вторник, 15 января 2019 г.

ოსმალეთის იმპერია

                           ოსმალეთის იმპერია

                                                                  
ოსმალეთის იმპერია
ოსმ"دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί"
თურქ. Osmanlı İmparatorluğu
იმპერია

1299–1923
დროშაგერბი
დევიზი
دولت ابد مدت
დევლეთ-ი ებედ-მიუდდეთ
„სამარადისო სახელმწიფო”
ჰიმნი
ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი

ოსმალეთის იმპერიის ზრდისა და დაცემის ქრონოლოგიური რუკა 1300წლიდან 1923 წლამდე
Ottoman Empire 16-17th century.jpg
ოსმალეთის იმპერია 1683წ
მეხმედ  VI, ბოლო სულთანი ოსმალეთის იმპერიის ტოვებს სტამბულს 1922წ
დედაქალაქისოღუთი (1299-1326)
ბურსა (1326-1365)
ედირნე (1365-1453)
კონსტანტინოპოლი[კ (1453-1922)
ენებიოსმალურიქართულისპარსულიბოსნიურიებრაული და სხვა
რელიგიაისლამი: სუნიზმი
მთავრობააბსოლუტური მონარქია
(1299–1876)
(1878–1908)
(1918–1922)
კონსტიტუციური მონარქია
(1876–1878)
(1908–1918)
სულთანი
 - 1299–1326ოსმან I (პირველი)
 - 1918–1922მეჰმედ VI (ბოლო)
ხალიფა
 - 1362–1389მურად I (პირველი)
 - 1922–1924აბდულმეჯიდ II (ბოლო)
დიდი ვეზირი
 - 1320–1331ალაედინ ფაშა (პირველი)
 - 1920–1922აჰმეთ ოკდაი (ბოლო)
საკანონმდებლო ხელისუფლებაგენერალური ასამბლეა
 - ზედა პალატასენატი
 - ქვედა პალატადეპუტატთა პალატა
ისტორია
 - იმპერია შეიქმნა27 ივლისი 1299
 - უმეფობის ხანა1402–1413
 - 1 კონსტიტუციური ერა1876–1878
 - 2 კონსტიტუციური ერა1908–1922
 - გაუქმება1 ნოემბერი 1922
 - იმპერიის გაუქმება29 ოქტომბერი 1923
 - თურქეთის რესპუბლიკა29 ოქტომბერი 1923
ფართობი
 - 16835,200,000 კმ² (2,007,731 მლ²)
 - 19141,800,000 კმ² (694,984 მლ²)
მოსახლეობა
 - 1856 წელი35,350,000 
 - 1906 წელი20,884,000 
 - 1912 წელი24,000,000 
ვალუტააკჩეპარასულთანიქურუშილირა
წინამორბედი
მემკვიდრე
ბიზანტიის იმპერია
ყარამანის დინასტია
ბოსნიის სამეფო
ბულგარეთის მეორე იმპერია
სერბეთის იმპერია
უნგრეთის სამეფო
მამლუქების სასულთნო (კაირო)
ხორავატიის სამეფო (925–1102)
ჰოსპიტალიერთა ორდენი
ლეჟის ლიგა
რუმის სასულთნო
ტრაპიზონის იმპერია
მორეის დესპოტატი
ეპირის დესპოტატი
დობრუჟას დესპოტატი
დიდი ეროვნული კრების მთავრობა
პირველი ბერძნული რესპუბლიკა
ეგვიპტის სახედივო
ავსტრია-უნგრეთის მმართველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში
დირიის ემირატები
ალბანეთის დროებითი მთავრობა
რუმინეთის სამეფო
ბულგარეთის სამთავრო
ბრიტანეთის კვიპროსი
საფრანგეთის ალჟირი
ტუნისის ფრანგული პროტექტორატი
ქუვეითის შეიხდომი
მოტა
იტალიის ჩრდილოეთი აფრიკა
იემენის მუტავაკილიტური სამეფო
 (ოსმ"دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί"Devlet-i Âliye-i Osmâniyyeთურქ. Osmanlı İmparatorluğu), ასევე ისტორიულად მოიხსენიებოდა, როგორც თურქეთის იმპერია ან თურქეთი — სუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს. მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.
XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისდასავლეთი აზიისკავკასიისჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს. XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.
იხ.ვიდეო

კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა
იხ.ვიდეო
მისი ძლევამოსილების პერიოდში, XVI—XVII საუკუნეებში, იმპერიის ტერიტორია მოიცავდა ანატოლიასახლო აღმოსავლეთს, ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზობელ რეგიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.
XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზეუნგრეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვაზე. რამდენიმეჯერ ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.
იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.
იხ. ვიდეო
სიტყვა „ოსმალეთი“ მომდინარეობს იმპერიისა და მისი მმართველი ოსმანების (ოსმალების) დინასტიის დამფუძნებლის, ოსმან I-ის სახელიდან, რომელიც არაბული წარმოშობის სახელის სპარსული ფორმიდან, უტმანიდან ( عثمان) წარმოსდგება. ოსმალურ ენაში იმპერიას უწოდებდნენ دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّه-ს (Devlet-i ʿAliyye-yi ʿOsmâniyye) ან ოსმანლი დევლეთი-ს („ოსმალეთის სახელმწიფო”)[კ 3]თანამედროვე თურქულში სახელმწიფოს მოიხსენიებენ, როგორც ოსმანლი იმპარატორლუღუ (Osmanlı İmparatorluğu; „ოსმალეთის იმპერია”) ან ოსმანლი დევლეთი (Osmanlı Devleti; „ოსმალეთის სახელმწიფო”).
დასავლეთში გამოიყენებოდა როგორც „ოსმალეთის იმპერია”, ისე „თურქეთი”, თუმცა „თურქეთი” ფორმალურთან ერთად არაფორმალურ სიტუაციებშიც გამოიყენებოდა[11] და შესაბამისად, უფრო ფართო გამოყენება ჰქონდა. ეს საკითხი საბოლოოდ 1920-1923 წლებში გადაიჭრა, როცა ანკარაში ახლადჩამოყალიბებულმა მთავრობამ თურქეთი სახელმწიფოს ერთადერთ ოფიციალურ სახელწოდებად დაამტკიცა.
იხ. ვიდეო
ოსმალეთის მრავალეროვან სამეფოში, მუსლიმ ხალხთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანი და ებრაელი მრწამსის მიმდევრები. 1452 წელს, ებრაელი ისააკ ზარფატი, მიმართავდა ებრაელებს, რომ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში გადასულიყვნენ. ციტატა წერილიდან: „მე ისააკ ზარფატი, მოვუწოდებ ევროპულ ებრაულ მოსახლეობას, დატოვონ ქრისტიანული ევროპა და გადმოვიდნენ ოსმალეთის სამეფოში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი საკმარისია. აქ შეგიძლიათ შეიმოსოთ საუკეთესო ტანისამოსით… ნუთუ უკეთესი არ არის ისლამურ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე ქრისტიან ხალხში?“
XV საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის სამეფოს მოაწყდნენ ესპანეთიდან დევნილი ებრაელები, რომელთაც ესპანეთის მეფემ ფერდინანდ II და მისმა მეუღლემ იზაბელა I მხოლოდ ორი არჩევანის საშუალება მისცეს: ქრისტიანული მრწამსის აღიარება - , სხვა შემთხვევაში სამეფოს დატოვება.
დაახლოებით 400 000 ებრაელი, ეგრეთ წოდებული სეფარდიმები, გადმოვიდნენ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში. თავიანთი განათლებისა და ნიჭის წყალობით, მათ ჰქონდათ საშუალება ყოფილიყვნენ სულთანის ექიმები, მრჩევლები და ასევე მინისტრები სხვადასხვა საკითხებში.
ოსმალებმა ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა რელიგიური უმცირესობებისთვის „მილეტ“, რომლის წევრებიც ებრაული სინაგოგა და ქრისტიანული ეკლესიები იყვნენ. მათ დაუწესდათ წლიური გადასახადი, რომელიც მათი სახლების, სალოცავების და პირადი საკუთრების დასაცავდ იყო დაწესებული.
იხ. ვიდეო

                            ნიკოპოლის ბრძოლა

                                                                  უდიდესი ბრძოლა ერთი მხრივ, უნგრეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის, საფრანგეთის, ჰოსპიტალიერებისა და ვენეციის რესპუბლიკის გაერთიანებულ ჯარსა და მეორე მხრივ, ოსმალეთისსულთან ბაიაზიდ I-ს შორის. გაიმართა 1396 წლის 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ბულგარეთში, ნიკოპოლთან ახლოს.
ბრძოლა დასრულდა ოსმალეთის არმიის გამარჯვებით. ოსმალებმა გააძლიერეს გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რითაც უფრო მეტი საფრთხე შეუქმნეს ცენტრალურ ევროპას. ამ ბრძოლის შემდეგ ბულგარეთი გახდა ოსმალეთის იმპერიის პროვინცია და მის საზღვრებში რჩებოდა 1878 წლამდე         
ნიკოპოლის ბრძოლა
ოსმალების მიერ ევროპის დაპყრობის ნაწილი
Battle of Nicopole battle map 1396.jpg
ბრძოლის გეგმა
თარიღი25 სექტემბერი1396
მდებარეობანიკოპოლიბულგარეთი
შედეგიოსმალების გამარჯვება
მხარეები
Coa Hungary Country History Bela III (1172-1196).svg უნგრეთი
Flag of the Order of St. John (various).svg ჰოსპიტალიერები
Flag of France (XIV-XVI).svg საფრანგეთი
Flag of Wallachia.svg ვლახეთი
Flag of Most Serene Republic of Venice.svg ვენეცია
Fictitious Ottoman flag 1.svg ოსმალეთის იმპერია
Grb Lazarevic.png მორავიის სერბეთი
მეთაურები
სიგიზმუნდ I,
ჟან ბესტრაშნი
ბაიაზიდ I
სტეფან ლაზარევიჩი
ძალები
12 - 17 ათასი15 - 17 ათასი
დანაკარგები
უდიდესი ნაწილი განადგურდა ან ტყვედ ჩავარდა.ბრძოლის დროს დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობაში.
იხ.ვიდეო

