четверг, 8 ноября 2018 г.

                     გნეუს პომპეუს მაგნუსი

                                                   
 (ლათ. Gnaeus Pompeius Magnus; დ. 29 სექტემბერიძვ. წ. 106 — გ. 28 სექტემბერიძვ. წ. 48) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი. პირველი ტრიუმვირატის წევრი.

ბრძოლა მეკობრეთა წინააღმდეგ

ხმელთაშუა ზღვის მეკობრეები რომს მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ. მათ დასაყრდენ პუნქტებს წარმოადგენდნენ კილიკიისა და კუნძულ კრეტას ქალაქები. მეკობრეებთან თავშესაფარს პოულობდნენ გაქცეული მონები და თავისუფალი წრის ავანტურისტები. მეკობრეები თავიანთი სწრაფი და მსუბუქი ხომალდებით თავს ესხმოდნენ სანაპირო ქლაქებს და ძარცვავდნენ; ისინი ყაჩაღობდნენ გზებდზედაც და სხვათაშორის 2 პრეტორიც კი გაიტაცეს. სახალხო ტრიბუნმა ავლუს გაბინიუსმა წამოაყენა კანონპროექტი რომლის საფუძველზე პომპეუსს უნდა გადასცემოდა საგანგებო უფლებები მეკობრეებთან ბრძოლაში. ხალხი აღტაცებით შეხვდა კანონპროექტს; სენატში კი კანონპროექტმა ოპოზიცია გამოიწვია. სენატში პომპეუსისადმი განსაკუთრებული უფლებების გადაცემას აქტიურად დაუჭირა მხარი ახალგაზრდა გაიუს იულიუს კეისრმა, რომელიც იმთავითვე ხალხის ნდობის მოპოვებას ცდილობდა. საბოლოოდ კანონპროექტი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. პომპეუსის განკარგულებაში იყო დიდი არმია და ფლოტი 500 ხომალდით. პომპეუსი სწრაფად გაუსწორდა მეკობრეებს: მან ზღვა 30 სექტორად დაჰყო და პატრული დააწესა. მეკობრეები ბოლოს იძულებული გახდნენ კილიკიაში გამაგრებულიყვნენ. პომეუსმა სახმელეთო ბრძოლაში დაამარცხა მეკობრეები და 20 000 კაცი ტყვედ აიყვანა. ტყვე მეკობრეების მიმართ პომპეუსმა დიდი ჰუმანურობა გამოიჩინა: ისინი იტალიაში გადაიყვანა, მიწის ნაკვეთები გამოუყო და დაასახლა. პლუტარქე გადმოქვცემს: „პომპეუსი ფიქრობდაო, რომ ადამიანი ბუნებით არაა ველური და მოუთვინიერებელი ცხოველი, რომ იგი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ იხრება მანკიერებისაკენ, და ჩვეულების, ბინის და ცხოვრების ნირის გამოცვლით კვლავ თვინიერი ხდებაო“ (Plut. Pompeius). მეკობრეების დამარცხებამ პომპეუსის სახელი უფრო განადიდა.

რეკონსტრუქცია კომლექსის შენობის თეატრის პომპეუსის. ოთხი პატარა ტაძარი (მარცხნიც) კურია პომპეუსის და ბაღი (ცენტრში) თვითონ თეატრი  და ტაძარი ვენერა-გამარჯვებული (მარლვნივ). იქვე საშუალო სახლი პოპმეუსის.

ნანგრევები  ოთხი  პატარა სალოცავი  მოედანზე პლაზა ტორეს-არგემტინა დღეს. უკან ხედი  — თეტრი  არგენტინა, იქვე შორიახლოს  თეტრიპომპეუსის



