суббота, 3 июня 2023 г.

უსახელო ნაბიჭვრები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     უსახელო ნაბიჭვრები

Theatrical release poster - თეატრალური გამოშვების პლაკატი

(ინგლ. Inglorious Basterdsწარმოთქმა: [ɪnˈɡlɔɹ.i.əs ˈbæstɝdz]) — რეჟისორი კვენტინ ტარანტინოსმიერ გადაღებული ფილმი მისივე სცენარის მიხედვით. 2008 წლის შემოდგომაზე დაწყებული გადაღებები მიმდინარეობდა საფრანგეთის და გერმანიის ტერიტორიაზე, პრემიერა კი 2009 წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმის მოქმედებები ვითარდება 1941–1944 წლებში, ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში. მთავარი როლები ითამაშეს ბრედ პიტმამაიკ მაიერსმაელაი როთმა და კრისტოფ ვალცმა.

კინოკრიტიკოსებისაგან ნამუშევარმა ძირითადად კარგი შეფასებები მიიღო, მსოფლიო დისტრიბუციაში კი დაახლოებით 322 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა. ფილმი იყო ნომინირებული ოსკარის რვა პრემიაზე. გარდა ამისა, „ნაბიჭვრებმა“ მოიპოვეს ოქროს გლობუსის ოთხი და BAFTA-ს რვა პრემია. შუცშტაფელის შტანდარტფიურერის, ჰანს ლადას როლის შემსრულებლის, კრისტოფ ვალცის წარმოდგენამ მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიო კინოკრიტიკოსებისაგან, რომლებმაც მას ფილმის მარგალიტი და ტარანტინოს საიდუმლო იარაღი უწოდეს.

XXI საუკუნის პირველი ათწლეულის შეჯამების დროს, ბევრმა კინომიმომხივლელმა ფილმი მხოლოდ წლის კი არა, ათწლეულის საუკეთესოთა სიაში შეიყვანა.

იხ. ვიდეო - NAZI TAVERN GUNFIGHT - INGLORIOUS BASTERDS - QUENTIN TARANTINO - HICOX GIVES HIMSELF AWAY



სახელწოდება

ფილმის ორიგინალური სახელწოდებაა Inglourious Basterds, მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკულად და ორფოგრაფიულად სწორი ფორმაა The Inglorious Bastards. ფილმის სათაურისათვის ტარანტინომ გამოიყენა რეჟისორი ე.ჯ. კასტელარის ფილმის, ამ დაწყევლილი ჯავშანმატარებლის ამერიკული ფსევდონიმი უსახელო ნაბიჭვრები (The Inglorious Bastards), თუმცა, უარი თქვა არტიკლზე და სპეციალურად დაუშვა ორი შეცდომა. ფილმის სხვა ენებზე თარგმნის დროს გავრცელებული იყო აზრი, რომ სახელწოდების გადათარგმნაც შეცდომებით იყო საჭირო. მაგალითად, რუსი კინოკრიტიკოსი, ანდრეი პლახოვი თვლიდა, რომ ფილმის რუსული სახელი უნდა ყოფილიყო Безславные Ублютки, როდესაც სწორი ფორმაა Бесславные Ублюдки.. ფილმის „არასწორ“ დასახელებაზე საუბარზე თავად ტარანტინო უარს ამბობდა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ასე ახსნა: უბრალოდ, ასე წარმოითქმის – Basterds.

სიუჟეტი

ებრაელებზე მონადირე შუცშტაფელის შტანდარტფიურერი, ჰანს ლადა, რომელიც დრეიფუსების დაკარგულ ოჯახს ეძებს, მოულოდნელად სტუმრობს ფრანგ ფერმერ პერიე ლაპადიტს. დაკითხვის შემდეგ, ლაპადიტი აღიარებს, რომ ოჯახი მასთან იმალება. ოჯახს, რომელიც იატაკის ქვეშ იმალება, ხვრეტენ. ცოცხალი რჩება მხოლოდ 18 წლის შოშანა დრეიფუსი, რომელსაც ლადა გაქცევის საშუალებას აძლევს.

პარალელურად, ლეიტენანტი ალდო რეინი ქმნის ებრაული წარმოშობის ამერიკელებისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელმაც ოკუპირებულ საფრანგეთში უნდა იმოქმედოს. ჯგუფის მიზნებია ნაცისტების ყველაზე სასტიკი გზით მოკვლა, ჯარისკაცების დემორალიზაცია და მათი დაშინება.

ჯგუფზე, რომელსაც ნაბიჭვრები შეარქვეს, მალევე ვრცელდება სხვადასხვა ჭორები გერმანული რაიხის შიგნითაც; ლეიტენანტი ალდო გერმანელებს შორის იღებს ფსევდონიმს აპაჩს. ეს განპირობებულია იმით, რომ ის და მისი ჯარისკაცები გერმანელების სკალპებს „აგროვებენ“. ჯგუფის სხვა წევრი, დონი დონოვიცი, რომელსაც გერმანელებმა ებრაელი დათვი შეარქვეს, თვით ფიურერისადოლფ ჰიტლერის ყურადღების ღირსი ხდება. ჯგუფის კიდევ ერთი წევრია სერჟანტი (უნტერ-ფელდფებელი) ჰიუგო შტიგლიცი, რომელმაც გესტაპოს 13 ოფიცერი მოკლა და შუცშტაფელის წევრებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ნაბიჭვრების ტყვეობაში მყოფ ჯარისკაცს, რომელმაც სიცოცხლე გერმანული პატრულის პოზიციის გაცემით შეინარჩუნა, ჰიტლერი ხვდება. მიუხედავად გადარჩენისა, ჯგუფის წევრები მას ეუბნებიან, რომ საჩუქარს გაუკეთებენ. ფილმის I თავის ბოლოს ნაჩვენებია, თუ როგორ უყურებენ აპაჩი და ებრაელი დათვი მათ მიერ ჯარისკაცის შუბლზე ამოჭრილ სვასტიკას.

გადარჩენილმა შოშანამ, თავის მხრივ, სახელი ემანუელ მიმიოზე შეიცვალა და გახდა კინოთეატრის მფლობელი, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, მემკვიდრეობით ერგო. მას ყურადღებას აქცევს გერმანელი სნაიპერი და გმირი-ჯარისკაცი ფრედერიკ ცოლერი, რომელმაც მისი გმირობისთვის მიძღვნილ ფილმ ერის სიამაყეში თავისი თავე ითამაშა. ფილმის გადაღებას უძღვებოდა პროპაგანდის რაიხსმინისტრი იოზეფ გებელსი.

ცოლერი არწმუნებს გებელსს ფილმის პრემიერა ემანუელ მიმიოს კინოთეატრში გამართოს, რაზეც რაიხსმინისტრი თანხმდება. ფილმის საყურებლად პარიზში ჩადის მესამე რაიხის მთავრობის არაერთი გავლენიანი წევრი, მათ შორის ადოლფ ჰიტლერიც. ემანუელი, თავისი შავკანიანი მეგობრის, მარსელის დახმარებით, ოჯახის სიკვდილის სამაგიეროდ კინოთეატრის გადაწვას აპირებს.

ამავე დროს, ინგლისურ სარდლობა ცდილობს გაანადგუროს რაიხის მმართველი წრე, რასაც ისინი ლეიტენანტი არჩი ჰიკოქსის ჯგუფს ავალებენ. ისინი უნდა შეხვდნენ ორმაგ აგენტს, მსახიობ ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარკს, რომლის დახმარებითაც პრემიერაზე უნდა შეაღწიონ. მას ისინი სამიკიტნოში ხვდებიან, სადაც რიგითი გერმანელი ჯარისკაცები ერთ-ერთი მათგანის ვაჟიშვილის დაბადებას ზეიმობენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის უცნაური აქცენტის გამო მისი წარმომავლობით ინტერესდება ჯერ რიგითი ჯარისკაცი, შემდეგ კი გესტაპოს ოფიცერი. აგენტის გამოაშკარავების შემდეგ იწყება ურთიერთსროლა, რის შედეგადაც იღუპება ყველა, გარდა ფონ ჰამერსმარკისა, რომელსაც ტყვია ფეხში ხვდება. დაღუპულთა შორის არიან ნაბიჭვართა ჯგუფის გერმანული ენის მცოდნე აგენტებიც, რის გამოც პრემიერაზე მიდიან ჯგუფის სხვა წევრებიც, რომლებმაც გერმანული არ იციან. „შესაპარვად“ ისინი თავიანთ თავებს იტალიელ კინომატეგრაფისტებად ასაღებენ.

საბოლოოდ, ჯგუფის გეგმა კინაღამ იშლება – სამიკიტნოში ლადამ აღმოაჩინა ჰამერსმარკის ფეხსაცმელი, პრემიერაზე კი ის დაახრჩო. გარდა ამისა, მან დააპატიმრებინა მისი კომპანიონები: ლეიტენანტი არჩი და რიგითი იუტივიჩი ზედმეტსახელი ლილიპუტით. კინოთეატრში რჩება ჯგუფის ორი სხვა წევრი, რომელიც მიმიოსთან ერთად რაიხის ლიდერების ლიკვიდაციას ცდილობს. საბოლოოდ, ორივე მათგანი წარმატებას აღწევს: მიმიო კინოთეატრს წვავს, ჯგუფის დარჩენილი წევრები კი ჰიტლერს და გებელსს ავტომატებიდან კლავენ.

ამავე დროს, ჰანს ლადა მოტაცებულ ნაბიჭვრებს შეთანხმებას სთავაზობს: ის მათ ჰიტლერის, გერინგის, გებელსის და ბორმანის მოკვლის საშუალებას მისცემს, თუ ისინი მას სარდლობასთან დააკავშირებენ. სარდლობისგან ლადა კონგრესის მედალსოპერაცია კინოს ხემძღვანელად მის გამოცხადებას, ნაცისტური წარსულის გამო დევნისგან განთავისუფლებას და წყნარ ცხოვრებას ითხოვს. სარდლობა მის პირობებს თანხმდება, რის შემდეგაც ლადა, აპაჩილილიპუტი და ლადას რადისტი ფრონტის ხაზისკენ მიდიან. ხაზთან ლადა და მისი რადისტი ტყვედ ბარდებიან, თუმცა, აპაჩი რადისტს კლავს და მისი სკალპის აღებას ბრძანებს, ლადას კი ეკითხება, მოიხსნის თუ არა ომის შემდეგ შუცშტაფელის ფორმას. პასუხის გარეშე დატოვებული, აპაჩი მას შუბლზე გამოჭრის იმას, რისი მოხსნაც არ შეიძლება (სვასტიკა), რათა ლადას ნაცისტური წარსული დამალული არ იყოს.

იხ. ვიდეო - Это щелчок моего вальтера, он нацелен на ваши яйца! "Бесславные ублюдки" отрывок из фильма



როლებში

ნაბიჭვრები

  • ბრედ პიტი — ლეიტენანტი ალდო რეინი ფსევდონიმი აპაჩით. არის ოფიცერი, წარმოშობით ტენესიდან. ამტკიცებს, რომ მის ვენებში ნაწილობრივ ჩქეფს ინდიური სისხლი, მისი წინაპარი კი ცნობილი ჯიმი ბრიჯერი არის. აქვს ნაიარევი ყელზე.
  • ელაი როთი — სერჟანტი დონი დონოვიტცი, ასევე ცნობილი ზედმეტსახელი ებრაელი დათვით. სიკვდილამდე ურტყავს ბეისბოლის ბიტას გერმანელ ჯარისკაცებს. იღუპება კინოთეატრში, აფეთქების შედეგად.
  • ტილ შვაიგერი — ნაცისტების მოძულე გერმანელი სერჟანტი იუგო შტიგლიცი, ვერმახტის ობერდფელდფებელი, რომელმაც გესტაპოს 13 ოფიცერი მოკლა. ტრიბუნალის მოლოდინში მყოფი გაანთავისუფლეს ნაბიჭვრებმა. დაიღუპა სამიკიტნოში სროლის დროს.
  • გედეონ ბურკჰარდი — კაპრალი ვილჰელმ ვიკი, რომელიც ნაციზმის აღზევების შემდეგ შეერთებულ შტატებში გადავიდა. არის გერმანულ-ავსტრიული წარმოშობის ებრაელი. ჯგუფში იკავებს თარჯიმანის როლს. იღუპება სამიკიტნოში.
  • ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი — რიგითი სმითსონ იუტივიჩი, ცნობილი ზედმეტსახელი ლილიპუტით. ფილმის დასასრულში, ალდო რეინთან ერთად ტყვედ აყავს ჰანს ლადა.
  • ომარ დუმი — რიგითი ომარ ულმარი. კინოთეატრში თავს წარადგენს იტალიელი ოპერატორის, დომინიკ დეკოკოს ასისტენტად. იღუპება კინოთეატრში.
  • სემ ლევაინი — რიგითი ჰაროლდ ჰეშბერგი.
  • პოლ რასტი — რიგითი ენდი კოგანი.
  • მაიკლ ბეკოლი — რიგითი მაიკლ ციმერმანი.
  • კარლოს ფიდელი — რიგითი საიმონ საკოვიცი.

ინგლისელები

ფრანგები

  • მელანი ლორანი — შოშანა დრეიფუსი, სასწაულებრივად გადარჩენილი ებრაელი გოგონა, რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა ემანუელ მიმიოზე და კინოთეატრის მფლობელი გახდა. მოკლა ფრედერიკ ცოლერმა, კინოთეატრში.
  • დენი მენოშე — პერიე ლაპადიტი, რძის ფერმის მფლობელი. მალავდა დრეიფუსების ოჯახს.
  • ლეა სეიდუ — სარლოტა ლაპადიტი, პერიე ლაპადიტის ქალიშვილი.
  • ჯეკი დო — მარსელი, შოშანას კინოთეატრში დასაქმებული შავკანიანი კინომექანიკოსი. შოშანას თხოვნით ცეცხლს უკიდებს კინოთეატრს.
  • ჟული დრეიფუსი — ფრანცესკა მონდინო, იოზეფ გებელსის თარჯიმანი და საყვარელი. დახვრიტეს კინოთეატრში.

გერმანელები

სხვა როლები

შექმნა

სცენარი

სამხედრო ფილმის გადაღების გეგმის ქონის შესახებ ტარანტინომ 2000-იანი წლების დასაწყისში განაცხადა.в  სცენარის დასაწერად მას თითქმის შვიდი წელი დასჭირდა. მისივე აღიარებით, იგი სცენარის ყველა ფურცელს უფრთხილდებოდა, რის გამოც სიუჟეტი იზრდებოდა და ფართოვდებოდა. ტარანტინოს თქმით, ეს იყო მის მიერ დაწერილი საუკეთესო სცენარი. ტარანტინოს ნაბიჭვრები დაახასიათება ასეთია: ეს არის ბინძური ათეულისნავარონის კუნძულის ტყვიების და სადაც არწივის ბუდეას ჩემი ვერსია.

2002 წელს ტარანტინომ გააცნობიერა, რომ ფილმის შექმნაზე დაგეგმილზე მეტი დრო დაიხარჯება. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომზე ფილმებს იღებდნენ სხვა რეჟისორებიც. ამის ფაქტების გამო, კვენტინმა მიატოვა ჩანაფიქრი და ბილის მოკვლის გადაღებაზე გადაერთო, რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყვიტა ნაბიჭვრები ფილმიდან მინი-სერიალამდე „დაექვეითებინა“. მან ასევე შეამოკლა სცენარიც და განაცხადა, რომ ფილმის გადაღებას 2005 წლისთვის დაიწყებდნენ. სავარაუდოდ, ფილმის სიუჟეტი უნდა ყოფილიყო ჯარისკაცთა პატარა რაზმზე, რომლებიც სასიკვდილო სასჯელისგან თავს იხსნიდნენ და ანტი-ჰიტლერულ კოალიციას დაეხმარებოდნენ. ტარანტინომ ისინი აღწერა, როგორც მეორე მსოფლიოს არაჩვეულებრივი გმირები.

2004 წლის ნოემბერში ტარანტინომ კვლავ შეცვალა თავისი გეგმები და გადადო ფილმის წარმოება, რათა მონაწილეობა მიეღო ფილმ სუკიაკი ვესტერნ ჯანგოში და ჩრდილოეთჩინურ ენაზე გადაეღო ფილმი კუნგ-ფუზე, 2007 წელს კი მან რობერტ როდრიგესთან ერთად გადაიღო ფილმი გრინდჰაუსის შიშის პლანეტა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაუბრუნდა ნაბიჭვრებს.

