вторник, 13 ноября 2018 г.

ხელშეკრულება კოსმოსზე

                       ხელშეკრულება კოსმოსზე

Outer Space Treaty parties.svg
  მხარეები
  ხელმომწერები
  არ შეუერთდნენ

გარე სივრცის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება კოსმოსზეფორმალურად ხელშეკრულება კოსმოსური სივრცის, მათ შორის მთვარის და სხვა ციური სხეულების გამოყენების და მოპოვებისა შესახებ — ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სამართალის საფუძველია. ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებშიგაერთიანებულ სამეფოსა და საბჭოთა კავშირში 1967 წლის 27 იანვარს, ხოლო ძალაში შევიდა 1967 წლის 10 ოქტომბერს2017 წლის იანვრისთვის, ხელშეკრულებას 105 ქვეყანა ხელი მოაწერა, მაგრამ 24 ხელმომწერ ქვეყანას, ჯერ არ დაუსრულებია რატიფიკაციის პროცესი. გარდა ამისა, ჩინეთის რესპუბლიკამ (ტაივანი), რომელიც ამჟამად აღიარებულია გაეროს მხოლოდ 20 წევრი ქვეყნის მიერ, ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, სანამ 1971 წელსგაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრით გადასცემდა ჩინეთის ადგილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას
გარე სივრცის ხელშეკრულება თავისით წარმოადგენს საერთაშორისო საჰაერო სამართალის ძირითად იურიდიულ ჩარჩოს. ამ ხელშეკრულების პრინციპები, კრძალავს ხელმომწერ მხარეებს, მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას დედამიწის ორბიტაზე, მთვარეზე ან ნებისმიერ სხვა ციურ სხეულზე, ასევე სხვაგვარად იარაღის განთავსებას კოსმოსურ სივრცეში. ხელშეკრულება ზღუდავს მთვარისა და სხვა ციური სხეულების მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას და პირდაპირ კრძალავს მათ გამოყენებას ნებისმიერი სახის იარაღია ტესტირებისთვის, სამხედრო მანევრების ჩატარებისთვის ან მათზე სამხედრო ბაზების, დანადგარების განთავსებას (მუხლი IV). თუმცა, ხელშეკრულება არ კრძალავს ორბიტაზე ჩვეულებრივი შეიარაღების განთავსება და ამით, ზოგიერთი უაღრესად სტრატეგიულ-დესტრუქციული იარაღი, როგორიცაა კინეტიკური ძალის იარაღი, კვლავ პოტენციურად დასაშვებია. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოსმოსის კვლევა ინდა იყო ყველა ქვეყნის სასარგებლოდა, აგრეთვე კოსმოსის გამოყენება და კვლევა, თავისუფალი უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის.
ხელშეკრულება მკაფიოდ კრძალავს ნებისმიერი მთავრობის მიერ, ციური რესურსის მოთხოვნას, როგორიცაა მთვარე ან პლანეტა. ხელშეკრულების „მუხლი II“ მიხედვით: „გარე სივრცე (კოსმოსი), მათ შორის, მთვარე და სხვა ციური სხეულები, არ ექვემდებარება ეროვნულ მითვისებას, არც სუვერენიტეტის გამოცხადებით, არც სარგებლობით ან ოკუპაციით, ან სხვა რაიმე საშუალებით“. თუმცა, სახელმწიფო, რომელიც უშვებს კოსმოსურ სივრცეში რაიმე ობიექტს, ინარჩუნებს მასზე იურისდიქციას და კონტროლს.  სახელმწიფო, ასევე პასუხს აგებს, მათი ობიექტის მიერ, კოსმოსური სივრცისთვის მიყენებული ზარალისთვის
გარე სივრცის ხელშეკრულების „VI მუხლის“ ეხება საერთაშორისო პასუხისმგებლობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „არასამთავრობო ორგანიზაციების გარე სივრცეში საქმიანობა, მათ შორის, მთვარესა და სხვა ციური სხეულებზე, საჭიროებს ნებართვას და ზედამხედველობას, ხელშეკრულების ხელმომწერ შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან“ და რომ მონაწილე სახელმწიფოებს, ეკისრება საერთაშორისო პასუხისმგებლობა ეროვნულ სივრცეში საქმიანობისთვის, რომელიც ხორციელდება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
„უესთფორდის პროექტი“-ს შესახებ დისკუსიების და კონსულტაციებისშედეგად მიღებული გადაწყვეტილება, საბოლოოდ ჩაიწერა ხელშეკრულების „IX მუხლში“, რომლის თანახმად: „ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს საქმიანობა ან ექსპერიმენტი, დაგეგმილი გარე (კოსმოსი) სივრცეში, მათ შორის, მთვარესა და სხვა ციურ სხეულებზე, გამოიწვევს პოტენციურად მავნე ჩარევას გარე სივრცის, მათ შორის, მთვარესა და სხვა ციურ სხეულებზე მშვიდობიან მოპოვებისა და გამოყენების საქმიანობაში, შეიძლება მოითხოვოს კონსულტაციებს დაკავშირებულ საქმიანობასთან ან ექსპერიმენტთან“
მთვარის ხელშეკრულება, რომელსაც 1979 წელს ხელი მოაწერეს, უნდა ყოფილიყო გარე სივრცის ხელშეკრულების შემდგომი ხელშეკრულება, მაგრამ არცერთმა ძირითადმა კოსმოსურმა სახელმწიფომ, არ მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება. გაეროსგარე სივრცის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტი (COPUOS), ზედამხედველობას უწევს ამ ხელშეკრულებების და კოსმოსის შესახებ სხვა ხელშეკრულებების შესრულებას.
                                                           იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...