პომპეუსი აღმოსავლეთში

66 წ. სახალხო ტრიბუნმა მანილიუსმა კომისიებში წინადადება შეიტანა, რომ მითრიდატესთან ომში უმაღლესი მთავარსარდლობა პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონის აქტიური ხელშეწყობით მანილიუსის კანონი (De Imperio Pompeii) ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთში. პომპეუსამდე მითრიდატეს წინააღმდეგ იბრძოდა ლუკულუსი, პომპეუსისადმი მტრულად განწყობილი სარდალი. ლუკულუსის მთავარსარდლობით აღმოსავლური კამპანიის ურთულესი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. ბრძოლა თავიდანვე რომაელთა უპირატესობით მიმდინაერობდა. პომპეუსმა მდ. ევფრატთან დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი დიდი, რომელიც კოლხეთში გაიქცა. სომხეთის მეფე ტიგრანი დანებდა რომაელებს. 65 წ. პომპეუსი კავკასიაში შეიჭრა. ალბანეთის მეფე ოროისემ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დამარცხდა. რომაელებს წინააღმდეგობა გაუწია იბერიის მეფე არტაგმა. საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ; იბერია გამოცხადდა „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“. პომპეუსმა კოლხეთის დაპყრობა სცადა, მაგრამ რომაელებს ძალზედ უჭირდათ ბრძოლა მთიელ ქართველებთან. პარტიზანული ომი პომპეუსს დიდი რისკის წინაში აყენებდა. პომპეუსი დაკმაყოფილდა მხოლოდ იმით, რომ ქართველურმა ტომებმა სცნეს რომის პროტექტორატი, თუმც ყოველივე ეს იყო ფორმალური: რომაელებმა, ისევე როგორც პართიელებმა და ბერძნებმა, ვერ შესძლეს კავკასიის დამორჩილება. პომპეუსი სომხეთში დაბრუნდა და შემდეგ პონტოს სამეფოშიგადავიდა. 64 წლისათვის მან დაასრულა პონტოს დაპყრობა: დაპყრობილი ტერიტორიები ამიერიდან გამოცხადდა პროვინცია ბითვინიად და პონტოდ. 64 წ. პომპეუსი დაიძრა სირიისკენ. სირია მანამდე სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ტიგრანისდამარცხების შემდეგ კი პომპეუსმა სირია გამოაცხადა რომის პროვინციად. მცირე აზიაში პომპეუსი ალექსანდე მაკედონელის მსგავსად მფარველობდა ბერძნულ ქალაქებს; ბევრ მათგანს მისცა პრივილეგიები. პომპეუსი სირიიდან იუდეაში შეიჭრა და აიღო იერუსალემი. იუდეა გახდა პროვინცია სირიის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი. იერუსალემის ალყის დროს პომპეუსს მოუვიდა ცნობა მითრიდატე VIს სიკვდილის შესახებ. ამ ამბავმა დიდი სიხარული გამოიწვია რომაელებში. დაღუპულიყო რომის ყველაზე საშიში მტერი, რომლის დამარცხებას 3 ომი დასჭირდა. მითრიდატეს უღალატა საკუთარმა შვილმა ფარნაკემ, რომელმაც რომელებისგან მიიღო ბოსფორის მმართველობა და ამავე დროს გამოცხადდა „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“. აღმოსავლურ კამპანიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომის სახელმწიფოსთვის: პომპეუსმა რომს შემატა ახალი მდიდარი პროვინციები; მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ხაზინა; დაარსდა ქალაქები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ელინისტური კულტურის გავრცელებას აღმოსავლეთში. 62 წ. პომპეუსმა, ჩათვალა რა, რომ მისი მისსია აღმოსავლეთში დასრულებულია, დაბრუნდა რომში.
იხ. ვიდეოები