ფილმის პრემიერის შემდეგ სცენარი გამოაქვეყნეს, როგორც ცალკეული წიგნი.

გავლენა

უსახელო ნაბიჭვრების გადაღების დროს ტარანტინოზე გავლენა მოახდინა არაერთმა კლასიკურმა კინოლენტან. მისივე აღიარებით, ნაბიჭვრების პირველი სცენა (ლადას ვიზიტი პიერ ლაპადიტთან) კოპირებულია ფილმი კარგი, ცუდი, ბოროტიდან.

გარკვეული ელემენტები გადმოღებული იყო საბჭოთა კინემატოგრაფიდან — მაგალითად, ჰიტლერის დახვრეტა და კინოთეატრის განადგურება მიუთითებს ელემ კლიმოვის ფილმ მიდი უყურეზე, ხოლო ერის სიამაყეში გამოყენებული ბავშვიანი ეტლი მიუთითებს ფილმ ჯავშნოსან პატიომკინზე.

2009 წლის დეკემბერში შედგა სპეციალური წვეულება ფილმის DVD-ზე და Blu-ray-ზე გამოსვლასთან დაკავშირებით. წვეულებაზე რეჟისორმა შეკრებილ სტუმრებს წარუდგინა იმ ფილმების ტრეილერები, რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს.

მსახიობების არჩევა

2005 წელს, როდესაც ფილმის სიუჟეტი ფაქტობრივად ცნობილი არ იყო, მთავარ როლებზე განიხილებოდა სამი მსახიობის, ბრიუს უილისისსილვესტერ სტალონეს და არნოლდ შვარცნეგერის კანდიდატურა. ტარანტინო ამბობდა:

მე ეს ვთქვი ერთხელ და ვაპირებ კიდევ ერთხელ ვთქვა. მე მინდა დავპატიჟო ბრიუსი, სლაი და არნოლდი ჩემს ეპიკურ სამხედრო ფილმში როლების სათამაშებლად. მე ყოველთვის ვოცნებობდი ერთ ფილმში სამ სუპერვარსვკლავზე... და ახლა ამისათვის საუკეთესო დროა.

ჰანს ლადას როლზე პირველად განიხილებოდა ლეონარდო დიკაპრიოს კანდიდატურა, თუმცა, მოგვიანებით ტარანტინომ გადაწყვიტა, რომ ლადას როლი უფრო ასაკოვან გერმანელ მსახიობს უნდა ეთამაშა. საბოლოოდ, ლადას როლი ერგო თითქმის უცნობ ავსტრიელ მსახიობ კრისტოფ ვალცს. ტარანტინო ყვებოდა, რომ კასტინგზე მისული არც ერთი მსახიობი ვერ ახერხებდა რეჟისორის ჩანაფიქრის შესრულებას და შესაბამისად, არ იყო შესაფერისი ლადას როლისთვის. იგი გადაღებების გაუქმებისთვისაც იყო მზად, თუმცა, მივიდა ვალცი და დაუბრუნა მას მისი ფილმი. მოგვიანებით ტარანტინომ თქვა: ლადა არის ჩემ მიერ შექმნილთა პერსონაჟთა შორის საუკეთესო და შესაძლოა საუკეთესო მომავალში შექმნილ პერსონაჟებსაც შორის.

ლეიტენანტი ალდო რეინის როლი თავიდანვე უნდა ეთამაშა ბრედ პიტს, რომლისთვისაც ნაბიჭვრები ტარანტინოსთან ერთობლივი მუშაობის პირველი პრეცედენტი უნდა გამხდარიყო. ორივე მათგანმა გამოთქვა ერთობლივი მუშაობის სურვილი. როდესაც ტარანტინომ სცენარი ნახევრად დაასრულა, იგრძნო, რომ პიტი ალდო რეინის როლზე ყველაზე ძლიერი კანდიდატურა იყო. სცენარის წერის დასრულების შემდეგ რეჟისორმა იფიქრა, რომ რეინის როლში პიტი გასაოცარი იქნებოდა და მის აგენტს დაურეკა, რათა გაეგო, თავისუფალი იყო თუ არა მსახიობი.

სერჟანტი დონი დონოვიტცის როლის მორგება შეეძლო კომიკოსს ადამ სენდლერს შეეძლო, თუმცა, მან უარი თქვა, მიზეზად კი დაასახელა კონფლიქტი კომპანია Universal Pictures-თან, რომელთანაც ერთად იგი ფილმ მხიარულ ადამიანებს  იღებდა. მის მაგივრად ფილმში მონაწილეობა მიიღო ტარანტინოს ახლო მეგობარმა, ელაი როთმა. მანვე გადაიღო ფილმი ფილმის შიგნით. ინგლისელი ლეიტენანტის, არჩი ჰიკოქსის როლი უნდა ეთამაშა კომიკოს საიმონ პეგს, თუმცა, ნაბიჭვრებს მან სტივენ სპილბერგის მულტფილმი ტინტინის თავგადასავლი ამჯობინა. ჰიკოქსის როლი ერგო გერმანელ-ირლანდიელ მსახიობ მაიკლ ფასბენდერს. რიგითი იუტივიჩის როლი კი ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკს ერგო.

ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარქის როლში ტარანტინო გერმანელ მსახიობ, ნასტასია კინსკის ხედავდა. მოლაპარაკებებისთვის იგი გერმანიაშიც კიჩაფრინდა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია. ჰამერსმარქის პერსონაჟი განასახიერა სხვა მსახიობმა, დიანე კრუგერმაუინსტონ ჩერჩილის როლის შემსრულებელმა, როდ ტეილორმა კინემატოგრაფი ჯერ კიდევ 2006 წელს დატოვა, თუმცა, ტარანტინოსთვის გამონაკლისი გააკეთა. მზადების პერიოდში, ტეილორმა უყურა ათობით ჩანაწერს უინსტონ ჩერჩილის მონაწილეობით. იგი მიზნად ისახავდა რაც შეიძლება ზუსტად განესახიერებინა ჩერჩილის სიარულის და ლაპარაკის მანერა. აღსანიშნავია, რომ თვითონ ტეილორი არწმუნებდა ტარანტინოს როლი მიეცა ალბერტ ფინისთვის, რომელმაც უკვე შეასრულა ჩერჩილის როლი 2002 წელს. ტეილორისთვის ნაბიჭვრები ბოლო ფილმი აღმოჩნდა. იგი გარდაიცვალა 2015 წლის 6 იანვარს.

ამ დაწყევლილი ჯავშანმატარებლის რეჟისორი, ენცო ჯ. კასტელარი ფილმში გამოჩნდა, როგორც გერმანელი გენერალი. მსახიობებმა სემიუელ ჯექსონმა და ჰარვი კეიტელმა გაახმოვანეს მთხრობელი და სტრატეგიულ სამსახურთა სამართველოს დირექტორი.

გადაღებები

ფილმის გადაღებას ხელი მოჰკიდეს ძმებმა ვაინშტაინებმა (The Weinstein Company). 2008 წლის ივლისში მათ განაცხადეს, რომ სურთ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ფილმის გადაღება, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა მონაწილეობა მიეღო კანის 62-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2008 წლის ოქტომბერში დაწყებული გადაღებები დაიწყო გერმანიაში და საფრანგეთში.

ფილმის სცენების დიდი ნაწილი გადაიღეს და დაამონტაჟეს კინოსტუდია Babelsberg Studio-ში, ქალაქ პოსტამში და პატარა ქალაქ ბად-შანდაუში. ელაი როთმა მოგვიანებით განაცხადა, რომ კინოთეატრის დაწვის სცენის გადაღების დროს შენობა კინაღამ მართლა დაიწვა მაღალი ტემპერატურისაგან: ჯგუფის წევრებს ეგონათ, რომ ცეცხლის ტემპერატურა 400 გრადუსი ცელსიუსით იქნებოდა, თუმცა, ტემპერატურამ 1200 გრადუსს მიაღწია.

