ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ღვია (ლათ. Juniperus) — მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. ერთ- ან ორსახლიანი მარადმწვანე ხეები ან ბუჩქებია; სინათლის მოყვარული, სიმშრალის ამტანი, ყინვაგამძლე და ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი. ხემაგვარი ღვიები ქმნიან ნათელ ტყეებს ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე და ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რაიონებსა და მექსიკაში. ამას გარდა გავრცელებული არიან ყირიმის, კავკასიის, შუა აზიისა (სადაც „არჩა“ ეწოდება) და შორეული აღმოსავლეთის ტყის ზონაში, ტყე-ტუნდრასა და მთიან რაიონებში.
ფოთლები ნემსისებრი და მჩხვლეტიაა, განლაგებულია რგოლებში სამ-სამად, ზოგჯერ კი ქერცლისებრი, ყლორტებზე მიკრული და ჯვარედინ-წყვილად განლაგებული. მამრობითი გირჩები განლაგებულია წინა წლის ყლორტების ფოთლის უბეებში და შედგება ქერცლისებრი სპოროფილებისაგან. მდედრობითი გირჩები ბურთისებრია, კენკრისმაგვარი (ე.წ. გირჩანაყოფი), ხორციანი შეზრდილი ქერცლებით, არ იხსნება.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 70-მდე სახეობაა, მათგან რამდენიმე — საქართველოში. მთის შუა სარტყლის ტყეებში ფართოდ (ყოფ. გრძელწიწვიანი ღვია, J. oblonga) და აჭარაში სუბალპურ და ალპურ სარტყლებში კლდეებზე (ყოფ. ქონდარა ღვია, J. pygmaea) გავრცელებულია ჩვეულებრივი ღვიის ვარიაცია J. communis var. saxatilis (ზოგიერთი წყაროთი ეს სახეობები არ წარმოადგენს J. communis var. saxatilis-ის სინონიმებს და დამოუკიდებელი სახეობებია). იგი ორსახლიანი ბუჩქი ან ხეა, რომლის სიმაღლე 10 მ აღწევს. ტყის ზედა საზღვარზე სუბალპურ და ალპურ სარტყელში ნაშალებზე, ქვიან, კლდოვან ფერდობებზე გვხვდება კაზაკური ღვია (J. sabina), რომელიც ხშირად ქმნის რაყას; დაბალია, 1,5 მ-მდე სიმაღლის გართხმული ბუჩქია, უსიამოვნო სუნიანი. ნორჩი მწვანე ტოტები და გირჩები შეიცავს C ვიტამინს, ეთეროვან ზეთს, რომელსაც მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ. ორივე სახეობას ფერდობების გასამაგრებლად და გასამწვანებლად იყენებენ. შავი ანუ მყრალი ღვია (J. foetidissima) და მრავალნაყოფა ანუ დედალი ღვია (J. polycarpos) მეჩხერი ტყეების კომპონენტებია. აღმოსავლეთ აშშ-ში იზრდება ვირჯინიული ღვია (J. virginiana) — 15–30 მ სიმაღლის ტყეწარმომქმნელი ხე; მისი ვარდისფერბირთვიანი მერქანი გამოიყენება ფანქრების დასამზადებლად, მისგან იღებენ ზეთს, რომელსაც იყენებენ ინსექტიციდად, და იმერსიულ ზეთს მიკროსკოპიისათვის. ჩვეულებრივი ღვია (J. communis) 8–12 მ სიმაღლის ორსახლიანი ბუჩქი ან ხეა, აქვს ნემსისებრი ფოთლები. შავ-ლურჯი გირჩანაყოფი ხშირად ვეჟანი ნაფიფქითაა, მწიფდება მე-2 წელს; შეიცავს 0,5–1,5% ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ღვინისა და ლიქიორის არომატიზაციისათვის, ჯინის წარმოებაში.
ღვიის მრავალი სახეობა დეკორატიულია, ხშირად ბაღ-პარკებში ამრავლებენ გასამწვანებლად. მწიფე გამხმარი ნაყოფის ნაყენს მედიცინაში შარდმდენ საშუალებად იყენებენ.
