понедельник, 22 июля 2019 г.

ლიქენები

                                                                  ლიქენები
       
                                                   Haeckel Lichenes.jpg
 (ლათ. Lichenes), მღიერებიქარაგოზები — ორგანიზმები, რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისაგან. იხ ლინკზე ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. მეცნიერებას ლიქენების შესახებ ლიქენოლოგია ეწოდება. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას.
არჩევენ ქაფისებრ (ანუ ქექისებრ), ფოთლისებრ (ანუ ფირფიტისებრ) და ბუჩქისებრ ლიქენებს. არსებობს მათ შორის გარდამავალი ფორმებიც.
                                           
                                                         ლიქენები  Collema furfuraceum
ანატომიური აგებულებით ლიქენები ორნაირია: ჰომეომერული (წყალმცენარეები მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული თალუსში) და პეტერომერული (წყალმცენარეები თალუსში ერთ სღეს ქმნიან). ლიქენები მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდ და ვეგეტატიურად. სქესობრივი პროცესის შედეგად ლიქენის სოკოს სპორები წარმოიშობიან ჩანთებში (ჩანთიანი ლიქენები — Ascolichenes) ან, ძალზე იშვიათად, ბაზიდიუმებზე (ბაზიდიუმიანი ლიქენები — Basidiolichenes). ჩანთები ვითარდება პერითეციუმებში ან აპოთეციუმებში. უსქესო გამრავლების დროს წარმოიშობიან კონიდიემები და პიკნოსპორები. სოკოს გაღივებული სპორა ხვდება შესაბამის წყალმცენარეს და მასთან ერთად ქმნის ლიქენების ახალ თალუსს. ვეგეტატიური გამრავლება ხდება თალუსის ნაგლეჯებით ან სორედიუმებითა და იზოდიუმებით. ლიქენების მუდმივი კომპონენტი — წყალმცენარეები მრავლდებიან დაყოფით, მწვანე წყალმცენარეები — ხშირად ავტოსპორების წარმოქმნით.
                                         
                                                             ლიქენები სხვადა სხვა ფერები
წყლის რეჟიმის მიხედვით ლიქენები მიეკუთვნება პოიკილოჰიდრულ მცენარეებს. წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს თალუსის მთელი ზედაპირი ითვისებს. ლიქენები შედარებით ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას. გამოშრობისას ფოტოსინთეზი სუსტდება ან წყდება. ლიქენები ნელა იზრდება, მათი წლიური ნაზარდი 0,01-100 მმ აღწევს. ლიქენები სახლდებიან მცენარეულობის გავრცელების უკიდურეს საზღვრამდე, უმთავრესად კარგად განათებულ ადგილებზე, სხვადასხვა სუბსტრატზე — მთის ქანებზე, მერქნიან მცენარეებზე, ნიადაგზე, ტყავზე, ძვალზე, მინაზე, რკინაზე, ქსოვილზე და სხვა. ლიქენებში სოკოსა და წყალმცენარის ურთიერთობის შესახებ ბოლო დრომდე ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სიმბიოზის მცდარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს: სოკო „ამარაგებს“ წყალმცენარეს წყლით და არაორგანული მარილებით, ხოლო წყალმცენარეები — სოკოს მზა ორგანული ნივთიერებებით. სინამდვილეში ლიქენებში სოკოს და წყალმცენარის ურთიერთობა დაფუძნებულია პარაზიტიზმზე. ლიქენები პოლიფილეტური წარმოშობისაა. ნამარხებიდან ყველაზე ადრეულ ლიქენებს ზედა ცარცული პერიოდს მიაკუთვნებენ.
ლიქენები ხშირად მცენარეულობის პიონერებია, სახლდებიან უნაყოფო ადგილებზე; მათი დაღუპვის შედეგად რჩება ორგანული ნივთიერებები, რომელზეც სხვა მცენარეებს შეუძლიათ დასახლება. ჩრდილოეთში ბუჩქისებრი ლიქენები ირმის საკვებია. ზოგიერთი ლიქენები სამკურნალოდ გამოიყენება (სისხლის წნევის ამწევი, პერისტალტიკის გამაძლიერებელი, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების შემცველი), ზოგს სამღებრო საქმესა და პარფიუმერიაშიც ხმარობენ, ზოგიერთისაგან ლაკმუსს ამზადებენ.
იხ. ვიდეო
ეკოლოგიურიად - იმის გამო რომ ლიქენები ნელა იზრდება მატ შეუძლია იცოცხლონ მხოლოდ ნესტიან ადგილებში, სხვა მცენარეებზე, სადაც არის თავისუფალი ფართობი ფოსინთეზითვის.ნესტიან ადგილებში და ძალინ მგრძნობიარე არიან ქიმიური დაბინძურებაზე გარემოს და შეუძლიათ ინდიკატორები იყვნენ. 
მისი როლი - ლიქენები გამოყოფენ ჟანგბადს, მათ გააცნიათ შეწოვის სუბტრატი  გაფოტვის აგდილებში. ის არის ერთერთი პიონერი ბიოცენი და წარმოაგდენს პირველ ორგანიზმს დასახლებას. განსაკუთრებით მას შეუძლია ჰაერის ბიოინდიკატორი იყოს და გარემოსი.
 განსაკუთრებული როლი მას აქვს სიცოცხლის ციკლში ცხოველების უკიდურეს ჩრდლოეთში პირობებში სადაც მცენარეები იშვიათია, ზამთრის პერიოდში ისინი წარმოადგენენ 90% რაციონს ირმების. მაგ., რქების მეშვეობით თოვლიდან დაფარულს ათავისუფლებენ. ასევე ლოსებიც იყენებებ საკვებად.

ბვერი სახეობის პეპლებისთვის წარმოადგენს მთავარ კვებით წყაროს მათი მატლებისთვის მხოლოდ ისინი წამროადგენენ უსაფრთხოებას.
როგორ მღებავი და იღებენ მეწამული ფერს, წითელი.
შხამიანი Letharia vulpina ძველ დროში გამოიყენებოდა მოსაწამლად მგლებისა და მელიბის. ზოგიერთი სახებისაგან კი მხუთავის ნივთიება მიიღება.
Cladonia stellaris დიდ რაოდენობით ხდება იმპორტირება სკანდინავიიდან და იყენებენ დეკორატიებში. ზოგიერთი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.
                                        
                                          კერძი (Bryoria fremontii) საჭმელად ვარგისი ლიქენები

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...