среда, 24 июля 2019 г.

კოლხეთის სამეფო

                          კოლხეთის სამეფო

                                                       Early Georgian States Colchis And Iberia ka.svg
დედაქალაქი აია (მითიური)  ილდამუსა (კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი, ურარტული წყაროების თანახმად), ფაზისი დიოსკურია (პონტოს ადმინისტრაციის ცენტრი), სურიუმი (ვანი), პიტიუნტი (ბიჭვინთა) (რომაული ადმინისტრაციის ცენტრი).
 (ძვ. ქართული წყაროებით — ეგრისი) — დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტებისმოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთსსამეგრელოსსვანეთსრაჭასიმერეთსგურიასაჭარასრუსეთისსოჭისა და ტუაფსეს მხარეებს და თანამედროვე თურქეთისრიზესტრაპიზონისა და გირესუნისპროვინციებსა და ართვინის პროვინციისმნიშვნელოვან ნაწილ
იხ.ვიდეო

რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა ისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგროკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა. ამ პერიოდის სამაროვნები საკმაოდ მდიდარია ბრინჯაოს იარაღით. შეინიშნება ნომადური გავლენაც (სკვითური, კიმერიული). გვიანდელ ეტაპზე სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის პროცესების პირობებში ინტენტიურად იქნა ათვისებული დღევანდელი რიონისა და ენგურის ხეობები და მღისწინეთი. მეტალურგიის განვითარებამ, მეურნეობისთვის საწარმოო მიწების მომრავლებამ მოსახლეობის მატება გამოიწვია. ამ პროცესებს მოყვა მატერიალური კეთილდღეობის ზრდაც. მთა და ბარი ერთმანეთს დაუახლოვსა და დაჩქარდა კონსოლიდაციის პროცესები. მომზადდა ნაიდაგი მომავალი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის.
იხ. ვიდეო

ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენებიმოსინიკებიმაკრონებიმოსკები, მარები, აფსილები, სანები, სანიგები, გელონები და მელანხლაენები.
ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
იხ.ვიდეო

ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან (ჰეროდოტე – ისტორია II წიგნი — ევტერპე)
104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასვე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს,
105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისნი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.
იხ.ვიდეო

კოლხებმა ადრიული კოლხას სამეფოს არსებობის პერიოდში შეძლეს ერთიანი სამეფოს შექმნა, თუმცა კიმერიელთა და სკვთთა დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკურ ერთეული უნდა არსებულიყო, რომელიც მხოლოდ საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდის კოლხეთი ავტორების მიერ აღიქმება სახელმწიფოდ სადაც მეფე ზის და პროვინციებს სკეპტუხების (კვერთხისმპყრობელები) მეშვებით მართავს. თუმცა ამის ზუსტი და მდიდარი ისტორიული წყაროები არ მოიპოვება.
                                                               
                                                                                   კოლხური მონეტები

ძვ. წ. XII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფო. ძველ სამყაროში კარგად ცნობილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს. ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც კოლხა ან კულხა. პირველად წყაროებში (კილხი//კოლხა) იხსენიება ტიგლათფილესერის ჩრიდლოეთის ლაშქრობისას. ძვ.წ. 1112 წელს იგი იხსენებს ამ მხარიდან მოსულ "60 მეფეს", როგორც ჩანს ამ დროს ტომობრივი კონსოლიდაცია ჯერაც არ იყო დასრულებული რადგან ერთი მეთაური არ ჩანს. თუმცა შემდგომში რეგიონში აგრესიული სახელმწიფოების მომძლავრებამ დააჩქარა ამ ტომების კონსოლიდაცია. 
იხ.ვიდეო

დაპყრობლის წინააღმდეგ გაერთიანება მალე მყარ პოლიტიკურ და კულტურულ გაერთიანებაში გადაიზარდა და ამავე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა კოლხას სამეფო. მისი ტერიტორია მოიცავდა სამხრეთით ჭოროხის აუზიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან, ჩრდილოეთით კოლხეთის მთისწინეთამდე. ამ გაერთინებამ კოლხური კულტურის აერალი ერთი მმართველის ხელქვეით მოაქცია. დაჩქარდა მეტალურგიული განვითარება. მცირე აზიის ცენტრებთან კულტურულმა და პოლიტიკურმა კავშირებმა გააძლიერა მიწათმოქმედების და მესაქონლეობის დარგები. ასევე ვაჭრობა. ეს იყო უკვე ერთიანი პოლიტიკური ერთეული "მეფით", "მეფისნაცვლებით", რომლებიც პროვინციებს მართავენ, "სამეფო ქალაქებით" და ა.შ. ტიგლათფილესერის შემდეგ ლურსმნული წყაროები სდუმან. შემდგომ კოლხა ისევ ჩნდება ურარტუულ წყაროებში. არგიშთი მეორის მიერ დიაოხის მრავალგზის დარბევის და შემდეგ მისი დაპყრობის პროცესში, კოლხებმა გამოიყენეს ხელსაყრელი ვითარება და დიაოხის ჩრდილოეთ პროვინციები დაიპრეს. ეს ჩანს ჩანაწერებში. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მანამდე დიაოხის შემადგენლობაში იხსენიება ურარტუულ წყაროებში.
იხ. ვიდეო