პირველი ტრიუმვირატი

რომში დაბრუნებული პომპეუსი გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა: სენატორული ოლიგარქია წინ ეღობებოდა ცალკეულ პირთა განდიდებას. ამიტომ პომპეუსმა ვერ მოიპოვა მხარდაჭერა წამყვან წრეებში. პომპეუსი უმთავრესად მოითხოვდა მისი ჯარისკაცებისთვის მიწების დარიგებას და აღმოსავლეთში მის მიერ გაცემულ ბრძანებათა დაკანონებას. სენატი მის მოთხოვნებს არ იღებდა. გარდა ამისა, პომპეუსი ცუდ დამოკიდებულებაში იყო ლიცინიუს კრასუსთან. ამ გარემოებებმა აიძულა პომპეუსი დაახლოვებოდა პოპულართა ბელადებს. კეისარმა კი შესძლო გამოეყენებინა შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და პომპეუსი კრასუსს შეარიგა. მსოფლიოს სამი უძლიერესი ადამიანი შეკავშირდა. ეს შეთანხმება იყო არაოფიციალური და ისტორიაში შევიდა პირველი ტრიუმვირატის სახელით. პომპეუსმა ცოლად შეირთო კეისრის ქალიშვილი იულია. 59 ძვ. წ. კეისარი აირჩიეს კონსულად. 56 წ. გაზაფხულზე, ტრიუმვირები ხელმეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ქ. ლუკაში. მოლაპარაკებათა შედეგად, ტრიუმვირთა უფლებები გაიზარდა: კეისარი ხელმეორედ 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, პომპეუსი და კრასუსი — კონსულებად. კონსულობის შემდგომ პომპეუსმა 5 წლით მიიღო ესპანეთის მმართველობა. კრასუსმა კი სირიის მმართველობა. კეისრის არყოფნაში, რომში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ოპტიმატები განაგრძობდნენ ბრძოლას ტრიუმვირთა წინააღმდეგ. 53 წ. კონსულების არჩევნებზე ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა. კეისრის აგენტ-პროვოკატორის — სახალხო ტრიბუნ კლოდიუსის წინააღმდეგ გამოვიდა მილონი, ოპტიმატთა წარმომადგენელი. რომში მათ შორის ხშირად ხდებოდა სისხლიანი შეტაკებები. ციცერონმა გაძევების შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა კლოდიუსსა და პომპეუსს შორისაც. 52 წ. მორიგ შეტაკებაში დაიღუპა კლოდიუსი. მისმა სიკვდილმა დიდი მღელვარება გამოიწვია რომში, რადგან კლოდიუსს მხარს უჭერდა რომის პლებსი. სენატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რომში; წესრიგის დამყარება კი სახალხო ტრიბუნებს და პომპეუს დაავალა. პომპეუსი დიქტატურისკენ მიისწრაფოდა და მოქმედებას აჭიანურებდა მანამ, სანამ სენატორული ოლიგარქია არ წავიდა დათმობებზე. პომპეუსი დაინიშნა უკოლეგო კონსულად. გარდა ამისა მას მიენიჭა ძალზედ ფართო უფლებები. ყოველივე ამან განაპირობა პომპეუსის და ოპტიმატთა დაახლოება. პომპეუსსა და კეისარს შორის კი ურთიერობა გამწვავდა. ამას თან დაემატა კრასუსის სიკვდილი, რამაც ფაქტობრივად დაშალა ტრიუმვირატი, და კეისრის ქალიშვილის — იულიას სიკვდილი, რომელიც ცოლად ჰყავდა პომპეუსს

.
პომპეი  შედუს  იერუსალიმში ტაძარში (ჟან  უკე ,დაახლ.  1470 წელი ).



პომპეუსის ბიუსტი. მიუნხენი

სამოქალაქო ომი

49 წ. იანვარში კეისარმა მდ. რუბიკონი გადალახა, რითაც დაიწყო სამოქალაქო ომი. პომპეუსი არ მოელოდა კეისრის ასეთ გაბედულ და სწრაფ მოქმედებას. პომპეუსის ძირითადი სამხედრო ძალები იტალიის გარეთ იყო კონცენტრირებული. იტალიაში წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა და პომპეუსი სენატორთა დიდ ნაწილთან ერთად საბერძნეთში გადავიდა. საბერძნეთში, დირაქიუმთან პომპეუსმა უკუაქცია კეისარი, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა და საშუალება მისცა მოწინააღმდეგეს ძალები მოეკრიბა. კატასტროფას გადარჩენილი კეისარი ახალ პოზიციაზე გამაგრდა. შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან პომპეუსის კატასტროფული მარცხით დასრულდა. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში. ეგვიპტის სამეფო კარზე ერთხანს ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა კეისრის მოწინააღმდეგე. ბოლოს გადაწყვიტეს სამსახური გაეწიათ კეისარისთვის და მოეკლათ მისი ყველაზე საშიში მტერი. ძვ.წ. 48, 28 სექტემბერს, პომპეუსი ხომალდიდან გადმოსვლისას ვერაგულად იქნა მოკლული