ქართლურად (მცხეთა, საგურამო) ეწოდება ტუია; ქიზიყურად — ღვიო; ინგილოურად — არჩან; აჭარულად — ოდაღაჯი; სვანურად — ჭყერი, ჭყერუ.
იხ.ვიდეო - ეხლა მისი სეზონია. რას უხდება ღვია და როგორ გამოვიყენოთ I რეცეპტები - ღვიის კენკრა, რომელიც სინამდვილეში მისი თესლია, როგორც წესი ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში აგვისტოდან ოქტომბრამდე იკრიფება. მოსავლის აღების ზუსტი დრო შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული რეგიონის, კლიმატის და ზრდის პირობების მიხედვით.
ღვიის ბუჩქები ისხამენ პატარა მწვანე კენკრას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდება და მწიფდება. პირველ წელს კენკრა პატარა და მწვანეა, შემდეგ წლებში კი თანდათან მწიფდება და ფერს იცვლის. მესამე წლისთვის კენკრა სრულ ზომას აღწევს და მუქი ლუჯი ან შავ-ყავისფერი ფერი ხდება
სოფელში ბარში მრავალია ღვიის ბუჩქები. ერთი ქალი აგროვებდა ღვიის ნაყოფს ვკითხე რად გინდა-მეთქი ღვა ბრონქიტის და გაცივების საუკეთესო მკურნალიაო, მიპასუხა, მაყოფი ნაძვის და ფიჭვის გირჩებს წააგავს, მოლურჯო ფერისაა და შიგნით რბილობი ავს. მისგან მაზდება ჩაი, რ-იც ბრონქიტის დროს არბლებს ხველას და ნახველის ამორებას აადვილებს. მე ქრონიკული ბრონქიტის მქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმაა. ბავშვები კი გაცივებისას უწამლოდ მოვარჩინე.
ჩაი ასე მზადება: 1ც/კ კენკრას დაასხცით 0,5ლ წყალი და ადუღეთ 20წთ. შემდეგ დაადგით ნახევარი სთ. შეგრილდება თუ არა გადაწურეტ ნახარში მომწაროა. კარგი იქნება თუ თაფლით დაატკბობთ. უმნდა მიიღოთ 1ჭ დღეში 4 მიღებაზე 2-3 დღეში ბრონქიტის ნიშნები ქრება. ბავშებს ყელის ტკივილის დროს ნახარს ყელშიც ვავლებ.
ღვთის ნაყოფი უნდა მოაგროვოთ შემოდგომაზე და გამოაშროტ. მისი გამოყენება ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზეც შეგიძლიათ.
ექიმის კომენტარი - ღა 8-10მ სიმარლიას მასდმწვანე ბუქია. ჩვენში ღვიას ხესაც უწიდებენ და საკმაოდ გავცელებულია. ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს, ტრიტერაპენიდებს, ძმრის ვაშლის და ჭიანჭველმჟავას, ფლავონიებს, გლიკოზიდებს, პიგმენტებს.
ღვიის ნახარში შარდმენია და აძლიერებს თირკმლის მილაკების ფილტრაციას. ღვიის პრეპარატები ასევე აძლიოერებს ნაღვლის წრმოქმნას და გამოყოფას, კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების პერისტალტიკას, აქვს ვაქტერიოციდული ეფექტი. ღვიაში შემავალი ეტერეზეტები აძლიერებს ბრონქების ჯირკვლების სეკრციას, ატხელებს ბონწულ საკრეტს და აადვილებს მის გამოყოფას. ღვიის პრეპარატებს ნიშნავენ თირკმელის უკმარისობისას და პივლიტის დროს. ასევე იყენებენ ქრინიკული ციტიტის და პიელიტის, თირკმელკენწოვანი დაავადებების დროს.
ღვიის პრეპარატები შედეგიანია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების (ტრაქიტის, ლარინგიტის, ბრონქიტების) დროს. მას ნიშნავენ გასტრონტრერირების ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული ჰეპათოპათიების დროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий