის სტრუქტურული ელემენტების მუდმივი განახლების საფუძველს. იგი სრულდება მოლეკულურდონეზე.
პათოლოგიის პირობებში ან ტრავმული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, უჯრედში, ქსოვილებსა და ორგანოებში შემჩნეულია სტრუქტურათა აღდგენის პროცესები. ე.ი. მიმდინარეობს რეგენერაციის პროცესი.
რეგენერაცია არის სხეულის დაკარგული ან დასახიჩრებული ნაწილის აღდგენა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიცინაში, განსაკუთრებით კი ქირურგიაში. აღდგენის პროცესები შესაძლებელია მიმართული იყოს, ორგანიზმის მთლიანობის აღდგენისაკენ, მისი დარღვევის შემთხვევაში. ანსხვავებენ : ფიზიოლოგიურ, რეპარაციულ და პათოლოგიურ რეგენერაციებს. სიცოცხლისუნარიანობის პროცესი აერთიანებს ორ მომენტს, ესენია : დაკარგვისა და აღდგენის მომენტები. ორგანიზმში, როდესაც ხდება უჯრედებისა და მათი კომპლექსების ხარჯვა, რომელთა აღდგენაც მიმართულია ორგანიზმის მორფოფუნქციონალური მაჩვენებლების განახლებასა და შენარჩუნებაზე, იგი წოდებულია ფიზიოლოგიურ რეგენერაციად. იხ. ლინკზე უკვდავის ცხოველი მედუზა
.
ზღვის ვარსკვლავი რეგენირებსდაკარგულ საცეცს
ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს საფარველის-კანის ეპითელური უჯრედების აქერცვლა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების ჩამოფრცქვნა. ამ უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე დღეა. დაღუპულ უჯრედთა ბედი არაერთნაირია. საფარველის უჯრედები ხვდებიან გარე სამყაროში. ხოლო ნაწლავის უჯრედები, რომლებიც მდიდდარია ფერმენტებით აქერცვლის შემდეგ ხვდებიან ნაწლავის წვენში და იღებენ მონაწილეობას საჭმლის მონელებაში. კიდევ უფრო სწრაფად ხდება ერითროციტების ცვლა, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 125 დღეა. ე.ი. ადამიანის სხეულში ყოველ წამში იღუპება დაახლოებით ოთხ მილიონამდე ერითროციტი, ამავე დროს ხდება მათი შევსება ახლით ძვლის წითელი ტვინის საშუალებით. ხოლო ერითროციტთა ახლით მთლიანად ჩანაცვლება ხდება ყოველ ოთხ თვეში ერთხელ, ე.ი. ძველი უჯრედების ადგილს იკავებენ ახალი უჯრედები, რომლებიც მრავლდებიან გაყოფით. ფიზიოლოგიური რეგენერაციის მიმდინარეობაზე მოქმედებენ შინაგანი და გარეგანი ფაქტორები. მაგ.: ატმოსფერული წნევის დაცემისას ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობა მატულობს. მთაში მცხოვრებლებს გააჩნიათ უფრო მეტი ერითროციტების რაოდენობა, ვიდრე ბარში. ასევე, ცვლილებები ემჩნევათ მთაში ამსვლელ მოგზაურებსაც.
ერითროციტების რაოდენობაზე გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა, კვება და სინათლე.
პათოლოგიური ცვლილებების, ან ტრავმების შედეგად სტრუქტურათა აღდგენას - რეპარაციული რეგენერაცია ეწოდება.
იხ. ვიდეობი
იგი წარმოიშვება მაშინ, როცა მიმდინარეობს ორგანიზმის დაშავება, ან დაზიანება. რეპარაციული რეგენერაცია ფართოდაა ცნობილი, მაგრამ მისი უნარი ყველა ორგანიზმს ერთნაირად არ აქვს გამოხატული. აღდგენითი პროცესები განსხვავდება არა მარტო მასშტაბებითა და ხერხებით, არამედ საბოლოო შედეგებითაც და აგრეთვე რეგენერირებული ორგანოების რაოდენობითა და ხარისხით.
ზოგიერთ შემთხვევაში რეგენერირდება ანუ აღდგება, ისეთი ორგანო ან სხეულის ნაწილი,რომელიც დაკარგული ან დასახიჩრებული იყო. ამას ჰომომორფოზი ეწოდება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რეგენერირდება სრულიად სხვა ორგანო, ამას ჰეტერომორფოზი ეწოდება. ჰეტერომორფოზის დროს, აღდგება ტიპიურისაგან განსხვავებული ორგანოები.
განვიხილეთ ეს პროცესები ცხოველების მაგალითზე კლასიფიკაციის მიხედვით:
ნაწლავღრუიანებსა და
ჭიებში მათი სხეულის გაყოფის დროს ადგილი აქვს ორი ახალი სხეულის აღდგენას.