             ოსმალეთის იმპერიის ისტორია


 (თურქ. Osmanlı İmparatorluğu tarihiარაბ. تاريخ الدولة العثمانية‎‎) — იმპერიის ისტორია, რომელიც არსებობდა 1299-1923 წლებში. დაარსდა შუააზიური წარმოშობის მქონე თურქული ტომების მიერ, ოსმან I გაზის მეთაურობით. სახელმწიფოს მეთაურები დაარსების პირველი წლებიდან აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას ეწეოდნენ და დიდ წარმატებასაც აღწევდნენ.
1453 წლამდე ოსმალეთის იმპერია მოიხსენიებოდა, როგორც ოსმალეთის სასულთნო. სულთან მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდგომ, ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა. ამ გამარჯვებამ ოსმალებს გზა გაუხსნა შეჭრილიყვნენ ცენტრალურ ევროპაში. ბიზანტიის ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ოსმალეთი ქრისტიანული სამყაროს უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
ოსმალეთის იმპერიის წარმატებებს არსებობის საწყის ეტაპზე ხელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უწყობდა. უპირველეს ყოვლისა, მთავარი კონკურენტის, ბიზანტიის იმპერიის დასუსტება და ამასთან ერთად, სულთნების აქტიური და ენერგიული მოქმედება. ოსმალები კარგად ფლობდნენ იმდროინდელ საბრძოლო ხერხებს, გამოირჩეოდნენ სიმამაცით, რასაც რელიგიური ფანატიზმიც ერთვოდა. XIV საუკუნის ბოლოდან მათ ზარბაზნების გამოყენებაც დაიწყეს. დიდებულები მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, თუმცა უბრალო მოსახლეობა კვლავ მომთაბარედ რჩებოდა. ოსმალები ბავშვობიდანვე მეომრებად იზრდებოდნენ. სწავლობდნენ ცხენზე ჯდომასა და იარაღის ხმარებას. სულთნის დასაყრდენი ჯარი — იანიჩართა კორპუსი კი იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი იყო.
XVI საუკუნეშისულეიმან I კანუნის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარებს უმაღლეს მწვერვალს. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წარმოიქმნა სრულიად ცენტრალური ევროპის დაპყრობის საფრთხე. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია მოიცავდა ანატოლიას, ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვან ნაწილს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, იმპერია განაგრძობდა ექსპანსიას, თუმცა ეს, უფრო მეტად, ინერციით ხდებოდა. გაფართოება ამ პერიოდში იმდენად აღარ შეინიშნება. სულთნების პასიურ ქმედებას თან დაერთო ქალთა სულთანატი, რომელიც სასახლის კარსა და მთლიანად იმპერიაში კონფლიქტების აბსოლუტური უმრავლოსების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამ ყველაფრით ისარგებლეს ევროპის მოწინავე სახელმწიფოებმა. 1683 წელს, ვენის ალყის უშედეგოდ დასრულება ოსმალებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო მათი განდევნა ევროპიდან, რაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. პირველ მსოფლიო ომში მარცხის შედეგად კი, ოსმალეთის იმპერია საბოლოოდ დაიშალა
იხ. ვიდეო


ოსმალები იყვნენ თურქ-სელჩუკთა დაცემის დროს, მცირე აზიაში გაჩენილი თურქული ტომები. ოსმალთა პირველი მმართველი, ოსმან I გაზი, თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ვასალი იყო და მას ევალებოდა, რომ დაეცვა თურქ-სელჩუკები უკვე დაცემის ცანაში მყოფი ბიზანტიის იმპერიასაგან, რომელიც მათთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა. შემდეგ ოსმანი, როცა მისი მამა, ერთოღრულ გაზი გარდაიცვალა, თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც მიიღეს მისი სახელი და მოიხსენიებოდნენ „ოსმანებად“. 1299 წელს, იგი დამოუკიდებული მმართველო გახდა და სწორედ ამიტომ უწოდებენ ოსმალეთის დამაარსებელსა და მის პირველ სულთანს. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პირველი დედაქალაქი გახდა სოღუთი, რომელიც სასულთნოს დედაქალაქად 1326 წლამდე ითვლებოდა, ხოლო შემდეგ იგი ბურსამ ჩაანაცვლა. 1300 წელს, ოსმალეთის სასულთნო მოიცავდა უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ოსმან I გაზის მმართველობიდან იწყება დამპყრობლური პოლიტიკა და ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება, რამაც XVI საუკუნეში უმაღლეს მწვერვალს მიაღწი
ოსმან I გაზს დაპყრობილი ჰქონდა თითქმის მთელი მცირე აზია1302 წელს მან ნიკეასთან ახლოს დაამარცხა ბიზანტიის არმია, რითაც მიუახლოვდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. 1303 წელს ოსმანმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბიზანტიაზე დიმბოს ბრძოლაში. 1326 წელს კი ბურსა და ნიკეა დაიპყრო. მის შემდეგ ტახტი დაიკავა ორჰან I-მა.
ოსმალეთის მტერი არსებობის პირველ წლებში იყო ბიზანტიის იმპერია, რომელიც ყვეალაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო მისი საზღვრების გაფართოვებასა და განვითარებაში. ამიტომ, ოსმალეთის მმართველებს განზრახული ჰქონდათ აეღოთ მისი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი, რაც ბიზანტიის რუკიდან გაქრობას გამოიწვევდა.
ორჰან I-ის დროს დაარსდა იანიჩართა პირველი კორპუსი, რომელიც იქცა ოსმალეთის ჯარის მთავარ დასაყრდენ ძალად. იანიჩარები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანები და მათ ეკრძალებოდათ დაოჯახება. 1327 წელს ოსმალეთში მოჭრეს პირველი ვერცხლის ფული, აქჩე. ორჰანმა ძირითადი ყურადღება მიაპყრო ჩრდილოეთ ანატოლიის დაპყრობას, რომლის დიდი ნაწილიც იმ პერიოდში ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა. 1329 წელს დაამარცხა ბიზანტიის არმია პელეკანონის ბრძოლაში1337 წელს აიღო ნიკომედია. ამის შემდეგ, ბიზანტიასთან მშვიდობიანი ურთერთობა დაამყარა. ბიზანტიის ტახტისთვის ბრძოლაში მხარი იოანე V-ს დაუჭირა. სანაცვლოდ, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ბიზანტია ოსმალეთს დაეხმარა ევროპაში მოწყობილი პირველი ლაშქრობის წარმატებით დასრულებაში — გალიპოლის აღებაში.

კოსოვოს ბრძოლა
მურად I ორჰანის ვაჟი იყო. იგი წარმატებით განაგრძობდა დაპყრობით პოლიტიკას — 1362 წელს მთლიანად დაიპყრო თრაკია1365 წელს ადრიანოპოლი აიღო და ოსმალეთის დედაქალაქად გამოაცხადა ედირნეს სახელით. 1366 წელს ჯვაროსნებმა ამადეუს VI-ის მეთაურობით გალიპოლი აიღეს, მაგრამ მურადმა ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა ქალაქი. 1371 წელს გაანადგურა სერბეთის არმია მარიცის ბრძოლაში. მურად I გახდა ოსმალეთის პირველი მმართველი, რომელმაც მიიღო სულთნის ტიტული 1383 წელს. 1385 წელს აიღო სოფია1386 წელს ოსმალეთის არმია განადგურდა სერბეთის ჯარების წინააღმდეგ, პლოჩნიკის ბრძოლაში. 1389 წელს მურადმა კოსოვოს ბრძოლაში დაამარცხა სერბი ფეოდალებისა და ბოსნიის სამეფოს გაერთიანებულ ძალები. ამ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად ოსმალეთის ხელთ აღმოჩნად ბალკანეთის დიდი ნაწილი. თავად მურადი მოკლულ იქნა იმავე ღამეს, მილოშ ობილიჩის ხელით, რომელიც მალულად შეიპარა მის კარავში. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ბაიაზიდი.
ბაიაზიდ I-ის დროს ოსმალეთი თავდაპირველად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 1389-1395 წლებში დაიპყრო ჩრდილოეთ საბერძნეთი1396 წელს ნიკოპოლის ბრძოლაში დაამარცხა ქრისტიანული ძალები და შემოიერთა ბულგარეთი, ვასალურ სახელმწიფოდ აქცია ვლახეთი1397 დაიმორჩილა ქარამანი. აგრეთვე, დაპყრობილ იქნა სერბეთითესალიამაკედონია. მის დროს მოეწყო მძარცველური თავდასხმები მორეასა და უნგრეთზე. ბაიაზიდ I-ს რამდენიმეჯერ ჰქონდა კონსტანტინოპოლის აღების მცდელობაც, თუმცა ეს ვერ მოახერხა. უშედეგოდ დასრულდა 1397 წელს კონსტანტინოპოლის იერიშით აღების მცდელობაც. რეალურად, ბაიაზიდი მზად იყო ქალაქის დაპყრობისთვის, მაგრამ 1402 წელს ანგორის ბრძოლაშითემურლენგთან ოსმალეთის არმიის სასტიკმა მარცხმა, 50 წლით გაახანგრძლივა ბიზანტიის არსებობა. თავად სულთანი ტყვედ ჩაუვარდა თემურლენგს და ერთი წლის შემდეგ, ტყვეობაშივე გარდაიცვალა.