ჯიდლოები და ნომინაციები

ცერემონიის თარიღიპრემიაკატეგორიალაურეატები და ნომინანტებიშედეგები
13—24 მაისი 2009კანის კინოფესტივალიჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვისკრისტოფ ვალციმოგებული
„ოქროს პალმის რტო“კვენტინ ტარანტინონომინირებული
7 დეკემბერი 2009ვაშინგტონის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია„საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“კვენტინ ტარანტინომოგებული
„საუკეთესო რეჟისურა“კვენტინ ტარანტინონომინირებული
„საუკეთესო ფილმი“ლოურენს ბენდერინომინირებული
13 დეკემბერი, 2009ბოსტონის კინოკრიტიკოსთა საზოგადოება„საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
14 დეკემბერი, 2009ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია„საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
14 დეკემბერი, 2009ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა წრე„საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
15 დეკემბერი, 2009ოსტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია„საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო მსახიობი ქალი“მელანი ლორანიმოგებული
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“კვენტინ ტარანტინომოგებული
15 დეკემბერი, 2009სან-დიეგოს კინოკრიტიკოსთა საზოგადოება„საუკეთესო ფილმი“ლოურენს ბენდერიმოგებული
„საუკეთესო კაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობამოგებული
„საუკეთესო რეჟისურა“კვენტინ ტარანტინომოგებული
„დამდგმელი მხატვარის საუკეთესო ნამუშევარი“დეივიდ ვესკომოგებული
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“კვენტინ ტარანტინომოგებული
„საუკეთესო მონტაჟი“სალი მენკენომინირებული
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“რობერტ რიჩარდსონინომინირებული
20 დეკემბერი, 2009«სატელიტის ჯილდო»„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“რობერტ რიჩარდსონინომინირებული
21 დეკემბერი, 2009ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაცია„საუკეთესო ფილმი“ლოურენს ბენდერინომინირებული
„საუკეთესო რეჟისურა“კვენტინ ტარანტინონომინირებული
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“კვენტინ ტარანტინონომინირებული
„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“რობერტ რიჩარდსონინომინირებული
22 декабря 2009ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოება„საუკეთესო ფილმი“ლოურენს ბენდერიმოგებული
„საუკეთესო რეჟისურა“კვენტინ ტარანტინომოგებული
„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა“მოგებული
6 იანვარი, 2010„ხალხის არჩევანი“„საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი“მოგებული
15 იანვარი, 2010„კრიტიკოსთა არჩევანი“„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“კვენტინ ტარანტინომოგებული
„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“კრისტოფ ვალციმოგებული
„საუკეთესო სამსახიობი შემადგენლობა“მოგებული
„საუკეთესო ფილმი“ლოურენს ბენდერინომინირებული
„საუკეთესო რეჟისურა“კვენტინ ტარანტინონომინირებული
„საუკეთესო ბოევიკი“ნომინირებული
„საუკეთესო დამდგმელი მხატვარი“დეივიდ ვესკონომინირებული
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“რობერტ რიჩარდსონინომინირებული
„კოსტუმების საუკეთესო დიზაინიანა შეპარდინომინირებული
„საუკეთესო მონტაჟი“სალი მენკენომინირებული
ოქროს გლობუსი„ოქროს გლობუსი“პრემია ოქროს გლობუსი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვისკრისტოფ ვალციმოგებული
პრემია ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვისკვენტინ ტარანტინონომინირებული
პრემია ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული ფილმისთვისლოურენს ბენდერინომინირებული
პრემია ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვისკვენტინ ტარანტინონომინირებული
აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემიააშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემიააშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვისკრისტოფ ვალციმოგებული
აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვისმოგებული
აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვისდიანა კრუგერინომინირებული
24 იანვარი, 2010აშშ-ის პროდიუსერთა გილდია„წლის პროდიუსერი“ლოურენს ბენდერინომინირებული
30 იანვარი, 2010აშშ-ის რეჟისორების გილდია„საუკეთესო რეჟისურა კინოფილმში“კვენტინ ტარანტინონომინირებული
31 იანვარი, 2010“გრემი“„საუკეთესო კომპილაციური საუნდტრეკი მასობრივი ინფორმაციის ვიზუალური საშუალებებისთვი“ენიო მორიკონე და სხვა კომპოზიტორებინომინირებული
13 თებერვალი, 2010აშშ-ის მხატვართა გილდია„კინოფილმში დამდგმელი მხატვრის საუკეთესო ნამუშევარი“დეივიდ ვესკონომინირებული
18 თებერვალი, 2010ლონდონის კინოკრიტიკოსთა წრე„წლის მსახიობი“კრისტოფ ვალციმოგებული
20 თებერვალი, 2010აშშ-ის მონტაჟორთა გილდია„საუკეთესო დიალოგები კინოფილმში“მოგებული
„საუკეთესო ხმოვანი ეფექტები ფილმში“ნომინირებული
BAFTABAFTAპრემია BAFTA მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვისკრისტოფ ვალციმოგებული
პრემია BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვისკვენტინ ტარანტინონომინირებული
პრემია BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისკვენტინ ტარანტინონომინირებული
პრემია BAFTA საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვისრობერტ რიჩარდსონინომინირებული
პრემია BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვისსალი მენკენომინირებული
პრემია BAFTA დამდგმელი მხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვისდეივიდ ვესკო, სენდი რეინოლდს ვესკონომინირებული
27 თებერვალი, 2010აშშ-ის ოპერატორთა საზოგადოება„საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი კინოფილმში“რობერტ რიჩარდსონინომინირებული
ოსკარიოსკარიოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლშიკრისტოფ ვალციმოგებული
ოსკარი საუკეთესო ფილმისთვისლოურენს ბენდერინომინირებული
ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვისკვენტინ ტარანტინოთარგი:Номинация
[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისკვენტინ ტარანტინონომინირებული
ოსკარი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვისრობერტ რიჩარდსონინომინირებული
ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვისსალი მენკენომინირებული
ოსკარი ხმის საუკეთესო მონტაჟისთვისუაილი სტეინმენინომინირებული
ოსკარი საუკეთესო ხმისთვისმაიკლ მინკლერიტონი ლამბერტიმარკ ულანონომინირებული
იმპერიაიმპერია„კინოპრემია იმპერია საუკეთესო ფილმისთვის“ლოურენს ბენდერინომინირებული
„კინოპრემია იმპერია საუკეთესო ტრილერისთვის“ნომინირებული
„კინოპრემია იმპერია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“კრისტოფ ვალციმოგებული
„კინოპრემია იმპერია ქალის საუკეთესო როლისთვის“მელანი ლორანინომინირებული
„კინოპრემია იმპერია საუკეთესო რეჟისურისთვის“კვენტინ ტარანტინონომინირებული
31 მაისი, 2010ავსტრალიის კინოკრიტიკოსთა წრე„საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე“ლოურენს ბენდერინომინირებული
6 ივნისი, 2010MTV Movie AwardsMTV-ის კინოჯილდო საუკეთესო ბოროტმოქმედსკრისტოფ ვალცინომინირებული
24 ივნისი, 2010სატურნი„საუკეთესო ბოევიკი/ტრილერი“მოგებული
„ქალის საუკეთესო როლი“მელანი ლორანინომინირებული
„მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“კრისტოფ ვალცინომინირებული
„ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“დიანა კრუგერინომინირებული
საუკეთესო რეჟისურაკვენტინ ტარანტინონომინირებული
„საუკეთესო სცენარი“კვენტინ ტარანტინონომინირებული
„კოსტუმების საუკეთესო დიზაინი“ანა შეპარდინომინირებული

                                                   კრიტიკა

ფილმი დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა. Rotten Tomatoes-ზე მისი საშუალო რეიტინგი 89 პროცენტს შეადგენს. ტარანტინოს გადაწყვეტილება მოეფიქრა მსოფლიო ომისთვის ახალი დასასრული დადებიდად შეაფასა რიჩარდ კორლისიყველამ იცის, თუ რითი დამთავრდება საქმე. ცუდი ბიჭები წააგებენ. ჰიტლერი თავის ბუნკერში დაიღუპა. სად არის აქ ინტრიგა? სად არის გაურკვევლობა? სამხედრო ფილმების უმრავლესობისთვის ისტორიული ფაქტები რაღაც ხელშეუხებელია. ამავე აზრზე იდგა იურა გლადილშიკოვიმოდით, ბოლოსდაბოლოს შევცვალოთ ისტორია კინოში ისე, როგორც ჩვენ გვინდა.. იმიტომ, რომ ისტორიასა და კინოს ქორწინებაში უმთავრესი კინოა.

