четверг, 29 ноября 2018 г.

მოცვი

                                      მოცვი

                                                Vaccinium uliginosum 03.jpg
                                                                   ლურჯი მოცვი                      
სამეფო:მცენარეები
განყოფილება:ფარულთესლოვნები
კლასი:ორლებნიანნი
რიგი:Ericales
ოჯახი:მანანასებრნი
გვარი:მოცვი

(Vaccinium), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი — მთის მოცვი (Vaccinium myrtillus), ლურჯი მოცვი (Vaccinium uliginosum) და წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea) ბორეალური ელემენტებია და გავრცელებულია ჰოლარქტიკული სამყაროს სუბალპურ და ალპურ სარტყელში ერთი კი — კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. მთის მოცვი მეტად დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპურ ტყეებში, გვხვდება უფრო მაღლაც — დეკიანებში. ბევრია მთათუშეთში, წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება ივლის-აგვისტოში. მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმება ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა. კარგი თაფლოვანი მცენარეა. სახელწოდება აღებულია კლასიკური ლათინურიდან სიტყვა vaccinium როგორც დასახელება მცენარის ტიპი კენკრის არის ვერსია, რომ დასახელება vaccinium მომდინარეობს სიტყვა vacca - ძროხა (vaccinus - ძროხისებრი) ახსნა სასარგებლო თვისებების კენრის შედარებულია ძროხის საყოფაცხოვრებასთან. ქომიური შედგენილობა კარგად არის შესწავლილი რ-იც გამოიყენება წამლებში.
ერთერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო კოპონენტი არის გლიკოზიდი, არბუტინი, ანტისეპტიკური შარდგამომყოფი არხის. ორგანიზმში ის  იყოფა შაქარად და ჰიდროქინონით, რ-აც გააჩნია ბაქტერიოციდული თვისებები. სამედიცინო თვალსაზრისით წითელი მოცვი და შავი მოცვია სასარგებლო
                                     Vaccinium vitis-idaea 20060824 003.jpg
                                                     წითელი მოცვი
 (ლათ. Vaccinium vitis-idaea) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. სუსტად დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5-10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35-80 სანტიმეტრამდე ღრმავდება. ნაყოფი ბურთისებრი ღია-მოწითალო ფერისაა, ოთხბუდიანი. ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. ყვავილები ზარისებრია. გვირგვინი თეთრი ან მკრთალი ვარდისფერი აქვს. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარებში, ტუნდრაში, მშრალ ტორფნარებში ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაშიაზიაშიჩრდილოეთ ამერიკაში. თესლი მორუხო-წითელი ფერის კურკაა. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე. მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. აგრეთვე შეიცავს პექტონებს, თრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს და სხვ. სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი; საქართველოში გვხვდება მთაგორიან ადგილებში, ტყეებში, ძირითადად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე; ხშირია აჭარა-გურიის მთებშიაფხაზეთშირაჭა-ლეჩხუმშისვანეთშიქართლშითუშეთშიფშავ-ხევსურეთში.
ყვავილის ფორმულა: 
                                       
                           პური წითელი მოცვის ჯემთან ერთად
სახეობები ბაზების მონაცემებით  The Plant List (2013)წ მოცვის 223 სახეობაა
რ-იც ორ ნაცილად იყოფა
ანტიბიოტიკი

