суббота, 27 октября 2018 г.

რეგენერაცია

                               რეგენერაცია

                                               
                                          Lygodactylus luteopicturatus რეგენირებს დაკარგულ კუდს

სიცოცხლის ძირითად თვისებად გვევლინება ნივთიერებათა ცვლა,რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის სტრუქტურული ელემენტების მუდმივი განახლების საფუძველს. იგი სრულდება მოლეკულურდონეზე.
პათოლოგიის პირობებში ან ტრავმული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, უჯრედში, ქსოვილებსა და ორგანოებში შემჩნეულია სტრუქტურათა აღდგენის პროცესები. ე.ი. მიმდინარეობს რეგენერაციის პროცესი.
რეგენერაცია არის სხეულის დაკარგული ან დასახიჩრებული ნაწილის აღდგენა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიცინაში, განსაკუთრებით კი ქირურგიაში. აღდგენის პროცესები შესაძლებელია მიმართული იყოს, ორგანიზმის მთლიანობის აღდგენისაკენ, მისი დარღვევის შემთხვევაში. ანსხვავებენ : ფიზიოლოგიურ, რეპარაციულ და პათოლოგიურ რეგენერაციებს. სიცოცხლისუნარიანობის პროცესი აერთიანებს ორ მომენტს, ესენია : დაკარგვისა და აღდგენის მომენტები. ორგანიზმში, როდესაც ხდება უჯრედებისა და მათი კომპლექსების ხარჯვა, რომელთა აღდგენაც მიმართულია ორგანიზმის მორფოფუნქციონალური მაჩვენებლების განახლებასა და შენარჩუნებაზე, იგი წოდებულია ფიზიოლოგიურ რეგენერაციად. იხ. ლინკზე უკვდავის ცხოველი მედუზა
.
ზღვის ვარსკვლავი რეგენირებსდაკარგულ საცეცს

ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს საფარველის-კანის ეპითელური უჯრედების აქერცვლა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების ჩამოფრცქვნა. ამ უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე დღეა. დაღუპულ უჯრედთა ბედი არაერთნაირია. საფარველის უჯრედები ხვდებიან გარე სამყაროში. ხოლო ნაწლავის უჯრედები, რომლებიც მდიდდარია ფერმენტებით აქერცვლის შემდეგ ხვდებიან ნაწლავის წვენში და იღებენ მონაწილეობას საჭმლის მონელებაში. კიდევ უფრო სწრაფად ხდება ერითროციტების ცვლა, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 125 დღეა. ე.ი. ადამიანის სხეულში ყოველ წამში იღუპება დაახლოებით ოთხ მილიონამდე ერითროციტი, ამავე დროს ხდება მათი შევსება ახლით ძვლის წითელი ტვინის საშუალებით. ხოლო ერითროციტთა ახლით მთლიანად ჩანაცვლება ხდება ყოველ ოთხ თვეში ერთხელ, ე.ი. ძველი უჯრედების ადგილს იკავებენ ახალი უჯრედები, რომლებიც მრავლდებიან გაყოფით. ფიზიოლოგიური რეგენერაციის მიმდინარეობაზე მოქმედებენ შინაგანი და გარეგანი ფაქტორები. მაგ.: ატმოსფერული წნევის დაცემისას ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობა მატულობს. მთაში მცხოვრებლებს გააჩნიათ უფრო მეტი ერითროციტების რაოდენობა, ვიდრე ბარში. ასევე, ცვლილებები ემჩნევათ მთაში ამსვლელ მოგზაურებსაც.
ერითროციტების რაოდენობაზე გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა, კვება და სინათლე.
პათოლოგიური ცვლილებების, ან ტრავმების შედეგად სტრუქტურათა აღდგენას - რეპარაციული რეგენერაცია ეწოდება.
იხ. ვიდეობი


იგი წარმოიშვება მაშინ, როცა მიმდინარეობს ორგანიზმის დაშავება, ან დაზიანება. რეპარაციული რეგენერაცია ფართოდაა ცნობილი, მაგრამ მისი უნარი ყველა ორგანიზმს ერთნაირად არ აქვს გამოხატული. აღდგენითი პროცესები განსხვავდება არა მარტო მასშტაბებითა და ხერხებით, არამედ საბოლოო შედეგებითაც და აგრეთვე რეგენერირებული ორგანოების რაოდენობითა და ხარისხით.
ზოგიერთ შემთხვევაში რეგენერირდება ანუ აღდგება, ისეთი ორგანო ან სხეულის ნაწილი,რომელიც დაკარგული ან დასახიჩრებული იყო. ამას ჰომომორფოზი ეწოდება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რეგენერირდება სრულიად სხვა ორგანო, ამას ჰეტერომორფოზი ეწოდება. ჰეტერომორფოზის დროს, აღდგება ტიპიურისაგან განსხვავებული ორგანოები.