 შემდგომში კოლხეთის ქვეშემრდომადაა აღნიშნული. მაგ. ხასას ქვეყანა. სამხრეთი კი ურარტუს დარჩა. კოლხა და ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს და მათ შორის მალევე დაიწყო სისხლისმღვრელიი ომები. თავდაპირველად კოლხებმა წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა შემდგომში რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდამუსა) ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ძვ. წ. 750-748 ("გავემართე სალაშქროდ კოლხთა ქვეყნის წინააღმდეგ, ღვთაება ხალდის ხახა, ხასას მეფე მისი ხალხითურთ იქედან წავიყვანე ტყვედ და დავასახლე ჩემს ქვეყანაში") ომში. ეს იყო უმნიშვნელო ლაშქრობა რადგან ეს ჩრდილოეთ დიაოხში ლაშქრობაა რაც კოლხებისთვის არც ისე საგანგაშოა. სარდური მის მეფესთან არ იბრძვის. მეორე ლაშქრობის 744-742 წწ. ომებისას როგორც ჩანს ურარტელები უკვე საკუთრივ კოლხას სამხრეთ პროვინციებში იჭრებიან ქვეყნის სიღრმისაკენ. სარდური იპყრობს "სამეფო ქალაქ" ილდამუსას და მის მეფისნაცვლებს ატყვევებს. ლურსმნულ წარწერებში "სამეფო ქალაქი" დედაქალაქს არ აღნიშნავს. აქ კოლხეთის მეფისნაცვლები მსხდარან თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი უნდა ყოფილიყო. სარდური ამჯერადაც თავს იკავებს კოლხას ძირითად ძალებთან შებძოლებისგან. ქალქის საშველად მოსულა კოლხეთის მეფე თავისი არმიით, სამწუხაროდ ლურსმნულ წარწერაში მისი სახელის დიდი ნაწილი წაშლილია და დარჩენილია სახელის დაბოლოების მხოლოდ ორი ასო - "სა". სარდურს დაურბევია დასახლელები და ნადვლით უკან გაბრუნებულა. როგორც ჩანს, კოლხასა და ურარტუს შორის ომები მერვე საუკუნის მანძილზე თითქმის არც შეწყვეტილა.
იხ.ვიდეო

კოლხეთის ძლიერების ეპოქად სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნე მიიჩნევა, საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთიდან ნომადების დიდი შემოსევები დაიწყო. ძვ.წ. დაახლ. 720 წელს კიმერიელთა დიდი ნაკადები შემოიჭრა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩრიდლოეთ შავიზღვისპირეთის მხრიდან. შემოსევა იმდენად დამნგრეველი იყო, რომ კიმერიელთა სახელი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (გიმირ//გმირი). ამას დაერთო მალე სკვითების შემოსევაც დარუბანდის მხრიდან, რომლებიც კიმერიელებს ედგნენ კვალში, რამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სამხრეთ კავკასიას. საბოლოოდ მოსპო მზარდი კოლხური კონსოლიდაცია. კიმერიელთა დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ წყაროები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II-ის (ძვ.წ. 722-705) დროინდელ დოკუმენტში. აქ საკმაო ცნობებია იმ საშინელი დამარცხების შესახებ, რომელიც ურარტელებს და კოლხებს განუცდიათ კიმერიელებთან ომში. ეს დამარცხება უნდა მომხდარიყო დაახლ. არაუადრეს ძვ.წ. 715 წელს. გამარჯვებული კიმერიელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მცირე აზიის ზოგიერთ ოლქში დასახლდნენ და აქ სამეფოებიც შექმნეს. დას. საქართველოში მრავლადაა ამ პერიოდის სამაროვნები და სკვითური იარაღები აღმოჩენილი ასევე კიმერიული შუბისპირები, ნოამადური აკინაკები და ა.შ,.ამრიგად კოლხამ არსებობა შეწყვიტა, მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ნაწილი მზობელ მხარეებში გადასახლდა. მთიელმა ტომებმა ბარში ჩამოსვლა იწყეს. 
იხ.ვიდეო

სიტუაციის მეტ-ნაკლებად ჩაწყნარების შემდეგ კოლხა-დიაოხის ტერიტორიულ არეალში პირველობას იწყებენ ხალიბები, რომელთა კულტურაც და ძალაც რკინის მაღალი განვითარებიის კულტურას და მეტალურგიას ეფუძნებოდა. შემდგომში ხალიბებს ანაცვლებენ სასპრები, რომელბმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფორმირებაში. მიდიის მიერ ურარტუს განადგურბის შემდეგ (ძვ.წ. 590წ) დას. საქართველოში დაჩქარდა ადრინდელი პროცესები და მომზადდა ნიადაგი ახალი მზარდი კონსოლიდაციისათვის. დამარცხებული ურარტელების ნაწილი სომხებს შეერია ერთი ნაკადი კი ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მათ თან მოიტანეს არალეს კულტი.აქემენიანთა იმპერიის შექმნის შემდეგ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქართული ტომების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა, ამას თან დაერთო დას. საქართველოში ბერძენთა ინტენსიური მიგრაცია და დასავლეთის სამყაროსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა. სამხრეთ კავკასია იქცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის თანხვედრის ადგილად. რეგიონი იქცა მსხვილ პოლიტიკუ-ეკონომიკურ რგოლად საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკაში. კოლხეთი ბერძნულ სამყაროს დაუახლოვდა, ხოლო აღმოსავლეთით სასპერების და მესხების გაერთიანება მიდიელებსა და სპარსელებს. დაუძლურებულმა კოლხურმა ტომებმა თითქმის საუკუნის შემდეგ შეძლეს მეორედ აღორძინება ბერძნული კოლონიზაციის პირობებში. კოლხურ სამყაროში შემავალი ტომების ნაწილი (ტაოხები, სასპერები, ხალდები, ხალიბები) უშუალოდ სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და მე-19 სატრაპიის ფარგლებში შევიდნენ. შედარებით ჩრდილოეთ ნწილში მცხოვრებმა ტომებმა კი ნებაყოფლობითი ძღვენი დააწესეს სპარსეთის მეფის მიმართ - ყოველ ხუთ წელიწადში 100 ვაჟი და 100 ქალწული
ეგიონის განვითარებული ეკონომიკა და ხელშემწყობი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილეტელი ბერძნებისთვის, რომელთაც კოლხეთის კოლონიზაცია მოახერხეს ძვ. წ. VI-V საუკუნეებში და შავი ზღვის სანაპიროზე ფაზისშიგონიოსა და დიოსკურიაშისავაჭრო პორტები დააარსეს. ძველი ბერძენული თქმის თანახმად ეს ყველაზე შორეული ვოიაჟი იყო უკიდურეს აღმოსავლეთში, რომელიც იმდროინდელი ელინისტური საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა ალექსანდრე დიდისმიერ დაპყრობილ მიწათა აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნული ქალაქები გახდა, რომელიც დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ დროდადრო გარშემო მცხოვრები კოლხური ტომები აწუხებდნენ, სანამ საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ. იმ დროის ერთ ერთ უდიდეს ცივილიზაციასთან კონტაქტმა კოლხეთში დააჩქარა კულტურულ-ეკონომიკური განვითარება. ამ პერიოდში აქ უკვე ჩანს ვაჭართა მსხვილი ფენა. შიდა ბაზარი და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების მცდელობები. "კოლხური თეთრი" გაცხოელებული ვაჭრობის მანიშნებელია. კოლხი ვაჭრები, ხელოსნები და მჭედლები სკაუთარ ნაწარმს ყიდდნენ მცირე აზიის და შავი ზღვის პოლისების ბაზრებზე. ასევე ცნობილი იყო კოლხური სელი, რომელიც ვძველ სამყაროში ყველაზე ცნობილი მატერია იყო. აგრეთვე გაქონდათ ხე ტყე, გაყავდათ მონები. ცნობილი იყო კოლხური ხოხობი, რომელსაც "ფასიანურს" უწოდებდნენ და საკმაოდ ძვირიც უნდა ღირებულიყო. ყველაზე ახლო პოლიტიკურ-კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა კოლხეთს გააჩნდა ჩრდ. შავიზღვისპირეთში წარმოქმნილ ბერძნულ სამეფოსთან ბოსფორთან. ყირიმში გათხრილი იიმავე პერიოდის ტაძრებში აღმოჩენილია კოლხური თეთრების განძი. ასევე ამფორა რომელზედაც ბერძნულად ამოტვირრულია სახელი "კოლხოს".
კოლხეთის მდიდარი ელიტა ბერძნული ყაიდის უნდა ყოფილიყო. მდიდრულ სამაროვნებში რომელიც ძირითადად ვანში გამოვლინდა (ასევე აფხაზეთში) უნდა არსებულიყო ზღაპრულად მდიდარი ფენა. მათ ბერძნული წყაროები სკეპტუხებს (კვერთხისპყრობელებს) უწოდებენ, რომლებიც როგორც ჩანს კოლხური ტომების მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგიური მასალიდან ჩანს რომ მაღალი ელიტისთვის დამახასიათებელი იყო ბერძნული ჩაცმულობა, სამკაულები, ატრიბუტიკა, სახელები და საცხოვრებლები.
იხ.ვიდეო

ბერძნების მიერ დაარსებულ სავაჭრო პოლისებს შორის ყველაზე ცნობილები იყო: ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი და პიტიუსი. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ფაზისი სადაც ყველაზე ძლიერი ბერძნული სავაჭრო ფენა და ელიტა იყრიდა თავს კოლხეთის მასშტაბით რადგანაც შემდგომში იგი მნიშვნელოვან როლს არ კარგავს დასავლეთ საქართველოს განვითარების საქმეში (მაგ. კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა). ასევე მნიშვნელოვანი ქალაქები იყო სურიუმი (ვანი), საირხე, დაბლაგომი, ხოლო ქვეყნის სიღრმეში იხსენიება დიდი ბარბაროსული ქალაქი, რომელიც ვარაუდით შემდგომში ეგრისის პერიოდში არსებულ მდიდარ რეგიონში მოხირისში უნდა არსებულიყო(დაახლ. რიონსა და ცხენისწყალს შორის არსებული დაბლობი რაიონი).