გამარჯვებული მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში.
ბაიაზიდის გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთში სრული ანარქია სუფევდა. ოსმალეთი განადგურებული იყო თემურლენგის შემოსევებით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისმა შვილებმა ოსმალეთი სამ ნაწილად გახლიჩეს. ცოტა ხანში, ტახტისთვის ბრძოლა მეოთხე პრეტენდენტმაც დაიწყო. ძმებს შორის სულთნობისთვის ბრძოლამ 11 წელს გასტანა. საბოლოოდ, გამარჯვება მეჰმედ I-ს დარჩა.
მეჰმედმა მთელი თავისი მმართველობა თემურლენგის შემოსევით დაუძლურებული ოსმალეთის აღდგენას მიუძღვნა. მან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ბიზანტიის იმპერიასთან. მალევე აღადგინა ძალაუფლება ანატოლიის ბეილიკებში. 1416 წელს ოსმალეთის საზღვაო ფლოტმა პირველი კამპანია განახორციელა ვენეციის ფლოტის წინააღმდეგ, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება ვენეციასთან, რაც ოსმალეთისთვის პირველი საზავო ხელშეკრულება იყო. ამის შემდეგ სულთანმა ჩაახშო ბედრედინ მაჰმუდ სიმავის აჯანყება, თავად ბედრედინი კი სიკვდილით დასაჯა. მეჰმედ I 1421 წელს გარდაიცვალა.
მეჰმედის შვილმა, მურად II-მ ტახტზე ასვლიდან მალევე განაახლა ომი ბიზანტიის იმპერიასთან. 1422 წელს მან ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს და მხოლოდ მაშინ მოხსნა, როცა ბიზანტიის იმპერატორმა აღიარა ოსმალეთა მიმართ ვასალური დამოკიდებულება. ამის შემდგომ, მურადმა ბალკანეთში აწარმოა დაპყრობითი ომები. 1430 წელს, 5 წლიანი ომის შემდეგ, შემოიერთა კუნძული სალონიკი. წარმატებას აღწევდა უნგრეთ-სერბეთ-ყარამანის ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ალიანსის გაფართოების შემდეგ, როცა მას გერმანიის, პოლონეთისა და ალბანეთის ჯარები შეუერთდნენ, ოსმალეთის არმიამ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რამაც ნიშის და სოფიას დაკარგვა გამოიწვია. თუმცა, 1444 წლის 10 ნოემბერს, ოსმალებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს ვარნის ბრძოლაში1448 წელს მურადმა კოსოვოს ველზე გამართულ ბრძოლაში სასტიკი მარცხი აგემა მის წინააღმდეგ გაერთიანებულ უნგრეთ-ვლახეთის არმიას. 1450 წელს მურად II-მ სცადა ალბანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხის, კრუიას აღება, თუმცა უშედეგოდ.

რუმელიჰისარის ციხესიმაგრე
მურად II-ის ვაჟი, მეჰმედ II ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად არის მიჩნეული. ზოგი მას ოსმალეთის საუკეთესო სულთნადაც კი თვლის. ტახტზე ასვლისთანავე, მისი მიზნები ცნობილი იყო. მეჰმედს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი კონსტანტინოპოლის დაპყრობა. მან ააგო რუმელიჰისარის ციხესიმაგრე, რითაც ბიზანტიასა და შავ ზღვას შორის კომუნიკაცია მოსპო. 1453 წლის 5 აპრილს დაიწყო ალყა. საბოლოოდ, კონსტანტინოპოლი 29 მაისს დაეცა. კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა, ხოლო ბიზანტიამ არსებობა შეწყვიტა. 1456 წელს ოსმალებმა ალყა შემოარტყეს ბელგრადს, თუმცა უშედეგოდ. მეჰმედის მეთაურობით, ოსმალეთის არმიამ 1460 წელს დაიპყრო მორეა, 1461 წელს — ტრაპიზონის იმპერია1475 წელს კი ყირიმის სახანო1463-1479 წლებში მიმდინარეობდა ომი ვენეციასთან, რომელიც კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით დასრულდა. მისი მიხედვით, ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა ომის დროს დაპყრობილი კ. ევბეა და ალბანეთი1480 წელს მეჰმედმა ალყა შემოარტყა როდოსს, მაგრამ ვერ აიღო. მეჰმედ II-ის დროს შედგა ოსმალეთის კანონების პირველი კრებული. გარდაიცვალა 1481 წელს.
კონსტანტინოპოლში შესვლისთანავე, მეჰმედ II-მ აია-სოფიაში მუსლიმანური ლოცვა აღავლინა. შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ტაძარი, მეჩეთად იქნა გადაკეთებული. აგრეთვე, მეჰმედმა კონსტანტინოპოლში სარაგლიოს კონცხზე ახალი სასახლის აშენება გადაწყვიტა. თოფქაფის სასახლის მშენებლობა 1459 წელს დაიწყო და 1465 წელს დასრულდა. მშენებლობის დასრულებისთანავე, მეჰმედი იქ გადავიდა საცხოვრებლად. თოფქაფის სასახლე ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია 1853 წლამდე იყო, ხოლო შემდეგ იგი დოლმაბაჰჩის სასახლემ შეცვალა.
ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის ხელში ჩაგდების შედეგად, ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, რამაც ოსმალეთის ეკონომის საგრძნობლად გაძლიერება გამოიწვია. იმპერია იღებდა უდიდეს შემოსავალს, რაც საშუალებას აძლევდა სტაბილურად შეენახა არმია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯარი ფაქტობრივად ყოველთვის დაკმაყოფილებული იყო, ოსმალეთი თავისი ძლიერების პერიოდში თავიდან ირიდებდა აჯანყებებსა და არეულობებს იმპერიის ტერიტორიაზე.
ბაიაზიდ II სულთან მეჰმედის ვაჟი იყო. მის დროს, ოსმალეთის იმპერია იბრძოდა პოლონეთთანვენეციასთანეგვიპტესთანუნგრეთსა და სპარსეთთან. აღნიშნული ომები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობდა და ოსმალეთის იმპერიას საგრძნობლად ასუსტებდა. ბაიაზიდი არ აგრძელებდა მამამისის პროევროპულ გზას, სასახლიდან მოაცილებინა იტალიელ ფერმწერთა ნამუშევრები. 1492 წელს ესპანეთიდან გამოდევნილი ებრაელები ოსმალეთის იმპერიამ შეიფარა. ბაიაზიდის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის ფლოტმა განიმტკიცა პოზიციები მდინარე დნესტრსა და დუნაიზე, რამაც საშუალება მისცა იმპერიას ყირიმში თავისი ტერიტორიები გაეფართოებინა. მისი მმართველობის პერიოდში პირველად დამყარდა ურთიერთობა რუსეთთან1495 წელს ივანე III-ის ელჩები სტამბოლში ჩავიდნენ. მათი მიზანი იყო, რომ ოსმალეთის იმპერიაში სავაჭრო უფლებები მოეპოვებინათ. 1505 წელს ოსმალეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა ხმელთაშუა ზღვაში, ვენეციის ფლოტთან. ბაიაზიდ II-მ ომი წამოიწყო ირანთან, მაგრამ მის დასრულებას ვეღარ მოესწრო. 1481-1495 წლებში სულთანს ეგვიპტის დახმარებით ტახტს ედავებოდა ძმა ჯემი, რომელიც მისი ბრძანებით მოწამლეს.

                                                    XVI საუკუნე – იმპერიის ზენიტი

ბაიაზიდ II-ის მმართველობის ბოლო წლებში მის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა დავა ტახტისთვის. 1512 წელს, იგი იძულებული გახდა ტახტი დაეთმო მისი უმცროსი შვილი სელიმისთვის. იგი გარდაიცვალა ამავე წელს.
სულთან სელიმ I-ის მმართველობის პერიოდში, აურაცხელი ომებისაგან დასუსტებული ოსმალეთი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ტახტზე ასვლისთანავე, სელიმმა ანატოლიაში მოაწყო შიიტების ჟლეტა. 1514 ჩალდირანის ბრძოლაში ოსმალეთის არმიამ დაამარცხა ირანის არმია ისმაილ I-ის მეთაურობით. ამ ბრძოლის შედეგად, ოსმალეთმა დაასრულა სომხეთის დაპყრობა და დაიპყრო ქურთისტანი1515 წელს სელიმმა ანატოლიის დაპყრობა დაასრულა. აგრეთვე დაიპყრო ერაყიპალესტინასირია და ეგვიპტე. მან მიითვისა ხალიფას წოდება, რამაც ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აამაღლა მუსლიმანურ სამყაროში. სელიმის ამ დაპყრობების პირდაპირი შედეგი იყო ოსმალეთის ფლოტის გაძლიერება და მის მიერ წითელ ზღვაზე კონტროლის დამყარება. ამის შემდეგ დაიწყო პორტუგალიის იმპერიასა და ოსმალეთს შორის რეგიონში გაბატონებისთვის ბრძოლა. სელიმ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე სულეიმან I ავიდა.

სულეიმან I

მოჰაჩის ბრძოლა, ოსმალური მინიატურა.
სულეიმან I კანუნი მიჩნეულია ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. თუმცა, ბევრის აზრით, მასზე უკეთესი სულთანი ოსმალეთს არ ჰყოლია. ის ტახტზე ავიდა 1520 წელს. 1521 წელს აიღო ბელგრადი. 1526 წელს, მოჰაჩის ველზე, უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ს გაუმართა მოჰაჩის ბრძოლა და დამანგრეველი მარცხი აგემა მას. ამ ბრძოლის შედეგად შემოიერთა უნგრეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე 1526 წელს ოსმალეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა ალიანსი ჰაბსბურგების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1543წელს ნიცა და ესტერგომი ოსმალეთმა ფრანგული არმიის დახმარებით აიღო. მოჰაჩის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, წარმოიქმნა ოსმალეთა მიერ მთლიანი ცენტრალური ევროპის დაპყრობის საფრთხე, რისი მცდელობაც ჰქონდა კიდეც თავად სულეიმანს — 1529 წელს ვენის ალყით, ხოლო 1537 წელს ვენეციის ლაშქრობით. თუმცა ორივე მათგანი ოსმალთათვის უშედეგოდ დასრულდა. 1532 წელს სულეიმან I კიდევ ერთხელ გაემგზავრა ვენისთვის ალყის შემოსარტყმელად, მაგრამ 97 კილომეტრზე ახლოს ქალაქს ვერ მიუახლოვდა.[17] ამის შემდეგ, 1533 წელს ჰაბსბურგებთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კარლ V უფლებებით მხოლოდ ოსმალეთის დიდ ვეზირს (პრემიერ-მინისტრს) უტოლდებოდა. ამასთან, ფერდინანდ I-მა ოფიციალურად უარი თქვა უნგრეთის ტახტზე. ამის შემდეგ, დაპყრობილი უნგრეთის ტერიტორიაზე 1541 წელს შეიქმნა ოსმალეთის უნგრეთი. თუმცა, ფერდინანდ I-მა ხელშეკრულება დაარღვია და აიღო ბუდა, მაგრამ ოსმალებმა კვლავ არაერთხელ დაამარცხეს ჰაბსბურგების არმია, 1543 წელს აიღეს ესტერგომი. ამან აიძულა კარლ V ეთხოვა ზავი. 1547 წელს დადებული ხელშეკრულებით ჰაბსბურგებმა საბოლოოდ აღიარეს ოსმალეთის სრული კონტროლი უნგრეთზე.
1532-1555 წლებში სულეიმან I აწარმოებდა კამპანიას თამაზ I-ის წინააღმდეგ. 1535 წელს არმიამ იბრაჰიმ-ფაშას მეთაურობით, ბაღდადი აიღო. 1548-1549 წლებში სულეიმანმა დაიპყრო თავრიზისომხეთის ნაწილი, ვანი და საქართველოს ზოგიერთი ტერიტორია. 1555 წლის 29 მაისს დადებული ამასიის ზავის მიხედვით, ოსმალებმა მიიღეს დასავლეთი საქართველო და დასავლეთი სომხეთი. იმპერიის მფლობელობაში დარჩა ერაყი და მისი დედაქალაქი ბაღდადი. სულეიმან I-ის მიერ შემუშავებული კანონებით, დაჩქარდა ოსმალეთის კულტურული განვითარება. მისი მმართველობის დასასრულისთვის, იმპერიის მოსახლეობა დაახლოებით 15 მილიონს შეადგენდა. 1566 წლის 8 სექტემბერს, სულეიმანის გარდაცვალებიადან მეორე დღეს ოსმალეთის ჯარებმა სიგეტვარი დაიკავეს. ტახტზე ავიდა სელიმ II.

