среда, 30 июня 2021 г.

ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი)

ლეიტმოტივი სიმფონიის - ,, თემა მიჯნური''

(ფრანგ. Symphonie fantastiqueჰექტორ ბერლიოზის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამავე დროს ფრანგული პროგრამული სიმფონიის ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. სიმფონია ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ბერლიოზმა იგი მაშინ დაწერა, როდესაც შეყვარებული იყო ცნობილ ინგლისელ მსახიობზე - ჰარიეტ სმიტსონზე. ამას მოწმობს სიმფონიის ქვესათაურიც - „ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან“. სიმფონიის მხატვრული ღირსება ავტობიოგრაფიულ შინაარსზე უფრო ფართოა. იგი მსოფლიო რომანტიკული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. „ფანტასტიკური სიმფონიის“ ბერლიოზის ეპოქის შესანიშნავი ძეგლიცაა, რომელიც გადაგვიშლის მე-19 საუკუნის 20-ანი წლების ბერლიოზის თანამედროვეთა სულიერ სამყაროს. ხუთივე ნაწილი შექმნილი და შთაგონებულია მისივე მგზნებარე სიყვარულის ისტორიით, გაერთიანებულია ერთი თემით - ლაიტმოტივით. ეს არის სატრფოს სახე, რომელსაც კომპოზიტორმა „აკვიატებული იდეა“ უწოდა. საინტერესოა სიმფონიის ახალი მხატვრული ჩანაფიქრი, სადაც გმირის ფიქრები და განცდები წარმოგვიდგებიან მუსიკალური სახეების საშუალებებით. თვით შეყვარებულთა მუსიკალური სახე წარმოადგენს მელოდიას. აქ წამყვანი როლი ენიჭება ლეიტთემიანობას. სატრფოს ლეიტთმა სიმფონიის ნაწილებში განიცდის სხვადასხვა ტემბრულ ცვლილებებს.

ფანატასტიკური სიმფონია შედგება 5 ნაწილისაგან ხუთივე ნაწილს აქვს სათაური, სადაც მოცემულია შესაბამისი ნაწილების შინაარსი:

  1. ოცნებანი და ვნებანი
  2. მეჯლისზე
  3. სცენა მინდვრად
  4. სამსჯავროზე სვლა
  5. ღამის სიზმარი - ქაჯების ორგია

სიმფონიის შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა შეყვარებულს ვერ აუტანია სიყვარულის მწარე განცდები და მიიღო ოპიუმი, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისი სიკვდილისათვის. ის იძინებს ღრმად და ესიზმრება ფანტასტიკური სცენები. მას ეჩვენება რომ კლავს თავის სატრფოს, რის გამოც სიკვდილით დასჯიან. სიკვდილის შემდეგ ის მოხვდება ქაჯების ორგიაზე, სადაც ხვდება თავის შეყვარებულს, რომელიც გამოყვანილია ეშმაკის სახით. სიმფონიის შესავალი სევდიანი, მელანქოლიური ხასიათისაა. ლეიტმოტივი - სატრფოს სახე - ჩნდება ხუთივე ნაწილში.

1 ნაწილი - ოცნებანი და ვნებანი - იწყება ნელი შესავლით. მისი თემა აღებულია ბერლიოზის ახალგაზრდული წლების რომანსიდან ”ესტელა”. მთავარი თემები ემყარება სატრფოს ლეიტმოტივს, თვითონ თემა მელოდიური სიმდიდრით არ გამოირჩევა, მაგრამ საორკესტრო თანხლება ანიჭებს მეტ სილამაზეს. პირველნაწილი დაწერილია სონატური ალეგროს ფორმაში, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ენათესავებიან ერთმანეთს. დამუშვება შეიცავს დაძაბულობის სამ ტალღას. პირველ ნაწილში ტარდება მთავარი და დამხმარე პარტიის თემები, მეორე ტალღაში ვითარდება დამხმარე პარტია, რომელიც პიანისიმოდან აღწევს ფორტისიმომდე. აღმავლობის მესამე ტალღა წარმოაადგენს ძალების ერთგვარ მოკრებას. სიმფონიის პირველ ნაწილში ორკესტრის შემადგენლობა არ გამოდის ჩვეულებრივი (ბეთჰოვენისეულ) ორკესტრის ჩარჩოებიდან. მეორე ნაწილში კი გამოჩნდება ორი არფა (პირველად სიმფონიურ მუსიკაში), სამაგიეროდ ქრება ფაგოტები და საყვირები.

2 ნაწილში - საზეიმო მეჯლისზე იგი ხვდება სატრფოს. ეს ნაწილი დაწერილია ვალსის ფორმაში, რომელიც გამოირჩევა დიდი მელოდიურობით და ბრწყინვალებით. შუა ნაწილში შედის სარფოს ლეიტმოტივი, რიტმულად სახეშეცვლილი და ვალსის მოძრაობას დამორჩილებული. ბერლიოზმა რომანტიკული სიმფონიზმის ისტორიაში ვალსის ჟანრი გამოიყენა დიდი სიმფონიური ციკლის ფორმაში. შემდგომში ამ მოვლენამ განვითარება ჰპოვა ჩაიკოვსკის, ბრამსის და სხვა კომპოზიტორების შემოქმედებაში.

3 ნაწილი - ადაჟიო - მისი პროგრამა ასეთია: სოფელში გაზაფხულის საღამოა. შეყვარებულს ესმის ორი მწყემსის სალამურზე დაკვრის ხმა, ეს ნაწილი იწყება ინგლისური ქარხნის და ჰობოის დუეტით, რაც მწყემსის სალამურზე დაკრული ჰანგების იმიტაციას წარმოადგენს. გამოჩნდება სატრფოს სახე, მას აწვალებს წინათგრძნობა რომ სატრფო ატყუებს. გმირი ნუგეშს ეძებს ბუნების წიაღში. სალამურზე დაკვრის ხმა მას ამშვიდებს. იქმნება პასტორალური ხმოვანება, შემდგომში მღელვარება იზრდება. ვიოლინოებისა და რტემოლების ფონზე კვლავ ჩვდება სატრფოს ლეიტმოტივი, რომელიც გმირის სულიერ მღელვარებას გამოხატავს . ბოლოს ყველაფერი მშვიდდება, გაისმის ქარახსის ინტონაციები, მაგრამ ჰობოი აღარ პასუხობს, სალამურის ხმაც აღარ ისმის, არც ქუხილის ხმაა. ჩამოვარდება სრული სიჩუმე. ეს ნაწილი განიცდის ბეთხოვენის პასტორალური სიმფონიის გავლენას

4 ნაწილში - სამსჯავროზე სვალა - გმირს ესიზმრება რომ მოკლა სატრფო. აქ ისმის პირქუში მარში, სადაც ბერლიოზი იყენებს სასულე საკრავებს, 3 ტრომბონს, 2 საყვირს და დიდი რაოდენობით დასარტყამ ინსტუმენტებს, 4 ლატავრის თეფშს და დიდ ბარაბანს. ეს ქმნის თანდათანობით მოახლოებული სვლის შთაბეჭდილებას. უეცრად გამოჩნდება სატრფოს ლეიტმოტივი, მაგრამ ის არ მთავრდება. დასკვნითი აკორდები, ტიმპანების თანხლებით, თეფშებისა და დოლის ძლიერი დარტყმით განაჩენის შესრულებას გვაუწყებენ.