კიბოსნაირებში დაშავებული თვალის მაგივრად, რეგენერირებას განიცდის ხშირად ულვაშები.
ხერხემლიანებიდან - თევზებში, შედარებით კარგადაა გამოხატული რეგენერაციის უნარი. მათ შეუძლიათ აღიდგინონ : ფარფლები, კანი ქერცლებითურთ და დაზიანებული ყბები.
ამფიბიებს გააჩნიათ კარგი უნარი ორგანოთა აღდგენისა. ტრიტონებში წამოიზრდება მოწყვეტილი კიდურები, კუდი. მათ ასევე შეუძლიათ რეგენერირება მოახდინონ თვალისა
ცდა ჩატარებულ იქნა სალამანდრაზე, მისი კიდურის ამპუტაციის შემდეგ, დაკვირვებებმა გვიჩვენა რომ მიმდინარე ქსოვილები ჭიმავენ ჭრილობებს და კანის ქვეშ გროვდება უჯრედების გროვა, რომლებიც წარმოქმნიან ე.წ. ბლასტემას. უჯრედების აქტიური პროლიფერაციით ბლასტემა სწრაფად იზრდება. პირველად მას გააჩნია მცირე ზომა, ხოლო შემდეგ კი ის იზრდება და ფორმითაც კიდურს ემსგავსება. საბოლოოდ იგი ჩამოყალიბებას განიცდის დორზოვენტრალური მიმართულებით.
თანდათან წარმოიქმნება თითების ჩანასახები, უჯრედის მასები ბლასტემის შიგნით შესაბამისად ლაგდებიან და იძლევიან კუნთებისა და ძვლის საწყისებს, ე.ი. რეგენერაციის შედეგად მიმდინარეობს ორგანოგენეზი, რასაც თან ახლავს ჰისტოლოგიური დიფერენციაცია. ამავე დროს, მთელი რეგენერირებული კიდური განიცდის ზრდას, მანამ-სანამ ის არ მიაღწევს ნორმალურ ზომებს. ახალ კიდურს ჩვეულებრივად ახასიათებს მოძრაობის უნარი და საბოლოოდ იგი გახდება ძველი კიდურისაგან განურჩეველი. ნორმალური ზომის მიღწევის შემდეგ ხდება კიდურის ზრდის შეჩერება.
ცნობილია,რომ რეგენერაციის ნორმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელია ინერვაციის შენარჩუნება. თუ კიდურის მოცილებისას დაზიანდება კიდურთან მიმავალი ნერვი, მაშინ ბაყაყის ბლასტემა აღარ გაიზრდება და კიდურის რეგენერირება შეწყდება. მაგრამ თუ დიფერენციაცია უკვე დაწყებულია,მაშინ ნერვის დაზიანება რეგენერაციის შემდგომ პროცესებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ე.ი. ინერაციის შენარჩუნება აუცილებელია, რეგენერაციის პროცესის დაწყებისათვის და არა დამთავრებისათვის.
თუ კიდურთან მიმიმავალ ნერვს გადავჭრით და მისი პროქსიმალური უბნის ბოლოს ამონაჭერიანად მივიტანთ, რომელიც კიდურთან ახლოსაა გაკეთებული, მაშინ ჭრილობის გამრთელებისას წარმოიქმნება ბლასტემა. ამ შემთხვევაში ნერვი გამოიწვევს ჩანასახის წარმოქმნას და შეძლებს მთელი კიდურის განვითარებასაც იმ ადგილას სადაც ის ნორმალურ პირობებში არ წარმოიქმნებოდა. აქედან ჩანს რომ რეგენერაციის სტიმულს წარმოადგენს, არა ჩვეულებრივი იმპულსები, რომლებიც მიდიან ნერვის საშუალებით, არამედ შეიძლება იყოს ნეიროსეკრეციის რომელიმე პროდუქტი, რომელიც განაპირობებს კიდურის წარმოქმნას.
რეგენერაცია შეიძლება დავთრგუნოთ, თუ ბლასტემას დავასხივებთ გარკვეული დოზით რენტგენის სხივებს(7000 P). დასხივებული ბლასტემა უკუგანვითარებას განიცდის, ივსება შემაერთებელი ქსოვილით და შეძლებს მთლიანად გაწოვას. თუ რენდგენის სხივების ისეთსავე დოზას დავასხივებთ ნორმალურ, ზრდადასრულებულ კიდურს, მაშინ არავითარ ხილულ ცვლილებას იგი არ მოახდენს. არ შეიცვლება კიდურის არც გარეგნული ფორმა და არც მისი ფუნქცია,მაგრამ თუ როდესმე შემდგომ,რამდენიმე თვის შემდეგადაც კი, ამ დასხივებულ კიდურს მოვჭრით,მაშინ მის რეგენერაციას ადგილი აღარ ექნება.