ელექტრო თვითმრინავები

                             ელექტრო  თვითმრინავები

                      
შვეიცარული თვიტთმფრინავი  «Solar Impulse 2» მზის ბატარრებზე . В 2015 — 2016წწ.  დედამიწას შემოუფრინა (შეაკედური გაჩერებით).
თვითმფრინავი რ-იც მოძრაობაში მოყავს ელექტრო ძრავს, იკვევება მზის ბატარეებით, ასევე თბური ელემენტებით, ფოტოელემენტებით, ბატარეებით, უპროვოდო გზით ან ელექტროგენერატორით,მოძრაობაში მოყავს გაზტურბინბოს ძრავს (ტურბოელექტროგენერატორი).
რას უფრო დრო გადის მეტი პოპულარული ხდება ელექტრო თვიტმფრინავები, დღევანდელი მონაცემებით ექსპერიმენტარული მოდელებია, მათ რიცხვში შედის როგორც პილოტირებული აპარატები ასევე უპილოტოებიც. პირველი ოფიციალური გაშვება განხორციელდა 1957წ-ს. გავრცელებული ექსპერიმენტული ავიამოდელები დაიწყო 1970-იან წლებში. პირველი ფრენა ადამიანის გაფრენა ელექტრო თვიტმფრინავით განხორციელდა 1973წ-ს ფრენის დრო გაგრძელდა 14 წთ.
2003წ-ს სააგენტომ ,,ნასამ'' დააფინანსა და შექმნა თვიტმფრინავი Pathfinder და მისი მდიფიკაცია Pathfinder PlusCenturion და Helios ჩარჩოში კვლევები  ეკოლოგიური ტრანსფორტის. 


Sunseeker I გადაკვეთა აშშ   1990 წ-ს
მათ შორის უკანასკნელს ეკუთვნის რეკორდი სიმაღლეში ფრთიანი აპარატებში, რეაქტიული ძრავის გარეშე აპარატი 29,5კმ.
იხ. ვიდეო

გარღვევა ასეთი ტიპის თვითმფრინავების მოთხოვნისა მიზეზი არის დაცვა გარემოზე ზემოქმედების და გამოჩენა მოცულობიტი აკუმულატორების, ასევე მსუბუქი და გამძლე მარიალის. გარდაამისა ელექტრო თვიტმფრინავებს დაბალი ხმაური გააჩნია, რაც საშუალებას იძლევა უპირატესობა გვქონდე სადაზვერვო ოპერაციებისას.
ბრიტანული უპილოტო აპარატი ,, QinetiQ Zephyr'' რ-იც იკვებება მზის ბარეებით 2010წ-ს დაამყარა მსოფლიო რეკორდი ხანგრძლივობა უპილოტოსი, დაჰყო ჰაერში 2 კვირა.
იხ.ვიდეო


2012წ-ის 20 ივნისს Long-ESA დაამყარა რეკორდი სიჩქარის თვითმფრინავებში ელექტრო ძრავების გამოცდის დროს 326კმ|სთ
ასევე შევეიცარული თვითმფრინავი Solar Impulse, რ-იც საგამოცდო პერიოდს. 
Flea Hop HB-SIA - Solar Impulse.jpg