5 ნაწილი - ”სიზმარი ღამით”. ფინალში გამოიყოფა სამი ეპიზოდი:

  1. - სატრფოს გამოჩენა
  2. - სამგლოვიარო მესა
  3. - ქაჯების ფერხული.

ყოველი ეპიზოდი ატარებს მუსიკალური პერიოდის ხასიათს. ბერლიოზი დასცინის რელიგიას. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს წამყვანი ლეიტმოტივი, რომელსაც საცეკვაო ტემპი და კლარნეტის უხეში ტემბრი ანიჭებენ ვულგარულ ხასიათს. მეხუთე ნაწილი მდიდარია კოლორიტული ეფექტებით, რომლითაც ფინალში იქმნება ფანტასტიკური მელოდია. გვაოცებს ბერლიოზის ახალი საორკესტრო მონაპოვარი - ვიოლინოებისა და ალტების Colledno (სიმებზე დარტყმა ხემის ზურგით) რომელიც თითქოს გამოხატავს კაკუნს ან ჩონჩხების ცეკვას. ქაჯთა ორგია უფრო და უფრო ღვივდება. სიმფონია შმაგი ცეკვის რიტმებით მთავრდება.

ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია მე-19 საუკუნის ფრანგული პროგრამული სიმფონიზმის ბრწყინვალე ნიმუშია. ნაწარმოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლისტზე, რომელმაც გააკეთა მისი საფორტეპიანო ტრანსკრიფცია. შუმანი თავის ერთ-ერთ სტატიაში შესანიშნავ შეფასებას აძლევს ამ სიმფონიას, ხოლო აღფრთოვანებულმა პაგანინმა ბერლიოზს შეუკვეთა სიმფონია ალტისათვის, რომელიც შემდგომ გადაკეთდა სიმფონიად ”ჰეროლდი იტალიაში” - ბაირონის მიხედვით.

ფანტასტიკური სიმფონიის პოპულარობას არა მარტო მუსიკოსებში არამედ უბრალო ხალხში ამტკიცებს მისი მრავალი გამოცემა მრავალ ქვეყანაში.

იხ. ვიდეო Symphonie Fantastique





                   

ჰექტორ ბერლიოზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   ჰექტორ ბერლიოზი

                                                 
                                                                   ჰექტორ ბერლიოზი

(ფრანგ. Hector Berlioz; დ. 11 დეკემბერი1803 — გ. 8 მარტი1869) — ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. ცნობილია, როგორც „ფანტასტიკური სიმფონიის“ და „რეკვიემის“ ავტორი. ბერლიოზმა დიდი წვლილი შეიტანა ორკესტრის ჩამოყალიბებაში იმ სახით, როგორითაც ის დღესაა ცნობილი, როდესაც დაწერა „სახელმძღვანელო ორკესტრისათვის“. მისი მუსიკალური ნაწარმოებების შესასრულებლად ზოგჯერ 1000 მუსიკოსსაც კი იწვევდნენ. ამავდროულად, ბერლიოზმა დაახლოებით 50 საფორტეპიანო ნაწარმოები შექმნა სოლო მომღერლისთვის.
                                                                         
ხელნაწერის პირველი გვერდი ფანტასტიკური სიმფონიის
11 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ კოტ-სენტ-ანდრეაში დაიბადა ჰექტორ ლუი ბერლიოზი. დაიბადა ექიმი ფიზიკოსის ოჯახში. მამა ათეისტი ჰყავდა, ხოლო დედა - კათოლიკი. 6 წლის ჰექტორი წაიყვანეს ამავე ქალაქის სახელობის სკოლაში, მაგრამ მომავალ კომპოზიტორს აქ დიდხანს დარჩენა არ მოუწია, რადგან 1811 წელს, იმპერატორის ბრძანებით დაიხურა სასწავლებელი. მამამ არ იცოდა, ვისთან წაეყვანა შვილი სასწავლებლად, რადგან იმ დროს კოტ-სენტ-ანდრეაში აღარ დარჩა არც ერთი მასწავლებელი. ექიმ ბერლიოზს უყვარდა ლიტერატურა. მან ბავშვის აღზრდა თავის თავზე აიღო. მამამ გააცნო პატარა ჰექტორს ძველი ლიტერატურა და ენები, პოეზია, ისტორია და გეოგრაფია. ჰექტორში ჩამალულმა რომანტიზმმა გაღვიძება დაიწყო. 12 წლის ასაკი. მისი პირველი სიყვარული - დიუბორფი იყო მასზე ხუთი წლის უფროსი. ის ცხოვრობდა ახლოს - სოფელ მეიალანში, გრენობლთან ახლოს. პირველმა სიყვარულმა ძლიერად იმოქმედა კომპოზიტორზე, ასევე იმოქმედა იმან, რომ მისი შეყვარებული ერთი წლის შემდეგ გათხოვდა. ჰექტორი მუსიკამ გაიტაცა. ექიმი ბერლიოზი განათლებული ადამიანი იყო. მას სურდა მიეცა შვილისთვის ძლიერი განათლება და ამიტომ ჰექტორმა მუსიკის სწავლა დაიწყო. ექიმმა ბერლიოზმა აირჩია ლიონელი ემბერი - ლიონის ორკესტრის მეორე ვიოლინო. კონტრაქტის მიხედვით, რომელსაც 1817 წლის 20 მაისს ხელი მოაწერეს მუსიკოსმა და ექიმმა, რვა ფრანკით თვეში უნდა ესწავლებინა 12 მოსწავლისთვის ვიოლინოსა და კლარნეტზე დაკვრა და ამავდროულად ედირიჟორია ნაციონალური გვარდიის ორკესტრი. 15 წლის ჰექტორი სთავაზობს ორ პარიზის გამომცემლებს თავის ადრეულ ნაწარმოებს - სექსტეტს: ოთხი სიმებიანი ინსტრუმენტის, ფლეიტისა და ვალტორნასთვის. ერთმა გამომცემელმა არ გასცა პასუხი, მეორემ - პლეიელმა - ცივი უარი.
იხ. ვიდეო




რომანტიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              რომანტიზმი

ფრიდიხი. მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე

 მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთშიიტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება.

რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა.

რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი „მეს“ უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია „მეს“ გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

იხ. ვიდეო რომანტიზმი სზღვრების გარეშე

ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვეობით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე.

რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში.

რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში.

ა) პოეზიაჰიუგო აცხადებს: „პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში“, ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაცტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება.

ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილიტონი.

გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის (შატობრიანის რენეკონსტანის ადოლფიმიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიოთხმოცდაცამეტიდიუმას რომანები) განავითარა.

                                                               

დელაკრუა.დანტე და ვირგილიუსი (ლუვრი)

რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისადმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.

                                                                 

ჟერიკო. მედუზას ტივი (ლუვრი)

რომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავესინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია. მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.





                                                               

ჰაინრიხ ჰაინე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჰაინრიხ ჰაინე


(გერმ. Christian Johann Heinrich Heine; დ. 13 დეკემბერი1797დიუსელდორფი — გ. 17 თებერვალი1856პარიზი) — გერმანელი პუბლიცისტი და კრიტიკოსიჟურნალისტი და ერთ ერთი გამოჩენილი გერმანელი რომანტიკოსი პოეტი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლირიკული ლექსები რომელთა უმეტესობა შემდგომში გერმანელი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციაში აირეკლა. ასიმილირებული გერმანელი ებრაელის ოჯახში, დუსელდორფში, გერმანიაში, რომელიც იმ დროისათვის საფრანგეთის შემადგენლობაში იყო ( 1815 წელს გადავიდა პრუსიის შემადგენლობაში.) ჰაინეს მამა გახდლათ ვაჭარი, ხოლო დედა ექიმის ქალიშვილი, მეტად განათლებული და ერუდირებული მანდილოსანი. მას შემდეგ რაც ჰაინეს მამის ბიზნესი ჩავარდა, იგი ჰამბურგში ბიძასთან გააგზავნეს. ბიძა, სოლომონი, რომელსაც სურდა, ჰაინე მამის გზას გაჰყოლოდა, ცდილობდა იგი ბიზნესით დაეინტერესებინა, თუმცა ვაჟს ეს სფერო საერთოდ არ იზიდავდა. სამაგიეროდ 1819—1825 წლებში დიდი გულმოდგინებით სწავლობდა სამართალს გეტინგენის, შემდგომში ბერლინის და ბონის უნივერსიტეტებში და ამასთამავე ისმენდა გ. ჰეგელის ლექციებს ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. შემდგომში ჰაინემ გამოაქვეყნა მოკლე სატირული პოემების კრებული ჰეგელის ფილოსოფიური „დოქტრინის“ შესახებ. სტუდენტობის პერიოდში წევრი იყო კულტურული და მეცნიერული კვლევის საზოგადოებისა, რომელიც შეისწავლიდა იუდაიზმს. (გერმ) „Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes“. ჰაინე საზოგადოების წევრი იყო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე 1824 წელს სამართლის შესწავლას დაასრულებდა. იმავე წელს ჰაინე ეზიარა ლუთერანიზმს, პროტესტანული ეკლესიის ერთ ერთ მიმდევრობას.

ებრაელები მუდმივი დევნის საგანს წარმოადგენდნენ გერმანიის ბევრ საგრაფოში. მათთვის შეუძლებელი იყო დაუფლებოდნენ შესაბამის განათლებას გერმანიის უნივერსიტეტების უმეტესობაში. როგორც ჰაინე აღნიშნავს: მისთვის იუდაიზმიდან ლუთერანულ სარწმუნოებზე გადასვლა იყო „ბილეთი ევროპის კულტურისაკენ“. ჰაინე ამბობს: „როგორც ჰენრი IV ამბობს: პარიზი მესად ღირს, მე ვამბობ: ბერლინი ღირსია ქადაგების.“ ჰაინე თავისი ცხოვრების მანძილზე ხშირად ებრძოდა მისი გერმანული და ებრაული წარმომავლობის შეუთავსებლობას.

იხ. ვიდეო

აინე ცნობილია თავისი ლირიკული პოეზიით. განსაკუთრებით მისი ადრინდელი ნამუშევრები დასაბამი გახდა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებებისა. განსაკუთრებით მათ შორის აღსანიშნავია: რობერტ შუმანი, აგრეთვე ფრიდრიხ ზილჩერი, ფრანც შუბერტი, ფელიქს მენდელსონი, ფანი მენდელსონი, იოჰანეს ბრამსი, ჰიუგო ვოლფი, რიხარდ შტრაუსი და რიხარდ ვაგნერი; მეოცე საუკუნის კომპოზიტორებიდან აღსანიშნავია: ჰანს ენერ ჰენზე, ლორდ ბერნერსი, პოლ ლინკე და ჯოელ დაიმონდი.

ნაწარმოებების გამოქვეყნება 20-იან წლებში დაიწყო. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ღრმად განცდილი საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის გავლენა ჰაინეს კიდევ უფრო გაუმძაფრა ევროპის რევოლუციური ტრადიციების აღორძინება-აღმავლობამ. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა ლირიკული ლექსების კრებულში „სიმღერების წიგნი“ (გერმ)Buch der Lieder (გამოქვეყნდა 1827), რომელშიც პოეტის დემოკრატიული იდეები შეერწყა პოლიტიკურ და სოციალურ განთავისუფლების იდეებს. კრებულში მძლავრია გერმანიის ხალხური ლირიკის ინტონაცია; თითქმის ეპიგრამული ხასიათის „სიმღერები“ დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს, იგი განტვირთულია არქაიზმებისაგან, ნაწილობრივ მიჰყვება გოეთეს ლირიკას. ამავე პერიოდის „მოგზაურობის სურათები“ (ნაწ. 1-4, 1826—1831) მიმართულია რესტავრაციის წინააღმდეგ; მასში ჰაინე — რეალისტი აღწევს ფართო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის განზოგადებას; ამავე დროს ნაწარმოებში იკვეთება მწერლის ლიტერატურული მანერა ― პროზა ლირიკულია, ასოციაციური, საგრძნობია მოულოდნელი იმპროვიზაციისა და გადახვევების სიჭარბე.

1832 წელს ჰაინემ გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“. ''ფაქტობრივად არ არსებობს მეტად ექსტრაორდინალური წიგნი მსოფლიოში უფრო მეტად ორდინალური სათაურით; წიგნი სავსე ლამაზად გაფორმებული ლიტერატურული ნარკვევებით, ექსცენტრიული ანეგდოტებით, ისტორიული გამჭრიახობით, იტელექტუალური საზრიანობით და გამბედაობით ...ძნელად თუ მოეპოვება მისი ბადალი.." 

გერმანიის თვითმპყრობელობა, პოლიტიკა და ცენზურა ძალზე ავიწროებდა პოეტს, მისთვის ყველა კარი დახშული იყო. 1831 ჰაინე იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა პოლიტიკურ ემიგრანტად, რამდენადაც მიჩნეული იყო გერმ. ოპოზიციური ლიტერატურის მოთავედ. 1835 გერმანიის ბუნდესტაგმა აკრძალა ჰაინეს თხზულებები. 30-იან წლებიდან მოყოლობული იგი ჩაება გერმანელი ემიგრანტების პოლიტიკერ საქმიანობაში, დაუახლოვდა დიდ ფრანგ მწერლებს; მან თავად იკისრა საფრანგეთისა და გერმანიას შორის თავისებური იდეურ-კულტ. შუამდგომლობა, რაც აისახა ნაწარმოებებში: „ფრანგი მხატვრები“ (1831), „ფრანგული ვითარებანი“ (1832), „ფრანგული სცენის თაობაზე“ (1837), „რომანტიკული სკოლა“ (1833, 1836), „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“ (გერმანულად 1834, ფრანგულად 1835), „ლუტეცია“ (1840—1847, ცალკე გამოქყვენდა 1855). ამავე ხანებში ჰაინემ წამოიწყო პოლემიკა ლ. ბერნესთან, რაც საფუძვლად დაედო მის პამფლეტს „ლუდვიგ ბერნე“ (1840) და პოემას „ატა ტროლი. ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1843). პარიზში ჰაინემ შეისწავლა ფრანგი სოციალისტების დოქტრინები; იგი გაიტაცა ფურიესა და სენ-სიმონის იდეებმა. 1843 აქვე გაიცნო და დაუახლოვდა კ. მარქსს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პოეტის შემდგომ პოლიტიკრ შეხედულებებზე. 1844 გამოაქვეყნა „თანამედროვე ლექსები“ და პოემა „გერმანია. ზამთრის ზღაპარი“, რომლებშიც უმაღლეს დონეზე მიაღწია პოლიტიკურ ლირიკამ.

                                                          
Reisebilder 1831

ჰაინეს შემოქმედებას საქართველოში პირველად ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტურმა ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული თარგმანები ეკუთვნის იოსებ ბაქრაძეს; მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ქართულად თარგმნილია ჰაინეს შემოქმედების დიდი ნაწილი; მას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.




воскресенье, 27 июня 2021 г.

რენატა სკოტტო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                         რენატა სკოტტო

რენატა სკოტტო 2009წ-ს
იტალ. Renata Scotto - დაიბ. 1934 წ-ის 24 თებერვალი - იტალიელი საოპერო მომღერალი (სოპრანო), თეათრის რეჟისორი.
რენატა დაიბადა საოვენეში ტალია.  სადაც 18 წის ასაკში დებიუტერი გახდა ოპერის სცენაზე. პარტია ვოლეტას როლში ,, ტრავიატა ვერდი'' 1953წ-ს ლონდონში  გამოვიდა (როლში მიმი აიდაში, ასევე სიყყვარულის ნექტარი (დონიცეტი). წარნატება მოუტანა ედინბურგის ფესტიავლში 1957
სადაც მან შეცვალა მარია კალასი ამინას როლში სომნამბულაში. ესპანელმა მომღერალმა და მასწავლებელმა მერსედეს ლოპარტმა დიდი გავლენა მოახდინა შოტლანდიის, როგორც მომღერლის ჩამოყალიბებაზე . 1964 წელს, რენატა სკოტო, ლა სკალასთან ერთად, პირველად გაემგზავრა გასტროლებზე მოსკოვში, სადაც მღეროდა ოპერაში ლუჩია დი ლამერმური. 1965 წლიდან რენატა სკოტო თანამშრომლობდა მეტროპოლიტენ ოპერათან (დებიუტი მთავარ როლში მადამ პეპელაში), სადაც ის ასრულებს 1987 წლამდე (როლებში - ლუსია, ლეონორა ტრუბადურში, ელიზაბეტი დონ კარლოსში, დეზდემონა) იგი მღეროდა მიუნხენში, ბერლინში, ჩიკაგოში (1960 წლიდან, დებიუტი მიმის როლში), არაერთხელ გამოსულა არენა დი ვერონას ფესტივალზე (1964-81). სკოტოს რეპერტუარში ასევე შედიოდა დრამატული როლები, როგორიცაა ნორმა, ლედი მაკბეტი, ლა ჯოკონდა პონჩიელის ამავე სახელწოდების ოპერაში). 1992 წელს მან შეასრულა მარშალშას ნაწილი Der Rosenkavalier- ში (Teatro Massimo Bellini, Catania), 1993 წელს იგი გამოჩნდა მონო-ოპერაში The Voice of Poulenc ფლორენციული მუსიკალური მაისის ფესტივალზე. 1997 წელს მან შეასრულა კამერული პროგრამა მოსკოვში. საერთო ჯამში, რენატას რეპერტუარში ორმოცზე მეტი როლი შედიოდა.
რენატა სკოსო მილანი 1967წ

2011 წელს, რენატა სკოტო გახდა ვოკალური კონკურსის ჟიურის წევრი პეტერბურგში ჩატარებული ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე. რენატას საყვარელი რუსი კომპოზიტორია მიხეილ ივანოვიჩ გლინკა. რენატა სკოტო ამჟამად ცხოვრობს შეერთებულ შტატებში, მაგრამ ასევე დიდ დროს ატარებს ევროპაში, მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, როგორც რეჟისორი და ასწავლის რომში, სანტა სესილიას მუსიკის აკადემიაში. მან მიიღო Met Legends ჯილდო 2011 წლის 27 თებერვალს. სარეჟისორო საქმიანობა ნიუ – იორკის მიტროპოლიტის ოპერა საოპერო სპექტაკლების დადგმა მეტროპოლიტენ ოპერში, არენა დი ვერონაში, ფლორიდის ოპერის თეატრში (მაიამი), ფინეთის ეროვნულ ოპერაში, კატანიას თეატრში, ლირიკის ოპერში (ჩიკაგო), სანტიაგოს, ათენისა და სხვა ქალაქების თეატრებში.
იხ. ვიდეო

"ნორმა" (წარმოება ფინეთის ეროვნულ ოპერაში) მადამ პეპელა (მეტროპოლიტენ ოპერა, არენა დი ვერონა, ფლორიდის გრან ოპერა, პალმ ბიჩის ოპერა) "მეკობრე" (კატანია, 1993) ველი (დალასი, ბერნი) ლა ტრავიაატა (ნიუ – იორკის ოპერის თეატრი, 1995) La Boheme (ჩიკაგო 2007 და Palm Beach Opera 2009) ტურანდოტი (ათენი 2009) სომნამბულა (კატანია, 1994; მაიამი და მიჩიგანი 2008) ლუსია დი ლამერმური (სალონიკი 2004) ადრიანა ლეკვრერი (სანტიაგო 2002) Un ballo in maschera (ჩიკაგ
ო 2010)
იხ. ვიდეო

Audio

  • Bellini; I Capuleti e i Montecchi. Claudio Abbado, 1968
  • Bellini, La sonnambula. Cillario, 1972, Covent Garden
  • Bellini, La sonnambula, Santi, La Fenice 1961
  • Bellini, La stranieraGracis.
  • Bellini; Norma; Levine; Sony 1979
  • Bellini, Norma, Muti, Firenze 1981
  • Bellini, Zaira, Belardinelli
  • Bizet, Carmen (Micaela), Molinari-Pradelli
  • Cilea; Adriana Lecouvreur; Levine; Sony
  • Cilea; Adriana Lecouvreur; Gavazzeni
  • Cherubini; Medea (Glauce), Serafin, EMI 1957
  • Donizetti, Don Pasquale, Franci
  • Donizetti, L'elisir d'amore, Gavazzeni
  • Donizetti. Lucia di LammermoorSanzogno, 1959
  • Donizetti. Lucia di Lammermoor, Gavazzeni
  • Donizetti. Lucia di Lammermoor, Sanzogno
  • Donizetti. Lucia di Lammermoor, Rigacci
  • Donizetti, Maria di Rohan, Gavazzeni
  • Donizetti, Anna Bolena, Dallas, Rudel, 1980
  • Giordano; Andrea Chénier; Levine; RCA 1976
  • Gounod, Philémon et Baucis, Sanzogno
  • Gounod, Faust, Parodi
  • Leoncavallo; Pagliacci. Muti. EMI
  • Mascagni; Cavalleria rusticana; Levine; RCA
  • Meyerbeer, Roberto il diavolo, Sanzogno
  • Meyerbeer, Le prophète, Lewis, CBS
  • Pergolesi, La serva padrona, Fasano
  • Ponchielli, La Gioconda, Bartoletti
  • Puccini: Edgar. Queler. CBS
  • Puccini; La bohème; Votto DG, 1962
  • Puccini; La bohème; Levine, EMI, 1979
  • Puccini; Le Villi; Maazel, CBS
  • Puccini; Il trittico (in Il tabarro & Suor Angelica); Maazel; CBS 1979
  • Puccini; Madama Butterfly; Barbirolli. EMI 1966
  • Puccini; Madama Butterfly; Maazel. Sony 1978
  • Puccini; Madama Butterfly, Adler, San Francisco 1965
  • Puccini, Madama ButterflyBasile
  • Puccini; Tosca. Levine, EMI, 1980
  • Puccini; Turandot (Liù), Molinari-Pradelli, EMI, 1967
  • Refice; Cecilia, Campori
  • Respighi; Il tramonto, Fulton, Tokyo String Quartet
  • Rossini, Il barbiere di Siviglia, Bellezza
  • Rossini, ''Petite messe solennelle", Bertola
  • Spontini, La vestale, Picchi
  • Verdi, I Lombardi, Gavazzeni
  • Verdi, I vespri siciliani, Gavazzeni
  • Verdi, I vespri siciliani, Muti
  • Verdi, La traviata, Cillario
  • Verdi; La traviata; Votto DG 1963
  • Verdi; La traviata; Muti. EMI 1980
  • Verdi; Nabucco; Muti ; EMI
  • Verdi; Messa da requiem; Muti; EMI
  • Verdi, Messa da requiem, Abbado, Rome 1977
  • Verdi; Rigoletto; Gavazzeni; RCA
  • Verdi; Rigoletto; Kubelik; Deutsche Grammophon
  • Verdi, Rigoletto, Giulini
  • Verdi; Otello; Levine; RCA
  • Verdi, Otello, Muti, Firenze, 1978
  • Verdi; Songs, Washington
  • Wolf-Ferrari; Il segreto di Susanna, Pritchard, CBS 1980
  • The very best of Renata Scotto; Arias y escenas; EMI
  • Italian Opera Arias; Gavazzeni; Sony 1976
  • Aria & Song, Mascagni-Liszt-Scarlatti-Rossini, Ivan Davis
  • French Recital (Berlioz, Offenbach, Massenet, Thomas, Gounod), Rosenkrans
  • Haydn-Donizetti-Faure-Puccini Recital, Arnaltes
  • Christmas with Scotto, Anselmi
  • In Moscow. Recorded Live In 1964 (Melodiya, 2009)

სკანდიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            სკანდიუმი

ზომიერად რბილი, მჩატე ლითონი, იშვიათი მიწათა ელემენტი, გარდამავალი ლითონი წარმოადგენს მოვერცხლისფრო-თეთრ ლითონს მოყვითალო ელეფერით
სკანდიუმი
21 Sc
44,95591
[Ar] 3d1 4s2
სკანდიუმი / Scandium (Sc) Sc-TableImage.svg
  (ლათ. Scandium; აღინიშნება სიმბოლოთი Sc) — მენდელეევის პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მესამე ჯგუფის გვერდითი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 21. მარტივი ნევთიერება სკანდიუმი (CAS-ნომერი: 7440-20-2) — მჩატე, მოვერცხლისფრო ფერის ლითონია დამახასიათებელი მოყვითალო ელფერით. სკანდიუმი არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციის სახით: α-Sc მაგნიუმის ჰექსაგონალური მესრის ტიპის სკანდიუმი, β-Sc კუბური მოცულობაცენტრირებული მესერის ტიპის, რომლის გადასვლის ტემპერატურა არის α↔β 1336 °C.

