вторник, 13 июля 2021 г.

პოლ დირაკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              პოლ დირაკი

(ინგლ. Paul Adrien Maurice Dirac [dɪˈræk]; დ. 8 აგვისტო1902ბრისტოლიგაერთიანებული სამეფო — გ. 20 ოქტომბერი1984ტალაჰასიფლორიდა) — ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი; ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკისა და კვანტური ელექტროდინამიკის ადრეულ განვითარებაში. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1930). მას ეჭირა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლუკასიელი პროფესორის პოსტი და სიცოცხლის ბოლო თოთხმეტი წელიწადი ფლორიდის შტატის უნივერსისტეტში გაატარა. სხვა მნიშვნელოვან აღმოჩენებთან ერთად, მან ჩამოაყალიბა ე.წ. დირაკის განტოლება, რომელიც ფერმიონების ქცევას აღწერს, რაც, თავის მხრივ, ანტიმატერიის არსებობის წინასწარმეტყველების საფუძველი გახდა. დირაკმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გაიყო ერვინ შრედინგერთან 1933 წელს „ატომური თეორიის ახალი ნაყოფიერი ფორმების აღმოჩენისათვის“
იხ. ვიდეო პოლ დირაკი სინათლის  კვანტი


პოლის მამა, წარმოშობით შვეიცარიელი ჩარლზ ადრიენ ლადისლას დირაკი, ბრისტოლის კერძო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა. პოლის გარდა, ჩარლზს და მის მეუღლეს, ფლორენს ჰანა ჰოლტენს, ჰყავდათ ქალიშვილი ბეატრისი და ვაჟი რეჯინალდი, რომელმაც 1924 წელს გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა. დირაკის მამას დესპოტიზმი და სიმკაცრე ახასიათებდა. დირაკის გადმოცემით, მისი არაჩვეულებრივი სიტყვაძუნწობა განპირობებულია იმით, რომ ფრანგული ენის სწავლების მიზნით მამამისმა შინაურებს ინგლისურად საუბარი აუკრძალა. თორმეტი წლის ასაკში დირაკი დაწყებითი სკოლიდან ბრისტოლის ტექნიკურ კოლეჯში გადაიყვანეს. ამ სასწავლებელში, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის შვილობილ დაწესებულებას წარმოადგენდა, განსაკუთრებული ყურადღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და თანამედროვე ენებს ენიჭებოდა. 1918 წელს დირაკი ბრისტოლის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ხოლო 1921 წელს მან ბაკალავრის წოდება მიიღო. უნივერსიტეტში დირაკი ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიით იმდენად დაინტერესდა, რომ მომდევნო ორი წელიწადი მათემატიკის გაღრმავებულ შესწავლას მიუძღვნა. 1923 წელს იგი კემბრიჯის უნივერსიტეტის ასპირანტი გახდა. რალფ პაულერმა ახალგაზრდა მეცნიერს ფიზიკის მოწინავე იდეები გააცნო.

1925 - 1926 წლებში მისი სტატიების კრებული "ლონდონის სამეფო საზოგადოების ნაშრომებში" გამოქვეყნდა. 1926 წელს დირაკს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა. უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა მოგზაურობა გეტინგენში და კოპენჰაგენში, სადაც დირაკი მაქს ბორნთან და ნილს ბორთან თანამშრომლობდა. კემბრიჯში დაბრუნებისთანავე ის სენტ–ჯონს–კოლეჯის საბჭოს წევრად აირჩიეს. 1929 წელს დირაკმა აშშ–ის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების კურსი წაიკითხა. 1930 წელს ის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს, ხოლო 1932 წელს იმ კათედრის გამგედ დანიშნეს, რომელსაც ისააკ ნიუტონი ხელმძღვანელობდა. 1933 წელს დირაკს და შრედინგერს „ატომური თეორიის ახალი ნაყოფიერი ფორმების აღმოჩენისათვის“ ნობელის პრემია მიენიჭათ. უაღრესად თავმდაბალი დირაკი პრემიაზე უარის თქმას აპირებდა. სტოკჰოლმში წასვლა მან ერნსტ რეზერფორდთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. რეზერფორდის არგუმენტი ის იყო, რომ ჯილდოზე უარის თქმა დირაკის პიროვნების მიმართ უფრო დიდ ყურადღებას გამოიწვევდა. აღსანიშნავია, რომ მის დაჯილდოებას ესწრებოდა მხოლოდ დედამისი, მამასთან დირაკმა კავშირი გაწყვიტა.1934 წლამდე დირაკი პრინსტონის ფუნდამენტურ კვლევათა ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ კი კემბრიჯში დაბრუნდა, სადაც პროფესორის რანგში 1968 წლამდე მოღვაწეობდა. 1937 წელს მეცნიერმა იუჯინ ვიგნერის დაზე, მარგიტ ვიგნერზე იქორწინა, რომლისგანაც ორი შვილი ეყოლა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე დირაკი აქტიურ მეცნიერულ შემოქმედებას ეწეოდა. ის გარდაიცვალა ტალაჰასიში, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის რანგში.

იხ. ვიდეო

რელიგიური შეხედულებები

დირაკს ერთხელ უთქვამს "ღმერთმა მშვენიერი მათემატიკა გამოიყენა სამყაროს შექმნაში". ჰაიზენბერგი იხსენებს მეგობრულ საუბარს 1927 წლის სოლვეის კონფერენციის ახალგაზრდა მონაწილეთა შორის აინშტაინსა და პლანკის რელიგიაზე შეხედულებათა შესახებ. მასში მონაწილეობდნენ ვოლფგანგ პაული, ჰაიზენბერგი და დირაკი.

დირაკის წვლილი იყო რელიგიის პოლიტიკური მანიპულაციის მწვავე კრიტიკა, რასაც ბორის მოწონება დაუმსახურებია, როდესაც ეს ამბავი მას ჰაიზენბერგმა გადასცა. ყველაფერთან ერთად დირაკს ასევე უთქვამს: "მე არ მესმის რატომ ვკარგავთ დროს რელიგიაზე დისკუსიაში. თუ ჩვენ პატიოსნები ვართ — და როგორც მეცნიერებისთვის პატიოსნება ჩვენი მოვალეობაა — ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი რელიგია მცდარი მტკიცებების დასტაა, რომელსაც გამოცლილი აქვს რაიმე რეალური საფუძველი. ღმერთის იდეაც კი ადამიანის წარმოსახვის პროდუქტია.... მე არ ვაღიარებ რომელიმე რელიგიურ მითს, სულ მცირე იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება..." ჰაიზენბერის შეხედულება ტოლერანტული იყო. პაული მდუმარედ იყო, რამდენიმე საწყისი კომენტარის შემდეგ, თუმცა როდესაც საბოლოოდ მასაც ჰკითხეს მისი აზრი, მას ხუმრობით უთქვსმს: "ნუ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენს მეგობარ დირაკსაც აქვს რელიგია და მისი პირველი მცნება ამ რელიგიისა არის 'ღმერთი არ არსებობს და პოლ დირაკი არის მისი წინასწარმეტყველი'." ყველა, დირაკის ჩათვლით, ახარხარდა.[28]

წვლილი ფიზიკაში

ო.პიკარი, ე.ჰენრიო, პ.ერენფესტი, ედ.ჰერცენი, თ. დე დონდერი, ე.შრედინგერი, ე.ვერშაფელტი, ვ.პაულივ.ჰაიზენბერგი, რ.ფაულერი, ლ.ბრიუენი,
პ.დებაიმ.კნუდსენი, უ.ლ.ბრაგი, ჰ.ა.კრამერსი, პ.დირაკია.კომპტონილ.დე ბროილიმ.ბორნინ.ბორი,
ი.ლენგმიურიმ.პლანკიმ.კიურიჰ.ლორენცია.აინშტაინიპ.ლანჟევენი, შ.გუიე, ჩ.ტ.რ.უილსონი, ო.რიჩარდსონი
მეხუთე კონფერენციის მონაწილენი, 1927. სოლვეის ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტი.