კოლხი დიდებულის ოქროს დიადემა
სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც ეგრისიიბერიის სამეფოს ნაწილი გახდა დაახ. ძვ. წ. 302 წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის მითრიდატე პონტოელის მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).
შემდგომში კოლხეთი მითრიდატე VI ევპატორმა დაიმორჩლა და აქ საკუთარი მმართველები დასვა. ცენტრად კი დიოსკურია აქცია. ძვ.წ. 85 წელს კოლხები მისი შვილის წაქეზებით აუჯანყდნენ პონტოელებს მაგრამ დამარცხდნენ. სოწრედ კოლხეთის აჯანყებამ სეაფერხა მითრიდატეს ლაშქრობა დასავლეთით რომის წინააღმდეგ. ადგილობრივი სკეპტუხების ნაწილი მითრიდატეს მიუდგა. რომთან სასტიკი მარცხის შემდეგ მითრიადატე კოლხეთში გაიქცა. ძვ.წ. 65 წელს კოლხეთში შემოჭრილ პომპეუსს მითრიდატეს მომხრე სკეპტუხებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. მათ შორის ოლთაკემ, რომელიც პომპეუსის ტყვეთა სიაში მეფედ იხსენიება. იგი შეიპყრეს და რომში ტრიუმფალურ გზაზე ჩამოატარეს სხვა მეფე-მთავრებთან ერთად და ორქოზმა რომელმაც რომაელებს ბრძოლები გაუმართა და შემდეგ სვანეთის მთებს შეაფარა თავი. კოლხეთის დაცემის შემდეგ მითრიდატე ბოსფორში გაიქცა სადაც მალე საკუთარმა შვილმა ფარნაკემ მოკლა. ამასობაში კოლხეთი რომაელებმა დაიპყრეს და იქ ადგილობრივი წარჩნებული არისტარქე (ძვ.წ. 65-47წწ) დასვეს მმართველად. ფარნაკე Iბოსფორის სამეფოდან დიდი არმიით შეიჭრა კოლხეთში (ძვ.წ. 47წ.) და მოაოხრა დასახლებული ქალაქები, პოლისები და დასახლებები. მათ შორის ცნობილი ლევკოთეას ტაძარი და ქალაქი სურიუმი (ვანი). არისტარქე სწორედ ამ დროს უნდა დაღუპულიყო. ფარნაკეს დამანგრეველმა ლაშქრობამ კოლხეთი საბოლოოდ დასცა. დაკნინდა ბერძნული პოლისები, განადგურდა ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური კავშირები. მალე დაქუცმაცებულ კოლხეთს რომაელებმა დაადგეს თვალი და მის ზღვისპირა ქალაქებში კოჰორტები ჩააყენეს. კოლხეთის ტერიტორიის შიდა ნაწილში მთიელი და მეზობელი მხარეებიდან მიგრიებული მოსახლეობის კონსოლიდაციით შეიქმნა რამდენიმე მცირე სამეფო სამთავრო, რომელთა შორის მოგვიანებით ახ.წ. II საუკუნის შუა წლებში დაწინაურდა ლაზთა სამთავრო (შემდგომში ეგრისის სამეფო).

                                                          კოლხები ბერძნულ მითოლოგიაში

კოლხეთის მითოლიგიური პერსონაჟები არიან აიეტიეიდიაპასიფაეკირკემედეაქალკიოპედა აფსირტე. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო მითი არგონავტების შესახებ, სადაც ასახული იყო ძველი ბერძნების წარმოდგენა კოლხეთის სამეფოზე. მითი იმით იქცევს ყურადღებას, რომ კოლხეთი ძველ სმაყაროში ცნობილი იიყო როგორც ოქრომრავალი ქვეყანა და შემდგომში ლაზებიც კი წინაპრების ამ სიდიადით ამაყობენ (იხ. ეგრისის სახალხო კრება).
იხ. ვიდეო

 ამიტომაც საფიქრებელია რომ შემდდგომში კოლხეთის მმართველები საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად სწორედ მითური აიეტის შთამომავლებად მიიჩნვდნენ თავს (მაგ. ქსენოფონტეს ცნობა, რომ ფაზისში ზის კოლხეთის მეფე რომელიც აიეტის შთამომავალია). მითი აეგონავტებზე ასევე საულისხმოა იმითაც რომ აიეტი მეორე ცნობილი მითური მეფის და ცივილიზაციის პირველი წინაძღოლის მეფე მინოსის თანამედროვედ და მეგობრად მიიჩნევა. მინოსის ცოლი პასიფაე სწორედ აიეტის უფროსი დაა. თუმცა ასევე საინტერესოა მითის გვერდითი დეტალებიც:

ამ მითოლოგიური კავშირებით და ამ შორეული ტომისთვის ბერძნების მხრიდან ამხელა მნიშვნელობების მინიჭებით და ღირსებებით, რომლითაც იქ მცხოვრები ხალხი მართლაც ამაყობა. კოლხეთის სამეფო გახდა ძველი სამყაროს ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ადგილი ხოლო ხალხი ამაყობდა კოლთა ძველი სახელით. შეიძლება კოლხეთს არც არასდროს შეუქმნია ძლიერი სახლწიფო, არასდროს ყოლია გამორჩეულად ძლიერი არმია და არც ბევრი მეფე ყოლია რეალურად ისეთი რომელიც იმავე პერიოდის ავტორების საწიერში მოხვდა როგორც ძლიერი ხელისუფალი, მაგრამ ეს მითები და თუნდაც ლეგენდები ცხადყოფს აქ მოსახლე ტომების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მაშინდელი სამყაროს წამყვანი ცივილიზაციის მხრიდან.

ტენიანობა

                                    ტენიანობა

                                                         Kondensierender Wasserdampf01.jpg
წყლის შემცველობა ფიზიკურ სხეულებში. ტენიანობა დამოკიდებულია გარემოს ფარდობითს ტენიანობაზე, ნივთიერების გვარობაზე, ხოლო მყარ სხეულებში — მის დაქუცმაცებულობაზეც და ფორიანობის ხარისხზეც, უფრო ზუსტად სხეულის გარე და შიგა ზედაპირების საერთო ზომებზე.
                                                       
                                                                            ჰიგრომეტრი სსრკს წარმოაების
იხ.ვიდეო

ქიმიურად ბმული, ე. წ. კონსტიტუციური წყლის (მხოლოდ ქიმიური დაშლის დროს გამოყოფილი წყლის), აგრეთვე კრისტალოჰიდრატული წყლის შემცვლელობა ტენიანობის ცნებაში არ შედის. ტენიანობას ახასიათებენ ტენშემცველობით – წყლის რაოდენობით, რომელიც მოდის მასალის მშრალი ნაწილის ერთეულ მასაზე და ფარდობითი ტენიანობით – სითხის შემცველობით, რომელიც მოდის, ტენიანი მასალის ერთეულ მასაზე. მრავალი პროდუქტის, მასალისა და სხვ. ტენიანობის ხარისხის დადგენას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ბევრი სხეული (მარცვალი, ცემენტი და სხვ.) იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც იგი განკუთვნილია, ვარგისია მხოლოდ განსაზღვრული ტენიანობის დროს.
იხ. ვიდეო