როდოსის ალყა
სულეიმანის დროს გრძელდებოდა ოსმალეთის საზღვაო ფლოტის გაძლიერება, რომელიც უკვე პრეტენზიას აცხადებდა ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეზე გაბატონებაზე. 1522 წელს ხუთთვიანი ალყის შემდეგ ფლოტმა აიღო კუნძული როდოსი1529 წელს დაპყრობილ იქნა ალჟირი1534 წელს — ტუნისი. ორივე მათგანი ოსმალებმა ესპანეთის იმპერიის დამარცხების შედეგად დაიკავეს. ვენეციის ლაშქრობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ ვენეციის გავლენის ქვეშ მყოფი უამრავი კუნძული დაიპყრო. სწორედ ამიტომ, 1538 წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს ჰქონდათ მცდელობა, განედევნათ ოსმალთა ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან, მაგრამ პრევეზის ბრძოლა მათთვის აბსოლუტური მარცხით დასრულდა. ოსმალეთისა და საფრანგეთის ფლოტმა 1543 წელს აიღო ნიცა1552 წელს პონზას ბრძოლაში დაამარცხეს გენუას ფლოტი. 1551 წელს ფლოტმა დაიკავა ტრიპოლი1553 წელს — კორსიკა, ხოლო 1558 წელს — ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი ბალეარის კუნძულები1560 წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ფლოტის დამარცხებისა, მაგრამ ჯერბას ბრძოლაშიც სასტიკად დამარცხდნენ. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა.

ლეპანტოს ბრძოლა
სელიმ II გახდა ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელსაც ლაშქრობაში არმიას სათავეში არ ჩასდგომია. იმპერიას, ფაქტობრივად, დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშაგანაგებდა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები ჰაბსბურგებთან1568 წელს დადებული ადრიანოპოლის ხელშეკრულების შედეგად, დასრულდა 1566 წელს სიგეტვარის ბრძოლით დაწყებული ომი. ზავის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას დაეკისრა 30,000 დუკატის ხარკის სახით გადახდა. აგრეთვე, ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა მოლდოვეთი და ვლახეთი1569 წელს ასტრახანში მოწყობილი ლაშქრობა, უშედეგოდ დასრულდა. 1570 წელს სელიმმა დაიწყო ომი ვენეციასთან კვიპროსის დასაპყრობად. 1571წელს ოსმალეთის არმია სასტიკად დამარცხდა ლეპანტოს ბრძოლაში. მიუხედავად ამ ბრძოლაში მარცხისა, 1573 წელს ოსმალეთმა მაინც დაათმობინა ვენეციას კვიპროსი. სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთმა დაასრულა არაბეთის დაპყრობა. სელიმის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, მურადი ავიდა.
მურად III მამის მსგავსად, ნაკლებ იყო დაინტერესებული სახელმწიფო საქმეებით. ძირითადად დროს ჰარემში ატარებდა. 1578 წელს განაახლა ომი ირანთან. ეს ომი, რომელიც მიმდინარეობდა 1578-1590 წლებში, კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით დასრულდა. მისი მიხედვით, ირანმა აღიარა ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები კავკასიაში და ოსმალეთმა მიიღო დაღესტანი1593 წელს ოსმალეთი ჩაება ცამეტწლიან ომში საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ. 1594 წელს ოსმალეთის არმია სისაკის ბრძოლაში დამარცხდა გაერთიანებული გერმანულ-ხორვატიული არმიის წინააღმდეგ. სულთან მურადის დროს, ოსმალეთში სერიოზულად გაიზარდა მექრთამეობა და კორუფცია, რომელიც თითქმის ცხოვრების წესად ითვლებოდა.

                                 XVII-XVIII საუკუნეები – დაცემის ხანა        

მურად III-ის შემდეგ ტახტზე ავიდა მეჰმედ III, რომლის მმართველობის პერიოდიდანაც იწყება ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა. იგი იყო ძალიან სისხლისმსმელი და სასტიკი განსაკუთრებით ქრისტიანების მიმართ. გრძელდებოდა ომი ჰაბსბურგებთან. ვლახეთის პრინცმა მიხაილმა დაიკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, მათ შორის ჯურჯუ, ბრეილა, სილისტრა. 1596 წელს სულთანი იძულებული გახდა უნგრეთისკენ დაძრულიყო. ოსმალებმა მოიპოვეს გამარჯვება კერესზტესის ბრძოლაში და ნადკანიჟააიღეს, თუმცა საკუთარი წარმატება ვეღარ განავითარეს. ავსტრიელებმა მალევე განაახლეს შეტევა და დაიკავეს უნგრეთის ქალაქები ვესპრემი, პაპა და ტატა. მეჰმედის მმართველობის პერიოდში დაიწყო აჯანყებები კონსტანტინოპოლსა და ანატოლიაში, ამით ისარგებლეს სპარსელებმა. ამ ყველაფრის შედეგად კი, მოიშალა შიდა მმართველობა და ჯარზე კონტროლი.

სულთან აჰმედის მეჩეთი.
აჰმედ I-ის დროს, ოსმალეთმა იწვნია მარცხი ირანის შაჰ აბას I-თან, რომელმაც გაყარა ოსმალები საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რომლებიც დათმობილი იყო ზავით. ოსმალეთმა ვერაფრით მოახერხა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და 1612 წელს იძულებული გახდა ეღიარებინა აბას I-ის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. 1605 წელს ოსმალებმა აიღეს ესტერგის ციხე. 1606 წელს ავსტრიასთან დაიდო ჟიტვატოროკის ზავი, რომლის მიხედვითაც ოსმალები უარს ამბობდნენ ხარკზე და ჰაბსბურგების იმპერატორის ტიტულს აღიარებდნენ. ამ ზავით დასრულდა ცამეტწლიანი ომი უნგრეთში. აჰმედ I-ის დროს ოსმალებმა სასტიკად ჩაახშვეს ჯელალიების აჯანყება, რომელიც ჯერ კიდევ სელიმ I-ის დროიდან მიმდინარეობდა მცირე შესვენებებით. სულთან აჰმედის ბრძანებით სტამბოლში აიგო სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ცნობილია ცისფერი მეჩეთის სახელით, რომელიც მუსლიმანური არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად არის მიჩნეული. სულთან აჰმედი გარდაიცვალა 1617 წელს.

ხოტინის ბრძოლა
აჰმედ I გახდა ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელმაც ტახტზე ასვლის დროს ძმა სიკვდილით არ დასაჯა. გამომდინარე იქიდან, რომ, როცა მბრძანებელს ძმა ეყოლებოდა, ტახტს მუდმივად საფრთხე დაემუქრებოდა, გაჩნდა ახალი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შეჰზადეებს ეკრძალებოდათ სახელმწიფო საქმეებში ჩარევა და ჰარამხანაში იყვნენ გამოკეტილნი, სპეციალურ გისოსებში (კაფესში). მათ ეკრძალებოდათ განათლების მიღება. გარეთ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდიოდნენ, თუ სულთნები ხდებოდნენ. სხვა შემთხვევაში კი, სიცოცხლეს გისოსებში ასრულებდნენ. 1617 წელს მუსტაფა I-მა თავისუფლება სულთნად გახდომის გამო მოიპოვა.
დიდ ხნიანი პატიმრობის გამო, მუსტაფა სულიერად დაავადებული იყო, ამიტომაც არ შეეძლო იმპერიის მართვა. სწორედ ამიტომ, იგი სამ თვეში ჩამოაგდეს ტახტიდან და მის მაგივრად აიყვანეს აჰმედის 14 წლის ვაჟი, ოსმან II. მიუხედავად ასაკისა, იგი დამოუკიდებლად მართავდა იმპერიას. მისი ბრძანებით, არმია თავს დაესხა ირანს, თუმცა აბას I-მა მათი გეგმის შესახებ გაიგო და გაანადგურა ოსმალეთა არმია. ამის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება, რომელიც 1612 წლის ზავის პირობებს იმეორებდა. 1620 წელს ოსმანმა დაიწყო ომი პოლონეთთან. ომი ოსმალეთისთვის წარმატებით დაიწყო. ოსმანის სარდლობით, არმიამ ცეცორსკის ბრძოლაშიგაიმარჯვა, მაგრამ 1621 წელს ხოტინის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. დედაქალაქში დაბრუნებულ ოსმანს რამდენიმე რეფორმა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის იანიჩართა კორპუსის მოსპობა, დედაქალაქის აზიაში გადატანა, მაგრამ 1622 წელს დაიწყო იანიჩრების აჯანყება. აჯანყებულებმა ოსმანი შეიპყრეს და მოკლეს, ხოლო ტახტზე კვლავ მუსტაფა აიყვანეს. 1623 წელს, მუსტაფა მეორე ძმიშვილმა, მურად IV-მ ჩამოაგდო ტახტიდან და გარდაცვალებამდე შინაპატიმრობაში ამყოფა.
გამომდინარე იქიდან, რომ მურად IV ტახტზე 11 წლის ასაკში ავიდა და იმპერიის მართვა ჯერ არ შეეძლო, მისი მმართველობის პირველ წლებში იმპერიას მისი დედა, ქიოსემ სულთანი და სასახლის საჭურისები მართავდნენ. აჯანყებები მიმდინარეობდა ანატოლიაშილიბანშიიემენშიბაღდადსა და ყირიმში. ამით ისარგებლა აბას I-მა და 1624 წელს ბაღდადი და ერაყის არაბული ნაწილი დაიპყრო. იმპერიაში ანარქია სუფევდა. 1631 წელს იანიჩრები სულთნის სასახლეში შეიჭრნენ. მურადი იძულებული გახდა მათთან დათმობაზე წასულიყო. 1632 წლიდან მურად IV-მ ნელ-ნელა დააღწია თავი დედას და უკიდურესად სასტიკი მეთოდებით იმპერიაზე კონტროლი აღადგინა. მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 25 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მისი ძმებიც. სტამბოლში აკრძალა ყავა და თამბაქო. თავად სმის მოყვარულმა ალკოჰოლური სასმელების მიღებაც აკრძალა. 1634 წელს მურადმა განაახლა ომი ირანთან. 1638 წელს იგი პირადად მეთაურობდა ოსმალეთის არმიას ბაღდადის ალყის დროს, რომელიც საბოლოოდ, ორმოცი დღის შემდეგ დაეცა. 1639 წელს დადებული ზუჰაბის შეთანხმებით, ოსმალეთმა საბოლოოდ დაიბრუნა ტერიტორიები, რომელნიც 1624 წელს ირანის მიერ იყო დაპყრობილი. ამ ზავმა მურად IV იმპერიაში ძალიან ძლიერ ავტორიტეტად აქცია. მურადი გარდაიცვალა 28 წლის ასაკში.