დ. ი. მენდელეევმა, რომელმაც შექმნა პერიოდული სისტემა, იწინასწარმეტყველა უცნობი ელემენტის არსებობა და მას უწოდა ეკაბორი - ატომური მასით 40-დან 48-მდე (1869). ათი წლის შემდეგ ლ. ნილსონმა აღმოაჩინა ახალი ელემენტი მინერალებში ეუქსინიტში და გადონილიტში. ეს მინერალები იყო სკანდინავიიდან. მაშინ შესაძლებელი გახდა 2 გ ძალიან სუფთა სკანდიუმის ოქსიდის მიღება. ლ. ნილსონმა ამ ელემენტს უწოდა სკანდიუმი, ლათინური სიტყვიდან ”Scandia”, რაც სკანდინავიას ნიშნავს. ნილსონმა არ იცოდა მენდელეევის წინასწარმეტყველების შესახებ, მაგრამ ა. თ. ქლივიმ შეიცნო, რომ ეს ელემენტი (სკანდიუმი) იყო მენდელეევის მიერ  ნაწინასწარმეტყველები ელემენტი.

სკანდიუმი დედამიწაზე უძველესი ელემენტია. იგი გვხვდება ურანის დეპოზიტებში, მაგრამ მისი ექსტრაქცია ამ მადნებიდან ძალიან მცირე რაოდენობითაა შესაძლებელი.

იხ. ვიდეო

სკანდიუმი — მჩატე მოვერცხლისფრო ფერის ლითონია, დამახასიათებელი მოყვითალო ელფერით. როგორც ზევით არის აღნიშნული არის ორი კრისტალური მოდიფიკაციის: 1) α-Sc მაგნიუმის ჰექსოგონალური მესრის ტიპის (a=3,3085 Å; с=5,2680 Å; z=2; სივრცული ჯგუფია - P63/mmc) და 2) β-Sc კუბური მოცულობა ცენტრირებული მესრით. გადასვლის ტემპერატურაა α↔β 1336 °C, გადასვლის ΔH = 4,01 კჯ/მოლი. დნობის ტემპერატურაა 1541 °C, დუღილის ტემპერატურაა 2837 °C. სკანდიუმი რბილი ლითონია, მაღალი სიწმინდის 99,5 % და უფრო მეტის (ჟანგბადის არარსებობის დროს) ძალიან ადვილია მექანიკური დამუშავება.

მეტალური სკანდიუმი მძიმეა და ჰგავს ვერცხლს. იგი ჰაერზე იღებს მკრთალ, მოყვითალო ფერს, რადგანაც იფარება დამცველი Sc2O3-ის თხელი ფენით. იგი ნელა იხსნება გაზავებულ მჟავებში: ქლორწყალბადშიგოგირდმჟავაშიაზოტმჟავაში. არ შედის რეაქციაში 1:1 თანაფარდობით აზოტმჟავასთან (HNO3) და ქლორწყალბადთან (HCl), ასევე არ შედის რეაქციაში HF-თან, რადგანაც სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ლითონის ზედაპირზე წარმოიქმნება გაუმტარი პასიური ფენა. ნაერთებში ScB და ScC - ბორო და ნახსირბადი სკანდიუმის მესერში ერევიან არასტექიომეტრულად.

სკანდიუმი ქიმიური ბუნებით უფრო ახლოსაა იტრიუმთან, ვიდრე ალუმინთან. იგი წარმოადგენს ლანტანის მსგავს ელემენტს. ოქსიდი -Sc2O3 სუსტი მჟავა თვისებისაა, ხოლო ჰიდროქსიდი Sc(OH)3 - ამფოტერულია:

Sc(OH)3 + 3 OH− → Sc(OH)³−6

Sc(OH)3 + 3 H+ + 3 H2O → [Sc(H2O)6]³+

სკანდიუმის ოქსიდჰიდროქსიდის (ScO(OH)) a- და g-ფორმები იზოსტრუქტურულია მათი მსგავსი ალუმინ ოქსიდ ჰიდროქსიდისა. Sc³+ წყალხსნარს აქვს მჟავა თვისება, რადგანაც იგი განიცდის ჰიდროლიზს.

სკანდიუმის ჰალოგენიდები ScX3 (X = Cl, Br, I) კარგად იხსნებიან წყალში, ხოლო ScF3 წყალში არ იხსნება. ოთხივე ჰალოგენიდში სკანდიუმის კოორდინაციული რიცხვი უდრის 6. ჰალოგენიდები წარმოადგენენ ლუისის მჟავებს. მაგალითად, ScF3 იხსნება ჭარბი ფთორის შემცველ ხსნარში, [ScF6]³−-ის წარმოქმნით. იგი Sc(III) კომპლექსის ტიპური მაგალითია, რომელშიც კოორდინაციული რიცხვი უდრის ექვსს. იტრიუმის და ლანთანის უფრო დიდ იონებში ხშირად კოორდინაციული რიცხვი უდრის 8 ან 9-ს.

მეტალური სკანდიუმის წარმოება შეადგენს 10 კგ წელიწადში. ოქსიდი გადაჰყავთ სკანდიუმის ფტორიდში და აღადგენენ მეტალური კალციუმით. სკანდიუმის დამატება ალუმინზე, ალუმინშემცველ ცხელ ზონებში ზღუდავს მარცვლეულის ზედმეტ ზრდას.

სკანდიუმ-ალუმინის შენადნობი, რომელიც 0.1-0.5 % სკანდიუმს შეიცავს, რუსეთში გამოიყენება Mig 21 და Mig 29 ტიპის საჰაერო შეიარაღებაში.

მაღალტექნოლოგიური მასალებისაგან მიღებული ზოგიერთი სპორტული ინვენტარი შეიძლება დამზადდეს სკანდიუმ-ალუმინის შენადნობისაგან, მაგალითად ბეისბოლის საცემელა, ველოსიპედის ნაწილები. ეს უკანასკნელი შეიძლება დამზადდეს Sc-Ti შენადნობისაგან. ამერიკული იარაღის დამამზადებელი კომპანია სმიტი და ვისსონი (Smith & Wesson) რევოლვერის კარკასს და ცილინდრს. სკანდიუმი წარმოადგენს ელექტრონული გამოთვლითი მანქანების მახსოვრობის ელემენტს.