6. ქვეწარმავლებში რეგენერაციის შედეგად,კიდურის მაგივრად შესაძლებელია განვითარდეს კუდი. ხშირად ხვლიკებში რეგენერირდება ორი კუდი.
7. ფრინველებში დამახასიათებელია, რიგი ორგანოების რეგენერაცია. ისეთი როგორიცაა : ბიბილოს, კუნთების, ღვიძლის და სასქესო ჯირკვლების.
8. ძუძუმწოვრებში კარგადაა გამოხატული შინაგანი ორგანოების რეგენერაციის პროცესი რომელიც მიდის ენდომორფოზის გზით. მათ შორის განსაკუთრებით რეგენერირების ჩქარი ტემპი ახასიათებს ღვიძლს. მაგ.: ვირთხებში ღვიძლის ორი მესამედის მოკვეთისას, მალე იგი აღწევს ნორმალურ ზომებს. დარჩენილი ნაწილის გადიდების ხარჯზე. რუსი მეცნიერის სოლოპაევის დაკვირვებით, ეს დარჩენილი ნაწილი იღებს მთლიანი ორგანოს ფუქციას.
9. ადამიანებში რეგენერაციის უნარი მსგავსია ძუძუმწოვრებში რეგენერაციის პროცესებისა. მაგ.: საფარის დაზიანების შემთხვევაში, აღდგენა ხდება, როგორც შემაერთებელი ქსოვილური ნაწილისა - დერმისა, ასევე ეპითელისა - ეპიდერმისისა.
ფაშარის შემაერთებელი ქსოვილების აღდგენის უნარი მაღალია. სწორედ ისინი ხშირად აღდგენენ დეფექტების შევსებას. რის შედეგადაც წარმოიქმნება ბოჩკოები და დიდი დაზიანების შემთხვევაში მათ ადგილას წარმოიქმნება ნაწიბურები. ზოგიერთ შემთხვევაში რეგენერირებულ ორგანოს ახასიათებს ჰიპერტროფიაც.
10. რაც ნიშნავს ორგანოს, ან მისი ნაწილების მოცულობის გადიდებას უჯრედთა გამრავლების შედეგად. ჰიპერტროფია შესაძლებელია გამოწვეული იქნას ორგანოთა ფუნქციის გაძლიერების შედეგადაც. მაგ.: სპორცმენებში დაკვირვებამ ცხადყო, ჩონჩხის კუნთისა და გულის ჰიპერპროფია.
ცნობილია რომ კუნთოვანი ქსოვილი მეტად მგრძნობიარეა ჟანგბადის უკმარისობის მიმართ. მიოკარდის რომელიმე უბანში და კუნთოვან ბოჩკოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში შედარებით ჩქარა ჩნდებიან მიოფიბრილების დაშლის მცირერიცხოვანი უბნები (არტერიის სპაზმისა, ან ტრომბის გაჩენის დროს მის სანათურებში). რის შედეგადაც მას მოსდევს უფრო მსხვილი ნეკროზული კერების გაჩენა(ინფარქტი). ამ შემთხვევაში ლეიკოციტური რეაქციების შემდეგ ადგილი აქვს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედთა გამრავლებას, რომელიც ავსებს დეფექტს, ხურავს მას და ამ ადგილას წარმოქმნის ნაწიბურს. ერთდროულად დაუზიანებელ კუნთოვან ბოჩკოებში იწყება ჰიპერტროფიის რეგენერაციის აღდგენის პროცესი. მიოკარდის რეგენერაცია ამ შემთხვევაში ატიპიურია, რადგან იქ სადაც ადრე იყო კუნთოვანი ქსოვილი, განვითარდა შემაერთებელ ქსოვილოვანი ნაწიბური, ე.ი. რეგენერაციის ეს პროცესი დამოკიდებულია მკურნალობაზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
11. რეგენერაციის პროცესზე მნიშვნელოვან მასტიმულირებელ გავლენას ახდენენ, ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლები. როგორიცაა : ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, კუჭქვეშა ჯირკვალი და სხვა.
12. პავლოვის დაკვირვებით ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონები, აჩქარებენ კუნთური ქსოვილის რეგენერაციას. ცხოველებს რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ ფარისებრი ჯირკვალი, რეგენერაციის უნარი შენელებული გააჩნიათ.
13. პავლოვის მიხედვით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობას. მან ყურადღება მიაქცია კუჭქვეშა ჯირკვლის რეგენერაციის პროცესს, რომელიც სრულდებოდა მისი სადინრის ფუნქციონირების შემდეგ.
14. რეგენერაციის სტიმულაციაში მნიშვნელოვანია აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონე - ალდესტორონი
15. გარდა ჰორმონალური სტიმულაციისა რეგენერაციის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, აგრეთვე სრულყოფილი ვიტამინური კვება და ფიზიკური ვარჯიშები.