воскресенье, 7 октября 2018 г.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები

                 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული                                                 აქტები

                        დღემ როდესაც შეცვალა მსოფლიოა                                         

Сверху вниз: пожар во Всемирном торговом центре; разрушенная часть Пентагона; столкновение рейса 175 с Южной башней; пожарный просит помощь на Граунд-Зиро; фрагмент двигателя самолёта рейса 93; столкновение рейса 77 с Пентагоном
ზემოთ : ხანძარი  მსოფლიო სავაჭრო ცენრზე; დანგრევა ნაწილი პენტაგონზე  შეჯახება რეისის 175 სამხრეთ კოშკზე; მეხანძრეები ითხოვენ დახმარებას  გრადნ ზერო ; фფრამგენტი ძრავის თვითმფრინავი  რეისი  93;შეჯახება რეისის 77 с პენტაგონზე
(ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი.თითო ჯგუფში მინიმუმ იყო ერთი წევრი რ-აც გაიარეს საფრენოსნო მომზადება. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.შედაგად 19 ტერორისტი დაიღუპა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2977 ადამიანი,კიდევ 24 უგზოუკვლოდ დაიკარგა. უმრავლესობა იყო სამოქალაქო პირები,ტერატქტი გახდა უდიდესი ისტორიაში რაოდენობით მსხვერპლის.
იხ ვიდოები
მოტივაცია 11 სექტემბრი თანხმდება საერთო მისიას ალ-ყაიდას,გაცხადებული ფეტვაში ,,ჯიხადი ებრელეების წინაამღდეგ და ,,ჯვაროსნებზე'' უსამა ბინ ლადენი და აიმან აზ ზახავარი 1998 წ-ს ფეტვაში იყო ნათქვამი ,,ამერიკელების მკვლელობა - როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო, ასევე მისი მომკავშირეები ეს ვალია ყოველი ერთგული მუსულმანის, რ-იც  უნდა მოიყენოს ამისათვის ნებისმიერი შესაბამისი შესაძლებლობა, სადაც ისინი არ უნდა იმყოფებოდეს. მიზეზი მითიტებულია ამერიკელების პოლიტიკა მხარდაჭერა ისრაელის, აგრესია ერაყის წინაამრდეგ, ასევე ყოფნა ამერიკელი ჯარის ყოფნა საუდის არაბეთში. ამერიკელები იყო გამოცხადებული ,,ძარცვაში'' რეგიონის, ხალხის ჩაგვრა გზით მხარდაჭერიტ ტოტალიტარული რეჟიმის და სხვა. ასევე ფეტვა შეიცავს პროტესტს ყოფნას რეგიონში ამერიკული ბაზების განსაკუთრებით ,,წმინდა მიწებზე ისლამის'', ასევე ამერიკის სიჯიუტე დაგმოს პალესტინური ოკუპაცია. ფეტვაში ასევე მოხსენებული ისლამისტური ტექსტები რომ ,,ჯიხადი წარმოადგენს წმინდა ვალს ყოველის, მტრის განადგურება მუსულმანურ ქვეყნებში

სხვა მოსაზრებებიც იყო . შეთქმულების თეორია ირანის კვალზეც იყო საუბარი და დიდი კრიტიკა საზოგადეობის. დაუყოვნებლივ ტერაქტის შემდეგ ადმინისტრაცია ბუშმა გამოაცხადა ,,ომი ტერორიზმის ეინაამღდეგ'' ასევე შეიცვალა უსაფრტხოებაც.
ოსამა ბინ ლადენი
أسامة بن محمد بن عوض بن لادن
Osama bin Laden portrait.jpg
ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი (არაბ. أسامة بن محمد بن عوض بن لادن‎‎‎‎; დ. 10 მარტი 1957 — გ. 2 მაისი2011) — ეთნიკური იემენელი ტერორისტი საუდის არაბეთიდან11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-კაიდასდამფუძნებელი.
ბინ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთში, მილიარდერი მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენის ოჯახში. 1979 წლამდე სწავლობდა უნივერსიტეტში, ხოლო ავღანეთის ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა მოჯაჰედებს. ფინანსურად (და არა მარტო) ეხმარებოდა მოჯაჰედებს, რის გამოც დიდი პოპულარობა მოიპოვა არაბულ სამყაროში. 1988 წელს დააარსა ალ-კაიდა.   საუდის არაბეთიდან გამოაგდეს 1992წელს, რის შემდეგაც ის თავის სხვა ბაზაში, სუდანში გადავიდა, მაგრამ ამერიკული ზეწოლის გამო მას სუდანის დატოვებაც მოუწია. ამის შემდეგ მან ავღანეთში დააარსა ბაზა და შეერთებულ შტატებს გამოუცხადა ომი. მისი ბრძანებით მოაწყვეს ერთმანეთთან დაკავშირებული ტერაქტები. 1998 წელს ამერიკული საელჩოს დაბომბვაში მისი წვლილის გამო ბინ ლადენი გამოძიების ფედერალური ბიუროს ორ სიაში მოხვდა: ათი ყველაზე ძებნადი გაქცეული და ყველაზე ძებნადი ტერორისტები.