სკანდიუმის როგორც მიკროლეგირების მინარევად გამოყენებას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მთელ რიგ პრაქტიკულად მნიშვნელოვან შენადნობებზე, ასე მაგალითად 0,4 % სკანდიუმის დამატებით ალუმინ-მაგნიუმის შენადნობებში იწვევს დროებითი წინაღობის ზრდას 35 %-ით, ხოლო დენადობის ზღვარი იზრდება 65—84 %-ით, და ამასთან შეფარდებითი დაგრძელება რჩება 20—27 %-ის დონეზე. მისი 0,3—0,67 % დამატება ქრომზე, ამაღლებს მის მდგრადობას დაჟანგვის მიმართ 1290 °C-მდეც კი, ანალოგიურ და უფრო მკვეთრ მოქმედებას ავლენს სითბომდგრად შენადნობებზე როგორიცაა «ნიქრომი» და ამ მიმართულებით სკანდიუმის გამოყენება გაცილებით ეფექტურია ვიდრე იტრიუმისა. სკანდიუმის ოქსიდი ფლობს მთელ რიგ უპირატესობებს მაღალტემპერატურული კერამიკის წარმოებაში ვიდრე სხვა ოქსიდები, სკანდიუმის ოქსიდის სიმტკიცე გახურებისას იზრდება და აღწევს მაქსიმუმს 1030 °C-ის დროს, ამავე დროს სკანდიუმის ოქსიდს ააქვს მინიმალური თბოგამტარობა და თერმოდარტყმების მიმართ უდიდესი მდგრადობა. იტრიუმის სკანდატი ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა კონსტრუქციისთვის რომელიც მუშაობს მაღალი ტემპერატურის პირობებში. სკანდუმის ოქსიდის გარკვეული რაოდენობა ყოველთვის მოიხმარება გერმანატური მინის წარმოებისათვის ეპტოელექტრონიკაში.

გამოყენების მოცულობით სკანდიუმს ყველაზე მატად იყენებენ ალუმინ-მაგნიუმიან შენადნობებში, რომლებიც გამოიყენება სპორტულ ეკიპირებებში (მოტოციკლები, ბეისბოლის ხელკეტები და ა.შ.) — ყველგან სადაც საჭიროა მღალი სიმტკიცის მასალა. ალუმინთან სკანდიუმის შენადნობი უზრუნველყოფს დამატებით სიმტკიცეს და ჭედადობას. სუფთა სკანდიუმის გამძლეობის ზღვარი წყვეტაზე მიახლოებით 400 მპა (40 კგ/მმ), მაგალითად ტიტანის არის 250—350 მპა, ხოლო არალეგირებული იტრიუმისა 300 მპა. სკანდიუმის შენადნობების გამოყენება ავიაციაში და სარაკეტო მშენებლობაში მკვეთრად შეამცირებს გადაყვანის ღირებულებას და მკვეთრად აამაღლებს ექსპლუატირებული სისტემების საიმედობას, ამავე დროს სკანდიუმზე ფასის კლების შემთხვევაში მისი გამოყენება საავტომობილო ძრავების წარმოებაში საგრძნობლად გაახანგრძლივებს მათ რესურსს და ნაწილობრივ მ.ქ.კ. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სკანდიუმი უფრო ამტკიცებს ალუმინის შენადნობებს რომლებიც ლეგირებულია ჰაფნიუმით.

მნიშვნელოვანი და ამასთან შეუსწავლელია სკანდიუმის გამოყენება იმ მიმართულებით, როგორც ალუმინის იტრიუმით ლეგირებული შენადნობისა. სკანდიუმით ლეგირებული სუფთა ალუმინი ისევე ამაღლებს ელექტროგამტარობას და სიმტკიცეს. ამ სიმტკიცის მკვეთრი ზრდის ეფექტს აქვს გამოყენების ძალიან დიდი პერსპექტივა. ასეთი შენადნობების გამოყენება შეიძლება მოხდეს ელექტრო ენერგიის ტრანსპორტირებისათვის. სკანდიუმის შენადნობების გამოყენება ასევე პერსპექტიულია მართვადი ჭურვების წარმოებაში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანია სკანდიუმის (მასთან ერთად იტრიუმი და ლუტეციუმი) როლი შემადგენლობით სუპერმტკიცე ფოლადების წრმოებაში, რომელთა ზოგიერთმა ნიმუშმა უჩვენა სიმტკიცე 700 კგ/მმ2 (7000 მპა-ზე მეტი).

ზემაგარი მასალები

სკანდიუმი გამოიყენება ზემაგარი მასალების მისაღებად. ასე მაგალითად, ტიტანის კარბიდის ლეგირება სკანდიუმის კარბიდით საკმაოდ მკვეთრად ამაღლებს მიკროსიმაგრეს (2-ჯერ), რის გამოც ეს მასალა მეოთხეა სიმაგრით ალმასის (მიახლოებით 98,7 — 120 გპა), ბორის ნიტრიდის (ბორაზონის), (მიახლოებით 77—87 გპა), ბორ-ნახშირბად-სილიციუმის შენადნობის (მიახლოებით 68—77 გპა) შემდეგ, და მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე ბორის კარბიდის (43,2 — 52 გპა) და სილიციუმის კარბიდის (37 გპა) სიმაგრე, სკანდიუმის კარბიდისა და ტიტანის კარბიდის შენადნობის მიკროსიმაგრე მიახლოებით არის - 53,4 გპა (ტიტანის კარბიდისაა 29,5 გპა). განსაკუთრებულად საინტერესოა სკანდიუმის შენადნობები ბერილიუმთან, რომელსაც აქვს სიმტკიცის და თბომდგრადობის უნიკალური მაჩვენებლები.

ასე მაგალითად, სკანდიუმის ბერილიდს (1 ატომი სკანდიუმი და 13 ატომი ბერილიუმი) გააჩნია უმაღლესი ხელსაყრელი შეხამება სიმკვრივისა, სიმტკიცისა და დნობის მაღალი ტემპერატურისა, ასევე შეიძლება იყოს საუკეთესო მასალა აეროკოსმოსური ტექნიკის მშენებლობისათვის, რომელიც ამ მხვრივ უსწრებს ტიტანის საუკეთესო შენადნობებს და მთელ რიგ კომპოზიტურ მასალებსაც (მათ შორის ნახშირბად ბორის ძაფებს).

მიკროელექტრონიკა

სკანდიუმის ოქსიდს (დნობის ტემპერატურა 2450 °C) ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი სუპერ-ელექტრო გამომთვლელი მანქანების (ეგმ) წარმოებაში: მცირე ინდიქციანი ფერიტების გამოყენება ინფორმაციის შენახვის მოწყობილობებში მონაცემთა ცვლის სიჩქარის რამდენიმეჯერ ზრდის შესაძლებელს იძლევა.

სინათლის წყაროები

მიახლოებით 80 კგ სკანდიუმი (Sc2O3-ის შემადგენლობაში) გამოიყენება წელიწადში მაღალი ინტენსივობის გასანათებელი მოწყობილობების წარმოებაში. სკანდიუმის იოდიდს ამატებენ ვერცხლისწყალ-აირის ნათურებში, მზის შუქთან ახლო ნამდვილის მაგვარი შუქის წყაროების წარმოებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერების კარგ გადაცემას ტელეკამერაზე.