სოლარ იმპულსი (Solar Impulse) – ევროპული შორი დისტანციის მზის ენერგიით მართული თვითმფრინავისპროექტი განხორციელებული ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (École Polytechnique Fédérale de Lausanne) მიერ. პროექტს პოპულარიზებას უწევს ბერტრან პიკარი, რომელიც მსოფლიოს გარშემო პირველი საჰაერო ბურთით შეუსვენებლივ განხორციელებული ფრენის თანაპილოტი იყო. პროექტის მიზანია მზის ენერგიით პილოტირებული ფიქსირებულფრთიანი საფრენი აპარატით მსგავსი მოგზაურობის განხორციელებაა. ამ პროექტით შექმნილი პირველი აპარატი, შვეიცარული რეგისტრაციის კოდით HB-SIA, ერთადგილიანი თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში შეუსვენებლივ ფრენა ძალუძს 36 საათის განმავლობაში. მეორე ეტაპზე შედარებით დიდი აპარატის შექმნა
პირველი რერიული საფრენი აპარატები, გამოჩნდა გასაყიდი, ერთ ადგილიანი პლანერი Alisport Silent Club (1997) მოყავს მოძრაობაში 13კვტ სიძლიერის ძრავს.
Airbus განაცხადა რომ მომავალში აპირებს განავითაროს რეგიუნული კომერციუილი თვტმფრინავების აგებას.
მომავალში იგეგმება ელექტრო სამგზავრო  ლაინერების აგება

                                   Airbus E-FAN


                                                                   Airbus E-Fan (14088845198).jpg

ორმაგი ბატარეის თვითმფრინავი.

ელექტრო თვითმფრინავი შეიმუშავა Airbus- მა და Aero Composites Saintonge - ACS- ის სპეციალისტებმა და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის დირექტორმა (DGAC). პირველად გაფრინდა 2014 წლის 11 მარტს, საფრანგეთში, ბორდოს მახლობლად მდებარე აეროპორტში. 2013 წლის ივლისში, Airbus E-FAN, რომელიც შექმნილია როგორც სასწავლო თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია აერობიკის ჩატარება, წარმოდგენილი იყო ლე ბურეტის საჰაერო შოუში . მთავარი შასის ერთ – ერთ ბორბალს ელექტროძრავა აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ დაშალოთ თვითმფრინავი ადგილზე 55 კმ / სთ სიჩქარით. რაც უფრო ეკონომიურია (დაზოგავს ბატარეის ენერგიას).

საათობრივი ფრენა 16 დოლარი ღირს.

понедельник, 5 ноября 2018 г.

                                   ქისტები

                                                     
                                                                    ქისტები (1880-იანი წწ.)
 საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები. ძირითადად ცხოვრობენ საქართველოშიპანკისის ხეობაში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). ქისტები საკუთარ თავს „ქისტიე“ ან „ვეჲ ნახ-ს“ უწოდებენ. „ვეჲ ნახ“ ითარგმნება როგორც „ჩვენი ხალხი“. ამ სახელით მოიხსენიებენ ჩეჩენიინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტია.
მჭიდრო ურთიერთობა ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება. უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საუკუნეების მანძილზე ვეინახური ტომები ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიყვარული ქისტებს თამარ მეფისადმი ჰქონდათ. თამარის სახელს არქმევდნენ ხიდებსა და სხვა ნაგებობებს, ქალიშვილებს. ერთ ლამაზ ყვავილსაც თამარს უწოდებენ.
საქართველოში ვაინახების ჩამოსახლება პერიოდულად ხდებოდა, რაც საბოლოოდ მათი ასიმილაციით სრულდებოდა. ბოლო მასობრივი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის ოციან წლებში მოხდა. ქისტების ნაწილი საქართველოში ჩამოსახლების პერიოდში ქრისტიანი იყო,ნაწილი მუსლიმი, თუმცა ძირითადი ნაწილი ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს მისდევდა. თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ ქისტებში სრულად ისლამი გავრცელდა.
იხ.ვიდეო

საქართველოშიმდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლები: დუისიჯოყოლობირკიანიომალოდუმასტურიზემო ხალაწანიშუა ხალაწანიქვემო ხალაწანიწინუბანიძიბახევი, ასევე ქართვებთან ერთად ცხოვრობენ ქორეთში და ყვარელწყალში2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი

ბერძნული მითოლოგია

                   ბერძნული მითოლოგია

                                          
                                      ზევსის ბიუსტი ნაპოვნი ოტრიკოლიშიიტალია.
 ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითებისშექმნის ბუნების გამოსაკვლევად
                                                                       