ჯიმ ჰობერმანმა (Village Voice) დაწერა: ჩვენს წინაშე ალტერნატიული მეორე მსოფლიო ომი, რომლებშიც ებრაელები ატერორებენ და კლავენ ნაცისტებს; ე.წ სამართლიანი ჰოლოკოსტი. ჰობერმანმა ერთმანეთს შეადარა ტარანტინო და სტივენ სპილბერგი, რადგანაც, მისის აზრით, ორივე მათგანი თავის სურვილს ახვევს დიდი ომის ისტორიას; ამავე დროს, უსახელო ნაბიჭვრები, როგორც სხვა ნებისმიერი ვესტერნი, ცდილობს მონახოს ძალადობის საზღვარი, რომელიც დასაშვებია კეთილშობილი მიზნის მისაღწევად.

როჯერ ებერტმა ნაბიჭვრები წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა (ამ კინოს ცენტრშია არიან გმირი, ნაცისტი და გოგონა). ებერტის თქმით, ტარანტინომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას „პერსონაჟები დიდი ასოდან“; ისინი ჩანან უფრო დიდნი, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებსაც ჩვენ კინოეკრანებზე ვხედავთ.

მანოლა დარგისმა (The New York Times) თავის რეცენზიაში აღნიშნა, რომ ლორანი და როთი დაჩრდილა ნაცისტმა ბოროტმოქმედ-შემაცდუნელმა ვალცის შესრულებით. დარგისი დაძაბა იმან, რომ დადებითი პერსონაჟები ვერ ეჯიბრებიან ნაცისტს სიტყვებით ჟონგლიორობაში და ქარიზმაში. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგები საკმაოდ გაწელილი იყო, დარგისმა შეაქო ფილმის პირველი სცენა, რომელიც ტარანტინომ მაჯრვედ გადაიღო — კამერა ისე ტრიალებს ფრანგი ფერმერის ირგვლივ, თითქოს მას მარყუჟს ახვევს.

კრისტოფ ვალცის თამაშმა კრიტიკოსების რეცენზიებში ცალკე ადგილი დაიკავა. საიტ thepassionatemoviegoer მიმომხილველმა ჯო ბელტეიკმა თავისი რეცენზია ასე შეაჯამა: შტამბეჭდავი პერსონაჟი, შთამბეჭდავი მსახიობი: კრისტოფ ვალცი ამაღელვებლად მომხიბვლელია კვენტინ ტარანტინოს უსახელო ნაბიჭვრებში. კოლინ კლოვერტმა გაზეთ Star Tribune-დან შეაფასა ბრედ პიტის გარდასახვა, მაგრამ, კლოვერტის სიტყვებით, კოლეგამ მას აჯობა.

განსაკუთრებულად აღინიშნებოდა კინოსურათის ჟანრობრივი თავისებურობა, რომელიც, როგორც ტარანტინოს წინა ფილმები, უპირველეს ყოვლისა არის რეჟისორის საყვარელი ფილმების „კრებული“. ფილმის ცალკეული „თავები“ გადაღებულია სხვადასხვა ჟანრების „კანონებით“ და აკეთებენ გადამისამართებას მათ კლასიკურ ნაწარმოებებზე. პროლოგი, რძის ფერმაზე დაწყებული მოქმედებებით (ტიტრებით ერთხელ, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში... 1941) და ენრიო მორიკონეს მუსიკით სერჯო ლეონეს ფილმის, ერთხელ ველურ დასავლეთში ციტირებას ახდენს. მეორე თავი არის ვარიაცია კლასიკური სიუჟეტის (დივერსანტთა ჯგუფი მტრის ზურგში) თემაზე. შოშანას და ცოლერის საუბრისას და ყაბაყში „გამოცნობანას“ თამაში პირდაპირ ციტირებს კლასიკურ ომამდელ ფილმებს. ჰიტლერის გარეგნობა.

იხ. ბმულზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე კინო




დიდი ტყუილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              დიდი ტყუილი
                           ჯოზეფ გებელსი, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის სამინისტროდიდი ტყუილი
 (გერმ. große Lüge) პროპაგანდისტული ტექნიკაა. ადოლფ ჰიტლერმა Mein Kampf-ში განსაზღვრა, როგორც „ისეთი „დიდი“ სიცრუე, რომ ვერავინ დაიჯერებდა, რომ ვინმეს ქონდა გამბედაობა, ასე უსირცხვილოდ დაემახინჯებინა რეალობა“.ს ხელმძღვანელი.
ჰიტლერის განმარტება
ჰიტლერი თავად განსაზღვრავს "დიდი ტყუილის" ტექნიკას წიგნის "ჩემი ბრძოლა"  I ნაწილის მე-10 თავში "გერმანიის კატასტროფის რეალური მიზეზები":

ისინი ცდილობდნენ გენერალი ლუდენდორფი დაეყენებინათ წაგებული ომის სათავეში. აქ გულწრფელად უნდა ვთქვათ: ებრაელების მთელი სირცხვილი და მარქსისტების მთელი სპილენძის შუბლი საჭიროა, რათა გაბედო პასუხისმგებლობის დაკისრება ზუსტად იმ ადამიანზე, რომელიც მარტო მთელ გერმანიაში იბრძოდა ძალის უდიდესი ძალით. თითქმის არაადამიანური ენერგიით გერმანიის გადარჩენა სირცხვილისგან, დამცირებისა და უბედურებისგან. მაგრამ ებრაელებმა და მარქსისტებმა იცოდნენ რას აკეთებდნენ. ლუდენდორფზე თავდასხმით მათ პარალიზეს ლუდენდორფის შესაძლო თავდასხმა საკუთარ თავზე, რადგან მხოლოდ ლუდენდორფი შეიძლებოდა მათთვის ყველაზე სახიფათო ბრალმდებელი გამხდარიყო, მხოლოდ მას ჰქონდა ყველა მონაცემი მოღალატეების წარმატებით გამოსავლენად. ამიტომაც მოღალატეები ჩქარობდნენ ლუდენდორფის ხელიდან ჩამოერთვათ მისი მორალური იარაღი.

ეს ბატონები სწორი გათვლებიდან გამოვიდნენ, რომ რაც უფრო ამაზრზენად იტყუები, მით უფრო მალე დაგიჯერებენ. ჩვეულებრივ ადამიანებს უფრო დიდი სიცრუის სჯერათ, ვიდრე პატარას. ეს შეესაბამება მათ პრიმიტიულ სულს. იციან, რომ თავადაც შეუძლიათ წვრილმანებში მოტყუება, მაგრამ, ალბათ, ძალიან შერცხვებათ ტყუილი. დიდი ტყუილი მათ გონებაშიც კი არ გადის. ამიტომ მასები ვერ წარმოიდგენენ, რომ სხვებს შეეძლოთ მეტისმეტად ამაზრზენი ტყუილი, ფაქტების მეტისმეტად ურცხვად დამახინჯება. და მაშინაც კი, როცა მათ აუხსნიან, რომ ეს არის ამაზრზენი პროპორციების სიცრუე, ისინი კვლავ გააგრძელებენ ეჭვს და მიდრეკილნი იქნებიან დაიჯერონ, რომ მასში ალბათ არის რაღაც სიმართლე. ამიტომაც ტყუილის ვირტუოზები და მხოლოდ სიცრუეზე აგებული მთელი პარტიები ყოველთვის მიმართავენ ამ მეთოდს. ამ მატყუარებმა კარგად იციან მასის ეს თვისება. მოტყუება მხოლოდ უფრო ძლიერად - დაე, რაღაც თქვენი ტყუილი დარჩეს.

გამოყენება ჰიტლერის ფსიქოლოგიურ პორტრეტში
"დიდი ტყუილის" ხსენება ასევე გამოყენებული იყო ომის დროს შედგენილ მოხსენებაში აშშ-ს სტრატეგიული სერვისების ოფისის მიერ, როდესაც აღწერდა ჰიტლერის ფსიქოლოგიურ პორტრეტს:

მისი ძირითადი წესები იყო: არასოდეს დაუშვათ საზოგადოება გაცივდეს; არასოდეს აღიარო შეცდომები; არასოდეს დაუშვათ ფიქრები მტრის დადებითი ასპექტების არსებობის შესახებ; არასოდეს დატოვოთ ადგილი ალტერნატივისთვის; არასოდეს აღიარო დამნაშავე; ყოველ ჯერზე კონცენტრირება მოახდინოთ რომელიმე მტერზე და დააბრალოთ მას ყველა უბედურება; ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ დიდი ტყუილი, ვიდრე პატარა; და თუ საკმარისად ხშირად გაიმეორებ, ადრე თუ გვიან ხალხი დაიჯერებს ამას.