კემბრიჯის სამეცნიერო ატმოსფერო დირაკისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენდა. ორ წელიწადში დირაკმა არაჩვეულებრივი მეტამორფოზი განიცადა: უმუშევარი ინჟინერი საქვეყნოდ ცნობილ თეორეტიკოსად იქცა, რომლის ნაშრომებს მეცნიერების კლასიკად მიიჩნევდნენ. ამას კემბრიჯში არსებულმა "კაპიცას კლუბმა" შეუწყო ხელი, რომელშიც დირაკი 1924 წელს გაწევრიანდა. სწორედ აქ დირაკმა მატრიცული მექანიკის ერთ–ერთი შემქმნელი ვერნერ ჰაიზენბერგი გაიცნო. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მეცნიერისთვის. ჰაიზენბერგთან თანამშრომლობის ნაყოფი გაცვლითი ურთიერთქმედების აღმოჩენა იყო. დირაკმა კვანტური მექანიკის ისეთი მათემატიკური აპარატი შეიმუშავა (წარმოდგენათა თეორია), რომელმაც მიკროსამყაროს აღმწერი სხვადასხვა თეორიების ეკვივალენტობა ცხადყო. მასვე ეკუთვნის კვანტური კანონიკური გარდაქმნების თეორია.

დირაკმა ფიზიკაში დელტა–ფუნქცია შემოიღო. მან შექმნა მეორეული დაკვანტვის მეთოდი, რომელიც ელექტრომაგნიტური ველის თანმიმდევრული კვანტური აღწერის ქვაკუთხედია. ამგვარად აგებული კვანტური ელექტროდინამიკიდან იძულებითი გამოსხივების შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნების მთელი წყება გამომდინარეობდა. მოგვიანებით ამ სფეროში დირაკის მიერ მიღებული შედეგები ფიზიკის ახალ დარგს – კვანტურ ელექტრონიკას საფუძვლად დაედო. გარდა ამისა, ენრიკო ფერმისაგან დამოუკიდებლად დირაკმა nħ/2 (n = 1, 2, 3 ..., ħ – პლანკის მუდმივასპინის მქონე ნაწილაკთა სტატისტიკა შეიმუშავა (ფერმი–დირაკის სტატისტიკა). დირაკმა მაგნიტური მონოპოლის (იხ. დირაკის მონოპოლი) – იზოლირებული მაგნიტური მუხტის არსებობა იწინასწარმეტყველა, გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ გრავიტაციული მუდმივა დროში ცვლადი სიდიდეა, ხოლო გრავიტაციული ველის კვანტს მან გრავიტონი უწოდა. დირაკის მიღწევათა შთამბეჭდავ ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი დირაკის განტოლებას უჭირავს.

ფარდობითობა კვანტურ სამყაროში

ფარდობითობის თეორიის და კვანტური მექანიკის განვითარება დროში პარალელურად, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, თუმცაღა მათი გაერთიანების აუცილებლობა სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა. მიკროობიექტების მოძრაობას არარელატივისტური ტალღური განტოლება (შრედინგერის განტოლება) აღწერდა, რომელიც სახეს ინარჩუნებდა მხოლოდ გალილეის გარდაქმნების დროს და არ იყო ინვარიანტული ლორენცის გარდაქმნების მიმართ. სხვაგვარად, იმდროინდელი კვანტური მექანიკა სწორად ნელი მიკროობიექტების მოძრაობას აღწერდა (მოძრაობა ნელია, თუ მისი სიჩქარე სინათლის სიჩქარის მცირე ნაწილია) და ფარდობითობის თეორიის ეფექტებს უგულებელყობდა. სიჩქარეზე არსებული შეზღუდვის გადალახვას ამაოდ თავად ერვინ შრედინგერი ცდილობდა. წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ მან მიკროობიექტის, კერძოდ კი ელექტრონის, ერთ–ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი – სპინი არ გაითვალისწინა, რადგან ის მაშინ სამუშაო ჰიპოთეზად მოიაზრებოდა. თავისუფალი რელატივისტური ნაწილაკის ენერგია p²c² + (mc²)² (p – ნაწილაკის იმპულსი, m – მისი მასა, c – სინათლის სიჩქარე) გამოსახულებიდან კვადრატული ფესვის პროპორციულია, ალგებრულ კვადრატულ ფესვს კი ორი მნიშვნელობა გააჩნია. დირაკმა ეს გარემოება გაითვალისწინა, და "ფესვის ამოსაღებად" დახვეწილი და აბსტრაქტული მეთოდი შეიმუშავა, რის შედეგადაც მან შრედინგერის განტოლების რელატივისტურ სახეს მიაგნო. ფარდობითობა მიკროსამყაროში შემოიჭრა. ეს განტოლება ცალსახად ადასტურებდა სპინის არსებობას და ელექტრონის მაგნიტურ თვისებებზე (მაგნიტურ მომენტზე) მეტყველებდა. თეორიის ექსპერიმენტთან სრული თანხმობა დირაკის ტრიუმფად იქცა.

ანტისამყარო

პოლ დირაკი უნივერსიტეტის დაფასთან

დირაკის განტოლებიდან ელექტრონის ისეთი მდგომარეობების არსებობა გამომდინარეობდა, რომლებიც უარყოფითი ენერგიით ხასიათდებიან (კვადრატულ ფესვს, აღნიშნულისამებრ, ორი მნიშვნელობა აქვს), ეს კი იმდროინდელი სამეცნიერო პარადიგმის საზღვრებს ცდებოდა და ინტერპრეტაციას არ ექვემდებარებოდა. მეცნიერების უმრავლესობა უარყოფით ენერგიას ფიზიკურ შინაარსს მოკლებულ "მათემატიკურ აბერაციად" აღიქვავდა. უარყოფითი ენერგიის მქონე მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში სამყაროს ყველა ელექტრონისთვის ენერგეტიკულად ხელსაყრელი სწორედ ამ მდგომარეობებში გადასვლა იქნებოდა. დირაკმა ივარაუდა, რომ უარყოფითი ენერგიის მქონე ყველა მდგომარეობა დაკავებულია, ელექტრონების გადასვლას კი ამ მდგომარეობებში პაულის პრინციპი კრძალავს, რომლის თანახმად, ყოველ დინამიურ მდგომარეობაში არსებობს არაუმეტეს ერთი ელექტრონისა. ვაკუუმი ელექტრონების უსასრულო რიცხვს შეიცავს, მათი დამზერა შეუძლებელია ენერგიის უარყოფითობის გამო. თუ რომელიმე მათგანი შეიძენს დადებითი ენერგიის მდგომარეობაში გადასასვლელად საკმარის ენერგიას, მაშინ ადგილი აქვს წყვილის დაბადებას: ჩნდება დადებითი ენერგიის ელექტრონი და "ხვრელი" – ვაკანსია უარყოფითი ენერგიის მქონე დონეზე. ხვრელი დადებითად დამუხტული (იხ. ელექტრული მუხტი) ელექტრონივით იქცევა. ასე დირაკმა ელექტრონის ანტინაწილაკის – პოზიტრონის არსებობა იწინასწარმეტყველა. 1932 წელს კარლ ანდერსონმა პოზიტრონი კოსმოსური სხივების შემადგენლობაში აღმოაჩინა. დირაკმა უმალვე სხვა ანტინაწილაკების არსებობის ჰიპოთეზა გამოთქვა. 1955 წელს ანტიპროტონი აღმოაჩინეს. ანტიმატერიის არსებობა ეჭვს აღარ იწვევდა.

მემკვიდრეობა

დირაკი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი. ის იყო კვანტური მექანიკისა და კვანტური ელექტროდინამიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მისი ადრეული წვლილი მოიცავდა თანამედროვე მათ. ანალიზს კვანტური მექანიკისთვის, რომელსაც ის "ტრანსფორმაციის თეორიას" უწოდებდა, და ტრაექტორიული ინტეგრალის ადრეულ ვერსიას. მან მოახდინა კვანტური მექანიკისთვის ფორმალიზმის ფორმულირება, რამას შესაძლებელი გახადა ყოველ ნაწილაკს საკუთარი ჭეშმარიტი დრო ჰქონოდა.

მისი რელატივისტული ტალღური განტოლება ელექტრონისთვის იყო პირველი წარმატებული შეტევა რელატივისტური კვანტური მექანიკის პრობლემაზე. დირაკმა დააფუძნა ველის კვანტური თეორია დირაკის განტოლების მისეული ინტერპრეტაციით, რომლის საფუძველზედ მან ანტიმატერიის არსებობა იწინასწარმეტყველა. ის ასევე პირველი იყო, რომელმაც კვანტური ელექტროდინამიკის ფორმულირება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ მას პირობითი რაოდენობების გამოთვლა არ შეეძლო, ვინაიდან მცირე დისტანციის ლიმიტი რენორმალიზაციას მოითხოვდა.

კვანტური გადახრის პრობლემის გადაჭრის მცდელობაში დირაკმა მიიღო კლასიკური წერტილის ნაწილაკის თეორია, გააერთიანა რა წინწასული და ჩამორჩენილი ტალღები კლასიკური ელექტრონის თვითენერგიის აღსაკვეთად. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლასიკურ მეთოდებს კვანტური ელექტროდინამიკის პრებლემები მყისიერად არ გადაუჭრია, ამან ჯონ არჩიბალდ უილერსა და რიჩარდ ფეინმანს ალტერნატიული გრინის ფუნქციის სინათლისთვის განსაზღვრების ფორმულირების საშუალება მისცა, რამაც თავის მხრივ ფეინმანი მიიყვანა ველის კვანტური თეორიის წერტილის ნაწილაკის ფორმულირებისკენ.

დირაკმა აღმოაჩინა მაგნიტური მონოპოლის ამოხსნები, ფიზიკაში პირველი ტოპოლოგიური კონფიგურაციები, და გამოიყენა ისინი ელექტრული მუხტისთვის თანამედროვე ახსნის მისაცემად.

დირაკის კვანტური ველის ანალიზი მემბრანის ვიბრაციაზე, ადრეულ 1960-იანებში, უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა სუპერსიმების თეორიის თანამედროვე პრაქტიკოსებისთვის და მასთან ახლო მონათესავე მემკვიდრე მ-თეორია-სთან.

ბოლოსიტყვა

დირაკის ცხოვრება ღარიბია ვნებათა ღელვით. იგი მეცნიერების ტიპური ასკეტი იყო და მარტოსულთა იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლებიც სამყაროს ფუნდამენტურ პრობლემებს სრულ მარტოობაში ეჭიდებიან. მას აინშტაინის მსგავსად არ შეუქმნია სამეცნიერო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დაწერილ წიგნებზე თაობები აღიზარდა, მისი უშუალო პედაგოგიური გავლენა უმნიშვნელო იყო. ამას მისი კემბრიჯელი კოლეგები ადასტურებენ. ადამიანებთან ურთიერთობას დირაკი ბუნების წიაღში ყოფნას ამჯობინებდა, განსაკუთრებით კი მას მთები ხიბლავდნენ. ის არ იყო პროფესიონალი მთამსვლელი, თუმცა 1934 წელს საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი სტუმრობის დროს დირაკი იგორ ტამთან ერთად იალბუზზე ავიდა. მისი რელიგიური შეხედულებების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. კოლეგების გადმოცემით, იგი ათეიზმისკენ იხრებოდა; მარგიტ ვიგნერი აცხადებს საწინააღმდეგოს. დირაკი ხშირად საუბრობდა "რეალობის ესთეტიურ კრიტერიუმზე". მას ღრმად სწამდა, რომ მათემატიკურად სრულყოფილი თეორია არ შეიძლება იყოს მცდარი. შესაძლო ვარიანტებიდან ბუნება სწორედ ისეთს "ირჩევს", რომელიც ყველაზე დახვეწილი თეორიით აღიწერება. დირაკმა საკუთარი მოღვაწეობის სულისკვეთება შემდეგ გამონათქვამში გამოხატა: "ფიზიკის კანონები და მათემატიკური სილამაზე განუყოფელია".



რიჩარდ ბრენსონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        რიჩარდ ბრენსონი   