ცხოველებისა და მცენარეული ორგანიზმების ცხოველმოქმედება შესაძლებელია მხოლოდ გარემომცველი ატმოსფეროს ტენიანობისა და აბსოლუტური ტენიანობის გარკვეულ საზღვრებში.
ტენიანობას განსაზღვავენ დამახასათებელ რაოდენობას წყალს ნივთიერებაში, გამოსახავენ პროცენტებში (%) თავდაპირველ მასაში ტენიანობა, ან აბსოპლიტუს ტენიანობას - რაოდენობას წყალის, მიართებაში ერთეულით  მშრალი ნაწილში მატერიალში. ასეთი განსაზღვრება ფართოდ გამოიყენება შესაფასებლად ხის ხარისხში.
ეს სიდიდე ყოველთვის არ შეიძება გაიზომოს ზუსტად, ვიანიდან სხვა შემთხვევებში შეუძლებელია მოშორებული იქნეს არაკონდესირებული წყალი და აწონილ იქნეს პრეცისისწინ და შედმგომ.
ჰაერში ტენიანობა
Относительная влажность в зависимости от температуры. Красная линия 100%, Зелёная 50%
დამახასიათებელი ტენიაონბის შემადგენლობა წყლის ორთქლის დედმიწის ატმოსფეროში - ერთერთი საგრძნობი ხასიათია ამინის და კლიმატის.
ტენიაბა ჰაერში  დედამიწის ატმოსფეროში დიდი ამპლიტუდით მეტყეობს. ვიანიდა დედამიწის ზედაპირზე შემადგენლობა ასე მაგ.,დედამიწის ზედაპირზე შეადგენლობა წყლის ორთქლის ჰაერში საშუალოდ 0,2% მაღალ განედებში 2,5% ტროპიკებში. ატმოსფეროს გსაზომად იყენებს ერთეულ ბარებში.
ბარი (ბერძ. baros — სიმძიმე), წნევის სისტემგარეშე ერთეული, რომელიც 105 ნ/მ² ტოლია. ეს სიდიდე ეკვივალენტურია 750,08 მმ სიმაღლისა და 0 °C ტემპერატურის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა ზღვის დონიდან 45° განედზე (g=980,629 სმ/წმ²). 1 ბარი=106დნ/სმ²=0,1 მეგნ/მ² (ზუსტად)=1,01972 ატ. მეტროლოგიაში ატმოსფერული წნევის გასაზომად ხშირად იხმარება წილობითი ერთეული — მილიბარი, რომელიც 0,001 ბარის ანუ 0,986923•10-3 ატმ ტოლია.
იხ. ვიდეო




вторник, 23 июля 2019 г.

მწვანე წყალმცენარეები

                   მწვანე წყალმცენარეები

                                           Haeckel Siphoneae.jpg
(ლათ. Chlorophyta) — უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება იხ. ლინკი (ტიპი).ერთუჯრედიანიკოლონიური,მრავალუჯრედიანი (ძაფისებრი, იშვიათად სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ფირფიტისებრი) და არაუჯრედული აგებულების მწვანედ შეფერილი ფორმებია. მრავლდებიან ვეგეტატიურად (ერთუჯრედიანის ორად დაყოფა, ძაფოვანის ან კოლონიის გრაფმენტაცია), უსქესოდ (ზოოსპორებით ან უმოძრაო სპორებით) და სქესობრივად (იზოგამიაპეტეროგამიაოოგამიაკონიუგაცია).მწვანე წყალმცენარეები იყოფა 2 ქვეგანყოფილებად: საკუთრივ მწვანეებად (Chlorophytina) და კონიუგატებად(Conjugatophytina).
იხ. ვიდეო

 ცნობილია 5700-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია უმთავრესად მტკნარ წყალში, გვხვდება ზღვაშიც, ზოგიერთი ხის ქერქზე, ნიადაგში და სხვა ადგილებში. ერთუჯრედიანი და კოლონიური მწვანე წყალმცენარეები პლაქტონში მასობრივი გამრავლების დროს იწვევს წყლის „ყვავილობას“, რაც ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, ისე ჰიდრობიონტთა ცხოვრებაზე. 
იხ. ვიდეო

ზოგიერთ მწვანე წყალმცენარეებს (ულვა მონოსტომა) აღმოსავლეთ აზიაში საკვებად იყენებენ. ბევრ ქვეყანაში ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები (მაგ., ქლორულასცენედესნუსი და სხვა), როგორც მაღალკალორიული საკვები, ფართოდ არის კულტივირებული. კულტურებს იყენებენ ასევე დახურულ ეკოსისტემებში (კოსმოსურ ხომალდებზე და სხვაგან) ჰაერის რეგენერაციისა და ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური გასუფთავებისათვის.
ბუნებაში ზიგიერთი წყლამცენარეები (მაგ., ულვა) ფარტოდ გამოიყენება საკვაბად. ასევე გამოიყენება როგორც ინდიკატორი დაბინძურების დონის წყლის და კოსმოსურ ხომალდებზე აქვთ, ჰაერის გასუფთავების მიზნით ნახშიროჟანგისგან.

понедельник, 22 июля 2019 г.