ვენის ბრძოლა
მურადის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, იბრაჰიმ I ავიდა. ბიძა მუსტაფას მსგავსად, პატიმრობის გამო ისიც ნახევრადშეშლილი იყო, გამოირჩეოდა სისასტიკით. იმპერია იმართებოდა დიდი ვეზირის, ქემანქეშ მუსტაფა-ფაშასა და სულთნის დედის, ქიოსემ სულთნის მიერ. 1642 წელს მუსტაფა-ფაშამ ავსტრიასთან მშვიდობა დაამყარა, ამავე წელს მან კაზაკებისგან გაათავისუფლა აზოვი. მუსტაფამ გაატარა ვალუტის რეფორმა და ცდილობდა ეკონომიკის სტაბილიზიაციას, შეამცირა იანიჩრების რაოდენობა. 1644 წელს იბრაჰიმის ბრძანებით მუსტაფა-ფაშა სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ იმპერია ანარქიაში ჩავარდა. 1645 წელს იბრაჰიმ I-მა პოლონეთთან ომი წამოიწყო და კუნძულ კრეტის ოკუპაცია დაიწყო, მაგრამ თავად ომის დასრულებამდე გარდაიცვალა. იგი იანიჩრებს თითქმის არ უხდიდა ხელფასს, დიდი გადასახადები დაუწესა სასულიერო პირებს. სწორედ ამიტომ, 1648წელს მათ აჯანყება წამოიწყეს და იბრაჰიმი ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს, შემდგომ კი მოკლეს.ტახტზე ავიდა 6 წლის მეჰმედ IV. მისი მმართველობის პირველ წლებში ინტრიგების ქსელები იხლართებოდა მისი დედისა და ბებიის მიერ, რის შედეგადაც ვენეციელებმა დაამარცხეს ოსმალეთის საზღვაო ფლოტი. სიტუაცია გამოსწორდა მას შემდეგ, რაც 1656 წელს დიდი ვეზირის ბეჭედი ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას უბოძეს. ამ მოვლენით ოსმალეთის იმპერიაში ქალთა სულთანატი დასრულდა, რაც ჯერ კიდევ სულეიმან I-ის მეუღლის ჰიურემ სულთნის დროს იყო დაწყებული. მეჰმედ-ფაშა ხშირად სულთნის მაგივრადაც იღებდა გადაწყვეტილებებს. 1661 წელს დიდი ვეზირი მეჰმედის ვაჟი, აჰმედ-ფაშა გახდა, რომელიც ინარჩუნებდა სულთანზე გავლენას. 1669 წელს დასრულდა იბრაჰიმ I-ის დროს დაწყებული კრეტის ომი ოსმალთა გამარჯვებით. 1672 წელს, თავად მეჰმედის სარდლობით, დაიწყო ომი პოლონეთთან. ომი დასრულდა 1676 წელს ჟურავნოს ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც ცენტრალური უკრაინის ნაწილი და პოდოლია ოსმალეთის შემადგენლობაში გადავიდა.
1683 წელს ოსმალეთის არმია მეჰმედისა და ქარა მუსტაფა-ფაშას მეთაურობით ვენაში შეიჭრა. თავდაპირველად, უპირატესობა ოსმალეთა მხარეს იყო, მაგრამ ქალაქი იან III სობესკის არმიამ გადაარჩინა. ჰაბსბურგებთან გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართა, ოსმალეთის სრული მარცხით დასრულდა. ამ მოვლენით დიდი თურქული ომი დაიწყო. მალევე, მუსტაფა-ფაშა ბელგრადში სიკვდილით დაისაჯა. 1684 წელს რომის პაპის ინიციატივით ანტიოსმალური კოალიცია შეიქმნა. 1686 წელს ოსმალები დამარცხდნენ მოკავშირეებთან გამართულ ბუდის ბრძოლაში1687 წელს ოსმალეთის არმია კვლავ განადგურდა მოჰაჩთან გამართულ ბრძოლაში, კვლავ ავსტრიის ჯარებთან. ამავე 1687 წელს, მეჰმედ IV ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას უმცროსმა შვილმა, ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშამ ჩამოაგდო ტახტიდან და სულთნად სულეიმან II გამოაცხადა.[33] სულეიმან II-მ, რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა გაატარა. ნაკლებად აქცევდა სახელმწიფო მართვის საქმეებს ყურადღებას, ძირითად დროს ლოცვაში ატარებდა. დიდი ვეზირი მუსტაფა-ფაშა იყო და სწორედ მის ხელში იყო მთელი ძალაუფლება სულეიმანის ხასიათის გამო. სულეიმან II-ის სიკვდილის შემდგომ, ტახტი მის ძმას აჰმედ II-ს ერგო.
აჰმედ II-ის მმართველობის დასაწყისში, ოსმალეთის არმია განადგურდა სლანკამენის ბრძოლაში, ავსტრიის ჯარებთან. ამ ბრძოლაში მარცხის შედეგად, ოსმალეთმა ბელგრადი დაკარგა. 1692 წელს ჰაბსბურგებმა აიღეს რუმინეთისქალაქი ორადია1695 წელს აჰმედი გარდაიცვალა.ტახტზე ავიდა მუსტაფა IIმეჰმედ IV-ის ვაჟი. მისი მმართველობის პერიოდში, 1697 წელს, ოსმალები დამარცხდნენ ზენტას ბრძოლაში, ჰაბსბურგებთან, რის შედეგადაც მუსტაფა იძულებული გახდა 1699 წელს დაედო კარლოვიცის ზავი, რომლის მიხედვითაც ოსმალებმა ავსტრიას უნგრეთი, სერბეთის ნაწილი და სხვა ტერიტორიები დაუთმო, ხოლო რუსეთს — აზოვი. 1703 წელს მუსტაფა ტახტიდან აჰმედ III-მ ჩამოაგდო.
აჰმედ III-ის მმართველობამ 27 წელს გასტანა. 1710 წელს შვედეთის მეფის, კარლ XII-ის რჩევით განაახლა ომი რუსეთთან. ომის დასრულების შემდეგ დაიდო პრუტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოსმალებმა აზოვიმიიღეს. 1714 წელს დაიწყო ომი ვენეციასთან1716 წელს კი — ავსტრიასთან. ორივე მათგანი 1718 წელს, პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებებით დასრულდა. ვენეციასთან ომი ოსმალთათვის წარმატებული გამოდგა, მაგრამ ავსტრიასთან ტიმიშოარავლახეთისა და ბოსნიის ნაწილი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია დათმეს. 1718-1730 წლები ოსმალეთში არის პერიოდი, რომელიც ტიტების ეპოქის სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში დაიწყო ოსმალეთის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა. 1730 წელს, იანიჩრებმა პატრინა ჰალილას მეთაურობით წამოიწყეს აჯანყება. ისინი აპროტესტებდნენ აჰმედის უმოქმედობას ოსმალეთში შემოჭრილ სპარსულ ჯარზე. აჰმედ III ტახტიდან ჩამოაგდეს და მის მაგივრად მაჰმუდ I აიყვანეს. მაჰმუდს არ მოსწონდა, რომ ქვეყანას რეალურად, პატრინა ჰალილა განაგებდა, სწორედ ამიტომ აჯანყების მოთავე 1731 წელს სიკვდილით დასაჯეს. გრძელდებოდა ირანთან ომი, რომელიც 1746 წელს დასრულდა სამშვიდობო ზავით. აღნიშნული ზავი იმეორებდა 1639 წლის ზავის პირობებს. 1736 წელს დაიწყო ომი რუსეთსა და ავსტრიასთან1739 წელს ოსმალეთის ავსტრიამ აიძულა მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო. დაიდო ბელგრადის საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოსმალეთმა ავსტრიისგან დაიბრუნა ჩრდილოეთ სირიაბელგრადი და მცირე ვლახეთი. რუსეთთან ომში დამარცხდა ოსმალეთის არმია და მაჰმუდი იძულებული გახდა, აჰმედ III-ის დროს მოპოვებული აზოვი დაეთმო. მაჰმუდ I-ის მმართველობისას, ფრანგი გრაფის, დე ბონივალის მხრიდან იყო მცდელობა, რომ იმპერიაში გატარებულიყო რეფორმები და მომხდარიყო მისი მოდერნიზაცია, მაგრამ ყველა რეფორმის მცდელობა იანიჩრების წინააღმდეგობას აწყდებოდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ოსმან III, რომელიც ვერ იტანდა მუსიკასა და ქალებს. მის დროს განუწყვეტლივ იცვლებოდა დიდი ვეზირები. 1757 წელს დაემართა ინსულტი და გარდაიცვალა.
მუსტაფა III იყო ჭკვიანი მმართველი, თუმცა მას არ შეეძლო შეეჩერებინა ოსმალეთის დაცემის ხანა, რომელიც დაწყებული იყო დიდი ხნის წინ. ყველა რეფორმის გატარების მცდელობა იანიჩრების მღელვარებას იწვევდა. თუმცა მან მაინც მოახერხა არმიაში რამდენიმე რეფორმის გატარება. მუსტაფა ბრძანებით დააარსეს ზღვაოსნობის, მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია. ის უფრხოდა ომს, რადგან იცოდა თავისი არმიის სისუსტის შესახებ, მაგრამ 1768 წელს იგი რუსეთის მიერ პოლონეთში განხორციელებულმა კამპანიამ იძულებული გახდა გამოეცხადებინა ომი, რომელშიც სასტიკად დამარცხდა. 1774 წელს მუსტაფას გარდაცვალების შემდეგ, ტახტი აჰმედ III-ის ვაჟს, აბდულჰამიდს ერგო.
აბდულჰამიდ I-ის მმართველობის დასაწყისში ოსმალეთის არმია დამარცხდა კოზლუჯის ბრძოლაში, რის შემდეგაც დაიდო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება. ამ ზავით დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. მისი მიხედვით, ოსმალებმა აღიარეს ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა და რუსეთს შავ ზღვაზე მდებარე რამდენიმე ქალაქი დაუთმეს. 1783 წელს რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია და ყირიმი დაიკავ. ამის გამო, აბდულჰამიდი იძულებული გახდა კვლავ დაეწყო ომი რუსეთთან. ოსმალეთის არმია მზად იყო ომისთვის. 1787 წელს ოსმალებმა ომი განაახლეს, მაგრამ მათთვის მოულოდნელად რუსეთის მხარეს აღმოჩნდა ავსტრია1788 წელს, რუსებმა ოჩაკოვი დაიკავეს. აბდულჰამიდი ომის დასრულებას ვერ მოესწრო. იგი 1789 წელს დაიღუპა.
აბდულჰამიდის შემდეგ ტახტზე სელიმ III ავიდა. მისი მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა ომი რუსეთთან. რამდენიმე ბრძოლასა და საომარ კამპანიაში წარუმატებლობის შემდეგ, 1792 წელს დაიდო იასის საზავო ხელშეკრულება. ზავის მიხედვით, ოსმალეთმა ყირიმი და ოჩაკოვი დათმო, იმპერიებს შორის საზღვარმა მდინარე დნესტრამდე გადაიწია. სელიმ III ეცადა რეფორმების გატარებას, მას ჰქონდა იანიჩართა კორპუსის მოსპობის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. სელიმმა შეიმუშავა გარდაქმნის პროგრამა „ნიზამი ჯედიდ“, მაგრამ როგორც კი ამ პროგრამის განხორციელება დაიწყო, იანიჩრები აჯანყდნენ. 1807 წელს სელიმ III ტახტიდან ჩამოაგდეს და შემდეგ მოკლეს. ტახტზე კი მუსტაფა IV ავიდა.