2001 წლიდან 2011 წლამდე ბინ ლადენი ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო 25 მილიონი დოლარი დააწესა. 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით ბინ ლადენი მის კერძო რეზიდნციაში, პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს.  რეზიდენციაში ის ადგილობრივ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 
ბინ ლადენის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომ ჯიჰადისტებს თავისუფლად შეეძლოთ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მოკვლა.   CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი, მაიკლ შეუერი, რომელიც ბინ ლადინზე ნადირობას აწარმოებდა, ამბობს, რომ ბინ ლადენს ღრმად სჯეროდა. რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა ამცირებდა, კლავდა ან კიდევ სხვანაირად აყენებდა ზიანს მუსულმანებს ახლო აღმოსავლეთში:  „ჩვენ მათ ამერიკელობის გამო არ ვეზიზღებით. ჩვენ მათ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეების გამო ვეზიზღებით.“ გარდა ამისა, ბინ ლადენი აკრიტიკებდა შტატებს მართვის საერო ფორმის გამო. თავის 2002 წლის წერილში მან მოუწოდა ამერიკელებს ისლამის მიღებისკენ და ისეთი ამორალური რაღაცეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ, როგორიც არის სიძვაჰომოსექსუალიზმინარკოტიკები და კაზინოები.  მის მიერ ცხოვრების დასავლური სტილის გაკრიტიკების გამო და გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, ებრაელები ამერიკელებს და ევროპელებს აკონტროლებდნენ, ბინ ლადენმა დასავლურ ულტრამემარჯვენე ძალებში გარკვეული პატივისცემა მოიპოვა.
ბინ ლადენს სჯეროდა, რომ მუსულმანური სამყარო კრიზისში იყო და ერთადერთი, რაც მუსულმანურ სამყაროში წესრიგს დაამყარებდა შარიათის კანონის სრული აღდგენა იქნებოდა. ის ეწინააღმდეგება საერო მართვას, პანარაბიზმსსოციალიზმსკომუნიზმს და დემოკრატიას.  ის მხარს უჭერს ისლამური იდეოლოგიის სკოლასებსაც.
მისი იდეოლოგია (ძალადობრივი ჯიჰადი) ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც ქუბტიზმი, რომლის პროპაგანდასაც მოგვიანებით საიდ ქუთბი ახდენდა.   ბინ ლადენს ასევე სჯეროდა, რომ მულაჰ ომარის თალიბანის ავღანეთი იყო ერთადერთი „ნამდვილი მუსულმანური ქვეყანა“ მუსულმანურ სამყაროში.  ბინ ლადენი დარწმუნებული იყო, რომ ძალადობრივი ჯიჰადი იყო ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელი იყო მუსულმანების მიმართ შეერთებული შტატების (ან სხვა არა-მუსულმანური ქვეყნების) მიერ გატარებული უსამართლობის შეჩერება. ბინ ლადენი ასევე ემხრობა ისრაელის სახელმწიფოებრივობის გაუქმებას და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს გაიყვანოს თავისი ჯარი ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა მუსულმანური ქვეყნებიდან.
