вторник, 20 ноября 2018 г.

ჰეზბოლა (ლიბანი)

                        ჰეზბოლა (ლიბანი)

                                                 
 (არაბ. حزب الله‎‎ ჰიზბუ`ლ-ლაჰ, უფლის პარტია ან უფლის დაჯგუფება) აგრეთვე ცნობილი როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა, — ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბეკაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს, ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოშიავსტრალიასა და ეგვიპტეში. 1992 წელს აბას ალ-მუსავის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფებას მეთაურობს გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა.
1982 წელს ისრაელის მიერ ლიბანის დაპყრობის დროს მან სამხრეთ ლიბანის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერით სამხრეთ ლიბანის არმია (SLA) აკონტროლებდა. ჰეზბოლა მუსლიმი სასულიერო პირების ჩანაფიქრს წარმოადგენს, რომელსაც ირანი აფინანსებდა ისრაელის ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.   მისი ლიდერები აიათოლა ხომეინის მიმდევრები იყვნენ, ხოლო დაჯგუფების შეიარაღებული ძალები ირანის 1500-კაციანი რევოლუციური არმიის მეშვეობით იწვრთნებოდნენ, რომელიც ირანიდან სირიის ხელისუფლების ნებართვით ჩამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ლიბანის სამოქალაქო ომში იღებდა მონაწილეობას.   ჰეზბოლამ პარტიზანული ომი წამოიწყო სამხრეთ ლიბანში, რამაც სამხრეთ ლიბანის არმიის დაშლა და 2000 წლის 24 მაისს ისრაელის ჯარების მიერ ლიბანის დატოვება გამოიწვია.
ჰეზბოლა სამხედრო თვალსაზრისით იმდენად გაძლიერდა, რომ მისი პარამილიტარისტული ფრთა უფრო ძლიერია, ვიდრე ლიბანის ჯარი.[4][5] ჰეზბოლას ახასიათებენ, როგორც "სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით",[6] რომელსაც ლიბანის მთავრობაში აქვს ადგილები, რადიო, სატელიტური ტელევიზია, სოციალური მომსახურება და უნარი დიდი რაოდენობის ჯარები გააგზავნოს ლიბანის საზღვრებს გარეთ.   ჰეზბოლა 8 მარტის ალიანსის წევრიცაა, რომელიც 14 ალიანსის წევრებს უპირისპირდება. ჰეზბოლას მხარს მტკიცედ უჭერს ლიბანელი შიიტები,  ხოლო სუნიტებისთვის ეს დაჯგუფება მიუღებელია.  ჰეზბოლა სამხედრო წვრთნას, შეიარაღებასა და ფინანსებს ირანიდან, ხოლო პოლიტიკურ მხარდაჭერას სირიისგან იღებს.   ჰეზბოლა და ისრაელი ერთმანეთს 2006 წელს, ლიბანის მეორე ომში დაუპირისპირდნენ.
ჰეზბოლამ თავის 1985 წლის მანიფესტში ჩამოაყალიბა მიზნები, როგორიცაა "ამერიკელების, ფრანგებისა და მათი მოკავშირეების გაძევება ლიბანიდან და ჩვენს მიწაზე კოლონიური ერთეულების აღმოფხვრა", ქრისტიანი ფალანგისტების "კანონიერი ძალაუფლებისადმი" დამორჩილება და მართლმსაჯულების აღსრულება მათზე "იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ მუსლიმებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ ჩაიდინეს". ასევე "ჩვენი ხალხის თითოეული შვილისთვის" უფლების მიცემა, აერჩიათ ხელისუფლების ის ფორმა, რომელიც მათ სურდათ. ჰეზბოლა ლიბანელებს მოუწოდებდა, რომ "ისლამური ხელისუფლება" აერჩიათ.  2006-2008 წლებში ლიბანელების საპროტესტო გამოსვლებისა  და შეტაკებების შემდეგ,  ერთიანი ეროვნული ხელისუფლება 2008 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც ჰეზბოლამ და მისმა ოპოზიციურმა მოკავშირეებმა მთავრობის 30 ადგილიდან 11 მოიპოვეს, რაც მათ ვეტოს უფლებას აძლევს.   2008 წლის აგვისტოში ლიბანის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა ღიად დაადასტურა პოლიტიკური განცხადების ნიმუში, რომელმაც ჰეზბოლას სამხედრო ორგანიზაციად აღიარა და მისცა უფლება "გაათავისუფლოს ან დაიბრუნოს დაპყრობილი ტერიტორიები" (მაგ, შაბაას სავარგულები).  2012 წლიდან ჰეზბოლა სირიის ხელისუფლებას სამოქალაქო ომში ოპოზიციური შენაერთების წინააღმდეგ ეხმარება, რომლებსაც იგი სიონისტურ და "ვაჰაბიტურ-სიონისტურ" შეთქმულებად აღიქვამს, რომელსაც ასადისა და მისი ალიანსის განადგურება სურს.   ის სირიასა და ერაყში ადგილობრივი ძალების გასაწვრთნელად ან მხარდამხარ საბრძოლველად აგზავნის ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.  აღქმაარაბული სამყაროს დიდ ნაწილში, რომ ჰეზბოლა წინააღმდეგობის მოძრაობაა, შეიცვალა სირიის სამოქალაქო ომის სექტარიანული ბუნებიდან გამომდინარე.
ჰეზბოლას სტატუსი, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის, ტერორისტული დაჯგუფების, წინააღმდეგობის მოძრაობის ან მათი კომბინაცია დღემდე სადავოდ რჩება საერთაშორისო საზოგადოებაში. არაბული ლიგა,   აშშ,  საფრანგეთი,  ავსტრალია,   კანადა,  ისრაელი,  ნიდერლანდები და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო  ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაციას ანიჭებენ. ევროკავშირიახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო  ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად და განასხვავებს მისი პოლიტიკური ფრთისგან. რუსეთი კი ჰეზბოლას ლეგიტიმურ სოციალურ-პოლიტიკურ ორგანიზაციად აღიქვამს. რაც შეეხება ჩინეთს, ის ნეიტრალურია და ჰეზბოლასთან ურთიერთობებს ინარჩუნებს.
1980-იან წლებში ჰეზბოლას იდეოლოგია რადიკალური იყო, რასაც 1985 წლის მანიფესტი ასახავს. პირველი მიზანი ამერიკული და ებრაული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამხრეთ ლიბანისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება იყო.მეორე მიზანი მუსლიმების უმას იდეის გარშემო შემოკრება იყო. დაჯგუფება აცხადებდა, რომ ის ყველა ლიბანურ თემს დაიცავდა იმ თემების გარდა, რომლებიც ისრაელთან თანამშრომლობდნენ. მას შემდეგ ჰეზბოლას იდეოლოგია შეიცვალა და ამჟამად ის მემარცხენე პოლიტიკური ერთეულია, რომელიც სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის.
ხშირად ჰეზბოლას იდეოლოგიას შიიტურ რადიკალიზმს მიაწერენ.  ორგანიზაცია შიიტურ თეოლოგიას მისდევს, რომელიც აიათოლა ხომეინიმ ჩამოაყალიბა.  ჰეზბოლა ძირითადად ხომეინის მიმდევრების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, რათა ისლამური რევოლუცია გავრცელებულიყო.   იდეოლოგიიდან გამომდინარე, ჰეზბოლას ლიბანის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნა სურდა, თუმცა შემდეგ მან უფრო მრავალმხრივი მიდგომა აირჩია.
ჰეზბოლა გამოირჩევა საუკეთესო დამოკიდებულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ და კეთილგანწყობით სირიის მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებისა და სხვა დიდი სახელმწიფოების მიმართ დამოკიდებულება მეტნაკლებად ცივია.
ჰეზბოლა საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს არ ამჟღავნებს. დუბაიში არსებული სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების დირექტორის მუსტაფა ალანის თქმით, ჰეზბოლას 1000 მომუშავე წევრი და 6000-დან 10,000-მდე მოხალისე ჰყავს. ირანული FARS NEWS AGENCY-ს თანახმად, ჰეზბოლას 65,000-მდე მებრძოლი ჰყავს. ხშირად ჰეზბოლაზე ამბობენ, რომ მისი შეიარაღებული ძალები ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერია.  ისრაელის სარდალმა გუი ზურმა ჰეზბოლას "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პარტიზანული დაჯგუფებაც" კი უწოდა.
2010 წლის აპრილში ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეითსმა, განაცხადა, რომ ჰეზბოლა ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით უფრო მეტ ჭურვებსა და რაკეტებს ფლობს, რომლითაც სირია და ირანი ამარაგებენ. ამას ამბობს ისრაელიც. სირია კი ჰეზბოლასთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს და ამბობს, რომ ისრაელი საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად ადანაშაულებს მას. ამერიკელი დიპლომატებისგან გამოაშკარავებული დეპეშების თანახმად, აშშ ამაოდ ცდილობდა სირიიდან ლიბანში შეიარაღების გადატანისთვის ხელის შეშლას. ამ დეპეშებშივე ჩანს, რომ ჰეზბოლამ ისრაელთან 2006 წლის ომის შემდეგ უზარმაზარი რაოდენობის გაუმჯობესებული შეიარაღება მოაგროვა.  რობერტ გეითსმა ასევე განაცხადა, რომ ჰეზბოლა შესაძლოა ქიმიური, ბიოლოგიური და გემსაწინააღმდეგო იარაღითაც აღჭურვილია, რაც ამერიკული გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
2010 წელს ისრაელის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ჰეზბოლას 15,000-ზე მეტი შორეული დისტანციის ჭურვები ჰქონდა განთავსებული ლიბანის საზღვართან. ამბობდნენ, რომ ამ ჭურვებს ისეთი შორეული ქალაქებამდე მიღწევა შეეძლო, როგორიც ელიათი იყო.   ისრაელის შეიარაღებულმა თავდაცვამ ჰეზბოლა რაკეტების საავადმყოფოების, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებსა და სკოლებთან განთავსებაში დაადანაშაულა.  ისრაელის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში მაიკლ ორენმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ამის გამო:
სირიისა და ირანისგან მხარდაჭერილმა ჰეზბოლა ისრაელისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.. ჰეზბოლა ამჟამად ოთხჯერ უფრო მეტ რაკეტას ფლობს, ვიდრე 2006 წლის ომის პერიოდში. ეს რაკეტები კი შორეულ დისტანციაზე მოქმედებს. ისრაელის თითოეული ქალაქი ელიატის ჩათვლით მიზანშია ამოღებული.
2012 წლის 12 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეზბოლა 50,000-მდე ჭურვს ფლობს, რაც სამჯერ აღემატება ჰეზბოლა-ისრაელის ომის პერიოდში დაჯგუფების ხელში არსებული ჭურვების რაოდენობას.  2013 წლისთვის კი ეს რაოდენობა 60,000-80,000-მდე გაიზარდა. ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ დრონებს იყენებდა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებში აღწევდა. ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ეს მათი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია.
ისრაელის სამხედრო ჩინოვნიკები ყურადღებას ამახვილებენ იმ შეიარაღებასა და გამოცდილებაზე, რაც შიიტურმა დაჯგუფებამ სირიის სამოქალაქო ომში ათასაობით მებრძოლის ჩართვის მიიღო. "ამგვარი გამოცდილების გაყიდვა შეუძლებელია" - აცხადებს თელ-ავივის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის სამხედრო-სტრატეგიული საკითხების სპეციალისტი გაბი სიბონი. "სხვა საკითხია, რომ ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ. გამოცდილებას ვერაფერი ჩაანაცვლებს და მასთან ხუმრობა არ შეიძლება".
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...