წითელი მოცვი უხვად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. გარდა ვიტამინებისა (C, B, PP), მასში არის ორგანული მჟავები, მაგალითად, ბენზოლის - ძლიერი
ბუნებრივი კონსერვანტი, რომლის წყალობითაც მოცვი შეიძლება მთელი ზამთარი შევინახოთ. ეს მჟავა ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას, მოქმედებს ანტიბიოტიკივით, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
კენკრა გამოიყენება ცისტიტისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის გამოყოფას.
გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის) დროს რეკომენდებულია როგორც ახალი, ისე ამ კენკრის მურაბა (უკუჩვენება აქვს მაღალი მჟავიანობის დროს).
მოცვი სასარგებლოა მსუბუქი ჰიპერტონიის, უმადობის, ნიკრისის ქარის და რევმატიზმის დროს. კენკრის წვენი შველის ცხიმიან კანს  ანთებითი პროცესის დროს
                                                   იხ. ვიდეობი
წითელი მოცვის ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით არსებობა განაპირობებს მის მრავალმხრივ გამოყენებას. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალება. მისი ფოთლების წყლიან გამონაწურს იყენებენ ცისტიტების, პიელიტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კერძოდ ოსტერეოქონდროზის, ნიკრისის ქარების, სახსრების რევმატული დაავადების, არასპეციფიკური ინფექციური ართრიტების დროს.
წითელი მოცვის ნაყოფს იყენებენ ავიტამინოზის დროს. ნაყოფის წყლიანი ნაყენი ითვლება გაციების დროს წყურვილის მოკვლის შესანიშნავ საშუალებად.
მისი ფოთლების ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ გაცივებული 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად 6 გრ (2 სუფრის კოვზი) ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში ანადუღარი წყლის დამატებით შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ მიღებამდე) შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ხალხურ მედიცინაში ნედლი ნაყოფი ან მისგან დამზადებული მურაბა იხმარება დაბალი მჟავიანობის, გასტრიტების, კუჭის აშლილობის, ნიკრისის ქარების, რევმატიზმის დროს. ნაყოფის წვენს სვამენ მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის დროს, იყენებენ სურავანდის საწინააღმდეგოდაც. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებები.
ცივ ადგილას შენახვის დროს ნაყოფი ექვსი თვის განმავლობაში ინარჩუნებს 20-30% C ვიტამინს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნაყოფს აქვს აგრეთვე სედატიური მოქმედების უნარი, ამიტომ მისგან მომზადებული ნახარშის გამოყენება შეიძლება ჰიპერტონული დაავადების მსუბუქი ფორმების დროს.
მისი ნაყოფი როგორც შარდმდენი საშუალება გამოიყენება  რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს, აგრეთვე - სიმთვრალის დროს გამოსაფხიზლებლად. მისი წყლიანი გამონაწური ნაყოფთან ერთად ითვლება მადის აღმძვრელ საშუალებად, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას.
გერმანიაში ფოთლების ნახარშს და ნაყენს გამოიყენებენ შარდის ბუშტის ანთების დროს. ავსტრიელების ხალხური მედიცინა კი თვლის, რომ ფოთლების ნახარში შარდსადენ გზებს დეზინფიცირებას უკეთებს.
ბულგარელები შემდეგნაირად ამზადებენ ნახარშს: წვრილად დაჭრილ ფოთლებს (3-4 ჩაის კოვზი) ხარშავენ 500 მლ წყალში  5-10 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ აცივებენ 15-20 წუთი, გადაწურავენ და სვამენ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში.
ინფექციური დავადეების  წინაამრდეგ და სხვა დადებიტი თვისებები როგორც ნაყოფის ასევევ  ფოთლების.


კენრათა შორის მოცვი ლიდერია მანგანიუმის, რგანული მჟავებით, პექტინებისა და ანტიოქსიდანტებით.
  თუ წლის განმავლობაში ჭამთ დრეში 50გ მოცვს ამიტ აფერხებთ შეამწიროტ ორგანიზმში დაბარების პროცესს, გაუმჯობესებტ მხედვლობას.
 მოცვის ნიღაბი ავიწროებს ფორებს. მოცვის წვენი წაისვით სახეზე, დაიფარეთ მარლა და 15-20წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით სასურველი შედეგის მისაღებად ნირაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
 წნაში დასაკელებად ჭამეთ ყოველდღე მოცვის. ის დანალკალორიულია (100გ 40კკალ.)


                                კავკასიური მოცვი

Vaccinium arctostaphylos-1.jpg
 მაღალი მოცვი (ლათ.Vaccinium arctostaphylos) — ბუჩქი ან ტანდაბალი (2—4 მ), ხე მანანასებრთა ოჯახისა. მოწითალო-თეთრი ზარისებრი ყვავილები აქვს. ნაყოფი შავი კენკრაა, იჭმევა. გავრცელებულია ძირითადად კოლხეთში, ნაკლებად გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაშიქართლში, შიგა კახეთში თალიშსა და თურქეთში (მდინარე ჭოროხის აუზი). იზრდება ქვეტყედ ზღვის დონიდან 2200 მ-მდე, მეტწილად წიფლნარში, სოჭნარ-ნაძვნარში, ფიჭვნარსა და სუბალპურ არყნარში, იშვიათად დეკიანში. ფოთოლი შეიცავს 135-მდე ტანიდებს, იყენებენ ტყავის მოსათრიმლად, ჩაის ნაცვლად; ახმობენ კერკად და ხმარობენ კუჭის შემკვრელ საშუალებად, კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში.

                                      რეკლამა

იხ. ბმულზე  ➤➤➤


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...