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყაროილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებსმსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებშიელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
იხ.ვიდეოები

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი
პერსევსი
პერსევსი გორგონა მედუზას თავით,
მოქ. ანტონიო კანოვა.
წარმომავლობა
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი,
ზევსისა და არგოსის მეფის ქალიშვილ დანაეს ვაჟი.
იხ. აგრეთვე
ბერძენ გმირთა პლეადა
პერსევსი (ძვ. ბერძნ.Περσεύς) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, არგოსის მეფის, აკრისიოსისქალიშვილის და ძველბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის ვაჟი. გორგონა მედუზასმკვლელი დაანდრომედასგადამრჩენელი. ნახსენებია „ილიადაში“(XIV 320).
პერსევსი არის ელინისტური ეპოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, იგი ასევე ითვლება ბერძენ გმირთა პლეადის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წევრად. პერსევზე მითის გავლენა იგრძნობა ასევე გამოჩენილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალტანისა“ (რუს. „Сказка о царе салтане“). პერსევსზე მითების უმრავლესობა მოთხრობილია ოვიდიუსისპოემაში „მეტამორფოზი“. ოვიდიუსის პოემის ინტერპრიტაციის მიხედვით არსებობს პერსევსზე მითის რემდენიმე ვარიანტი.

ეტიმოლოგია

სახელ პერსევსის ბუნდოვნებისა და მისი მფლობელის ლეგენდარული ხასიათის გამო, ბევრი ეტიმოლოგი გვერდს უვლის მის ახსნას, იმ მოსაზრებით რომ ის შეიძლება წინარებერძნული წარმოშობისა იყოს. თუმცა, სახელ პერსევსის, ასევე მისი ცოლისა და ნათესავების, მშობლიური ქალაქი ბერძნული იყო. არსებობს ვარაუდი, რომ სახელი შესულია ბერძნულში პროტო-ინდო-ევროპულიდან. ამასთან დაკავშირებით, რობერტ გრეივზი მხარს უჭერდა სახელის მხოლოდ ბერძნულ წარმოშობას.
პერსევსი უნდა წარმოდგებოდეს ძველბერძნული ზმნიდან - perthein-დან, რაც გაჩანაგებას, გაძარცვას, განადგურებას ნიშნავს, და რომლის ერთ-ერთი ფორმაც ჩანს ჰომეროსისეულ ეპიტეთებში. ბერძნულში, –εύς სუფიქსი როგორც წესი გამოიყენება არსებითი სახელის საწარმოებლად, ამ შემთხვევაში ზმნის ფუძე 'Περσ-დან. შესაბამისად მივიღეთ პერს-ეუს-ი, ანუ ქალაქების მძარცველი; მაშასადამე, ეს არის პროფესიით ჯარისკაცის, პირველი მიკენელი მეომრის მეტსახელი.
სიტყვა Περσ-ის წარმოშობა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ჯ. ბ. ჰოფმანი ასახელებს შესაძლებელ ძირს, როგორიცაა *bher-, რომელიც წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ferio - დარტყმა. ეს, შეესაბამება ჯულიუს პოკორნის *bher-ს(3), „ფხაჭნა, ჭრა“. *bh- ბერძნულში გადმოდის როგორც ph-. ეს სირთულე, შეიძლება გადაიჭრას ასოთშეთანხმენა –th–ს დისიმილაციის ვარაუდით perthein-ში; ანუ მარტივად, ბერძნებმა არჩიეს არ ეთქვათ - *pherthein.
გრეივზი აძლევს Περσε-ს დამატებით მნიშვნელობას, რომელიც ასევეა გამოყენებული სიკვდილის ქალღმერთ პერსეფონეშიჯონ ჩედვიკი„მიკენური საბერძნეთის დოკუმენტების“ მეორე გამოცემაში ქალღმერთის შესახებ ვარაუდობს სახელის ფუძეს „პე-რე-“ (*82 პილოსის დაფა Tn 316), ექსპერიმენტულად აღდგენილი როგორც *Preswa:
სახარბიელოა ნახვა...კლასიკური პერსე-სი...ოკეანუსისქალიშვილისა...; მაგრამ, ამის იდენტიფიცირება სახელ „პერსეფონესის“ პირველ ნაწილთან, მხოლოდ ვარაუდია.
ბერძნული ხალხური ეტიმოლოგია სახელ პერსევსს აკავშირებს სპარსელ ხალხთან, რომელთაც მაშინ „პერსაის“ ეძახდნენ. თუმცა ადგილობრივ სახელში, ყოველთვის ერია ასო-ბგერა „ა“ (ფარსი). ჰეროდოტე  მოგვითხრობს, რომ სპარსელებს ეს სახელი ეწოდათ , პერსევსის უფროსი ვაჟის, პერსესის გამო. რა თქმა უნდა ეს ამბავი იცოდნენ სპარესელებმაც და სწორედ ამის გამოყენებით აპირებდაქსერქსე არგოსელების მოსყიდვას საბერძნეთთან ომის დროს, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
ცირუს გორდონმა (ცნობილი თავისი გაბედული თეორიებით), წამოაყენა ვარაუდი,  რომ პერსევსი არის სემიტური სახელი, „პ-რ-ს“-სგან წარმოშობილი, რაც ნიშნავს „ჭრას“. თუმცა, რაიმე კავშირი ძველბერძნებსა და სემიტებს შორის შეუძლებელი იყო, თვითონ ბერძნები იგებდნენ „პერსეუსს“ როგორც გამაანადგურებელს, სავარაუდოდ „პ-რ-ს“-ეც ამასვე ნიშნავდა
                                       
