ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ასისთავა
აყვავებული მცენარის ზოგადი ხედი
ასისთავა (ლათ.Centaureum minus; სინონიმები: Centaureum erythraea, Erytrhraea centaureum) — ერთ- ან ორწლიანი ბალახეული მცენარე, 10-40 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღეროთი. ღეროს ძირში განწყობილი ფოთლები წაგრძელებულ-უკუკვერცხისებრი და თავბლაგვია, ღეროზე ერთიმეორის პირდაპირ განწყობილი ფოთლები კი ლანცეტა და ბლაგვწვეტიანია. თანაყვავილედი ქოლგისებრი საგველაა. ყვავილები ვარდისფერ-წითელია. ასისთავა ყვავილობს ივნის-სექტემბერში და გრძელდება 5 დღეს. გავრცელებულია ტყისპირა ველებსა და მდელოებზე მთის შუა სარტყელამდე.
ასისთავა შეიცავს 1%-მდე ალკოლოიდებს, 0,3% -მდე გლიკოზიდებს და ასკორბინის მჟავას. ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ მადის მომგბრელ, საჭმლის მომნელებელ, მატონიზირებელ საშუალებად.
მნიშვნელობა და გამოყენება
სამკურნალო ნედლეულად გამოიყენება ცენტავრის ბალახი (ლათ. Herba Centaurii). ნედლეულის შეგროვება ხორციელდება ყვავილობის დასაწყისში, როზეტთან ერთად ღეროს მოკვეთით. აშრობენ ჩრდილში, ფხვიერ ფენად დაფენას.
მედიცინაში ბალახს იყენებენ ინფუზიის სახით, როგორც პრეპარატებისა და მწარე ნაყენების ნაწილი, როგორც მადის გამაძლიერებელი და ქოლეტური აგენტი. დეკორქციის ან ინფუზიის სახით გამოიყენება გასტრიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თირკმელების დაავადებების დროს.
იხ.ვიდეო - Золототысячник обыкновенный
მადის მოპსაგვარებლად საწმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუწ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებიბითი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ასისთავის ნაყენი ან ნახარში
ნაყენი: 1ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ ნახევარი საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე
ნახარში; 2ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალის აბაზანა გაწურეთ შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე, მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ექიმის კომენტარი: ასისთავას სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან ხმარობენ. ყვავილობს ივნიდან შემომდგომამდე, ხარობს მდეოლებზე, ტყის პირებში.
ასითავი კახეთში დედამიწის ნაღველას და ხიროშანს უძახიან, ფშავში - ხიროშანს, გურიაში ხინახინს, აჭარაში- ხინას, სამაგრელოში - ჭამს.
ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვავილება და გახმობა. მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით. უფრო ხშირად კი მიწიდან აძრობენ ფესვიანად, კრვენ პატარა კონებად, ფესვებს აჭრიან (ზოგჯერ როზეტთან ერთად) და კიდებენ თოკზე გასაშრობად ან თხელ ფენად აწყობენ.
ასისთავას ყველა ნაწილი მდიდარია გლიკოზიდებითა და ალკალოიდური ფსევდოალკალოიდი გენციანნინი, მიწისზედა ნაწილი სეიცავს აგრეთვე ფლავოინებს გლიკოზიდ ცენტაურეინს C ვიტამინს ბეტა ამირანს, აცეტატს.
ასისტავას ნაყენი მადის მოსამატებელი და პერისტალტიკის გამაძლიერებელია.
ასისთავას ნახარშს იყენებენ კუჭის წვენის მაღალი მჯავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადების გაცივებისა და ციების დროს.
დიდი დოზებით ასითავას პრეპერატების მიღება იწვევს საწმლის მონელების პროცესის დარღვევას.
Комментариев нет:
Отправить комментарий