სსრკ-ფინეთის ომი
სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი (ფინ. talvisota) — შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1939 წლის 30 ნოემბერიდან 1940 წლის 13 მარტამდე. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ისტორიკოსის მიხედვით , საბჭოთა კავშირის შემტევი ოპერაცია ფინეთზე მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში. საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ომი განიხილება როგორც ლოკალური ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემადგენელ ნაწილს. ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. სამხედრო აგრესიის შედეგედ, სსრკ გაირიცხა ერთა ლიგიდან. ომი დასრულდა 1940 წლის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც:
ფინელები თხილამურებით პოზიციებზე | |||
თარიღი | 30 ნოემბერი 1939 წელი — 13 მარტი1940 | ||
---|---|---|---|
ადგილი | აღმოსავლეთ ფინეთი , კარელია, მურმანსკის მხარე | ||
შედეგი | მოსკოვის ხელშეკრულება (1940) | ||
ცვლილება | «დასრულება ომის და ომის დამყარება» | ||
მოწინაამღდეგები | |||
| |||
ხელმძღვანელები | |||
მზარეების ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
- საბჭოთა კავშირს გადაეცა კარელიის ყელი ქალაქებით ვიბორგი და სორტავალა და რიგი კუნძულები ფინეთის ყურეში, ფინური ტერიტორიის ნაწილი ქალაქ კუოლაიავარით, ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო. ხელშეკრულების შედეგად ლადოგის ტბა მთლიანად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
- სსრკ-ს არენდით გადაეცა ნახევარკუნძულ ჰანკოს ნაწილი 30 წლითც სამხედრო საზღვაო ბაზის შესაქმნელად.
- იხ. ვიდეო
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.
ურთიერთობა ქვეყნებს შორის საბჭოთა-ფინეთის 1918-1922 წლების ომის შემდეგ დაძაბული იყო. ფინელები საბჭოთა აგრესიას უფრთხოდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ფინეთი საშუალებას მისცემდა რომელიმე ევროპულ ქვეყანას (უმთავრესად დიდ ბრიტანეთს და გერმანიას) გამოეყენებინა ფინეთის ტერიტორია ინტერვენციისთვის. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ საბჭოთა-ფინური საზღვარი სულ რაღაც 32 კილომეტრში გადიოდა საბჭოთა მრეწველობის უმსხვილეს, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქ ლენინგრდთან.
სქემა წითელი არმიის თავდასხმის 1939წ-ის დეკემბერი
სქემა წითელი არმიის თავდასხმის 1939წ-ის დეკემბერი
1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1.500 ტანკითა და 3.000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200.000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25.000-ს არ აღემატებოდა.
იხ. ვიდეო
კარელიის საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ ცივი ომის პერიოდში იყო მცდელობა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების მათ შორის კარელიის ფინელების უფლებების დაცვის საკითხები, მაგრამ ეს მოლაპარაკებები წარუმატელებლად დამთავრდა. სსრკს დაშლის შემდეგ კვალვ წამოიჭრა დაბრუნების საკითხი. უშედეგოდ დღემდე.
ტერიტორია, რ-იც სსრკ შევიდა სსრკს ტერიტორიაში ჩრდ.-ფინეთის 1939- 1940წწ და სრკს-ფინეთის ომის მერე 1941-1944 (წითელი ფერით)
ფინური ტანკი Vickers Mk E
ჰელსინკი დაბომბივის შემდეგ
სქემა შეტევაზე გადასვლის წითელი არმიის 1939წ-ს
აფეთქებული საბჭოთა ტანკი T-26
კარელიის ყელი რუქა საბრძოლო მოქედებების 1939წ-ის დეკემბერი მანერგეიმის ხაზი
კარელიის ყელი 1940წ-ის მარტი რუქა საბრძოლო მოქედებების
Комментариев нет:
Отправить комментарий