"დიდი ტყუილი" პოპულარულ კულტურაში
ჯორჯ ორუელმა შემოიტანა „ორმაგი აზროვნების“ ცნება რომანში „1984“, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, „დიდი ტყუილის“ თეორიაზეა დაფუძნებული. რამდენიმე ციტატა:

„აქ მთავარი სიტყვა შავი და თეთრია. ბევრი Newspeak სიტყვის მსგავსად, მას აქვს ორი საპირისპირო მნიშვნელობა. როდესაც მიმართავენ მოწინააღმდეგეს, ეს ნიშნავს ურცხვად მტკიცების ჩვევას, რომ შავი თეთრია, აშკარა ფაქტების საწინააღმდეგოდ.
„მიზანმიმართული ტყუილის თქმა და ამავდროულად მისი სჯერა, დაივიწყოს ყოველგვარი უხერხული ფაქტი და გამოვიყვანოთ დავიწყებიდან, როგორც კი საჭირო იქნება, უარვყოთ ობიექტური რეალობის არსებობა და გაითვალისწინოთ რეალობა, რომელსაც ადამიანი უარყოფს - ეს ყველაფერი აბსოლუტურად აუცილებელია“ .
რიჩარდ ბელცერი განსაზღვრავს "დიდ ტყუილს" თავის წიგნში უცხოპლანეტელები, კენედიები და ელვისი: შეთქმულებები, რომელთა დასაჯერებლად გიჟი არ უნდა იყოთ: "თუ საკმარისად დიდ ტყუილს იტყვით და ხშირად იტყვით, ხალხი დაიჯერებს, რომ თქვენ" შენ ამბობ სიმართლეს, თუნდაც ის, რასაც შენ ამბობ, სრული სისულელეა."
იხ. ვიდეო - The Big Lie (1951)



среда, 31 мая 2023 г.

ბალკანეთის ომები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ბალკანეთის ომები

ბულგარელები  იღებენ თურქული პოზიციები
ორი კონფლიქტი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1912-1913 წლებში. პირველ ომში ოთხმა ბალკანურმა სამეფომ დაამარცხა ოსმალეთის იმპერია, ხოლო მეორე ომი ამ ოთხიდან ერთ-ერთი ბულგარეთის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა თითქმის მისი ყველა სამფლობელო ევროპაში. ამ ომების შემდეგ ასევე დასუსტდა ავსტრო-უნგრეთის იმპერია და გაძლიერდა სერბეთი. ამან გამოიწვია ბალკანეთის კრიზისი 1914 წელს, რაც იყო პირველი მსოფლიო ომის პრელუდია.

XX საუკუნის დასაწყისში საბერძნეთმა, ბულგარეთმა, მონტენეგრომ და სერბეთმა ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა მათი ეთნიკური მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩებოდა ოსმალთა ბატონობის ქვეშ. 1912 წელს ამ ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ბალკანეთის კავშირი. პირველი ბალკანური ომის დროს თურქეთი იყო საკმაოდ ჩამორჩენილი, არა რეფორმირებული ქვეყანა და მან ვერ შეძლო გაეწია წინააღმდეგობა ოთხი ბალკანური სახელმწიფოსთვის. თურქეთმა მდინარე მარიცას დასავლეთით დაკარგა თითქმის ყველა ტერიტორია. დაკარგული ტერიტორიების შედეგად თურქეთში ყოფილი ბალკანეთის მიწებიდან გადმოვიდა დაახლოებით 2,5 მილიონი ლტოლვილი. მარცხმა დიდი გავლენა მოახდინა თურქებზე და გამოიწვია იმპერიის შემდგომ ხუთ წელიწადში დაშლა. ნაზიმ ფაშა რომელიც იყო ამ ომში თურქეთის ჯარის ხელმძღვანელი მოძრაობა ახალგაზრდა თურქების წევრებმა მოკლეს. ბალკანეთის პირველი ომი 7 თვეში ლონდონის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა.

მეორე ბალკანური ომი დაიწყო 1913 წლის 16 ივნისს. ბულგარეთი უკმაყოფილო იყო ყოფილი მოკავშირეების საბერძნეთისა და სერბეთის მიერ მაკედონიის რეგიონის საიდუმლო გაყოფით და მათ წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ბერძნებმა და სერბებმა მოიგერიეს ბულგარელების შეტევა და კონტრ-შეტევაზე გადავიდნენ. ამ დროს თურქეთმა და რუმინეთმაც შეუტიეს ბულგარეთს და გარკვეული ტერიტორიები მიიღეს. შედეგად, ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით ბულგარეთმა დაკარგა პირველი ბალკანური ომის დროს მოპოვებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი.
იხ. ვიდეო - Балканские войны
მემკვიდრეობა
თურქეთის მოქალაქეები მიიჩნევენ ბალკანეთის ომებს, როგორც მთავარ კატასტროფას (Balkan harbi faciası) ქვეყნის ისტორიაში. ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა მთელი თავისი ევროპული ტერიტორია მდინარე მარიცას დასავლეთით ორი ბალკანური ომის შედეგად, რამაც ამგვარად გამოიკვეთა დღევანდელი თურქეთის დასავლეთ საზღვარი. 1923 წლისთვის 1912 წლის მუსლიმური მოსახლეობის მხოლოდ 38% ჯერ კიდევ ცხოვრობდა ბალკანეთში და ბალკანეთის თურქების უმრავლესობა მოკლეს ან განდევნილი იყო. მოულოდნელმა დაცემამ და თურქების მიერ გაბატონებული ევროპული ტერიტორიების უეცარმა დათმობამ შექმნა ტრავმული მოვლენა ბევრ თურქს შორის, რამაც გამოიწვია თვით იმპერიის საბოლოო დაშლა ხუთ წელიწადში. პოლ მოჟესმა ბალკანეთის ომებს "არაღიარებული გენოციდი" უწოდა.

მარცხისთვის პასუხისმგებელი იყო ნაზიმ ფაშა, ოსმალეთის არმიის შტაბის უფროსი და მოკლეს 1913 წლის 23 იანვარს 1913 წლის ოსმალეთის სახელმწიფო გადატრიალების დროს.

ბერძნების უმეტესობა ბალკანეთის ომებს ეპიკური მიღწევების პერიოდად მიიჩნევს. მათ მოახერხეს გაათავისუფლეს და მოეპოვებინათ ტერიტორიები, რომლებიც უძველესი დროიდან იყო დასახლებული ბერძნებით და გააორმაგეს ბერძნული სამეფოს ზომა, აიღეს ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა თესალონიკი და იოანინა, რომლებიც თითქმის ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ. ბერძნულმა არმიამ, მცირე და ცუდად აღჭურვილმა ოსმალეთის უმაღლეს, ასევე ბულგარულ და სერბეთის არმიებთან შედარებით, მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. ამან საბერძნეთი სიცოცხლისუნარიანი პაიკი გახადა დიდი ძალების ჭადრაკში. საბერძნეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ორი დიდი პიროვნება წამოვიდა, პრემიერ მინისტრი ელეფთერიოს ვენიზელოსი, საბერძნეთის საგარეო პოლიტიკის წამყვანი გონება, და გვირგვინის პრინცი, მოგვიანებით კი მეფე კონსტანტინოს I, ბერძნული არმიის გენერალ-მაიორი.
იხ. ვიდეო - The Balkan Wars: Every Day





     

KFOR

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             KFOR
                             
კოსოვოს ძალები (KFOR) არის ნატოს ეგიდით საერთაშორისო სამშვიდობო ძალები კოსოვოში. მისი ოპერაციები თანდათან მცირდება, სანამ 2009 წელს დაარსებული კოსოვოს უსაფრთხოების ძალები არ გახდება თვითკმარი.

KFOR შევიდა კოსოვოში 1999 წლის 11 ივნისს,  გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის მიღებიდან ორი დღის შემდეგ. იმ დროს კოსოვო მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე იყო, იუგოსლავიის სამხედრო ძალები კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (KLA) წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ყოველდღიურ საქმეებში. იმ დროისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი გაიქცა კოსოვოდან ლტოლვილებად და ბევრი სამუდამოდ არ დაბრუნებულა.

KFOR ეტაპობრივად გადასცემს პასუხისმგებლობებს კოსოვოს პოლიციას და სხვა ადგილობრივ ხელისუფლებას. ამჟამად 27 სახელმწიფო მონაწილეობს KFOR-ში, საერთო ძალით დაახლოებით 4000 სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.

მისიას თავდაპირველად ოპერაცია Joint Guardian ერქვა. 2004 წელს მისიის კოდური სახელი შეიცვალა Operation Joint Enterprise.
იხ. ვიდეო - Kosovo Serb Blockade Turns Violent, KFOR Troops Injured
2007 წლის აპრილის მონაცემებით, ძალების შემადგენლობაში შედიოდა 16000 ჯარისკაცი 34 ქვეყნიდან (24 ნატო, 10 არანატოს წევრი; KFOR-ის მაქსიმალური რაოდენობა 50000 ჯარისკაცს აღწევდა).

თავდაპირველად, KFOR-ის ჯგუფი შედგებოდა ოთხი მრავალეროვნული ბრიგადისგან, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა საკუთარი პასუხისმგებლობის სექტორი. 2005 წელს ეს ძალები გადაკეთდა ხუთ ოპერატიულ ჯგუფად.

2012 წლის სექტემბრისთვის ჯგუფის რაოდენობა შემცირდა 5 ათას ჯარისკაცამდე და ოფიცერამდე.

სამშვიდობოები კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის განიარაღებაში იყვნენ დაკავებულნი. 1999 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, კოსოვოს ალბანელებმა ჩააბარეს დაახლოებით 10000 მცირე ზომის იარაღი, 300 ყუმბარმტყორცნი და 178 ნაღმტყორცნები. ასევე ამოღებულია 27000 ხელყუმბარა, 1200 ნაღმი და 1000 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება.

KFOR-ის საქმიანობის შედეგები კოსოვოში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში:

16000-ზე მეტი სახლი, 1165 სკოლა, თითქმის 2000 კმ გზა გაიწმინდა ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან;
მოსახლეობას გადაეცა 18000 ღუმელი, 4000 სატვირთო მანქანა შეშა გასათბობად;
43 000-ზე მეტმა კოსოველმა მიიღო სამედიცინო დახმარება;
გარემონტდა ელექტროსადგურები, გზები, ხიდები, რკინიგზა.
KFOR სექტორი 2002 წ
KFOR-ის სტრუქტურა
არსებობს შემდეგი დაჯგუფებები:

მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი ჩრდილოეთი (MNTF-N, საფრანგეთის მეთაურობით)
მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი აღმოსავლეთი (MNTF-E, აშშ-ს ხელმძღვანელობით)
მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი სამხრეთი (MNTF-S, გერმანიის მეთაურობით)
მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი დასავლეთი (MNTF-W, იტალიური მეთაურობით)
მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფის ცენტრი (MNTF-C, ბრიტანეთის მეთაურობით)
რუსული კონტინგენტი KFOR-ში
რუსული KFOR-ის კონტინგენტის ფორმირების დასაწყისი პრიშტინაზე გავიდა. რუსი სამშვიდობოები არ მიიღეს ცალკეული სექტორი კოსოვოში და იმყოფებოდნენ შეერთებული შტატების (ფალკონის სამუშაო ჯგუფის) მეთაურობით უკრაინის, პოლონეთის, საბერძნეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების კონტიგენტებთან ერთად, ასევე საფრანგეთსა და გერმანიაში. სექტორები. 1999 წლის სექტემბერში რუსი სამშვიდობოები ჩაერთნენ KFOR-ის დაწყების შემდეგ ყველაზე სისხლიან ინციდენტში, დახვრიტეს სამი სერბი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მათ. უკვე 2003 წელს რუსული კონტინგენტი (650 სამხედრო) გაიყვანეს კოსოვოდან და მისი ქონება უსასყიდლოდ გადაეცა სამშვიდობო ძალების სარდლობას, რუსეთის ფედერაციიდან პოლიციის ქვედანაყოფების ჩამოსვლის სანაცვლოდ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი კვაშნინმა რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის მთავარ მიზეზად ბალკანეთში რუსეთის რეალური ინტერესების არარსებობა და ფინანსური სირთულეები უწოდა - თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა 28 მილიონი დოლარის დაზოგვა. ყოველწლიურად იხარჯებოდა რუსული კონტიგენტის შენარჩუნებაზე. რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინმა კოსოვოდან რუსული ჯარების გაყვანის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ჩვენი კონტიგენტის იქ ყოფნა, რომელიც არაფერს წყვეტს და ვერაფერზე გავლენას ვერ ახდენს, უაზროა“.
იხ. ვიდეო - Top Channel/Stoltenberg “kërcënon” serbët: “Mos guxoni të prekni KFOR-in”, Gjermania: “Afron lufta”!





ოინომაოსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ოინომაოსი
ენომაი, ჰიპოდამია და ოლიმპიური ღმერთები. გამოსახულება ძველ ვაზაზე.
ენომაი, ოინომაი (ძველი ბერძნული Οἰνόμαος) არის პერსონაჟი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, არესის ვაჟი და ელისის ქალაქ პისის მეფე. არ სურდა თავისი ქალიშვილის, ჰიპოდამიას გათხოვება, მან მოაწყო ეტლების რბოლა მისი მოსარჩელეებისთვის და მოკლა დამარცხებულები. ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, პელოპსმა, მოისყიდა ეტლი ენომაი. შედეგად, პიზის მეფე გარდაიცვალა.
იხ. ვიდეო - Эномай рассказывает про Феокла Смертную тень.Спартак: Кровь и песок.
მითოლოგიაში
ენომაი ითვლებოდა ომის ღმერთის არესის შვილად და სხვადასხვა უძველესი ავტორი დედას უწოდებდა მდინარის ღმერთის ასოპ ჰარპინის  ქალიშვილს, დანაიდ ევრიტოს, პლეადას სტეროპს ან ასტერიას (ბოლო ორი. არიან ატლანტას ქალიშვილები). ალტერნატიული ვერსიების მიხედვით, ენომაი იყო ალქსიონის  ვაჟი (ედვარდ ტრემერი[de] ივარაუდა, რომ სახელი „ალქსიონი“ ბრუნდება არესის უძველესი დამწერლობის სახელიდან) ან ჰიპეროქი. მეფობდა ელისის ქალაქ პისში (ევრიპიდეს სქოლიის მიხედვით - ლესბოსში). ცოლმა (სტეროპის[ სხვადასხვა ვერსიით, ევრიტოეს ან ევარეტი, არგოსის მეფის აკრისიუსის ასული) შეეძინა ოენომაუს ლეუკიპუსის ვაჟი და ორი ქალიშვილი - ალკიპა და ჰიპოდამია.
მეფე ყველანაირად უშლიდა ხელს იპოდამიას ქორწინებას: მითის ერთი ვერსიით, ენომაის იწინასწარმეტყველეს, რომ ის მოკვდებოდა სიძის ბრალით, მეორეს თანახმად, მან განიცადა ინცესტური ვნება. მისი ქალიშვილი და მან უარყო იგი ან უპასუხა. ჰიპოდამიას რომ არ დაქორწინებულიყო, ოენომაი დაჰპირდა, რომ მისცემდა მას, ვინც მას ეტლების რბოლაში დაამარცხებდა, პიზადან ისთმაზე პოსეიდონის საკურთხევლისკენ მიმავალ გზაზე. არესის მიერ მიცემული სწრაფი ცხენების წყალობით, მან იოლად გაასწრო თითოეულ განმცხადებელს და დაარტყა შუბი, შემდეგ კი თავი მიაკრა თავისი სასახლის კარებს[9]. ასეთი ბედი ეწია, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 12, 13, 16 თუ 18 ადამიანს.

ბოლოს მცირე აზიიდან ელისში ჩასულმა ტანტალუსის ვაჟმა პელოპსმა იპოდამია მოიხიბლა. მან შეძლო მოლაპარაკება ენომაის ეტლ მირტილუსთან და შეჯიბრის წინა დღეს სამეფო ეტლში ლითონის ყდის ცვილით შეცვალა, ან უბრალოდ ეს ყდის ამოიღო. მთელი სისწრაფით ეტლი გადაბრუნდა და დაიმსხვრა, ენომაი კი სასიკვდილოდ დაეჯახა. ალტერნატიული ვერსიით, მან თავი მოიკლა დანაკარგის გამო.

