პლანეტოლოგია
(ლათ. planeta და ბერძნ. logos – მოძღვრება) — მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს; მზის სისტემასა და სხვა პლანეტურ სისტემებს ეგზოპლანეტებთანერთად. კვლევის სფერო მოიცავს მრავალ ობიექტს, მიკრომეტეორიტებით დაწყებული აიროვანი გიგანტებით დამთავრებული. პლანეტოლოგია შეისწავლის პლანეტების შიდა და გარე გარსებსა და მათ თანამგზავრებს, ფიზიკურ ნივთიერებებსა და ქიმიურ შედგენილობას, ზედაპირის აგებულებას, აგრეთვე მათი ჩამოყალიბებისა და წარმოქმნის პირობებს.
რადიალური გრავიტაციული ანომალია მთვარის ზედაპირზე
პლანეტოლოგია მიეკუთვნება დისციპლინათშორის სამეცნიერო დარგს, რომელიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც დედამიწის და ფიზიკის შემსწავლელი მეცნიერება. დღეისათვის პლანეტოლოგია აერთიანებს მრავალრიცხოვან სამეცნიერო დისციპლინებს, როგორებიცაა პლანეტური გეოლოგია (გეოფიზიკა, გეოქიმია), ფიზიკური გეოგრაფია (გეომორფოლოგია, კარტოგრაფია), ატმოსფერული მეცნიერება, თეორიული პლანეტოლოგია და ეგზოპლანეტების კვლევა. გარდა ამისა არსებობს სხვა მომიჯნავე დისციპლინები, როგორებიცაა: კოსმოსის ფიზიკა, ასტრობიოლოგია და დისციპლინები, რომლებიც სწავლობენ მზის გავლენას მზის სისტემის პლანეტებზე.
პლანეტოლოგიაში ერთმანეთთან დაკავშირებულია ექსპერიმენტული და თეორიული შტოები. კოსმოსურ სივრცეზე დაკვირვებითი შედეგები მოგვიანებით შესაძლოა გადაისინჯოს და დაზუსტდეს ექსპერიმენტული კვლევების ხარჯზე; უპირველეს ყოვლისა, ავტომატური კოსმოსური აპარატებით, აგრეთვე დისტანციური ზონდირებითა და ექსპერიმენტული სამუშაოებით დედამიწის ლაბორატორიებში. თეორიული მხარე შეიცავს კომპიუტერულ და მათემატიკურ მოდელირების საშუალებებს. მკვლევარები, რომლებიც დაკავებული არიან პლანეტოლოგიით უწევთ ასტრონომიის, ფიზიკისა და გეოლოგიის შესაბამის დარგებში გარკვევა.
ამჟამად მსოფლიოში არსებობს მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და უნივერსიტეტი, რომელიც სწავლობს პლანეტოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთანავე ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები, გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალები, რომელიც აღნიშნულ თემატიკას ეძღვნება.
ისტორია პლანეტოლოგიისა დასაბამს იწყებს ძველეგვიპტური ფილოსოფოსის, რ-იც (რ-იც ცნობილია პლატონის ნაშრომებიდან) ამბობს:
,,არსებობს უსაზღვროდ მრავალი სამაყაროები, სხვა დასხვა ზომის და რამდენიმე იქიდან არუს მზე და მთვარე როცა სხვები ჩვენზე უფრო დიდებია.სამყაროებს შორის სამყაროს შორის ხარვეზები არ არის შექმნილი თანაბარი, აქ ისინი უფრო დიდია, უფრო მცირეა, ზოგი მათგანი იზრდება, სხვები აყვავდებიან, სხვები გაჩერდებიან, აქ ისინი დაიბადებიან, ისინი იღუპებიან, ისინი განადგურდებიან, როცა ისინი ერთმანეთთან დაემსგავსებიან. ზოგიერთი სამყარო შიშველია, ცხოველებისა და მცენარეების გარეშე, წყლით დაფარული''
მოგვიანებით პლანეტოლოგიის და ასტრონომიის გახდა ტელესკოპებით დაკვირვება. დასაბამი კი გალილეი გალილეომ მისცა 1609წ-ს დამზირება თავისი თვითნაკეთი ტელესკოპით
პლანეტოლოგია ასტრონმია, პლანეტოლოგია გეოლოგია, გეომორფოლოგია, კოსმოქიმია, პეტროლოგია, გეოფიზიკა, მეცნიერება ატმოსფეროზე, შედარებიტო პლანეტოლოგია.
იხ ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий