понедельник, 5 ноября 2018 г.

ბერძნული მითოლოგია

                   ბერძნული მითოლოგია

                                          
                                      ზევსის ბიუსტი ნაპოვნი ოტრიკოლიშიიტალია.
 ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითებისშექმნის ბუნების გამოსაკვლევად
                                                                       
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყაროილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებსმსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებშიელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
იხ.ვიდეოები

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი
პერსევსი
პერსევსი გორგონა მედუზას თავით,
მოქ. ანტონიო კანოვა.
წარმომავლობა
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი,
ზევსისა და არგოსის მეფის ქალიშვილ დანაეს ვაჟი.
იხ. აგრეთვე
ბერძენ გმირთა პლეადა
პერსევსი (ძვ. ბერძნ.Περσεύς) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, არგოსის მეფის, აკრისიოსისქალიშვილის და ძველბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის ვაჟი. გორგონა მედუზასმკვლელი დაანდრომედასგადამრჩენელი. ნახსენებია „ილიადაში“(XIV 320).
პერსევსი არის ელინისტური ეპოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, იგი ასევე ითვლება ბერძენ გმირთა პლეადის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წევრად. პერსევზე მითის გავლენა იგრძნობა ასევე გამოჩენილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალტანისა“ (რუს. „Сказка о царе салтане“). პერსევსზე მითების უმრავლესობა მოთხრობილია ოვიდიუსისპოემაში „მეტამორფოზი“. ოვიდიუსის პოემის ინტერპრიტაციის მიხედვით არსებობს პერსევსზე მითის რემდენიმე ვარიანტი.

ეტიმოლოგია

სახელ პერსევსის ბუნდოვნებისა და მისი მფლობელის ლეგენდარული ხასიათის გამო, ბევრი ეტიმოლოგი გვერდს უვლის მის ახსნას, იმ მოსაზრებით რომ ის შეიძლება წინარებერძნული წარმოშობისა იყოს. თუმცა, სახელ პერსევსის, ასევე მისი ცოლისა და ნათესავების, მშობლიური ქალაქი ბერძნული იყო. არსებობს ვარაუდი, რომ სახელი შესულია ბერძნულში პროტო-ინდო-ევროპულიდან. ამასთან დაკავშირებით, რობერტ გრეივზი მხარს უჭერდა სახელის მხოლოდ ბერძნულ წარმოშობას.
პერსევსი უნდა წარმოდგებოდეს ძველბერძნული ზმნიდან - perthein-დან, რაც გაჩანაგებას, გაძარცვას, განადგურებას ნიშნავს, და რომლის ერთ-ერთი ფორმაც ჩანს ჰომეროსისეულ ეპიტეთებში. ბერძნულში, –εύς სუფიქსი როგორც წესი გამოიყენება არსებითი სახელის საწარმოებლად, ამ შემთხვევაში ზმნის ფუძე 'Περσ-დან. შესაბამისად მივიღეთ პერს-ეუს-ი, ანუ ქალაქების მძარცველი; მაშასადამე, ეს არის პროფესიით ჯარისკაცის, პირველი მიკენელი მეომრის მეტსახელი.
სიტყვა Περσ-ის წარმოშობა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ჯ. ბ. ჰოფმანი ასახელებს შესაძლებელ ძირს, როგორიცაა *bher-, რომელიც წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ferio - დარტყმა. ეს, შეესაბამება ჯულიუს პოკორნის *bher-ს(3), „ფხაჭნა, ჭრა“. *bh- ბერძნულში გადმოდის როგორც ph-. ეს სირთულე, შეიძლება გადაიჭრას ასოთშეთანხმენა –th–ს დისიმილაციის ვარაუდით perthein-ში; ანუ მარტივად, ბერძნებმა არჩიეს არ ეთქვათ - *pherthein.
გრეივზი აძლევს Περσε-ს დამატებით მნიშვნელობას, რომელიც ასევეა გამოყენებული სიკვდილის ქალღმერთ პერსეფონეშიჯონ ჩედვიკი„მიკენური საბერძნეთის დოკუმენტების“ მეორე გამოცემაში ქალღმერთის შესახებ ვარაუდობს სახელის ფუძეს „პე-რე-“ (*82 პილოსის დაფა Tn 316), ექსპერიმენტულად აღდგენილი როგორც *Preswa:
სახარბიელოა ნახვა...კლასიკური პერსე-სი...ოკეანუსისქალიშვილისა...; მაგრამ, ამის იდენტიფიცირება სახელ „პერსეფონესის“ პირველ ნაწილთან, მხოლოდ ვარაუდია.
ბერძნული ხალხური ეტიმოლოგია სახელ პერსევსს აკავშირებს სპარსელ ხალხთან, რომელთაც მაშინ „პერსაის“ ეძახდნენ. თუმცა ადგილობრივ სახელში, ყოველთვის ერია ასო-ბგერა „ა“ (ფარსი). ჰეროდოტე  მოგვითხრობს, რომ სპარსელებს ეს სახელი ეწოდათ , პერსევსის უფროსი ვაჟის, პერსესის გამო. რა თქმა უნდა ეს ამბავი იცოდნენ სპარესელებმაც და სწორედ ამის გამოყენებით აპირებდაქსერქსე არგოსელების მოსყიდვას საბერძნეთთან ომის დროს, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
ცირუს გორდონმა (ცნობილი თავისი გაბედული თეორიებით), წამოაყენა ვარაუდი,  რომ პერსევსი არის სემიტური სახელი, „პ-რ-ს“-სგან წარმოშობილი, რაც ნიშნავს „ჭრას“. თუმცა, რაიმე კავშირი ძველბერძნებსა და სემიტებს შორის შეუძლებელი იყო, თვითონ ბერძნები იგებდნენ „პერსეუსს“ როგორც გამაანადგურებელს, სავარაუდოდ „პ-რ-ს“-ეც ამასვე ნიშნავდა
                                       
                                     პერსევსი ებრძვის ურჩხულს ანდრომედას გამოსახსნელად
                                                                იხ. ვიდეო
ძველი ბეძნების რელიგიური წარმოდგენა -  მჭიდროდ დაკავშირებული იყო მათი ისტორიული ცხოვრებასთან. უძველესი ბერძნული ხელოვნება მკაფიოდ წარნოაჩენს ანთროპოლოგიური ხასიათს ბერძნული პოლითეიზმის, ახსნილი ეროვნული განსაკუთრებულობა მისი კულტურის განვითარების ამ სფეროში, კონკრეტულად  წარმოადგენს, ზოგადად წარმოდგენას აბსტაქტული, როგორც რაოდენობრივი ურთიერთიბის ადამიანისმსგავსი ღმერთები და ქალღმერთები ასევე გმირები სთავაზობენ ღვთაებებს აბსტრაქტულ მნიშვნელობას (რომელიც თავისმხრივ იღებენ ანტრომოფოლოგიური სახეს). ამა თუ იმ კულტურაში სხავდასხვა მწერლები თუ მხატვრები ამ თუ იმ ღვთაებებს  უკავშირდება სხვადასხვა საერთო ან მითოლოგია (მითოლოლგიური) წარმოდგენა.
იხ. ვიდეო




                               

                                       რეკლამა

იხ. ლინკზე  ➤➤➤



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...