ხსოვნა
ოლიმპიაში ისტორიულ ეპოქაში მოგზაურებს აჩვენეს ენომაის სახლის საძირკველი, ამ სახლიდან ხანძრის შემდეგ დარჩენილი ხის სვეტი, ენომაის მიერ ზევს ჰერკეის აღმართული საკურთხეველი. ოლიმპიასთან ახლოს იყო მეფის საფლავი. ენომაი გახდა სოფოკლეს, ევრიპიდეს, ლუციუს აქტიუსის ამავე სახელწოდების ტრაგედიების გმირი, ანტიფანეს, ევბულუსისა და ტიმოქარის კომედიები, სახელწოდებით "ენომაი, ანუ პელოპსი".

მკვლევარებს აქვთ მოსაზრება, რომ ელენელებს შეეძლოთ ენომაუსი არგოლისიდან თავიანთ ქვეყანაში გადასახლებულ უცნობად ჩაეთვალათ. ამის სასარგებლოდ არგუმენტები შეიძლება იყოს ენომაის (ევარეტები, ევრიტოი, ჰარპინები) და მარს სავარაუდო დედებისა და ცოლების არგიული წარმოშობა.
იხ. ვიდეო - Spartacus - Oenomaus Backstory...




ფილოქტეტე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ფილოქტეტე
ძვ.ბერძნ. Φιλοκτήτης

ძველი ბერძენი გმირი, პეანტისა და დემონასას ვაჟი. ელენას საქმრო და ტროას ომის მონაწილე. ფილოქტეტე ასევე მონაწილეობდა იასონის კამპანიაში ოქროს საწმისისთვის.

ლეგენდები ფილოქტეტეს ექსპლუატაციებზე შეიმუშავეს კიკლის ეპოსის წარმომადგენლებმა, ასევე ტრაგიკოსებმა. ამ ლეგენდების მიხედვით, ფილოქტეტე, როგორც ჰერკულესის მეგობარი და ძმა, ზუსტად ისროდა მშვილდიდან. ჯილდოდ იმ ფაქტის გამო, რომ მან ააშენა და ცეცხლი დაანთო ჰერკულესს ეტეს მთაზე, როდესაც მან სიცოცხლის დაკარგვა გადაწყვიტა, ჰერკულესმა მას თავისი მშვილდი მისცა მოწამლული ისრებით, რომელიც არ გაუშვა. ერთ-ერთი ვერსიით, ჰერკულესის საყვარელი. დაამარცხა ოდისევსი მშვილდოსნობაში.
                                                                
Philoctetes on the Island of Lemnos, by Guillaume Guillon-Lethière. - 


 
ტროას ომი
მეთონელების, ტაუმაქიანების, მელიბეელებისა და ოლისონელების სათავეში მან 7 გემით გაცურა ტროას ქვეშ, მაგრამ გზად მას გველი უკბინა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც ელინები შეჩერდნენ კუნძულ ტენედოსზე და შესწირეს მსხვერპლშეწირვა აპოლონს, შემდეგ წყლის გველი გადმოხტა საკურთხევლიდან და უკბინა ფილოქტეტეს (ანუ გველი ათენას საკურთხეველიდან კუნძულ ქრისზე); ან ნიმფა კრისის საკურთხეველი). ფეხიდან ჩირქი ამოვარდა. შემდეგ ლემნოსზე  დაეშვა (ან ჰერას მიერ გამოგზავნილმა გველმა უკბინა თავად ლემნოსს; ან დაჭრა ჰერკულესის ისრით).
ჭრილობის ამაზრზენი ბუნების გამო ისინი დარჩებიან ლემნოსზე (ქრისუსზე), სადაც მძიმე ტანჯვით ტანჯული ცხოვრობდა მანამ, სანამ ბერძნები კვლავ საჭირო არ გახდნენ (როგორც ჰომეროსში). მას კვებავდა იფიმა, მეფე აქტორის მწყემსი. ან ნებაყოფლობით დარჩა ლემნოსზე, რადგან იყვნენ გამოცდილი ექიმები.

როდესაც გაირკვა, რომ ტროას ფილოქტეტეს ისრების გარეშე ვერ აეღო, ოდისევსი და დიომედეს (სხვა ვერსიით - ნეოპტოლემოსი) ლემნოსში ჩავიდნენ ფილოქტეტესთვის, რომელიც ტროას სანაპიროზე დაშვების შემდეგ, აპოლონმა ღრმა ძილში ჩააგდო. და სიზმარში ექიმი მაჩაონის მიერ ჩატარებული ოპერაციის წყალობით  განიკურნა ავადმყოფობა (ან პოდალირიუსმა განკურნა ფილოქტეტე, ან ღმერთმა ასკლეპიუსმა განკურნა იგი.).

ფილოქტეტემ პარიზი მოკლა მშვილდით, იგივე ისრით, რომელიც ჰერკულესმა გამოიყენა გიგანტების წინააღმდეგ. სულ მოკლა 3 მეომარი. იჯდა ტროას ცხენში.

ომის შემდეგ
როდესაც პარიზი მისი ისრებიდან მოკვდა და ტროა დაეცა, ჰომეროსის თქმით, იგი ტროიდან  უვნებლად დაბრუნდა მელიბეაში, მაგრამ რადგან ქალაქის მაცხოვრებლები აჯანყდნენ მის წინააღმდეგ, ის იტალიაში გაემგზავრა.

სხვა ლეგენდის თანახმად, ტროიდან დაბრუნებისას, ის ქარიშხალში ჩავარდა კაფერიას მთასთან, გაცურა მიმანტისკენ. შემდეგ ის გაიქცა იტალიაში კამპანიელების რეგიონში და, ლუკანებთან ომის შემდეგ, დასახლდა კრიმისაში (კროტონთან და ფურიასთან). მან დააარსა კრიმისაში აპოლონ ალეუსის  საკურთხეველი, რომელსაც მიუძღვნა თავისი მშვილდი და ისრები (ეიფორიონის მიხედვით). ან მივიდა მალელებთან, ასწავლიდა მათ მშვილდოსნობას.

მელიბეიდან გაქცევის შემდეგ მან დააარსა პეტელია, კაონთა დედაქალაქი და კრიმისა. ან დააარსა ქალაქი თური, სადაც მისი საფლავის ქვა იყო ნაჩვენები და აპოლონის ტაძარში - მისი ისრები. იგი გარდაიცვალა იტალიაში ჩამოსახლებულთათვის ბრძოლაში ლინდადან აჩაიაში პელენიდან ჩამოსახლებულთა წინააღმდეგ  (ან ფილოტეტე გარდაიცვალა იტალიაში ჩასულ როდიელებთან ბრძოლაში); მისი საფლავი მაკალაში აჩვენეს, სადაც მისი საკურთხეველი იყო.

ფილოქტეტეს საკურთხეველი ლემნოსში იყო.

ლიტერატურაში
ჩვენს დრომდე მთლიანად მოაღწია სოფოკლეს კუთვნილმა ტრაგედიამ, რომელშიც პოეტმა დაამუშავა ლეგენდა ფ.-ს კუნძულ კრისზე განმარტოებული ყოფნისაგან განთავისუფლების შესახებ.

ესქილეს „ფილოქტეტეს“ (ფრ. 249-255 რადტი), სოფოკლეს „ფილოქტეტეს“ და „ფილოქტეტეს ტროას ქვეშ“ (ფრ. 697-701 რადტ) ტრაგედიების გმირი, ევრიპიდე „ფილოქტეტე“, ანტიფრონი, აჩა. ერეტრია, ფილოკლე უფროსი, თეოდექტა, უცნობი ავტორი და მოქმედება „ფილოქტეტე“, სენეკას ტრაგედია „ჰერკულესი ეტაზე“, ასევე სამი კომედია, მათ შორის ეპიქარმოსი და სტრატიდა, და უცნობი ავტორის სატირული დრამა.
იხ. ვიდეო - Philoctetes by Sophocles | Audiobooks Youtube Free | Dramatic Reading - Sophocles' play recounts an episode from the Trojan War, in which the wily Odysseus and Achilles' son Neoptolemus travel to a remote island to persuade Philoctetes to come with them to Troy. A prophet has foreseen that the Greeks will need Philoctetes and his bow (given to him by Heracles before his death) in order to defeat the Trojans. The problem is that years before Odysseus had engineered Philoctetes' abandonment on the island, due to a festering, stinking wound he had received from a snakebite. Will Philoctetes forgive and forget, or will he take his revenge? (Summary by Elizabeth Klett)



მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...