სკანდიუმის იზოტოპები

რადიოაქტიური იზოტოპი 46Sc (ნახევარდაშლის პერიოდი 83,83 დღე-ღამე) გამოიყენება როგორც «ნიშნული» ნავთობგადამუშავების მრეწველობაში, მეტალურგიული პროცესების საკონტროლოდ და კიბოს სიმსივნეების სამკურნალოდ.

იზოტოპი სკანდიუმ-47 (ნახევარდაშლის პერიოდი 3,35 დღეღამე) წარმოადგენს პოზიტრონების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს.

ბირთვული ენერგეტიკა

ატომურ ენერგეტიკაში წარმატებით გამოიყენება სკანდიუმის ჰიდრიდი და დეიტერიდი — ნეიტრონების საუკეთესო შემანელებელი, და მიზანი (ბუსტერი) ძლიერ და კომპაქტურ ნეიტრონების გენერატორებში.

სკანდიუმის დიბორიდი (დნობის ტემპერატურა 2250 °C) გამოიყენება როგორც თბოგამძლე შენადნობების კომპონენტი, ასევე როგორც ელექტრო ხელსაწყოების კათოდების მასალა.

ატომურ მრეწველობაში გამოიყენება სკანდიუმის ბერილიდი როგორც ნეიტრონების ამრეკლავი, და კერძოდ ეს მასალა, როგორც იტრიუმის ბერილიდი შემოთავაზებულია როგორც ნეიტრონების ამრეკლავს ატომური ბომბის კონსტრუქციაში.

მედიცინა

სკანდიუმის ოქსიდს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მედიცინაში (მაღალხარისხობრივი კბილის პროთეზები).

ლაზერული მასალები

მაღალტემპერატურულ ზეგამტარობაში, ლაზერული მასალების წარმოებაში. გალიუმ-სკანდიუმ-გადოლინის ძოწის ქრომისა და ნეოდიმის იონებით ლეგირება საშუალებას იძლევა მივიღოთ მ.ქ.კ. 4,5 % და ზემოკლე იმპულსების გენერაციის სიხშირის რეჟიმის სარეკორდო პარამეტრები, რაც იძლევა საკმაოდ ოპტიმისტურ წინაპირობას ზეძლიერი ლაზერული სისტემების შექმნისათვის თერმობირთვული მიკროაფეთქებების მისაღებად უკვე სუფთა დეიტერიის საფუძველზე (ინერციული სინთეზი) უახლოეს მომავალში. ასე მაგალითად მოსალოდნელია რომ უახლოეს 10—13 წელში ლაზერული მასალები სკანდიუმის ბორატები დაიკავებენ წამყვან როლს თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დამცავი ლაზერული სისტემების დამუშავება წარმოებაში, ამასთან პარალელურად თერმობირთვული ენერგეტიკაში.

მზის ბატარეის წარმოება

სკანდიუმის ოქსიდისა და ჰოლმიუმის ოქსიდის შენადნობი სილიციუმის საფუძველზე გამოიყენება ფოტომასალებში როგორც საფარი. ამ საფარს აქვს გამჭვირვალობის ფართო მიმართულება (400—930 ნმ), და ამცირებს სილიციუმისაგან სინათლის არეკლვის სპექტრალურ კოეფიციენტს 1—4 %-მდე, და მისი გამოყენებისას ასეთ მოდიფიცირებული ფოტოელემენტს მატულობს მოკლე ჩართვის დენი 35—70 %-მდე, რაც თავის მხრივ ზრდის გამოსასვლელ სიმძლავრეს 1.4 ჯერ.

რენტგენის სარკე

სკანდიუმი ფართოდ გამოიყენება მრავალშრეიანი რენტგენული სარკეების წარმოებაში (კომპოზიცია: სკანდიუმი-ვოლფრამი, სკანდიუმი-ქრომი, სკანდიუმი-მოლიბდენი).

სკანდიუმის ტელურიდი ძალიან პერსპექტიული მასალაა თერმოელემენტების წარმოებისათვის (მაღალი თერმო-ე.დ.ს, 255 მკვტ/К, მცირე სიმკვრივე და მაღალი სიმტკიცე).

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია ავიაკოსმოსური და ატომური ტექნიკისათვის ძნელად დნობადმა შენადნობებმა (ინტერლითონური ნაერთები) - სკანდიუმი რენიუმთან (დნობის ტემპერატურა 2575 °C-მდე), რუთენიუმთან (დნობის ტემპერატ. 1840 °C), რკინასთან (დნობის ტემპერატ. 1600 °C-მდე), (თბომდგრადობა, ზომიერი სიმკვრივე და სხვა).

ცეცხლგამძლე მასალები

სპეციალური დანიშნულების ცეცხლგამძლე მასალებისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკანდიუმის ოქსიდი (დნობის ტემპერატურა 2450 °C) რომელსაც გამოიყენებენ მაღალლეგირებული ფოლადის ჩამოსასხმელი ჭურჭელის დასამზადებლად, თხევადი ლითონის ნაკადისადმი მდგრადობაში სკანდიუმის ოქსიდს ბადალი არ ჰყავს ყველა ცნობილ და გამოყენებულ მასალებს შორის (ასე მაგალითად იტრიუმის საკმაოდ მდგრადი ჟანგი, 8,5-ჯერ ჩამორჩება სკანდიუმის ოქსიდს) და ამ განხრით შეიძლება ითქვას რომ ის შეუცვლელია. მის ფართოდ გამოყენებას ხელს მხოლოდ მისი მაღალი ღირებულება უშლის, და მიმართულებით ალტერნატიულ გადაწყვეტას წარმოადგენს ალუმინის ოქსიდის ძაფისმაგვარი კრისტალებით არმირებული იტრიუმის სკანდატების გამოყენება, ასევე ტანტალის სკანდიუმის გამოყენება.

ფიანიტების წარმოება

ფიანიტების წარმოებაში სკანდიუმის ოქსიდს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, სადაც ის საუკეთესო სტაბილიზატორს წარმოადგენს.

სკანდიუმის გარკვეული რაოდენობა გამოიყენება ნიკელის ქრომისა და რკინის თბოგამძლე შენადნობების (ნიქრომი და ფექრალი) ლეგირებისათვის, ექსპლუატაციის ვადების მკვეთრი ზრდიათვის, წინაღობის ღუმელებში როგორც გამათბობელის სახვევი.

ლუმინოფორები

სკანდიუმის ბორატი, როგორც იტრიუმის ბორატი გამოიყენება რადიოელექტრონულ მრეწველობაში როგორც ლუმინოფორის მატრიცა.

ბიოლოგიური როლი

სკანდიუმი არ თამაშობს არავითარ ბიოლოგიურ როლს

იხ.ვიდეო











უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...