განვიხილეთ ეს პროცესები ცხოველების მაგალითზე კლასიფიკაციის მიხედვით:
  1. ნაწლავღრუიანებსა და
  2. ჭიებში მათი სხეულის გაყოფის დროს ადგილი აქვს ორი ახალი სხეულის აღდგენას.
  3. კიბოსნაირებში დაშავებული თვალის მაგივრად, რეგენერირებას განიცდის ხშირად ულვაშები.
  4. ხერხემლიანებიდან - თევზებში, შედარებით კარგადაა გამოხატული რეგენერაციის უნარი. მათ შეუძლიათ აღიდგინონ : ფარფლები, კანი ქერცლებითურთ და დაზიანებული ყბები.
  5. ამფიბიებს გააჩნიათ კარგი უნარი ორგანოთა აღდგენისა. ტრიტონებში წამოიზრდება მოწყვეტილი კიდურები, კუდი. მათ ასევე შეუძლიათ რეგენერირება მოახდინონ თვალისა
  6. ცდა ჩატარებულ იქნა სალამანდრაზე, მისი კიდურის ამპუტაციის შემდეგ, დაკვირვებებმა გვიჩვენა რომ მიმდინარე ქსოვილები ჭიმავენ ჭრილობებს და კანის ქვეშ გროვდება უჯრედების გროვა, რომლებიც წარმოქმნიან ე.წ. ბლასტემას. უჯრედების აქტიური პროლიფერაციით ბლასტემა სწრაფად იზრდება. პირველად მას გააჩნია მცირე ზომა, ხოლო შემდეგ კი ის იზრდება და ფორმითაც კიდურს ემსგავსება. საბოლოოდ იგი ჩამოყალიბებას განიცდის დორზოვენტრალური მიმართულებით.
    თანდათან წარმოიქმნება თითების ჩანასახები, უჯრედის მასები ბლასტემის შიგნით შესაბამისად ლაგდებიან და იძლევიან კუნთებისა და ძვლის საწყისებს, ე.ი. რეგენერაციის შედეგად მიმდინარეობს ორგანოგენეზი, რასაც თან ახლავს ჰისტოლოგიური დიფერენციაცია. ამავე დროს, მთელი რეგენერირებული კიდური განიცდის ზრდას, მანამ-სანამ ის არ მიაღწევს ნორმალურ ზომებს. ახალ კიდურს ჩვეულებრივად ახასიათებს მოძრაობის უნარი და საბოლოოდ იგი გახდება ძველი კიდურისაგან განურჩეველი. ნორმალური ზომის მიღწევის შემდეგ ხდება კიდურის ზრდის შეჩერება.
    ცნობილია,რომ რეგენერაციის ნორმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელია ინერვაციის შენარჩუნება. თუ კიდურის მოცილებისას დაზიანდება კიდურთან მიმავალი ნერვი, მაშინ ბაყაყის ბლასტემა აღარ გაიზრდება და კიდურის რეგენერირება შეწყდება. მაგრამ თუ დიფერენციაცია უკვე დაწყებულია,მაშინ ნერვის დაზიანება რეგენერაციის შემდგომ პროცესებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ე.ი. ინერაციის შენარჩუნება აუცილებელია, რეგენერაციის პროცესის დაწყებისათვის და არა დამთავრებისათვის.
    თუ კიდურთან მიმიმავალ ნერვს გადავჭრით და მისი პროქსიმალური უბნის ბოლოს ამონაჭერიანად მივიტანთ, რომელიც კიდურთან ახლოსაა გაკეთებული, მაშინ ჭრილობის გამრთელებისას წარმოიქმნება ბლასტემა. ამ შემთხვევაში ნერვი გამოიწვევს ჩანასახის წარმოქმნას და შეძლებს მთელი კიდურის განვითარებასაც იმ ადგილას სადაც ის ნორმალურ პირობებში არ წარმოიქმნებოდა. აქედან ჩანს რომ რეგენერაციის სტიმულს წარმოადგენს, არა ჩვეულებრივი იმპულსები, რომლებიც მიდიან ნერვის საშუალებით, არამედ შეიძლება იყოს ნეიროსეკრეციის რომელიმე პროდუქტი, რომელიც განაპირობებს კიდურის წარმოქმნას.
    რეგენერაცია შეიძლება დავთრგუნოთ, თუ ბლასტემას დავასხივებთ გარკვეული დოზით რენტგენის სხივებს(7000 P). დასხივებული ბლასტემა უკუგანვითარებას განიცდის, ივსება შემაერთებელი ქსოვილით და შეძლებს მთლიანად გაწოვას. თუ რენდგენის სხივების ისეთსავე დოზას დავასხივებთ ნორმალურ, ზრდადასრულებულ კიდურს, მაშინ არავითარ ხილულ ცვლილებას იგი არ მოახდენს. არ შეიცვლება კიდურის არც გარეგნული ფორმა და არც მისი ფუნქცია,მაგრამ თუ როდესმე შემდგომ,რამდენიმე თვის შემდეგადაც კი, ამ დასხივებულ კიდურს მოვჭრით,მაშინ მის რეგენერაციას ადგილი აღარ ექნება.
    6. ქვეწარმავლებში რეგენერაციის შედეგად,კიდურის მაგივრად შესაძლებელია განვითარდეს კუდი. ხშირად ხვლიკებში რეგენერირდება ორი კუდი.