ლიქენები

                                                                  ლიქენები
       
                                                   Haeckel Lichenes.jpg
 (ლათ. Lichenes), მღიერებიქარაგოზები — ორგანიზმები, რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისაგან. იხ ლინკზე ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. მეცნიერებას ლიქენების შესახებ ლიქენოლოგია ეწოდება. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას.
არჩევენ ქაფისებრ (ანუ ქექისებრ), ფოთლისებრ (ანუ ფირფიტისებრ) და ბუჩქისებრ ლიქენებს. არსებობს მათ შორის გარდამავალი ფორმებიც.
                                           
                                                         ლიქენები  Collema furfuraceum
ანატომიური აგებულებით ლიქენები ორნაირია: ჰომეომერული (წყალმცენარეები მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული თალუსში) და პეტერომერული (წყალმცენარეები თალუსში ერთ სღეს ქმნიან). ლიქენები მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდ და ვეგეტატიურად. სქესობრივი პროცესის შედეგად ლიქენის სოკოს სპორები წარმოიშობიან ჩანთებში (ჩანთიანი ლიქენები — Ascolichenes) ან, ძალზე იშვიათად, ბაზიდიუმებზე (ბაზიდიუმიანი ლიქენები — Basidiolichenes). ჩანთები ვითარდება პერითეციუმებში ან აპოთეციუმებში. უსქესო გამრავლების დროს წარმოიშობიან კონიდიემები და პიკნოსპორები. სოკოს გაღივებული სპორა ხვდება შესაბამის წყალმცენარეს და მასთან ერთად ქმნის ლიქენების ახალ თალუსს. ვეგეტატიური გამრავლება ხდება თალუსის ნაგლეჯებით ან სორედიუმებითა და იზოდიუმებით. ლიქენების მუდმივი კომპონენტი — წყალმცენარეები მრავლდებიან დაყოფით, მწვანე წყალმცენარეები — ხშირად ავტოსპორების წარმოქმნით.
                                         
                                                             ლიქენები სხვადა სხვა ფერები
წყლის რეჟიმის მიხედვით ლიქენები მიეკუთვნება პოიკილოჰიდრულ მცენარეებს. წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს თალუსის მთელი ზედაპირი ითვისებს. ლიქენები შედარებით ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას. გამოშრობისას ფოტოსინთეზი სუსტდება ან წყდება. ლიქენები ნელა იზრდება, მათი წლიური ნაზარდი 0,01-100 მმ აღწევს. ლიქენები სახლდებიან მცენარეულობის გავრცელების უკიდურეს საზღვრამდე, უმთავრესად კარგად განათებულ ადგილებზე, სხვადასხვა სუბსტრატზე — მთის ქანებზე, მერქნიან მცენარეებზე, ნიადაგზე, ტყავზე, ძვალზე, მინაზე, რკინაზე, ქსოვილზე და სხვა. ლიქენებში სოკოსა და წყალმცენარის ურთიერთობის შესახებ ბოლო დრომდე ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სიმბიოზის მცდარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს: სოკო „ამარაგებს“ წყალმცენარეს წყლით და არაორგანული მარილებით, ხოლო წყალმცენარეები — სოკოს მზა ორგანული ნივთიერებებით. სინამდვილეში ლიქენებში სოკოს და წყალმცენარის ურთიერთობა დაფუძნებულია პარაზიტიზმზე. ლიქენები პოლიფილეტური წარმოშობისაა. ნამარხებიდან ყველაზე ადრეულ ლიქენებს ზედა ცარცული პერიოდს მიაკუთვნებენ.
ლიქენები ხშირად მცენარეულობის პიონერებია, სახლდებიან უნაყოფო ადგილებზე; მათი დაღუპვის შედეგად რჩება ორგანული ნივთიერებები, რომელზეც სხვა მცენარეებს შეუძლიათ დასახლება. ჩრდილოეთში ბუჩქისებრი ლიქენები ირმის საკვებია. ზოგიერთი ლიქენები სამკურნალოდ გამოიყენება (სისხლის წნევის ამწევი, პერისტალტიკის გამაძლიერებელი, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების შემცველი), ზოგს სამღებრო საქმესა და პარფიუმერიაშიც ხმარობენ, ზოგიერთისაგან ლაკმუსს ამზადებენ.
იხ. ვიდეო
ეკოლოგიურიად - იმის გამო რომ ლიქენები ნელა იზრდება მატ შეუძლია იცოცხლონ მხოლოდ ნესტიან ადგილებში, სხვა მცენარეებზე, სადაც არის თავისუფალი ფართობი ფოსინთეზითვის.ნესტიან ადგილებში და ძალინ მგრძნობიარე არიან ქიმიური დაბინძურებაზე გარემოს და შეუძლიათ ინდიკატორები იყვნენ. 
მისი როლი - ლიქენები გამოყოფენ ჟანგბადს, მათ გააცნიათ შეწოვის სუბტრატი  გაფოტვის აგდილებში. ის არის ერთერთი პიონერი ბიოცენი და წარმოაგდენს პირველ ორგანიზმს დასახლებას. განსაკუთრებით მას შეუძლია ჰაერის ბიოინდიკატორი იყოს და გარემოსი.
 განსაკუთრებული როლი მას აქვს სიცოცხლის ციკლში ცხოველების უკიდურეს ჩრდლოეთში პირობებში სადაც მცენარეები იშვიათია, ზამთრის პერიოდში ისინი წარმოადგენენ 90% რაციონს ირმების. მაგ., რქების მეშვეობით თოვლიდან დაფარულს ათავისუფლებენ. ასევე ლოსებიც იყენებებ საკვებად.