                              XIX-XX საუკუნეები – დასასრული

მუსტაფა IV-ის მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა ომი რუსეთთან, რომელიც 1806 წელს იყო დაწყებული. ოსმალებს სურდათ ესარგებლათ იმით, რომ რუსეთს ყურადღება ირანსა და საფრანგეთთან ბრძოლაზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ 1807 წელს ოსმალეთის ფლოტი განადგურდა ათონის ბრძოლაში. ამავე წლის აგვისტოში დაიდო ზავი, რომლის მიხედვითაც რუსები აგრძელებდნენ დუნაის სამთავროს კონტროლს. 1808წელს მუსტაფა IV ტახტიდან მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარმა ჩამოაგდო. ტახტზე კი მაჰმუდ II ავიდა.
მაჰმუდ II-მ მოსპო იანიჩართა კორპუსი და სამხედრო-ლენური სისტემა. 1812 წელს დაიდო ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა 1806 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი. ზავის მიხედვით, რუსეთმა ოსმალეთს რამდენიმე ქართული ქალაქი დაუბრუნა, თუმცა აფხაზეთის შენარჩუნება მოახერხა. 1821 წელს ირანმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. მათ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ მხოლოდ დროებით. 1823 წელს დადებული არზურუმის ხელშეკრულების მიხედვით, ბაღდადი და ვანი ოსმალეთის მფლობელობაში დარჩა. 1828 წელს ოსმალეთთან ომი რუსეთმა განაახლა. ეს ომი ოსმალეთისთვის აბსოლუტური მარცხით დასრულდა. 1829 წელს ედირნეში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ხელში გადადიოდა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო. აგრეთვე, ნახიჩევანისა და ერევნის სახანოები. 1832 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა კონფერენცია, რის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთისაფრანგეთირუსეთი და ოსმალეთი აღიარებდნენ საბერძნეთის დამოუკიდებლობას. 1839წელს მაჰმუდის გარდაცვალებამდე დაიწყო ოსმალეთის იმპერიის გარდაქმნა (ტანზიმატ). მაჰმუდის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი აბდულმეჯიდმა დაიკავა.

ყირიმის ალყა.
აბდულმეჯიდ I განაგრძობდა მამის დროს დაწყებულ რეფორმებს. მისი ტახტზე ასვლიდან რამდენიმე დღეში ოსმალეთის არმია დამარცხდა ეგვიპტესთან ნეზიბის ბრძოლაში. აბდულმეჯიდის დროს შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი და დროშა, გაუმჯობესდა ტექნოლოგიები. კანონის მიხედვით, ოსმალეთის ყველა მოქალაქე თანასწორად ითვლებოდა. აღნიშნული რეფორმების მთავარი მიზანი იყო ოსმალეთს მოეპოვებინა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა. 1840 წელს დაინერგა პირველი ოსმალური ქაღალდის ბანკნოტები, გაიხსნა პირველი საფოსტო ოფისი და მოხდა საფინანსო სისტემის რეორგანიზაცია. ამავე 1840 წელს ხელი მოეწერა ლონდონის კონვენციას. 1847–1855 წლებში, ოსმალეთში გაიხსნა პირველი სატელეგრაფო სადგურები, 1856 წელს — რკინიგზის სადგურები და დაარსდა ოსმალეთის ცენტრალური ბანკი. ამავე 1856 პარიზის საზავო ხელშეკრულებითდასრულდა ყირიმის ომი1859 წელს ოსმალეთში გაიხსნა პირველი ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა. 1861 წელს აბდულმეჯიდი იძულებული გახდა ლიბია ავტონომიურად ეღიეარებინა. აბდულმეჯიდ I იყო ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელიც საუბრობდა ფრანგულად. გარდაიცვალა 1861 წელს. მის შემდეგ ტახტზე მაჰმუდ II-ის ვაჟი, აბდულაზიზი ავიდა.აბდულმეჯიდის ბრძანებით, სტამბოლში აშენდა დოლმაბაჰჩის სასახლე და 1853 წლიდან სწორედ იგი იქცა ოსმალეთის სულთნების რეზიდენციად, თოფქაფის ნაცვლად. სულთნის მიზანი იყო, რომ მის სასახლეს კონკურენცია გაეწია იმდროინდელი ევროპის ქვეყნების სამეფო რეზიდენციებისათვის.
აბდულაზიზს სურდა რეფორმების გატარება, ეკონომიკის გაძლიერება, მაგრამ იგი არ იყო ამისათვის საკმარისად მტკიცე. აგრეთვე, ქვეყნის მართვაში ხელს უშლიდა ნერვული აშლილობები. მისი მმართველობის პერიოდში, 1867 წელს დაეცა ბელგრადი და მოხდა გამარჯვება საბერძნეთზე1866 წელს აგრეთვე მოხდა კრეტას აჯანყება. აბდულაზიზი, როგორც მისი წინამორბედი, ემხრობოდა დასავლეთის კულტურის გავრცელებას იმპერიაში. 1864 წელს ოსმალეთში ახალი სახის ადმინისტრაციული დაყოფა შემოიღეს. იმპერია დაიყო პროვინციებად (ვილაიეთებად). 1868 წელს შეიქმნა სახელმწიფო საბჭო. აბდულაზიზმა დაამყარა მეგობრული ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან. მისი მმართველობის პერიოდში ბალკანეთში მიმდინარეობდა აჯანყებები. ძირითად საბრძოლო არენას წარმოადგენდა ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბულგარეთი. ბალკანეთის სლავების წინააღმდეგობას აძლიერებდა 1875 წლიდან შემოღებული ფეოდალური აგიარის გადასახადის ზრდა. 1875 წლის სექტემბერსა და 1876 წლის აპრილში (აპრილის აჯანყება) ბულგარეთში მოხდა ანტიოსმალური აჯანყებები. ორივე აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ეს აჯანყებები იყო ბულგარული აღორძინების ნიშნები. 1876 წლის მაისში თანამდებობიდან გადააყენეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს დიდი ვეზირი ნადიმ ფაშა, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. იმავე თვეში აბდულაზიზი გადააყენეს. ბნელითაა მოცული მისი სიკვდილი ოთხი დღის შემდეგ, 30 მაისს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.