    7. ფრინველებში დამახასიათებელია, რიგი ორგანოების რეგენერაცია. ისეთი როგორიცაა : ბიბილოს, კუნთების, ღვიძლის და სასქესო ჯირკვლების.
    8. ძუძუმწოვრებში კარგადაა გამოხატული შინაგანი ორგანოების რეგენერაციის პროცესი რომელიც მიდის ენდომორფოზის გზით. მათ შორის განსაკუთრებით რეგენერირების ჩქარი ტემპი ახასიათებს ღვიძლს. მაგ.: ვირთხებში ღვიძლის ორი მესამედის მოკვეთისას, მალე იგი აღწევს ნორმალურ ზომებს. დარჩენილი ნაწილის გადიდების ხარჯზე. რუსი მეცნიერის სოლოპაევის დაკვირვებით, ეს დარჩენილი ნაწილი იღებს მთლიანი ორგანოს ფუქციას.
    9. ადამიანებში რეგენერაციის უნარი მსგავსია ძუძუმწოვრებში რეგენერაციის პროცესებისა. მაგ.: საფარის დაზიანების შემთხვევაში, აღდგენა ხდება, როგორც შემაერთებელი ქსოვილური ნაწილისა - დერმისა, ასევე ეპითელისა - ეპიდერმისისა.
    ფაშარის შემაერთებელი ქსოვილების აღდგენის უნარი მაღალია. სწორედ ისინი ხშირად აღდგენენ დეფექტების შევსებას. რის შედეგადაც წარმოიქმნება ბოჩკოები და დიდი დაზიანების შემთხვევაში მათ ადგილას წარმოიქმნება ნაწიბურები. ზოგიერთ შემთხვევაში რეგენერირებულ ორგანოს ახასიათებს ჰიპერტროფიაც.
    10. რაც ნიშნავს ორგანოს, ან მისი ნაწილების მოცულობის გადიდებას უჯრედთა გამრავლების შედეგად. ჰიპერტროფია შესაძლებელია გამოწვეული იქნას ორგანოთა ფუნქციის გაძლიერების შედეგადაც. მაგ.: სპორცმენებში დაკვირვებამ ცხადყო, ჩონჩხის კუნთისა და გულის ჰიპერპროფია.
    ცნობილია რომ კუნთოვანი ქსოვილი მეტად მგრძნობიარეა ჟანგბადის უკმარისობის მიმართ. მიოკარდის რომელიმე უბანში და კუნთოვან ბოჩკოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში შედარებით ჩქარა ჩნდებიან მიოფიბრილების დაშლის მცირერიცხოვანი უბნები (არტერიის სპაზმისა, ან ტრომბის გაჩენის დროს მის სანათურებში). რის შედეგადაც მას მოსდევს უფრო მსხვილი ნეკროზული კერების გაჩენა(ინფარქტი). ამ შემთხვევაში ლეიკოციტური რეაქციების შემდეგ ადგილი აქვს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედთა გამრავლებას, რომელიც ავსებს დეფექტს, ხურავს მას და ამ ადგილას წარმოქმნის ნაწიბურს. ერთდროულად დაუზიანებელ კუნთოვან ბოჩკოებში იწყება ჰიპერტროფიის რეგენერაციის აღდგენის პროცესი. მიოკარდის რეგენერაცია ამ შემთხვევაში ატიპიურია, რადგან იქ სადაც ადრე იყო კუნთოვანი ქსოვილი, განვითარდა შემაერთებელ ქსოვილოვანი ნაწიბური, ე.ი. რეგენერაციის ეს პროცესი დამოკიდებულია მკურნალობაზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
    11. რეგენერაციის პროცესზე მნიშვნელოვან მასტიმულირებელ გავლენას ახდენენ, ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლები. როგორიცაა : ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, კუჭქვეშა ჯირკვალი და სხვა.
    12. პავლოვის დაკვირვებით ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონები, აჩქარებენ კუნთური ქსოვილის რეგენერაციას. ცხოველებს რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ ფარისებრი ჯირკვალი, რეგენერაციის უნარი შენელებული გააჩნიათ.
    13. პავლოვის მიხედვით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობას. მან ყურადღება მიაქცია კუჭქვეშა ჯირკვლის რეგენერაციის პროცესს, რომელიც სრულდებოდა მისი სადინრის ფუნქციონირების შემდეგ.
    14. რეგენერაციის სტიმულაციაში მნიშვნელოვანია აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონე - ალდესტორონი
    15. გარდა ჰორმონალური სტიმულაციისა რეგენერაციის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, აგრეთვე სრულყოფილი ვიტამინური კვება და ფიზიკური ვარჯიშები.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...