ბვერი სახეობის პეპლებისთვის წარმოადგენს მთავარ კვებით წყაროს მათი მატლებისთვის მხოლოდ ისინი წამროადგენენ უსაფრთხოებას.
როგორ მღებავი და იღებენ მეწამული ფერს, წითელი.
შხამიანი Letharia vulpina ძველ დროში გამოიყენებოდა მოსაწამლად მგლებისა და მელიბის. ზოგიერთი სახებისაგან კი მხუთავის ნივთიება მიიღება.
Cladonia stellaris დიდ რაოდენობით ხდება იმპორტირება სკანდინავიიდან და იყენებენ დეკორატიებში. ზოგიერთი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.
                                        
                                          კერძი (Bryoria fremontii) საჭმელად ვარგისი ლიქენები

воскресенье, 21 июля 2019 г.

                               ანტონინ დვორჟაკი


                                                            
                                                 კლასიკა

(ჩეხ. Antonín Leopold Dvořák; დ. 8 სექტემბერი1841 — გ. 1 მაისი1904) — ჩეხი კომპოზიტორირომანტიზმის წარმომადგენელი, რომელიც თავის ნაწარმოებებში მშობლიური ბოჰემიის და მორავიის ფოლკლორულ მელოდიებს იყენებდა. დვორჟაკი ქმნიდა ოპერებსსიმფონიურ მუსიკას და მუსიკას გუნდისა და სიმებიანი საკრავებისთვის. იგი იყო „უბრალო ჩეხი მუსიკოსი“ – ასე უწოდებდა საკუთარ თავს.
იხ. ვიდეო

მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ორკესტრისთვის დაწერილი „სლავური ცეკვები“, სავიოლონჩელო კონცერტი, IX სიმფონია. ეს ნაწარმოებები მუდმივად ჟღერს მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებში.
1892-დან 1895წწ დვირჟაკი იყო დირექტორი ნაცინალური კონსვერატორიიის ნიუ-ორკის.
ბოლო წლებში გვირჯაკი კონცეტრირებული იყო დაეწერა ოპერა კამერული ჟანრში. 1896წ-ს ის ბოლოჯერ დაესრო ლონდონში მისი ნაწარმოების პრეიმერას ვიოლინოს კონცერტზე ცი-ბემოლ-მინორი. 
იხ.ვიდეო 



суббота, 20 июля 2019 г.

მტრედი ( სიმღერა)

                    მტრედი ( სიმღერა)

"La Paloma" (excerpt of arrangement)


La paloma -  (მტრედი) - სიმღერა, დაწერილი 1860წ-ს ეპანელმა კომპოზიტორმა სებასტიან ირაიერის (189-1865წწ) ეს გახლავთ ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმღერა მსოფლიოში.
სიმღერა მიეკუტვნება კუბური ხაბენერას სტილს. მან დაწერა ნტილიის კუძულების მოგზაურობის შემდეგ. ხაბარერის სტილმა დაუდო საფუძველი ასეთი რიტმს.
როგორც ამტკიცებენ ექვსი დიკების კოლექცია არსებობს სხვა დასხვა ვერსია ,, მტრედის'' მსოფლიოში 2000 სხვა და სხვა  ჩანაწერი არსებობს ამ სიმღერის.
                                                                 იხ. ვიდეო


                                                                      იხ. ვიდეო


იხ. ვიდეო



Lyrics
Cuando salí de la Habana
¡Válgame Dios!
Nadie me ha visto salir
Si no fui yo.
Y una linda Guachinanga
Allá voy yo.
Que se vino tras de mí,
que sí, señor.

Refrain:
Si a tu ventana llega una paloma,
Trátala con cariño que es mi persona.
Cuéntale tus amores, bien de mi vida,
Corónala de flores que es cosa mía.
Ay, chinita que sí!
Ay, que dame tu amor!
Ay, que vente conmigo, chinita,
A donde vivo yo!

El día que nos casemos ¡Válgame Dios!
En la semana que hay ir Me hace reir
Desde la Iglesia juntitos, Que sí señor,
Nos iremos a dormir, Allá voy yo.
(Refrain)

Cuando el curita nos eche La bendición
En la Iglesia Catedral, Allá voy yo
Yo te daré la manita Con mucho amor
Y el cura dos hisopazos Que sí señor
(Refrain)

Cuando haya pasado tiempo ¡Válgame Dios!
De que estemos casaditos Pues sí señor,
Lo menos tendremos siete Y que furor!
O quince guachinanguitos Allá voy yo
(Refrain)

იხ. ვიდეო



ГОЛУБКА 

Музыка С. Ирадье (Куба)
Русский текст Т. Сикорской

Когда
Из родной Гаваны отплыл я вдаль,
Лишь ты
Угадать сумела мою печаль.
Заря
Золотила ясных небес края,
И ты
Мне в слезах шепнула, любовь моя:

Припев: 

«Где б ты ни плавал, 
Всюду к тебе, мой милый, 
Я прилечу 
Голубкою сизокрылой. 
Парус я твой 
Найду над волной морскою, 
Ты мои перья 
Нежно погладь рукою!» 
О, голубка моя! 
Будь со мною, молю, 
Там, 
В этом синем и пенном просторе, 
В дальнем чужом краю... 
О, голубка моя! 
Как тебя я люблю, 
О, как ловлю я за рокотом моря 
Нежную песнь твою! 

Когда 
Я вернусь в Гавану, в лазурный край, 
Меня 
Ты любимой песней моей встречай, 
Вдали 
От Гаваны милой, в чужом краю, 
Я пел 
День и ночь прощальную песнь твою: 

Припев: 

«Где б ты ни плавал, 
Всюду к тебе, мой милый, 
Я прилечу 
Голубкою сизокрылой. 
Парус я твой 
Найду над волной морскою, 
Ты мои перья 
Нежно погладь рукою!» 
О, голубка моя! 
Будь со мною, молю, 
Там, 
В этом синем и пенном просторе, 
В дальнем чужом краю... 
О, голубка моя! 
Как тебя я люблю, 
О, как ловлю я за рокотом моря 
Нежную песнь твою! 