ახალგაზრდა თურქების რევოლუცია
ტახტზე ავიდა მურად V. მისი მმართველობა მხოლოდ 93 დღეს გაგრძელდა. მურადი აპირებდა გაეგრძელებინა რეფორმები, მაგრამ მოულოდნელად, იგი შეშლილად გამოაცხადეს და ციხეში ჩასვეს. 1876 წლის აგვისტოში სულთანი გახდა აბდულჰამიდ II. ის უარს ამბობდა ბალკანეთთან მიმართებაში ნებისმიერ დათმობაზე. მისი მმართველობის დასაწყისში, ოსმალებმა ჩაახშვეს ბულგარეთში მიმდინარე აჯანყება. ამას მოჰყვა წარმატებები სერბეთის სამეფო და ჩერნოგორიის სამთავროს წინააღმდეგ ომში, რამაც დასავლეთისა და რუსეთის აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის ელჩის, იგნატიევის ზეწოლის შედეგად სულთანი იძულებული გახდა სამშვიდობო ზავი დაედო. 1876 წელს აბდულჰამიდმა პირველი კონსტიტუცია გამოაქვეყნა. 1877 წლის მარტში პარლამენტი მოიწვიეს. აბდულჰამიდმა მალევე დაშალა პარლამენტი და 1878 წელს კონსტიტუციური მონარქია კვლავ აბსოლუტურმა შეცვალა. 1877 წლის 24 აპრილს რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს და დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878). ომი დასრულდა სან-სტეფანოს ზავით, რომელსაც იმავე წელს ბერლინის კონგრესი მოჰყვა. ოსმალეთმა აღიარა სერბეთის სამეფოს, ჩერნოგორიის სამთავროსა და რუმინეთის დამოუკიდებლობა, ასევე დამოუკიდებლობა მიიღო ბულგარეთის სამთავრომ ოსმალეთის ვასალობის პირობით, ავტონომია მიენიჭა აღმოსავლეთ რუმელიას, ხოლო კავკასიაში ბათუმიყარსი და არტაანი გადაეცა რუსეთს. რუსეთის წინააღმდეგ ოსმალეთს დახმარება აღმოუჩინა ინგლისმა, რომელმაც არ დაუშვა ე. წ. დიდი ბულგარეთის შექმნა, მაგრამ სანაცვლოდ ოსმალეთისგან მიიღო კვიპროსი.
აბდულჰამიდის მმართველობის პერიოდში, 1881 წელს საფრანგეთმა ტუნისი დაიკავა, რასაც მოჰყვა 1882 წელს ბრიტანეთის მიერ ეგვიპტე დაკავება. 1885-86 წლებში ოსმალეთმა დაკარგა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც ბულგარეთს შეუერთდა. ამის შემდეგ, აბდულჰამიდმა მხარდაჭერა გერმანიას გამოუცხადა. სწორედ გერმანიის ჩარევით დასრულდა ოსმალეთ-საბერძნეთის ომი 1897 წელს. აბდულჰამიდ II-ის დესპოტური მმართველობის მიმართ უკმაყოფილება მატულობდა. 1908 წელს ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შედეგად, იმპერიაში 1876 წლის კონსტიტუცია დააბრუნეს, სულთანს უფლებები შეეზღუდა. აბდულჰამიდ II რევოლუციიდან მალევე, 1909 წელს გადააყენეს.
იგი შეცვალა მეჰმედ V-მ, რომელსაც რეალურად, ძალაუფლება არ ჰქონდა. იმპერია იმართებოდა ახალგაზრდა თურქების ლიდერების მიერ, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „სამი ფაშა“ (თალაათ-ფაშაჯემალ-ფაშა და ენვერ-ფაშა). ბალკანეთის პირველი ომისშედეგად, ოსმალეთმა დაკარგა ფაქტობრივად ყველა სამფლობელო ევროპაში. იმპერიის კონტროლის ქვეშ ევროპაში მხოლოდ კონსტანტინოპოლი და აღმოსავლეთ თრაკიის ნაწილი რჩებოდა.

პირველი მსოფლიო ომის წვლილი ოსმალეთის დაშლაში


მუსტაფა ქემალი გალიპოლის კამპანიის დროს, 1915 წელი
ოსმალეთის იმპერიის დაშლაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა პირველმა მსოფლიო ომმა, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ჩრდილოეთ აფრიკაზე და მის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ და მხოლოდ ანატოლია. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიის ჯარი ძლიერ იყო დასუსტებული და ამხელა ომისათვის მზად არ იყო. მაგრამ ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში 1915 წელს ჩაერთო, სომხეთზე შეტევით. ისინი აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიის მხარეს იჭერდნენ. იმპერიის ძირითადი მიზნები ამ ომში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზზე კონტროლის დაწესება და კავკასიაში პოზიციების გამაგრება იყო.

გალიპოლიზე განხორციელებული შეტევა, 1915 წლის აპრილი
1915 წლის დასაწყისში, უინსტონ ჩერჩილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ინგლისსა და საფრანგეთს კონსტანტინოპოლის ოკუპაცია მოეხდინათ. გადაწყდა, რომ გადაესხათ დესანტი დარდანელის სრუტეში, მოეხდინათ ჯარების კონცენტრირება და შეეტიათ კონსტანტინოპოლისთვის. მოკავშირეთა ძალებს დაახლოებით 489 000 ჯარისკაცი ჰყავდა, ხოლო ოსმალეთს იმპერიას — 315 000. პირველი შეტევა მოკავშირეთა მიერ 19 თებერვალს განხორციელდა, მაგრამ ოსმალებს მნიშვნელოვანი დანაკარგი არ განუცდიათ. 18 მარტის შეტევაც მოკავშირეთა აბსოლუტური მარცხით დასრულდა. ამის შემდეგ მათ ჯარები გადასხეს გალიპოლზე, მაგრამ 25 აპრილის შეტევაც უშედეგოდ დასრულდა. 1915 წლის 7 დეკემბერს ბრიტანეთმა ბრძანება გასცა ჯარის ევაკუაციის შესახებ. ეს უშედეგო კამპანია გალიპოლის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. დაკარგულ მეომართა რაოდენობა ორივე მხრიდან ძალიან მაღალი, თითოეულიდან დაახლოებით 250 000 იყო. სწორედ გალიპოლის კამპანიაში გამოიჩინა თავი პირველად მუსტაფა ქემალმა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოკავშირეთა დამარცხებაში.ამასობაში, სომხეთზე განხორციელები შეტევა უშედეგო აღმოჩნდა. რუსებმა ოსმალეთის არმიას უკან დაახევინეს. 1916 წლის იანვარში რუსებმა შეტევა განახორციელეს სომხეთის ოსმალურ ნაწილზე და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიეს — დაიკავეს რა ქალაქები ერზურუმი და ტრაპეზუნდი. ოსმალეთის არმიამ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა ვერ მოახერხა.
გალიპოლის კამპანიაში წარმატების შემდეგ, მსოფლიო ომში ოსმალთა მხარეს ჩაერთო ბულგარეთი. ოსმალები განაგრძობდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს ბრიტანეთის წინააღმდეგ. 1916 წლის 29 აპრილსმათ აიღეს ერაყის ქალაქი ელ-კუთი, რომელიც იქამდე ბრიტანეთის იმპერიის ხელში იყო. მაგრამ 1917 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ოსმალეთის იმპერიის ქალაქ ბაღდადში შეაბიჯეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა. წლის ბოლოს მათ აგრეთვე დაიკავეს იერუსალიმი და ოსმალები იძულებულნი იყვნენ, იქიდან ჯარების ევაკუაცია მოეხდინათ. ინგლისელმა ოფიცერმა თომას ლოურენსმა მიაღწია არაბების აჯანყებას ოსმალური მმართველობის წინააღმდეგ. ოსმალეთის მოკავშირე ბულგარეთმაცკაპიტულაცია გამოაცხადა. ბრიტანეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა. 1918 წლის 30 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.პირველ მსოფლიო ომში დამარცხების პირდაპირი შედეგი იყო ოსმალეთის დაშლა. ომის დასრულების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნება შეიმუშავეს გეგმა ოსმალეთის დანაწილებისა. 1918 წლის ბოლოს ინგლისისსაფრანგეთისიტალიისა და საბერძნეთისგაერთიანებულმა ძალებმა კონსტანტინოპოლის ოკუპაცია დაიწყეს. თუმცა, საბოლოოდ ევროპული ქვეყნების გეგმის განხორციელებას ხელი მუსტაფა ქემალმა და მისმა თანამოაზრეებმა შეუშალეს.

                                                   სომხების გენოციდი

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1915 წელს, როცა რუსეთის იმპერია განაგრძობდა აღმოსავლეთ ანატოლიაში დამპყრობლურ კამპანიებს, მათი არმიის მხარეს აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომეხთა ნაწილი. ამის გამო, ოსმალებმა შურისძიება გადაწყვიტეს. რეალურად, ეს ოსმალთათვის მხოლოდ საბაბი იყო. სომხების განადგურების გადაწყვეტილება მათ 1909 წლიდან ჰქონდათ მიღებული. სომხების დახოცვის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდა თურქი მმართველები და მათ შორის ყველაზე მთავარი „სამი ფაშა“. ოსმალებმა დაიწყეს ეთნიკური სომხების დაკავება. განსაკუთრებით, ოსმალეთ-რუსეთის ფრონტის სიახლოვეს მყოფ პროვინციებში მოსახლე სომხებისა. 1915 წლის 24 აპრილს დაიწყო სომხების ჟლეტა, რამაც 1918 წლამდე გასტანა. ამ მოვლენას მომავალში სომხების გენოციდი ეწოდა და იგი მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა აღიარა.აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრებმა სომხებმა მიატოვეს წინაპართა ნასახლარები და გადასახლდნენ იმპერიის სამხრეთში მდებარე პროვინციებში, სირიასა და მესოპოტამიაში.
დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი სომეხი შეეწირა ოსმალთა „შურისძიებას“. თანამედროვე თურქი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაიღუპა 300,000 სომეხი. შედარებით ადრეული დროის დასავლელი მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ გენოციდს დაახლოებით 600,000 სომეხი ემსხვერპლა. ხოლო თანამედროვე დასავლელი და სომეხი მეცნიერების მტკიცებით, დაიხოცა 1,5 მილიონამდე სომეხი.

იმპერიის უკანასკნელი წლები


მეჰმედ VI ტოვებს ქვეყანას.

