რომანი ჰენრიხ ნავარელის სიჭაბუკის პერიოდს ეხება, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იგი მოიცავს მხოლოდ ორ წელს, იწყება ნავარის მეფის, ანტუან ბურბონის ვაჟის, ჰენრიხ ნავარელისა და საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის დის, მარგარიტა ვალუას ქორწინებით (1572 წლის 18 აგვისტო) და მთავრდება კარლოს IX-ის სიკვდილით (1574 წლის 31 მაისი). ეს არის საფრანგეთის ისტორიაში უაღრესად დაძაბული პოლიტიკური პერიოდი — კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიური ომების მეორე პერიოდი, რომელიც ხასიათდება უდიდესი სიმწვავით და გამოხატულებას პოულობს ბართლომეს ღამის ცნობილ ტრაგედიაში, რაც რომანის ამოსავალი წერტილია.
იხ. ვიდეო
რომანის ბოლოს კარლ IX კვდება ხოლო ტახტზე ავა ეკატერინეს საყვარელი შვილი, ჰერცოგი ანჟურსკიი. ჰენრი III
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბართლომეს ღამე
,,ბართლომეს ღამე'' მასიუარი მკვლელობა ჰუგენოტ-პროტესტანტების პარიზში ორგანიზებული იყო ფრანგი მეფსისშარლ IX მიერ და მისი დედის ეკატეწრინე მედიჩის მიერ (კათოლიკების) დაწყებული კვირას ღამით 24 აგვისტოს ( წმ. ბართლომეს დღესასსწალზე) ფრანსუა დიბუას ნახატი
ფრ.massacre de la Saint-Barthélemyკათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.
სხვადასხვა მოანმაცემებით ტელ საფრაგენთის ტერიტორიაზე დახოცილი იყო 30 000 ჰუგენოტი ხოლო პარიზში კი 3000.
ამ მსოფლიოში ცნობილი ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარეტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ აღიარეს თავიანთ კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვ. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება (საფრანგეთის რელიგიური ომები). სწორედ, ამ ისტორიული მოვლენის შედეგად დამკვიდრდა მსოფლიოს ლიტერატურულ ლექსიკაში ტერმინი ,,ბართლომეს ღამე", როგორც მასობრივი ძალადობრივი აქტის სიმბოლო. ამ ფაქტს მიუძღვნა გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ თავისი ცნობილი რომანი დედოფალი მარგო. ასევე მისი ეკრანიზაიც მოხდა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰობიკოლექციის შეგროვება კუბიკ რუბიკების
(ინგლ.Hobby, გერმ.Steckenpferd) — ადამიანის რაიმე გატაცება, საქმიანობა, რომელსაც მიმართავენ დასვენების დროს, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, შეიძლება მეორე ადამიანისთვის იყოს ჰობი, მაგალითად ბაღის მოვლა ან საჭმლის კეთება. ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობა შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე როგორც ჰობი:
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბუდიზმი
ბუდას ქანდაკება, ტავანგ გომპა, ინდოეთი
(ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდე.
იხ. ვიდეო
ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
მე-19ს მონღოლური ფერწერა, ბუდა შაკიამუნი ბოდჰისატტვა ავალოკიტეშვრასა და მანჯუშრის შორის მჯდომარე
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.
მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა — ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.
ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.
იხ. ვიდეო
ძველი წელთაღრიცხვის VI თუ V საუკუნეში თანამედროვე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვეს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცმა ბრძენმა ასიტამ მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო.ასიტამ გაიხარა მისი ხილვისას, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალიან მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
ბუდას ქადაკება. ტოკიოს ეროვნული მუზეომი, თარიღდება პირველი - მეორე საუკუნით
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შეართვეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღეს მან სნეულებისგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ,რომელიც ყოველ ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს, ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს: ეს არის ასკეტი, რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისგანო.
და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრაბამ ვერ დაანახა ხსნის გზა. ბოლოს, ერთი ლეღვის ძირში დაჯდა ფეხმორთმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გამოიცვალა- ეს გამოღვიძებას ჰგავდა, ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გასხივოსნებულს“.
ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრებას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა.
ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
ბრაჰმანიზმიინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით უდიდესი ტაძარი მდებარეობს დელიში
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.
გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.
პრამბანანი - გრანდოზური ინდუისტური ტაძრის კონპლექსი კუნძულ იავაზე (ინდონეზიაში)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იეთიმ გურჯი
ეთიმ გურჯის ძეგლი თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ტაძართან, მოქანდაკე : დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე, არქიტექტორი შოთა რავლაშვილი ბრინჯაო 1985
(ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი; დ. 1875, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1940, იქვე) — ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
იხ.ვიდეო
იეთიმ გურჯი ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა.
1905-1907 წლებში იეთიმ გურჯი ბაქოსნავთობის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. ის 1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა „ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა „ახალი მგოსანი და სიმღერები" — 1911 წელს, „იეთიმის ახალი ლექსები" — 1913, „ტანგო" — 1914 და სხვა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".
იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნინო ჩხეიძე (მომღერალი)
(დ. 6 ივნისი, 1981, თბილისი) — ქართველი მომღერალი. 2006 წელს გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი. ნინო ჩხეიძის რეპერტუარი ქალაქურ ფილკლორს, ეთნო და პოპ-მუსიკის ელემენტებს შეიცავს.ნინო ჩხეიძე დაიბადა1981წლის6 ივნისს, ქალაქთბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდაპიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია“.2005 წელს ნინო ჩხეიძემ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. შემდეგ ჩაწერამარეხ გოძიაშვილის„წაღვერიდა თბილისი“.
იხ. ვიდეო მითხარ სად ხარ
2006 წელს გამოვიდა ნინო ჩხეიძის პირველი ალბომი, სადაც შესული იყო 12 ძველი ქალაქური სიმღერები. 2007 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „უშენოდ“, სწორედ სიმღერა „უშენოდ“-ზე გადაიღო ჩხეიძემ ვიდეო რგოლი, რომლის რეჟისორები იყვნენ ბესო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე. 2008 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი „ვიცი გიყვარვარ“ და საახალწლოდ ამავე წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი „საუკეთესო სიმღერების კრებული“. 2008 წელს გადაიღო კიდევ ორი ვიდეო რგოლი სიმღერებზე „სანთელივით დავდნები“ და „ვიცი გიყვარვარ“ რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობით. 2008 წლის 17 დეკემბერს გახსნა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია „ნიო სტუდიო“. 2009 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი: ალბომი „5“ და ასევე „კარაოკე“.
იხ. ვიდეო მიყვარდა მიყვარდა
2010 წელს გამოვიდა ალბომი „გამახარე“. 2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. 2011 წელს გამოვიდა ალბომი „მიყვარხარ ცამდე“. 2011 წელსვე ნინო ჩხეიძემ გადაიღო კიდევ ერთი ახალი ვიდეო რგოლი, დუეტი ნინო ჩხეიძე და კაბუ „მიყვარხარ ცამდე“, რომლის რეჟისორი იყო ზურა მენთეშაშვილი. 2012 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ მიიწვია პირველ მეგა-პროექტ ახალ ქართულ ხმაში ერთ-ერთ მწვრთნელად.
იხ. ვიდეო შენამდე შორია ❤❤❤❤❤❤
2013 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2014-2017 წლებში ნინო ჩხეიძე იყო საავტორო მუსიკალური TV პროექტის — „საქართველოს ფანოღის“ იდეიისა და პროექტის ავტორი. 2015 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ალბომი „ნინო ჩხეიძე mp3“, სადაც შესულია მისი საუკეთესო სიმღერები. 2015 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე დუეტები“, სადაც შესულია დუეტები. 2016 წელს გამოვიდა ახალი ალბომი „ყველაფერი ხდება“. 2016 წელს შექმნა ბრენდი, რომელსაც დაარქვა „NIO“ და აწარმოებს დღემდე ბრენდირებულ ქუდებს. 2017 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2018 წელს მიიღო მონაწილებოა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ხოლო 2018 წელს შექმნა მუსიკალური ბენდი „NIO ბენდი“.
ჰყავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი და შვილი მარიამ კორახაშვილი. მისი ძმა დიმიტრი ჩხეიძე პროფესიით ეკონომისტია.