                                     პერსევსი ებრძვის ურჩხულს ანდრომედას გამოსახსნელად
                                                                იხ. ვიდეო
ძველი ბეძნების რელიგიური წარმოდგენა -  მჭიდროდ დაკავშირებული იყო მათი ისტორიული ცხოვრებასთან. უძველესი ბერძნული ხელოვნება მკაფიოდ წარნოაჩენს ანთროპოლოგიური ხასიათს ბერძნული პოლითეიზმის, ახსნილი ეროვნული განსაკუთრებულობა მისი კულტურის განვითარების ამ სფეროში, კონკრეტულად  წარმოადგენს, ზოგადად წარმოდგენას აბსტაქტული, როგორც რაოდენობრივი ურთიერთიბის ადამიანისმსგავსი ღმერთები და ქალღმერთები ასევე გმირები სთავაზობენ ღვთაებებს აბსტრაქტულ მნიშვნელობას (რომელიც თავისმხრივ იღებენ ანტრომოფოლოგიური სახეს). ამა თუ იმ კულტურაში სხავდასხვა მწერლები თუ მხატვრები ამ თუ იმ ღვთაებებს  უკავშირდება სხვადასხვა საერთო ან მითოლოგია (მითოლოლგიური) წარმოდგენა.
იხ. ვიდეო




                               

                                       რეკლამა

იხ. ლინკზე  ➤➤➤



ქართული მითოლოგია

                  ქართული მითოლოგია

                           


ძველი ქართული 
მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიკური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთებისგმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი. იხ ვიდეო საინტერესო ხედვა და ალტერნატიურიური ისტორიას ანუ არქეასტრონავტული თეროიას გავს.
იხ. ვიდეო


ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება.
"ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..."
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება “ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.ამ ეპიზოდიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 ხარი წელიდადის 12 თვეს განასახიერებდა.ის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი
                                                                
ბორჯღალო - მზის კოლხური სიმბოლო

 გაუქმდაქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული - ბარბალე/ბარბარე, სვანური - ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე ჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს გამოხატავდა.მისი ყველას ეშინოდა.ზოგს მოჩვენება ეგონა.


ხალხური ნაამბობი ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება (მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი) ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა. ოჩოკოჩის ეშვები აქვს (მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს)


ოჩოკოჩი და მეთევზე (მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)
ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.
ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ჩემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა.
“ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება
ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოში (მესხეთი).





კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...