пятница, 19 июля 2019 г.

ოსირისი

                                            ოსირისი

                                                 Standing Osiris edit1.svg 
                     იდუმალებით მოცული ისტორია
სანამ განვიხილილავთ კონსპიროლოგიურ მიმართულებას ამ საკითხის და როგორც მოყვარული ყველა კონსპიროლოგიისა და შეთქულების თეორიის ჯერ გავეცნოთ ეგვიპტოლოგები ოფიციალურად რას წარმოდგენს ოსირისი.
 ოსირიონი ქვემოთ იქნება საუბარი საუდუმლო სამეფო.
მითოლოგია -  ძველი ეგვიპტის, სქესი -  მამრობითი, მამა - გები, დედა - ნუტი, ძმა - სეთი, და - ნეფტიდა, მეუღლე - ისიდა, შვილები - ჰოროსი და ანუბისი.
იხ. ვიდეო

                                                                       
ოსირისი
იეროგლიფებში
Q1
D4
A40
(ეგვიპტურად „უსირ“) — ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება; მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. დედამიწის ღვთაების გების და ცის ქალღმერთის ნუტის ძე, ისიდას ქმარი და ძმა, ჰორის მამა. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ოსირის კულტი ქალაქ ბუსირისიდან მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. კულტის ცენტრი ქალაქი აბიდოსი გახდა. ყოველწლიურად აბიდოსში ქურუმები ოსირისის მთის ეპიზოდებს ხალხის წინაშე დრამატულ სცენებად წარმოადგენდნენ. მითის მიხედვით, ოსირისი თავის სამეფოს (დედამიწას) ბრძნულად და სამართლიანად მართავდა. შურის გამო იგი მოუკლავს ძმას — სეთის, უდაბნოს ბოროტ ღვთაებას, და მისი გვამი მდინარე ნილოსში ჩაუგდია.
                                                     
        ფრაგმენტი ფიგურის, შესაძლოა დატირებული ქმარის ისიდასი  XVIII დინატიაუვრი.

 ისიდას უპოვნია ქმრის ცხედარი, მაგრამ სეთის იგი მოუპარავს, 40 ნაწილად დაუყვია (ნომთა რიცხვის შესატყვისად) და მთელ ეგვიპტეშიმიმოუბნევია. დიდი ძებნის შემდეგ ისიდას შეუგროვებია ოსირისის გვამის ნაწილები და გაუცოცხლებია. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში ოსირისის კულტი ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის ფარგლებს გარეთ. ოსირისის კულტი, მკვდარი და აღმდგარი ღვთაებისა ბუნებას განასახიერებდა.
ჩვეულებრივ გამოსახავდნენ შებრუნებული თეთრ მუმიად მისი კანი მწვანე ფერით ხელში ეჭირა სამეფო სიმბოლოებით.
 ჰელიოპოლისის ლეგენდის თანახმად , ოსირისმა ეგვიპტეში შექმნა ცივილიზაცია, ასწავლა ადამიანებს რელეიგია და მიწათმოქედება, განსაკუთრებით ყურძნის მოყვანა, წერტილი დაუსვა ბარბაროსობას.რასაც შური მოყვა ძმის.
არსებობს ორი ვერსია თუ რამ გამოიწვია შური თანხად ძველი პირამიდული ტექსტის სეტი შური გამოიწვია დადებული კვანტის გამო უფრო ადრეული პერიოდის მიხედვით კი - ცოლქმრული ღალატის გამო. 
პკუტარქის გადმოცემით ოსირისი იყო უფროსი ვაჟი დედამიწის ღმერთის გების  და ცის ქალღმერთის ნუტის შვილის. ის გაჩნდა პირველ დღეს ხუთ წმინდა დღეში.
                                                ოსირიონი 


G25V10AN5mn
N35
H6V11AanxU28S29N35Q1N5A40
Osireion at Abydos.jpg
ოსირიონი (ეგვ. 3ḫ-mn-m3ˁ.t-Rˁ-n-Wsjr ,, აყვავებული სეთი ოსირისისთვის) - ნეგებობა გიგანტური მონოლითების, მეგალითური ანგეგბობა. 8 - 17 მ-ის ტაძრის ქვეშ სეთი პირველის აბიდოსში.  ის გახლავთ თითქოსდა განუყოფელი ნაწილი მიწისაქვეშა კომლექსი სეთი პირველის მაგრამ თავისებური სტილით საერთოდ არ გავს გარემო ნაგებობებს XVIII დიანსტია
იხ.ვიდეო

სადაც ღმერთ ოსირისის თავი დამრხა ისიდამ ასევე აქ გამოსახულია საკრალური გემოტრია იხ. ქვემოთ 
                                          

ყვავილების სიცოცხლე ერთდაერთი გამოსახულება არის, რ-იც თავისთვში შეიცავს ყველაფერს როგირც მთლიანს შემოქედებას. ყოველი გეომეტრიული მუსიკა და ყოველი ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმა, 
საკრარული გეომეტრიას აქვს ერთი განსაკუთრებულობა - ის უქყვეტად დაკავშირებული არიან ერთმანეთში.
ხოლო რა ნაგებობა არის ზოგადად და რამდენად იდუმალება არის
 იხ. ვიდეო
ყვავილების სიცოცხლე შეაცავს თავსთავს საიდუმლო სიმბოლოებს შერევისას 13 -ტე წეზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა სტრუტურა არის სამყაროში და წყარო ყოვილვე რეალურისა  -  სიცოცხლის ჩათვლით.
იხ. ვიდეო


იხ.ვიდეო



მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...