ბინ ლადენს არის ანტისემიტი და თვლის რომ მსოფლიოში ყველა ცუდ ამბავში ისრაელის ხელი ურევია. 1998 წლის დეკემბერში, ინტერვიუში პაკისტანელ ჟურნალისტან, რაჰიმულაჰ იუსუზფაისთან, ბინ ლადენმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „Operation Desert Fox“ ამტკიცებდა, რომ ისრაელი და ებრაელები აკონტროლებდნენ შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს და უნდოდათ, რომ მათ რაც შეიძლებოდა მეტი მუსულმანი მოეკლათ.   უკვე 2002 წელს მან განაცხადა, რომ ებრაელები აკონტროლებდნენ შეერთებული შტატების მედიას, პოლიტიკოსებს და ეკონომიკურ ინსტიტუტებს.  1998 წლის მაისში ჯონ მილერთან ინტერვიუში ბინ ლადენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი იყო არაბული პენინსულას და ახლო აღმოსავლეთის ანექსია და იქ მცხოვრები ხალხის დამონება. ეს იქნებოდა ე.წ „დიდებული ისრაელის“ ნაწილი. მან აღნიშნა, რომ ებრაელები და მუსულმანები ერთმანეთს ვერასდროს მოურიგდებოდნენ და დაადანაშაულა შტატები ანტი-ისლამური განწყობის გაღვივებისთვის. ბინ ლადენს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და თავდაცვის დეპარტამენტს ებრაელები აკონტროლებდნენ და მათ ისრაელის ინტერესებში იყენებდნენ. ის არაერთხელ აქვეყნებდა გაფრთხილებებს ებრაული შეთქმულების შესახებ: „ებრაელები არიან ოსტატები ღალატში. ისინი ან ცარიელ სიტყვას, ან კიდევ საერთოდ არაფერს დაგიტოვებენ“. აღსანიშნავია, რომ ალ-ქაედას ოთხი ყველაზე დიდი მტრები არიან: შიიტი მუსლიმები, ერეტიკები, ამერიკა და ისრაელი.
ბინ ლადენის პოზიცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერეული არის: ის ეწინააღმდეგება თანამედროვე მუსიკას და გაცივებულ წყალს, მაგრამ დაინტერესებულია დედამიწის მამოძრავებელი ტექნოლოგიებით და გენმოდიფიცირებული პროდუქტებით.
მთლიანობაში, ბინ ლადენის სტრატეგია მიზნების მისაღწევად არის დიდი სახელმწიფოების მუსულმანურ ქვეყნებთან ომში ჩათრევა, რომელბშიც ისინი მოჯაჰედებს შეეტაკებოდნენ. ბინ ლადენის აზრით, ეს მათ ეკონომოკურ კოლაფსს გამოიწვევდა.  რა თქმა უნდა, ალ-ქაიდა ამ სტრატეგიას გადაუხვევლად ასრულებდა. 2004 წელს, Al Jazeera-ს ეთერში ოსამამ განაცხადა, რომ „ამერიკული ეკონომიკა ბანკროტამდე მიდიოდა“.
ბინ ლადენი გლობალური დათბობის სერიოზული ოპონენტია და ამერიკელებს წერილი მისწერა, რომ ემუშავათ პრეზიდენტ ობამასთან ერთად და ეპოვათ ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი.
მისი შეხედულებების და მიზნის მისაღწევი მეთოდების გამო ექსპერტები და ჟურნალისტები სხვადასხვა გამოცემებიდან („The New York Times“, „BBC“, „Al Jazeera“) მოიხსენიებენ მას როგორც ტერორისტს. 
ოსამა ბინ ლადენი მოკლეს 2011 წლის 2 მაისს, ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე, პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის დახმარებით.
ბინ ლადენის მკვლელობის ოპერაციის ბრძანება გასცა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ოპერაცია განხორციელდა CIA-ს ცენტრალურ დაზვერვის შტაბში. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია ამერიკელებმა ავღანეთიდან დაიწყეს, შემდეგ კი მოაწყვეს რეიდი მის სახლზე აბოტაბადში. რეიდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბინ ლადენის გვამი იდენტიფიკაციისთვის ავღანეთში გადაასვენეს, ხოლო შემდეგ, გარდაცვალებიდან 24 საათში ზღვაში დაასაფლავეს



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...