ინგლ. Richard Charles Nicholas Branson დაიბადა 1950 წლის 18 ივლისი, ლონდონის რაიონი Blackheath (ინგლისური) რუსული, ინგლისი) - ბრიტანელი მეწარმე, ასტრონავტი, ვირჯინი ჯგუფის დამფუძნებელი, რომელშიც შედის სხვადასხვა პროფილის 400-მდე კომპანია. გაერთიანებული სამეფოს ერთ – ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. 2021 წლის 11 ივლისს ბრანსონი 70 წლის ასაკში გაფრინდა კოსმოსში, მისი საცდელი ფრენის ფარგლებში.
წამრატებული ფრენა ვირჯინ გალაქტიკის და რიცარდ ბრენსონის იხ. ვიდეო
ბრანსონმა 1984 წელს შექმნა Virgin Atlantic Airways, 1999 წელს დაიწყო Virgin Mobile, 2000 წელს Virgin Blue ავსტრალიაში, შემდეგ კი 2000 წელს ვერ შეძლო ეროვნული ლატარიის შეძენა. 1997 წელს, ბრანსონმა აიღო ის, რაც ყველაზე მეტად მიიჩნევს, რომ მისი ერთ-ერთი სარისკო ბიზნესი იყო, რკინიგზის ბიზნესში შესვლა. Virgin Trains– მა მოიგო ფრენჩაიზები ბრიტანეთის სარკინიგზო სისტემის საქალაქთაშორისო და დასავლეთის სანაპიროს უხეში სარკინიგზო სექტორებისთვის. მალე ვირჯინიის მატარებლებმა პრობლემები შეექმნათ მოძრავი შემადგენლობისა და ბრიტანული რკინიგზისგან მემკვიდრეობით მიღებული ინფრასტრუქტურის მხრივ. 1996 წელს ვირჯინმა შეიძინა ევროპული მოკლე ავიაკომპანია Euro Belgian Airlines და დაარქვა Virgin Express. 2006 წელს ავიაკომპანია შეუერთდა SN Brussels Airlines– ს, ყოფილი Sabena– ს. გაერთიანებულ კომპანიას ბრიუსელის ავიახაზები დაარქვეს. მან ასევე დააარსა ეროვნული ავიაკომპანია ნიგერიაში, სახელწოდებით Virgin Nigeria. სხვა ავიაკომპანიამ, ვირჯინიამ ამერიკამ, სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება დაიწყო 2007 წლის აგვისტოში. ბრანსონმა ასევე შეიმუშავა Virgin Cola– ს და Virgin Vodka– ს ბრენდებიც კი, რომლებიც განსაკუთრებით წარმატებული საქმიანობა არ ყოფილა. ეგრეთ წოდებულ ”ბინძური ხრიკის” კამპანიის შემდეგ (იხილეთ გაფართოებული ბმული Virgin Atlantic Airways– ზე), ბრანსონმა უჩივლა კონკურენტ British Airways– ს ეტიკეტის საკუთრებაში 1992 წელს. ჯონ კინგმა, მოგვიანებით British Airways– ის თავმჯდომარემ, საწინააღმდეგოდ გაასაჩივრა და საქმე გაგზავნეს დამატებითი გამოძიება 1993 წელს. British Airways– მა საქმე დაკარგა სასამართლოში და 50000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა ბრანსონზე, ხოლო 110,000 გირვანქა სტერლინგი თავის ავიაკომპანიაში. ბრანსონმა თავისი კომპენსაცია (სახელწოდებით BA პრემია) გაანაწილა თავის თანამშრომლებს შორის. 2004 წლის 25 სექტემბერს, ბრანსონმა გამოაცხადა გარიგება, რომლის თანახმად, ახალი კოსმოსური ტურიზმის კომპანია, Virgin Galactic, გასცემს ლიცენზირებას SpaceShipOne– ს ტექნოლოგიის მიღმა - რომელიც ასევე დააფინანსა Microsoft– ის თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა და შექმნა ამერიკელმა ლეგენდარულმა აერონავტიკის ინჟინერმა და ხედვამ, ბურტ რუტანმა კომერციული ტრანსპორტირებისთვის. მგზავრები სუბორბიტალური სივრცის სიმაღლეებზე. Virgin Galactic (მთლიანად ვირჯინი ჯგუფის საკუთრებაშია) აპირებდა ფრენების შექმნას თეთრი რაინდის ორი მასშტაბური კომპოზიტის გამოყენებით [en] საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2009 წლის ბოლოსთვის, ბილეთების ღირებულება დაახლოებით 200 000 აშშ დოლარი. 2021 წლის 11 ივლისს, რიჩარდ ბრანსონი და მისი ეკიპაჟმა წარმატებით დაასრულა კოსმოსური ფრენა სარაკეტო თვითმფრინავით. "ერთობა 22 არის Virgin Galactic- ის პირველი კოსმოსური მისია. ბრანსონთან ერთად ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა კომპანიის თანამშრომელი იყო. ფრენა იყო სუბორბიტალური: გადამზიდავმა "ივ" -მა სარაკეტო თვითმფრინავი დაახლოებით 15 კმ სიმაღლეზე ასწია, რის შემდეგაც ხომალდი გამოეყო. 92 კმ სიმაღლეზე ეკიპაჟმა განიცადა რამდენიმე წუთიანი უწონადობა, რის შემდეგაც ერთობა წარმატებით დაბრუნდა და გაშვების ადგილთან ახლოს დაეშვა. Branson– ის შემდეგი საქმიანობა Virgin Group– სთან ერთად იქნება Virgin Fuels, გლობალური დათბობის საპასუხო რეაქცია და საწვავის ფასების მწვავე ზრდა, რევოლუციური, იაფი საწვავის შეთავაზება მანქანებისთვის და უახლოეს მომავალში თვითმფრინავებისთვის. ბრანსონმა აღნიშნა, რომ ის ადრე სკეპტიკოსი იყო გლობალური დათბობის მიმართ და ამ გადაწყვეტილებას შთააგონებდა ალ გორთან საუზმის დროს [7]. ბრანსონმა მიიღო მეტსახელი "ტრანსფორმაციის ლიდერი", თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიითა და აქცენტი გააკეთა ვირჯინი ჯგუფზე, როგორც ორგანიზაციაზე, რომელიც ინფორმაციამ და ინფორმაციამ განაპირობა. ეს მხოლოდ უფრო მკაცრ საფუძველს იძლევა, ვიდრე ზემოდან მართვა 2012 წლის მონაცემებით, იგი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების Sunday Times Rich List- ის მე -16 ადგილზე იყო. 2006 წლის 21 სექტემბერს, ბრანსონმა პირობა დადო, რომ ინვესტირებას მოახდენს Virgin Atlantic და Virgin Trains– ის შემოსავლებში მდგრადი საწვავის კვლევაში. დადგენილია, რომ ინვესტიციები 3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. 2006 წლის 4 ივლისს, ბრანსონმა თავისი კომპანია Virgin Mobile მიჰყიდა დიდ ბრიტანეთში საკაბელო ინტერნეტისა და სატელეფონო ქსელის NTL / NTL: Telewest 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგად. გარიგების ფარგლებში იგი ადგენს, რომ კომპანია ყოველწლიურად 8,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის ღვთისმშობლის სახელის გამოყენებაში. ახალი კომპანია 2007 წლის 8 თებერვალს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივრობისა და რეკლამირების მიზნით შეიქმნა, სახელწოდებით Virgin Media. გადაწყვეტილება მიიღო Virgin Media– ს NTL– სთან შერწყმის მიზნით, კომპანიების კომერციულად თავსებადი ნაწილების ინტეგრირების მიზნით. ბრანსონი ფლობდა Virgin Mobile– ის სამ მეოთხედს, ახლა კი იგი ფლობს ახალი Virgin Media– ს 15 პროცენტს. 2006 წელს ბრანსონმა დააარსა გასართობი კომპანიები Virgin Comics და Virgin Animation, რომლებიც ორიენტირებულია გლობალური აუდიტორიისთვის ახალი მოთხრობებისა და პერსონაჟების შექმნაზე. კომპანიები შეიქმნა ავტორ Deepak Chopra- ს, რეჟისორ შეხარ კაპურის და კერძო მეწარმეებთან Sharad Devarajan და Gotham Chopra- სთან თანამშრომლობით. ბრანსონმა ასევე გახსნა ვირჯინით ჯანდაცვის ბანკი 2007 წლის 1 თებერვალს, რომელიც მომავალ მშობელს სთავაზობს


воскресенье, 11 июля 2021 г.

გალენოსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 გალენოსი

(ბერძ. Γαληνός; დ. 129პერგამონი — გ. 200/216რომი) — რომაელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი, ანტიკური მედიცინის კლასიკოსი. გალენოს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ფილოსოფიაშილოგიკაშიგრამატიკასა და მათემატიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სამედიცინო ხასიათის თხზულებები, სადაც გაშუქებულია ანატომიისფიზიოლოგიისპათოლოგიისფარმაკოლოგიისგინეკოლოგიისა და სხვა საკითხები.

