пятница, 27 мая 2022 г.
A2744 YD4
ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავები
მატადორი (ყუმბარმტყორცნი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მატადორი (ყუმბარმტყორცნი)
FH70
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
FH70
ბუქსირებული თვითმავალი ჰაუბიცა.
ჩვენებურები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჩვენებურები
ქართველები ირანში
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ქართველები ირანში
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ლიდერები შეეცადნენ ირანელი ქართველები ძირძველ სამშობლოში დაებრუნებინათ, მაგრამ საბჭოთა მოსკოვმა, როგორც ყოველთვის, ანტიქართული სახე შეინარჩუნა და ქართველები ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში დატოვა.
2004 წლის ივნისში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ფერეიდუნშაჰრის ქართულ სათვისტომოს ეწვია. დელეგაციამ ირანში მცხოვრებ ქართველებთან ქართული ლიტერატურა, დროშები და სხვა ქართული ნივთები ჩაიტანა. ფერეიდანში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტს ფერეიდნელმა ქართველმა წერილი გადასცა. ფერეიდნელი ავტორი ამ წერილში თანაფესვების სათქმელს ამბობდა:
„ | ჩემო ძმაო და შვილო, ბევრი რამ სატირალი ნათქვამი მაქვს, ნეტავ ახლო მენახე და შუბლი დამედო შენ გულისპირზე და ოთხასი წლის ტკივილისა და სევდის ცრემლი დამეღვარა შენ კალთაში. შენს კალთაში იმიტომ, რომ შენ შეგიძლია გამიგო და იგრძნო რა მიჭირს და რამდენი თაობის ტანჯვა მქონია გარდასული. შენ იმიტომ გეძახი, რომ მომისმენია, რაც გითქვამს წვიმიან ცივ ღამეებში რუსთაველზე, აჭარის სოფლებში. იმიტომ, რომ ირანში ჩამოსულა სტალინიც და შევარდნაძეც, მაგრამ მათთვის ჩვენს ქართველობას მნიშვნელობა არა ჰქონია. მე მინდა აქ შენმა მოსვლამ ბევრი რამ შესცვალოს. ოთხი საუკუნეა ირანში გადმოსახლებულ ქართველს თავის სამშობლოში დაბრუნება ენატრება, ამიტომ ძვირფასო ძმაო, მე მინდა ჩვენი ხალხის მიმოსვლა ადვილად შესაძლებელი გახდეს, ვინ იცის კაი ძმები თუ არა, იქნებ, ერთმანეთის კაი მეგობრები ან მეზობლები გავხდეთ | “ |
ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი
რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:
მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილად, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ახლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის). }} {{ციტირება|ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა...
ირანში სახელგანთქმული ქართველები
სეფიანთა ოჯახის ბევრ წევრს ქართული წარმოშობა აქვს. ჰეიდარ ალი, თამაზ I-ის მესამე ვაჟი, ქართველი მონის, ხოლო მუსტაფა, თამაზ I-ის მეოთხე ვაჟი, ქართველი დედოფლის შვილი იყო.
ალავერდი-ხანი ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — ყარაბაღისა. ასევე სეფიანთა იმპერიაში სახელგანთქმული ქართველები არიან: დაუდ-ხანი, ხოსრო მირზა (როსტომი), როსტომ-ხან სააკაძე, ფარსადან გორგიჯანიძე, სიაუში, და იოსებ-ხან გურჯი, რომელიც ფათჰ-ალი შაჰის კარზე გაზრდილი ყოფილა, ჯარის სპასალარი და ირანის ერაყის ტერიტორიების ნაწილის, ფარაჰანის, ქაზაზის, ქამრაჰის, სარბანდის, ვაფასის, ბაზჩალუს, შერას, თაფრაშის, აშთიანის მმართველი.
ქართველია ირანის პრემიერ-მინისტრი ამინ ალ-სულთანიც. მანუჩეჰერ ხან მოტამედ-ოდ-დოვლეჰი და გენერალი ბაჰრამ არიანაც ცნობილი ირანელი ქართველები არიან.
მსახიობების კირა გურჯისტანისა და სიმა გურჯისტანის, და შემდგომში ნემათოლა გურჯის სახელები მათ ქართულ წარმოშობაზე (თუნდაც მამის მხრიდან) მეტყველებენ. ასევე ქართული ფესვები აქვს მაზანდარანელ პოეტს ნიმა იუშიჩის. ითვლება, რომ რეზა-შაჰ ფეჰლევის ბებია ქართველი იყო (მაზანდარანიდან). ირანულ-ავსტრალიური უნივერსიტეტის საორგანიზაციო ფსიქოლოგიის და გამოყენებითი სტატისტიკის პროფესორი, დოქტორი ლეილა ქარიმი ისპაანის ქართულ ოჯახში დაიბადა (თავდაპირველად ცნობილი, როგორც გოგინაშვილი). მაჰმუდ ქარიმი (მაჰმუდ ქარიმი სიბაკი), ფეხბურთელი, რომელიც ირანის საფეხბურთო ჩემპიონატში ისპაანურ კლუბში თამაშობს არის ყველაზე ცნობილი ირანელი ქართველი ფეხბურთელი ირანში. კიდევ ერთი ქართული წარმოშობის თანამედროვე ფიგურაა ირანელ-ამერიკელი კლავისინისტი მაან ისპაანი.
ქართველები გერმანიაში
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ქართველები გერმანიაში
მშობიარობა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...