суббота, 9 ноября 2024 г.

ლაილაშის ბიბლია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ლაილაშის ბიბლია
ლაილაშის ბიბლია; X საუკუნე

ლაილაშის ბიბლია — X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლია. XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში1957 წლიდან ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაშის ბიბლია შესწავლილი აქვს უდიდეს ქართველ სემიტოლოგს - გიორგი წერეთელს.

ებრაელები ლაილაშში

ლაილაში ლეჩხუმის სოფელია, რომელიც ცაგერიდან 18 კილომეტრში მდებარეობს, სოფელში შემორჩენილია ებრაელთა სინაგოგა, სადაც ადრე ებრაელები ლოცულობდნენ.ლაილაშში ასევე არის ებრაელთა სასაფლაო. ებრაელები სოფელ ლაილაშშის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდნენ, ვინაიდან ლაილაში უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო ლეჩხუმის, ებრაელებიც აქ ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. სავაჭრო ადგილს მათ ბაზარი უწოდეს, ეს სახელი ამ ადგილმა დღემდე შემოინახა.

იხ.ვიდეო - ლაილაშის ბიბლია





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...