ანატომიის და ფიზიოლოგიის შესწავლისას გალენოსი ფართოდ იყენებდა ცდებს ცხოველებზე, კვეთდა მაიმუნისღორისა და ძაღლის გვამებს, აკეთებდა ვივისექციას. მან ზუსტად აღწერა ხერხემლის სვეტის, ზურგისა და სხეულის სხვა ნაწილების კუნთები, ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმონაქმნი, გამოყო ძვლების ძირითადი ფორმები და არტერიის სამი შრე. ცდებით დაადგინა ზურგის ტვინის სეგმენტების ფუნქციური მნიშვნელობა. ამტკიცედა, რომ ტვინი არის მოძრაობის, მგრძნობელობისა და სულიერი მოქმედების წყარო. დაასაბუთა, რომ სისხლის ძარღვებში გადის სისხლი და არა ჰაერი. აღწერა წამლის დამზადების იმ დროისათვის ცნობილი ხერხები. გალენოსმა დაამკვიდრა მცდარი შეხედულება, თითქოს ღვიძლი სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანოა (ამ შეხედულებამ ანდრეას ვეზალიუსისა და უილიამ ჰარვეის აღმოჩენამდე იარსება).

ფსიქოლოგიური მოვლენების ახსნისას გალენოსი ემყარებოდა თავის ფიზიოლოგიურ შეხედულებებს, ცდილობდა გაერკვია ფსიქიკის სხეულებრივი საფუძვლები, რაც კარგად ჩანს მის მოძღვრებაში ტემპერამენტზე. გალენოსის მიხედვით, სულიერი ცხოვრების მატარებელია პნევმა-გამთბარი ჰაერის მსგავსი, ეთერისებრი სუბსტანცია. იგი განასხვავებდა სასიცოცხლო (ფიზიკურ) და ფსიქოლოგიურ პნევმას, რომელთაგან პირველი ღვიძლშია, მეორე კი — ტვინსა და ნერვებში.

გალენოსმა შექმნა სამედიცინო და ბიოლოგიური ცოდნის მთელი სისტემა და, მისმა ნაშრომებმა უდიდესი გავლენა იქონია მედიცინის შემდგომ განვითრებაზე. როგორც ექიმი, ის უცილობელ ავტორიტეტად ითვლებოდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე.

იხ. ვიდეო

გალენოსის ჩვევეის წყალობით თავისი წერილობითი მოკლე ავტობიაგრიფიული ჩარჩოში შეავსო, დრემდე მოაღწია ბევრი ინფორმაცია მისი წეისას და საქმიანობის შესახებ. ზოგიერთი შენიშვნა ძალინ გაქვს ისტორიულ ანიგდოტებსა ან ტვიტრეკლამას, მაგრამ ბევრი მათგანი პოლიემიკურია ან გასართობი.
ტიულის ფურცელი  De curandi ratione ნაწარმოაბი გამოცემა 1529წ-ს
გალენოსის სახელი მომდანერობს ბერძნ. Γαληνός, Galēnos რაც მშვიდს ნიშნავს. გალენი თავისი ახაგაზრდობას აღწერს წინგში On Attachments of the Mind '' მისი მამა ნიკონი, იყო მდიდარი კეთილშიბილი აქიტექტორი და მშენებელი, რ-იც დაინტერესული იყო ფილოსოფიით,მათემატიკით, ლოგიკით, ასტრონომია, სოფლის მეურნეობა და ლიტერატურით. გალენა მამას აღწერს, როგორც "ძალიან მეგობრული, უბრალო, კარგი და ,,კეთილგანწყობილი ადამიანი''.
ამ პერიოდში პერგამუმი იყო მნიშვნელოვანი კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ბიბლიოთეკით (ევმენე II), სიდიდით მეორე ალექსანდრიის შემდეგ და იზიდავდა როგორც სტოიკურ, ასევე პლატონიან ფილოსოფოსებს. გალენი პერგამონის ფილოსოფოსებს წარუდგინეს 14 წლის ასაკში. მის ფილოსოფიის კლასებში შედიოდა ყველა იმ ფილოსოფიური სისტემა, რომელიც არსებობდა იმ დროს, მათ შორის არისტოტელესა და ეპიკურიზმის ფილოსოფია. მამამისს სურდა, რომ გალენი გამხდარიყო ფილოსოფოსი ან პოლიტიკოსი და ცდილობდა მის განათლებას ლიტერატურისა და ფილოსოფიის საკითხებში. გალენა ირწმუნება, რომ დაახლოებით 145 წელს მამამისს უნახავს ოცნება, რომელშიც ასკლეპიუსმა უთხრა ნიკონს, რომ მისი შვილი სამედიცინოზე შეისწავლა. მამამისმა არ დაზოგა ხარჯები და 16 წლის ასაკში გალენემ დაიწყო მედიცინის შესწავლა ასკლეპიონში, სადაც ის ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა. შემდგომში, გალენემ თავის ტრაქტატში "საკუთარი წიგნების შეკვეთის შესახებ" მადლობა გადაუხადა მამამისს და მაღალი შეფასება მისცა გრამატიკისა და მათემატიკის მიმართულებით მიღებულ განათლებას. ასკლეპიონი ტაძარიც იყო და საავადმყოფოც, სადაც ნებისმიერ პაციენტს შეეძლო სასულიერო პირების დახმარების თხოვნა. რომაელები აქ მოვიდნენ სამკურნალოდ. ტაძარში აგრეთვე იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა ისტორიკოსი აულუს კლავდიუს ჩარაქსი, ორატორი აელიუს არისტისიდეზი, სოფისტი ანტონი პოლემონი, კონსული რუფინუს კუსპიუსი . 148 წელს, როდესაც გალენა 19 წლის იყო, მამა გარდაიცვალა, რის გამოც მას ბედი დაუტოვა. გალენა ჰიპოკრატეს რჩევას გაჰყვა და სასწავლებლად გაემგზავრა, მოინახულა სმირნა, კორინთი, კრეტა, კილიკია, კვიპროსი და ბოლოს, ალექსანდრიის დიდი სამედიცინო სკოლა, შეისწავლა თანამედროვე მედიცინის სხვადასხვა ტრადიციები. სხვადასხვა ოსტატებისგან სწავლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომავალი მეცნიერის მენტალიტეტზე, რადგან სიცოცხლის ბოლომდე იგი არასდროს გამოცხადებულა ერთგულება რომელიმე კონკრეტული სამედიცინო მიმართულების ან სკოლის მიმართ. მისი აზრით, ადამიანთა განკურნების სამედიცინო და ფილოსოფიური მიმართულებებიდან მხოლოდ საუკეთესო უნდა შეირჩეს, რათა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომელიც პრაქტიკისა და გამოცდილების გამოცდას გაივლის. ამ მიდგომას ხშირად ეკლექტიკურს უწოდებენ, მაგრამ ის მას ცხოვრების განმავლობაში რეგულარულად ემსახურებოდა . 157 წელს, 28 წლის ასაკში, გალენა დაბრუნდა პერგამუმში და გახდა აზიის მღვდელმთავრის გლადიატორების ექიმი, აზიის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი. გალენი ირწმუნება, რომ მღვდელმთავარმა იგი მას შემდეგ აირჩია, რაც მან მაიმუნს შიგნი მოაცილა და სხვა ექიმები მიიწვია, რომ იგი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებულიყო. მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს, გალენამ ეს თვითონ გააკეთა და მღვდელმთავრის ნდობა მოიპოვა. ამ თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გალენი დარწმუნდა დიეტის, სპორტის, ჰიგიენისა და პროფილაქტიკის აუცილებლობაში, შეისწავლა ანატომია, მოტეხილობების მკურნალობა და მძიმე დაზიანებები, ხოლო დაზიანებებს "სხეულის მინები" უწოდა. რომ გალენამ ყურადღება მიაქცია მათ ტრავმებს, მოწმობს ის ფაქტი, რომ მისი მუშაობის დროს მხოლოდ ხუთი გლადიატორი გარდაიცვალა, ხოლო მისი წინამორბედის მუშაობის დროს სამოცი მკვდარი გლადიატორები იყვნენ. ამავე დროს, გალენმა განაგრძო თეორიული მედიცინისა და ფილოსოფიის შესწავლა
მომწიფებული წლები გალენა რომში 162 წელს ჩამოვიდა და პრაქტიკოსი ექიმი გახდა. მისმა გაღიზიანებამ სხვა ექიმებთან კონფლიქტი გამოიწვია და ის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მისმა ნიჭმა ნაკლებად ქმედუნარიანი და ორიგინალური ექიმები აიძულა მის წინააღმდეგ გადაქცევა. მათ შეთქმულება მოაწყვეს და მას ეშინოდა განდევნის ან მოწამვლისა, ამიტომ მან დატოვა ქალაქი. 161 წლიდან რომი მონაწილეობდა თანმიმდევრულად ორ სამხედრო კონფლიქტში - რომის-პართიის ომი 161-166 წლებში. შემდეგ კი, ჩრდილოეთით, 15 – წლიან მარკომანიის ომში (166–180). [20] 169 წლის შემოდგომაზე, როდესაც რომაული ჯარები აკვიელიაში ბრუნდებოდნენ, დაიწყო საშინელი ეპიდემია და გალენა რომში დაიბარეს. მას დაავალა მარკუს ავრელიუსის და ლუციუს ვერუსის თანხლებით გერმანიაში. შემდეგ გაზაფხულზე მარკუს ავრელიუსმა გაათავისუფლა გალენი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასკლეპიუსი ამ წამოწყების წინააღმდეგი იყო . იგი ექიმად გაგზავნეს საიმპერატორო მემკვიდრე კომოდუსში. სწორედ აქ, სასამართლოზე, გალენემ ბევრი დაწერა სამედიცინო თემებზე. ბედის ირონიით, ლუციუს ვერუსი გარდაიცვალა 169 წელს და მარკუს ავრელიუსი 180 წელს, ორივე ეპიდემიის მსხვერპლი. გალენა იყო კომოდუსის პირადი ექიმი იმპერატორის თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში. დიონ კასიუსის თანახმად, კომოდუსის მეფობის დროს, დაახლოებით 189 წელს, მისთვის ცნობილი იყო ყველაზე დიდი ეპიდემია, რომში ყოველდღიურად 2000 ადამიანი კლავდა. სავარაუდოდ, ეს იყო იგივე დაავადება, რომელიც დაემართა რომს მარკუს ავრელიუსის დროს . გალენა ასევე გახდა სეპტიმიუს სევერუსის ექიმი. თავის ჩანაწერებში იგი ადიდებს სეპტიმიუს სევერუსს და კარაკალას მედიკამენტების მომარაგებაში დახმარების გამო.




ხახვისთავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ხახვისთავა

                                                           

(ლათ. Centaurea macrocephala; syn. Grossheimia macrocephala) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 1 მ-მდე სიმაღლისა. ქვედა ფოთლები — მოგრძო-ლანცეტაა, ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, მჯდომარე, ზომით თანდათან მცირდება.

კალათები მსხვილია, სფეროსებრი, 30-50 მმ დიამეტრის, მათ საბურვლის ფოთალაკები მრავალრიგადაა განლაგებული, დანამატები სიფრიფანაა, ყვავილები კაშკაშა ყვითელია.

იზრდება მთის ზედა სარტყელებში, ტყეებში ტყის პირებსა და მაღალბალახეულებში.

იხ.ვიდეო ერთერთი ყველაზე ლამაზი ყავივილი ბაღში

ყვავილის ფოთლებს იყენებენ ზუნელებში კონსერვებში და ხორცის პროდუქტებში, მათ პიტნის გემო, მიხაკისა და ლიმონის არომატი. მათ იეყენებენ ძეხვეულებში და სხვ.

ასევე ის თაფლის ყავილია და ხშირად იეყენებ დეკორატიულ მცემარედ.

მედიცინაში იეყნებენ ლურჯი ხახვისთავას ყვავილებს აქვთ შარმდენი მოქედების უნარი. იყენებენ თირკმელების დაავადებებისას დაკავშრებული შეშუპებების დროს.

გამოიყენება კოსმეტიკაში. სააღდგომოდ კვერცხის შესაღებად ფირუხის ფერის აძლევს.



მუსიკალური ნოტაცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             მუსიკალური ნოტაცია

იოჰან  სებასტიან ბახის ხელნაწერი ნოტები: სიუიტა სოლ მინორში ლუტისათვის, BWV 995 (ჩელოს სიუიტა №5-ის, BWV 1011, ტრანსკრიპცია)

 ნებისმიერი სისტემა, რომელიც გამოიყენება სმენით აღქმადი ინსტრუმენტული ან ვოკალური მუსიკის, ან მუსიკალურ ხმოვანებათა შორის სიჩუმის (ანუ პაუზების) ვიზუალური გადმოცემისათვის წერილობითი, ბეჭდური ან სხვა მეთოდით შექმნილი სიმბოლოების საშუალებით.

მუსიკალური ნოტაციის სახეები და მეთოდები სხვადასხვა დროში და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული იყო, ხოლო მისი უძველესი ფორმების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია. ერთსა და იმავე პერიოდშიც კი, თუნდაც ამჟამად, სხვადასხვა სტილის და ჟანრის მუსიკა განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. მაგალითად, პროფესიონალური კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, როგორც წესი, სანოტო დგამებისა და ნოტების საშუალებით ჩაწერილ პარტიტურებს იყენებენ, ხოლო ქანთრის სტილის პროფესიონალი მუსიკოსებისთვის ძირითადი მეთოდი ნეშვილის ციფრული სისტემაა.

მუსიკალურ ნოტაციაში გამოყენებულ სიმბოლოებში მოიაზრება ნებისმიერი ძველი თუ თანამედროვე სიმბოლო, შექმნილი ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს ქვაზე ან თიხის ფილებზე ამოკვეთილი, პაპირუსზეპერგამენტზე ან ქაღალდზე დაწერილი, საბეჭდი დაზგის (დაახლოებით 1400-იანი წლებიდან) ან კომპიუტერული პრინტერების (დაახლოებით, 1980-იანი წლებიდან) გამოყენებით დაბეჭდილი სიმბოლოები.

იხ. ვიდეო

მელოდიებისა და რიტმების გრაფიკული გამოსახვა ბევრ უძველეს კულტურაში იყო ცნობილი, თუმცა, არცერთი სისტემა არ იყო ყოვლისმომცველი, რის გამოც, მათი მუსიკალური ხელოვნების გაგება დღეს საკმაოდ შეზღუდულია. თანამედროვე მუსიკალურ ნოტაციას საფუძველი შუა საუკუნეების ევროპაში ჩაეყარა, რაც უკავშირდებოდა კათოლიკური ეკლესიის მიზანს, მოეხდინა ლიტურგიკული მსახურების უნიფიკაცია მსოფლიოს მასშტაბით. ეკლესიამ დაიწყო გრიგორიანული ქორალების ჩაწერა, რათა ეკლესიის მასშტაბით ყველგან ერთი და იგივე საგალობლები შესრულებულიყო. ნოტაციის განვითარება რენესანსის და ბაროკოს ეპოქებშიც გაგრძელდა. კლასიციზმის (1750-1820) და რომანტიზმის (1820-1900) ეპოქებში მასზე დიდი გავლენა მოახდინა მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნოლოგიურმა განვითარებამ. XX და XXI საუკუნეების თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მუსიკალური ნოტაციის განვითარება არ შეწყვეტილა. ზოგიერთმა თანამედროვე კომპოზიტორმა შემოიღო გრაფიკული ნოტაცია, შეიქმნა კომპიუტერული პროგრამები მუსიკის ნოტაციისთვის. ამჟამად ნოტაციას იყენებს როგორც კლასიკური, ისე პოპულარული და ხალხური მიმართულების მუსიკა.