თურქეთის რესპუბლიკა 1923წელს.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ოსმალეთის ტახტი დაიკავა მეჰმედ VI-მ, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა და მისი ყოფნა-არ ყოფნა მხოლოდ სიმბოლური საკითხი იყო, თანაც ოსმალეთის იმპერია თითქმის გამქრალი იყო რუკიდან.[71] 1919 წელს პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე ოსმალეთის პირველ დელეგაციას სათავეში აჰმეთ თევფიქ-ფაშა ედგა. დელეგაციამ უარი განაცხადა ხელშეკრულების პირობების მიღებაზე, თუმცა 1920 წელს ფერიდ-ფაშამ ხელი მოაწერა სევრის ხელშეკრულებას, რომელიც ოსმალეთის დაშლას და ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, მაგრამ აღნიშნული გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა მუსტაფა ქემალის მიერ დაარსებულმა თურქეთის ეროვნულმა კონგრესმა. 1922 წელს, ტახტიდან მეჰმედ VI გადააყენეს. 1923 წელს დასრულდა თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის და შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა. პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი გახდა. შემდეგში კი, მუსტაფა ქემალმა მეჰმედ VI და ოსმანების დინასტიის ყველა წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. ასე დასრულდა ოსმალეთის 624 წლიანი არსებობა.
თანამედროვე ისტორიოგრაფია ოსმალეთის იმპერიას მოიხსენიებს, როგორც შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს იმპერიას. ზოგის აზრით, XVI საუკუნესა და XVII საუკუნის დასაწყისში, მასზე ძლიერი იმპერია არ არსებობდა. სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდი ოსმალეთის იმპერიის უმაღლეს მწვერვლად არის მიჩნეული. ოსმალეთის იმპერიას თვლიან ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ, რომლის დანგრევასა და დასუსტებას, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ერთიანი ძალებით ცდილობდა მთელი ევროპა და რუსეთი. თვლიან, რომ ოსმალეთი თავისი მწვერვალის პერიოდში, იყო ტრადიციულ მტერ, ირანზე ძლიერი და მას თითქმის ყოველთვის ამარცხებდა. თუმცა ის XVII საუკუნის შუა წლებიდან თითქმის აღარ დაუმარცხებია. ოსმალეთი მიჩნეულია, როგორც ჩვეულებრივი იმპერია, რომელიც იწყებს მცირედით, ვითარდება და შემდეგ ეწყება დაცემის ხანა. საბოლოოდ კი რუკიდან ქრება. იხ. ვიდეო





კოსმონავტიკა

                             კოსმონავტიკა

                                                     
                                        მაკეტი პირველი ხელოვნური თანმგაზვრის დედამიწის
 (ბერძნულიდან astron ვარსკვლავი, nautike ნავიგაცია), იგივე კოსმონავტიკა, არის კოსმოსურ სივრცეში ფრენის ხელოვნებამეცნიერებისა და ტექნიკის დარგების ერთობლიობა ადამიანთა საჭიროებისათვის საფრენი აპარატებით კოსმოსის და ციური სხეულების გამოკვლევის და ათვისების შესახებ.
ასტრონავტიკა მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს:
                                          
         ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი დედამიწიდ ორბიტაზე (STS-109 მისიის დროს)

კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირში გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი. ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინისსრ კავშირი), ხოლო მთვარეზეადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგიედვინ ოლდრინიაშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი,
 იხ. ვიდეოკოსმონავტიკის ისტორია



რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით 
ხდება მარსისვენერასმერკურისიუპიტერისსატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.
იხ. ვიდეო
პირველად ტერმინი ,,კოსმონავტიკა'' გამოჩნდა სახელწოდება სამეცნიერო ნაშრომში არი შტერფენფელდის რ-იც ნიძღვნილი იყო პლანტეათშორისო მოგზაურაბის საკითხებზე. 1933წ-ს ნაშრომი იყო წარდგენილი პოლონეთის სამცნიერო საზოგადოებას, თუმცა დაინტერესება მხოლოდ 1937წ-ს სსრკ-ს მიერ იქნა მისი დამსახურებით რუსულში სიტყვა კოსმონავტი დამკვიდრადა კსმოდრომი.ხანგრძლივი დროის განმალოვბაში ტერმინი ეგზოტიკური სიტყვად ითვლებოდა.
იხ. ვიდეო ასტრონავტების ცრურწმენები: "ცუდი" ნომრები, "წარმატებები" ფილმები და გაწყვეტა ჰასტუკების

რაკეტა-მატარებლები - ერთერთი მნისველოვანი ელემენტი კოსმონავტიკის. მაგ., სსრკ-ს წარმატებები კომონავტიკის გარიჟრაჟე დამოკიდებული იყო სარაკეტო ტეხნოლოგიაზე როგორიც იყო Р-7, ხოლო აშშ-ს მთავრის პროგრამა რაკეტა-მატარებელ სატურნ-5-ზე



იუპიტერი (ღმერთი)

                          იუპიტერი (ღმერთი)

                                                        Jupiter Tonans.jpg
იუპიერის ქანდაკება ტონასში პრადოს ნაციანული მუზეუმი   IV ს. ჩვ. წ. აღ ცის ღმერთი ,  დღის სინათლის , ჭექაქუხილის, მამა ღმერთების, უმაღლესი ღვთაება რომაელების.
მითოლოგია - უძველესრომაული რელიგია
სქესი - მამრობითი
მამა - სატურნი
ძმები და დები - იუნონა და ვესტა
შვილები - ვულკანი, დიანა, ჰერკულესი, ბახუსი, პროზერპინა,  იუვენტა, მარსი, ბელონა, მინერვა, აპოლონი, იარბანტი და მერკური
სხვა - ზევსი, პერუნი  და ტორი.


რომაულ მითოლოგიაში ჭექაქუხილის და ელვის ღმერთი, და მას იგივე როლი ჰქონდა, როგორც ზევსს ბერძნულ პანთეონში. მას უწოდებდნენ იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსი (იუპიტერი უმაღლესი, უდიდებულესი), როგორც რომაული სახელმწიფოს მფარველ ღვთაებას, კანონისა და სოციალური წესრიგის განმკარგავს. სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან Jove და pater (ლათ. მამა).
ამავე ღმერთის სახელი დაერქვა პლანეტა იუპიტერს და თავდაპირველად ხუთშაბათსაც (ამჟ. ფრანგ. jeudi, ლათ. Jovis Dies-დან). ლინგვისტური კვლევების თანახმად ეს სახელი უნდა მომდინარეობდეს გერმანიკული Tiwaz (და Zeus)-დან, რომელიც ასევე სამშაბათს ერქვა. ასევე ეტიმოლოგიური კავშირია ვედურ რელიგიასთან (Dyaus Pita).
სახელი იუპიტერი (ლათ. Iuppiter, ირიბად ემთხვევა ძირზე Iovi-/Iove-) წარმოდგება არქაული ლათინურიდან Iovis pater/Diēspiter, ამომავალი პრანდოევროპული ტერმინი  *Dyēus Ph2tēr («მამა - ღმერთი»).
                                                 Giove, I sec dc, con parti simulanti il bronzo moderne 02.JPG
                                                        იუპიტერი მარმარილოს ქანდაკება
თავდაპირველად იტალიელები უპირატესობას ანიჭებდნენ ღმერთს ზეციური სინათლის. მას უძღვნიდნენ დღე-ღამეს სასვსე მთვარეს (იდი), როცა ციური მნათობი უნათებენ დედამიწას დღე და ღამეს. ამ დღეს იუპიტერთან მიჰქონდათ შესაწირი მთის მწერვალზე ან ბორცვების. რომის კაპიტოლიუმზე მას სწირავდნენ თეთრ ცხვარს ჩდრილოეთ ბორცვის მწერვალზე. იტალიელები კერძოდ კი რომაელებს სჯეროდათ, რომ ყველაფარი რაც ხდება ცაში ხდება იუპიტერის ნებით. განსაკუთრებული ყურადღებით მიმართავდნენ ჭექა ქუხილსა და წვიმას. ელვას აფასებდნენ როგორც ნიშანი ამ ღმერთის, ამიტომ ის ადგილი სადაც დაეცემოდა მიწა ხდებოდა წმმინდანი.
                                                        
                                                        იუპიტერის ქანდაკება ვატიკანი რომი
იუპიტერმა განაყოფიერა მიწა რის შემდეგ აღმოცენდა მოსავალი. განსაკუთრებული პატივისცემდა იუპიტერი ყურძენს. 19 აგვისტოს აცყობდნენ დღესასწაულს დასაწყისი ყურძნის აღების (ჩვენებუსად რთველი) ხოლო 11 ოქტომბერს დასასრულს. როცა რომაელები გადავიდნენ ათდღიანიდან შვიდ დღიანი კვირაზე, იუპიტერს პატივსმიაგებდნენ ოთხშაბათობით. ეს ღმერთზე დამოკიდებული იყო წესრიგი მთელ მსოფლიოში,  სეზონის შეცვლა,  თვის, ღამის და დღის. ციდან იუპიტერი ყველაფერს ხედავდა ვერცერთი დანაშაული ვერ იქნება დარჩენილი დაუსჯელად. ფიცი იუპიტერის სახზელით არ შეძეიძლებოდა დარღვეულიყო შიშის გამო ღვთის კარის.
როგორც უმაღლესი ღვთაება იუპიტერს ჰქონდა მასთან თავისი მრჩევლები ღმერთებისგან და ცყვიტავდა ყველა დედმიწის საკითხებს ავგურების შუამავლობით (ანუ ქურუმების) უგზავნიდა ნიშნებს ის თავისი ნების. იუპიტერი იყო ღმერთი სრულიად რომის სახელმწიფოსი, მისი ხელისუფლებისა და ძალისა. მისი უმთავრესი სალოცავი იყო კაპიტოლიუმის ბორცვზე რომის ცენტრში, რის გამოც იუპიტერს დამატებით ეძახდნენ იუპიტერი კაპიტოლიუმის. ეს ტაძარი იყო რელიგიური ცენტრი მთელი სახელმწიფოსი. დაქვემდებურებლები რომში მიჰქონდათ შესაწირი კაპიტოლიუმზე და აღმართული თავისთან ტაძრებიდან.
მიჩნეული იყო რომ იუპიტერი იცავდა რომი კანონებს და სახელმწიფოს, და წარმოადგენდა ზეციური მართველს რომის. რომის იმპერიის ეპოქაში იუპიტერი გახდა მფარველი იმპერატორების. მნიშვნელოვანი აქტი სახელმწიფო ცხოვრებაში (მსხვერპლშეცირვა, ფიცი ახალი კონსულების, პირველ წლებში სხდომა სენატის) მიმდინარეობდა კაპიტოლიუმის ტაზარში იუპიტერის.იუპიტერის კულტი მთელრომის იმპერიაში გავრცელდა. რომის იპერიის დაცემის შედმგომ იუპიტერი და ზევს არ განარჩევდნენ. იუპიტერს როგორც ზევს გამოხატავდნენ სრული ღიღსებით წვერით, ხშირად ტახტზე, არწივით, ელვით და სკრიპტით.
სწორედ ეს სახელი დაერქვა მეხუთე პლანეტას მზის სისტემის ყველაზე დიდს მზის სისტემაში )ძველი ბერძნები მას ეძახდნენ ზევს  იხ. ასტრ. იუპიტერი ლინკზე
იხ. ვიდეო



კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...