вторник, 23 июля 2019 г.

მწვანე წყალმცენარეები

                   მწვანე წყალმცენარეები

                                           Haeckel Siphoneae.jpg
(ლათ. Chlorophyta) — უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება იხ. ლინკი (ტიპი).ერთუჯრედიანიკოლონიური,მრავალუჯრედიანი (ძაფისებრი, იშვიათად სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ფირფიტისებრი) და არაუჯრედული აგებულების მწვანედ შეფერილი ფორმებია. მრავლდებიან ვეგეტატიურად (ერთუჯრედიანის ორად დაყოფა, ძაფოვანის ან კოლონიის გრაფმენტაცია), უსქესოდ (ზოოსპორებით ან უმოძრაო სპორებით) და სქესობრივად (იზოგამიაპეტეროგამიაოოგამიაკონიუგაცია).მწვანე წყალმცენარეები იყოფა 2 ქვეგანყოფილებად: საკუთრივ მწვანეებად (Chlorophytina) და კონიუგატებად(Conjugatophytina).
იხ. ვიდეო

 ცნობილია 5700-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია უმთავრესად მტკნარ წყალში, გვხვდება ზღვაშიც, ზოგიერთი ხის ქერქზე, ნიადაგში და სხვა ადგილებში. ერთუჯრედიანი და კოლონიური მწვანე წყალმცენარეები პლაქტონში მასობრივი გამრავლების დროს იწვევს წყლის „ყვავილობას“, რაც ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, ისე ჰიდრობიონტთა ცხოვრებაზე. 
იხ. ვიდეო

ზოგიერთ მწვანე წყალმცენარეებს (ულვა მონოსტომა) აღმოსავლეთ აზიაში საკვებად იყენებენ. ბევრ ქვეყანაში ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები (მაგ., ქლორულასცენედესნუსი და სხვა), როგორც მაღალკალორიული საკვები, ფართოდ არის კულტივირებული. კულტურებს იყენებენ ასევე დახურულ ეკოსისტემებში (კოსმოსურ ხომალდებზე და სხვაგან) ჰაერის რეგენერაციისა და ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური გასუფთავებისათვის.
ბუნებაში ზიგიერთი წყლამცენარეები (მაგ., ულვა) ფარტოდ გამოიყენება საკვაბად. ასევე გამოიყენება როგორც ინდიკატორი დაბინძურების დონის წყლის და კოსმოსურ ხომალდებზე აქვთ, ჰაერის გასუფთავების მიზნით ნახშიროჟანგისგან.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...