ერთ-ერთი  გვერდი თიხის ფირფიტისა, რომელზეც ნიკკალის ჰიმნია გამოსახული
მუსიკალური ნოტაციის უძველესი ნიმუში ნაპოვნია ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტაზე, რომელიც ნიპურშიბაბილონში (დღევანდელი ერაყი), ძვ. წ. დაახლოებით 1400 წელს დაამზადეს. ფირფიტაზე გამოსახულია ნაწილობრივი ინსტრუქციები მუსიკის შესრულების შესახებ, რომელიც ტრიადულ ჰარმონიაში, დიატონური ბგერათრიგით იყო დაწერილი. კიდევ ერთი ფირფიტა, რომელიც ძვ. წ. დაახლოებით 1250 წლით თარიღდება, ნოტაციის უფრო განვითარებულ ფორმას ასახავს. ნოტაციის ამ სისტემის ზუსტი გაშიფრვა ჯერ კიდევ დავის საგანია, თუმცა, ნათელია, რომ იგი შეიცავს ლირის სიმების სახელებს, რომლის მომართვაც სხვა ფირფიტებზეა აღწერილი. ფრაგმენტულობის მიუხედავად, ეს ფირფიტები წარმოადგენს ნოტებზე ჩაწერილ უძველეს მელოდიებს მსოფლიოს მასშტაბით
დელფოს ქვა, რომელზეც გამოსახულია აპოლონის ორი დელფური ჰიმნიდან მეორე. მთავარი, უწყვეტი ბერძნული წარწერების თავზე მოთავსებული აღნიშვნები წარმოადგენს მუსიკალურ ნოტაციას.

ანტიკურ საბერძნეთში მუსიკალური ნოტაციის სისტემა, სულ მცირე, ძვ. წ. VI საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე გამოიყენებოდა. შემორჩენილია ამ სახით ჩაწერილი რამდენიმე ფრაგმენტი და სრული კომპოზიცია. ნოტაცია შედგებოდა ტექსტში, მარცვლებს ზემოთ გაკეთებული სპეციალური სიმბოლოებისგან. სრულად შემორჩენილი კომპოზიციის მაგალითს წარმოადგენს სეიკილოსის ეპიტაფია, რომელიც ძვ. წ. II — ახ. წ. II საუკუნეებით თარიღდება.

მანუსკრიპტის სახით შემორჩენილია რომის იმპერიის დროინდელი კრეტელი ფილოსოფოსის და კომპოზიტორის, მეზომედესის (ახ. წ. II საუკუნე) სამი ჰიმნი. დელფური ჰიმნებიც, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, ამ სისტემითაა ჩაწერილი, თუმცა ისინი სრულად არაა გადარჩენილი. ძველბერძნული ნოტაცია რომის იმპერიის დასუსტებასთან ერთად დავიწყებას მიეცა.

                                                                     

ბიზანტიური ნოტაციის ნიმუში: იერომონაზონ მაკარის „ანასტასიმატარიონის“ (სააღდგომო საგალობლების კრებული რვა ხმათა მიხედვით), პირველი გამოცემიდან (1823). ეს ნიმუში რუმინულ ენაზეა და კირილიცას დამწერლობითაა შესრულებული

ზანტიური მუსიკა ერთ დროს სამეფო კარის ცერემონიულ მუსიკასაც მოიცავდა, თუმცა, დღესდღეობით შემორჩენილია მონოდიური (ერთხმიანი) ვოკალური საეკლესიო მუსიკის სახით არაერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი იწერებოდა ბიზანტიური წრიული (მრგვლოვანი) ნოტაციით (იხ. ფოტოზე). საგალობლების კრებულები ამგვარი ნოტაციის გამარტივებული ვერსიით 1820 წლიდან იბეჭდებოდა და გამოიყენებოდა როგორც საბერძნეთის და კონსტანტინოპოლის, ისე სლავურ ენებზე მოსაუბრე ბალკანურ ეკლესიებშიც, მოგვიანებით, ბულგარეთის ავტოკეფალურ ეკლესიაშიც.

VI საუკუნიდან მოყოლებული ბერძნული თეორეტიკული კატეგორიები (მელოსი, გენოსი, ჰარმონია, სისტემა) უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ბიზანტიური მუსიკის გაგებასა და გადაცემაში, განსაკუთრებული იყო დამასკური ტრადიციის გავლენა ისლამამდელ ახლო აღმოსავლეთზე, რაც სპარსული მუსიკის გავლენას შეიძლება შევადაროთ. უადრესი შემორჩენილი ნიმუშებია ბერძნული ტროპოლოგიის ფრაგმენტები პაპირუსზე. ეს ფრაგმენტები წარმოადგენს ტექსტებს, რომლებიც წინ უწერია მოდალური გასაღებს (იგივე „ხმა“, „ექოსი“ ან „იხოსი“ ძვ. ბერძნ. ἦχος; მაგალითად, ბერძ. ΠΛ Α („პლაგალური პირველი ხმა“) ან ბერძ. Β („მეორე ხმა“)).

დასავლური ნოტაციისგან განსხვავებით, ბიზანტიური ნევმები, რომლებიც X საუკუნიდან გამოიყენებოდა, ყოველთვის უკავშირდებოდა მოდალურ საფეხურებს (იგივე საფეხურზე, ერთი საფეხურით ქვევით, ორი საფეხურით ზევით და სხვა ) ზემოხსენებული მოდალური გასაღების შიგნით. თავდაპირველად, ეს გასაღები ან გავრცელებული მელოდიის დასაწყისი საკმარისი იყო ექოსის შიგნით კონკრეტული მელოდიური მოდელის საჩვენებლად.

ეკფონეტიკურ ნოტაციასთან ერთად, რომელიც მხოლოდ ლექციონარებში, საღვთისმეტყველო ტექსტების სწავლების დროს გამოიყენებოდა, მელოდიური ნოტაცია განვითარდა არაუადრეს IX-X საუკუნეებისა. ამ დროს დაიწყო თეტას (ბერძ. θ) და დიაკრიტიკული ნიშნების (ბერძ. ´ ან ბერძ. ´´) მიწერა ისეთი მარცვლების ქვეშ, რომლებზეც გარკვეული მელიზმების შესრულება მოითხოვებოდა.

