გნეუს პომპეუს მაგნუსი
(ლათ. Gnaeus Pompeius Magnus; დ. 29 სექტემბერი, ძვ. წ. 106 — გ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 48) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი. პირველი ტრიუმვირატის წევრი.
ბრძოლა მეკობრეთა წინააღმდეგ
ხმელთაშუა ზღვის მეკობრეები რომს მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ. მათ დასაყრდენ პუნქტებს წარმოადგენდნენ კილიკიისა და კუნძულ კრეტას ქალაქები. მეკობრეებთან თავშესაფარს პოულობდნენ გაქცეული მონები და თავისუფალი წრის ავანტურისტები. მეკობრეები თავიანთი სწრაფი და მსუბუქი ხომალდებით თავს ესხმოდნენ სანაპირო ქლაქებს და ძარცვავდნენ; ისინი ყაჩაღობდნენ გზებდზედაც და სხვათაშორის 2 პრეტორიც კი გაიტაცეს. სახალხო ტრიბუნმა ავლუს გაბინიუსმა წამოაყენა კანონპროექტი რომლის საფუძველზე პომპეუსს უნდა გადასცემოდა საგანგებო უფლებები მეკობრეებთან ბრძოლაში. ხალხი აღტაცებით შეხვდა კანონპროექტს; სენატში კი კანონპროექტმა ოპოზიცია გამოიწვია. სენატში პომპეუსისადმი განსაკუთრებული უფლებების გადაცემას აქტიურად დაუჭირა მხარი ახალგაზრდა გაიუს იულიუს კეისრმა, რომელიც იმთავითვე ხალხის ნდობის მოპოვებას ცდილობდა. საბოლოოდ კანონპროექტი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. პომპეუსის განკარგულებაში იყო დიდი არმია და ფლოტი 500 ხომალდით. პომპეუსი სწრაფად გაუსწორდა მეკობრეებს: მან ზღვა 30 სექტორად დაჰყო და პატრული დააწესა. მეკობრეები ბოლოს იძულებული გახდნენ კილიკიაში გამაგრებულიყვნენ. პომეუსმა სახმელეთო ბრძოლაში დაამარცხა მეკობრეები და 20 000 კაცი ტყვედ აიყვანა. ტყვე მეკობრეების მიმართ პომპეუსმა დიდი ჰუმანურობა გამოიჩინა: ისინი იტალიაში გადაიყვანა, მიწის ნაკვეთები გამოუყო და დაასახლა. პლუტარქე გადმოქვცემს: „პომპეუსი ფიქრობდაო, რომ ადამიანი ბუნებით არაა ველური და მოუთვინიერებელი ცხოველი, რომ იგი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ იხრება მანკიერებისაკენ, და ჩვეულების, ბინის და ცხოვრების ნირის გამოცვლით კვლავ თვინიერი ხდებაო“ (Plut. Pompeius). მეკობრეების დამარცხებამ პომპეუსის სახელი უფრო განადიდა.
რეკონსტრუქცია კომლექსის შენობის თეატრის პომპეუსის. ოთხი პატარა ტაძარი (მარცხნიც) კურია პომპეუსის და ბაღი (ცენტრში) თვითონ თეატრი და ტაძარი ვენერა-გამარჯვებული (მარლვნივ). იქვე საშუალო სახლი პოპმეუსის.