დღესდღეობით, ნოტაციის ამ სისტემის ევოლუციის შესწავლა შესაძლებელია ბერძნული სამონასტრო საგალობელთა კრებულების (მაგალითად, სტიქერონი და ირმოლოგიონი) საშუალებით. ათონის მთაზე და კონსტანტინოპოლში გამოიყენებოდა ე.წ. შარტრის ნოტაცია, ხოლო იერუსალიმის და ალექსანდრიის საპატრიარქოებში ე.წ. კოისლინის ნოტაცია. არსებობდა კიდევ ერთი, ჟესტური ნოტაცია, რომელიც ასმატიკონში (გუნდის წიგნი) და კონტაკარიონში (სოლისტის წიგნი) გამოიყენებოდა. უძველესი შემორჩენილი წიგნებია ე.წ. კონდაკარები, რომლებიც სლავურადაა თარგმნილი და მათში უკვე ჩანს საკუთარი სისტემა, ე.წ. კონდაკარული ნოტაცია. ზემოთაღნიშნული ჟესტური ნოტაცია მხოლოდ ერთ, XIV საუკუნის ბერძნულ ასმატიკონშია შემორჩენილი (ინახება კასტორიაში, მეტროპოლიტენის ბიბლიოთეკაში, Ms. 8). იგი ქირონომიის (ხელის ნიშნების) პრაქტიკას ეფუძნება და იმავე წიგნში სტიქერარიულ სისტემაშია გადაყვანილი.[6] [7] ბერძნული დამწერლობის მსგავსად, ნოტაციის ნიშნებიც მარცხნიდან მარჯვნივ იყო დალაგებული, თუმცა, ზოგიერთ სირიულ მანუსკრიპტში გვხვდება ადაპტაცია პირიქითაც. რიტმის საკითხი სრულად იყო დამოკიდებული ქირონომიაზე, რომელიც სხვადასხვა კრებულში მოცემული ე.წ. „დიდი ნიშნების“ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ეს „დიდი ნიშნები“ (ბერძ. μεγάλα σῃμάδια) უკავშირდებოდა კარგად ცნობილ მელოდიურ ფრაზებს და მათ საეკლესიო მსახურების დროს გუნდის ლოტბარი იძლეოდა. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ზეპირი ტრადიციის სახით არსებობდა, ხოლო XIII საუკუნეში მოხდა მათი ინტეგრირება ბიზანტიურ მრგვლოვან ნოტაციაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, დასავლეთევროპულ და აღმოსავლურ ნევმურ ნოტაციებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ აღმოსავლური სიმბოლოები დიფერენციალურია და არა აბსოლუტური, ესე იგი, ისინი მიუთითებენ ბგერით საფეხურებს (აღმავალი, დაღმავალი ან უცვლელი), ხოლო სწორი დასკვნის გაკეთება, თუ ზუსტად რა ზომის საფეხური (ინტერვალი) იგულისხმება, მუსიკოსს მოეთხოვება. ეს საფეხურეობრივი სიმბოლოები, იგივე ბგერითი ნევმები, ფუნჯით გასმულს წააგავს და თანამედროვე ბერძნულში gántzoi („კაუჭები“) ეწოდება.

ნოტები, როგორც ბგერითი კლასები, ან მოდალური გასაღებები წერილობითი ფორმით მხოლოდ ამ ნევმებს შორის, ჩვეულებრივ, წითელი მელნით იწერებოდა. თანამედროვე ნოტაციაში მათ, უბრალოდ, შეხსენების ფუნქცია აქვთ და თუ საჭიროა, მათ მოდალური და ტემპის ნიშნებიც ემატება. რვახმათა („ოქტოექოსის“, ძვ. ბერძნ. ὁ Ὀκτώηχος) ნოტაციაში შუალედური აღნიშვნები ერთი ექოსიდან მეორეზე დროებით გადასვლას ნიშნავდა.

ზემოხსენებული „დიდი ნიშნები“ ერთ დროს ქირონომიულ ნიშნებს უკავშირდებოდა, დღევანდელ პრაქტიკაში კი ისინი ორნამენტებს და მიკროტონალურ (ბგერის სიმაღლის ცვლილება ნახევარ ტონზე უფრო მცირე ინტერვალით) გაფორმებებს აღნიშნავს, ორივე მათგანი უმნიშვნელოვანესია ბიზანტიურ გალობაში.

                                                                          

ფრაგმენტი  მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან, ნევმები.

ბიზანტიურის მსგავსი მუსიკალური ნოტაციის სისტემა, ნევმები, ქართულ ხელნაწერებში X საუკუნიდან დასტურდება. პირველი ასეთი ხელნაწერი მიქაელ მოდრეკილის იადგარია, რომელიც 977-988 წლებშია გადაწერილი და იმ დროის ქართულ საეკლესიო საგალობელთა კრებულს წარმოადგენს. ადრეული ქართული ნევმირებული ხელნაწერებია აგრეთვე იორდანას ძლისპირთა კრებული, უცნობი ავტორის „სადღესასწაულო“(ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A 596),[11] იელის იადგარი (მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ქართული ნევმები გვხვდება აგრეთვე საქართველოს გარეთ გადაწერილ ქართულ ხელნაწერებში, მაგალითად, სინას მთაზე (GeoSin 1[12] და GeoSin 14[13] და ათონზე (№85) დაცულ ხელნაწერებში. ამ პერიოდის ყველა ხელნაწერში ერთი და იმავე ტიპის ნიშნებია, საერთო სისტემა ყველა წარმომავლობის ქართულ ხელნაწერში მკაცრადაა დაცული. აქედან გამომდინარე, მკვლევარები ასკვნიან, რომ ნევმირების ქართულ სისტემას X საუკუნეში უკვე გავლილი აქვს განვითარების გზა და მისი ჩანასახი წინა საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო, თუმცა ნიმუშებმა დღემდე ვერ მოაღწიეს.

ხელნაწერთა უმეტესობაში ქართული ნევმები წითელი (სინგური) მელნით შესრულებული სხვადასხვა ფორმის ნიშნებითაა წარმოდგენილი, რომლებიც საგალობლის სიტყვებს ზემოდან და ქვემოდან აქვს დასმული. ადრეულ ეტაპზე ზემოთ და ქვემოთ დასმული ნევმები ერთმანეთისაგან განსხვავებულია როგორც ფორმით, ისე, სავარაუდოდ, ფუნქციითაც. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური ნევმებისაგან ქართული ნოტაციის სისტემის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ სტრიქონს ქვემოთ დაწერილი ნევმებია: ბიზანტიურ საგალობელთა კრებულებში ნევმები სიტყვებს მხოლოდ ზემოდან აქვს დასმული. 

ქართული ნევმირების სისტემა ცნობილი იყო XVIII-XX საუკუნემდე. გვიანდელ ქართულ ხელნაწერებში სტრიქონს ზემოთ და ქვემოთ დაწერილი ნიშნები სიმეტრიულად, სარკისებურად აირეკლავს ერთმანეთს.

ქართული ნოტაციის სისტემა განსხვავდება როგორც ბიზანტიური, ისე სომხური და სლავური ნევმების სისტემებისაგან, რის გამოც მათი გაშიფვრა რთულდება. ცნობილია, რომ ქართული ნევმებით, ისევე, როგორც ბიზანტიური სისტემით, ჩაიწერებოდა არა ნოტები, არამედ ბგერის ამაღლება ან დადაბლება ერთი ან რამდენიმე ტონით. გაშიფვრა რამდენიმეჯერ სცადეს; პავლე ინგოროყვამ ყველაზე ხშირად გამოყენებად შვიდ ქართულ სიმბოლოს კლასიკური სანოტო სისტემის შვიდი ბგერა (დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი) შეუსაბამა. თუმცა მისი მიდგომა სამეცნიერო საზოგადოებამ არ გაიზიარა.





კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...