პომპეუსი აღმოსავლეთში
66 წ. სახალხო ტრიბუნმა მანილიუსმა კომისიებში წინადადება შეიტანა, რომ მითრიდატესთან ომში უმაღლესი მთავარსარდლობა პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონის აქტიური ხელშეწყობით მანილიუსის კანონი (De Imperio Pompeii) ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთში. პომპეუსამდე მითრიდატეს წინააღმდეგ იბრძოდა ლუკულუსი, პომპეუსისადმი მტრულად განწყობილი სარდალი. ლუკულუსის მთავარსარდლობით აღმოსავლური კამპანიის ურთულესი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. ბრძოლა თავიდანვე რომაელთა უპირატესობით მიმდინაერობდა. პომპეუსმა მდ. ევფრატთან დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი დიდი, რომელიც კოლხეთში გაიქცა. სომხეთის მეფე ტიგრანი დანებდა რომაელებს. 65 წ. პომპეუსი კავკასიაში შეიჭრა. ალბანეთის მეფე ოროისემ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დამარცხდა. რომაელებს წინააღმდეგობა გაუწია იბერიის მეფე არტაგმა. საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ; იბერია გამოცხადდა „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“. პომპეუსმა კოლხეთის დაპყრობა სცადა, მაგრამ რომაელებს ძალზედ უჭირდათ ბრძოლა მთიელ ქართველებთან. პარტიზანული ომი პომპეუსს დიდი რისკის წინაში აყენებდა. პომპეუსი დაკმაყოფილდა მხოლოდ იმით, რომ ქართველურმა ტომებმა სცნეს რომის პროტექტორატი, თუმც ყოველივე ეს იყო ფორმალური: რომაელებმა, ისევე როგორც პართიელებმა და ბერძნებმა, ვერ შესძლეს კავკასიის დამორჩილება. პომპეუსი სომხეთში დაბრუნდა და შემდეგ პონტოს სამეფოშიგადავიდა. 64 წლისათვის მან დაასრულა პონტოს დაპყრობა: დაპყრობილი ტერიტორიები ამიერიდან გამოცხადდა პროვინცია ბითვინიად და პონტოდ. 64 წ. პომპეუსი დაიძრა სირიისკენ. სირია მანამდე სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ტიგრანისდამარცხების შემდეგ კი პომპეუსმა სირია გამოაცხადა რომის პროვინციად. მცირე აზიაში პომპეუსი ალექსანდე მაკედონელის მსგავსად მფარველობდა ბერძნულ ქალაქებს; ბევრ მათგანს მისცა პრივილეგიები. პომპეუსი სირიიდან იუდეაში შეიჭრა და აიღო იერუსალემი. იუდეა გახდა პროვინცია სირიის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი. იერუსალემის ალყის დროს პომპეუსს მოუვიდა ცნობა მითრიდატე VIს სიკვდილის შესახებ. ამ ამბავმა დიდი სიხარული გამოიწვია რომაელებში. დაღუპულიყო რომის ყველაზე საშიში მტერი, რომლის დამარცხებას 3 ომი დასჭირდა. მითრიდატეს უღალატა საკუთარმა შვილმა ფარნაკემ, რომელმაც რომელებისგან მიიღო ბოსფორის მმართველობა და ამავე დროს გამოცხადდა „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“. აღმოსავლურ კამპანიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომის სახელმწიფოსთვის: პომპეუსმა რომს შემატა ახალი მდიდარი პროვინციები; მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ხაზინა; დაარსდა ქალაქები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ელინისტური კულტურის გავრცელებას აღმოსავლეთში. 62 წ. პომპეუსმა, ჩათვალა რა, რომ მისი მისსია აღმოსავლეთში დასრულებულია, დაბრუნდა რომში.
იხ. ვიდეოები
პირველი ტრიუმვირატი
სამოქალაქო ომი
49 წ. იანვარში კეისარმა მდ. რუბიკონი გადალახა, რითაც დაიწყო სამოქალაქო ომი. პომპეუსი არ მოელოდა კეისრის ასეთ გაბედულ და სწრაფ მოქმედებას. პომპეუსის ძირითადი სამხედრო ძალები იტალიის გარეთ იყო კონცენტრირებული. იტალიაში წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა და პომპეუსი სენატორთა დიდ ნაწილთან ერთად საბერძნეთში გადავიდა. საბერძნეთში, დირაქიუმთან პომპეუსმა უკუაქცია კეისარი, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა და საშუალება მისცა მოწინააღმდეგეს ძალები მოეკრიბა. კატასტროფას გადარჩენილი კეისარი ახალ პოზიციაზე გამაგრდა. შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან პომპეუსის კატასტროფული მარცხით დასრულდა. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში. ეგვიპტის სამეფო კარზე ერთხანს ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა კეისრის მოწინააღმდეგე. ბოლოს გადაწყვიტეს სამსახური გაეწიათ კეისარისთვის და მოეკლათ მისი ყველაზე საშიში მტერი. ძვ.წ. 48, 28 სექტემბერს, პომპეუსი ხომალდიდან გადმოსვლისას ვერაგულად იქნა მოკლული
Комментариев нет:
Отправить комментарий