ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სპარსეთის ყურის ომი (1990-1991)
პირველ მსოფლიო ომამდე ქუვეითი ბასრას პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც თავის მხრივ ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა. მაშინდელი ბასრას პროვინცია ტერიტორიულად დღევანდელი ერაყის ბასრის პროვინციის იდენტური არაა და აქედან გამომდინარე ქუვეითი თვით ერაყს არასდროს არ ეკუთვნოდა. მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონი ხელახლა იქნა დაყოფილი და ბრიტანეთის იმპერიის ბრძანებით, როგორც კოლონიალური სახელმწიფოს ბრძანებით ქუვეითი ბასრას პროვინციისაგან გამოყოფილ იქნა. იგი კვლავ რჩებოდა ბრიტანეთის კოლონიად და შემდგომში ოფიციალურად დამოუკიდებელი მონარქია გახდა.
ერაყი ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებას და ქუვეითის დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობას არ ცნობდა, თუმცა 1990 წლამდე რაიმე კონკრეტული საწინააღმდეგო ღონისძიებისათვის არ მიუმართია. ერაყ-ქუვეითის საზღვარი მთელი ამ ხნის განმავლობაში საბოლოოდ ზუსტად გარკვეული არ ყოფილა, რაც პერმანენტული ექსცესების საბაბად რჩებოდა ორივე ქვეყნისათვის.
XX საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის შემდეგ, ერაყი ფინანსური კოლაფსის წინაშე დადგა. მას რამდენიმე არაბული ქვეყნი ვალი ჰქონდა, მათ შორის მარტო ქუვეითისითვის 80 მილიარდი აშშ-დოლარი მართებდა. ამ ვალის გასტუმრებას ერაყი ნავთობზე ხელოვნურად ფასების გაზრდით იმედოვნებდა, რაც სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვების შემცირებით იყო შესაძლებელი. ამის საპირისპიროდ ქუვეითმა გაზარდა ნავთობის მოპოვება, რასაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა და ერაყი კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. ქუვეითი თავის მხრივ იმედოვნებდა ერაყსიგან მისი მოთხოვნების ასრულების საპასუხოდ სადავო საზაზღვრო ტერიტორია მიეღო.
გარდა ამისა ერაყს ბრალს დებდა ქუვეითს შემდეგ ქმედებებში: ირან-ერაყის ომს ამოფარებით ნავთობის არალეგალური გაყიდვით სარგებლობის ნახვაში და ერაყსა და ქუვეითს შორის სადავო სასაზღვრო ზონაში უკანონო სამხედრო პოსტების აშენებაში. სადამ ჰუსეინის აზრით ერაყმა თავის თავზე აიღო ირანთან ომის მთელი სიმძიმე და არაბული ქვეყნებისათვის ერთგვარი ბუფერული ზონის როლი ითამაშა. სწორედ ამის გამო ქუვეითს და საუდის არაბეთს მინიმუმ ერაყის სამხედრო ვალები უნდა შეემცირებინათ ან სულაც გაეუქმებინათ.
ომის მსვლელობა
თავდასხმა
1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის სატანკო და ქვეითთა ჯარები შეიჭრნენ ქუვეითში და დაიპყრეს ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები, მათ შორის ამირას სასახლეც. ერაყის არმიის ხელში გადავიდა მას-მედიიაზე კონტროლიც. ათასობით ქუვეითში დამსვენებელი უცხოელი ტურისტი ერაყმა ტყვედ აიყვანა და მათ გამოყენებას აპირებდა შემდგომში საზავო მოლაპარაკებების დროს. სადამ ჰუსეინის ბრძანებით "განთავისუფლებულ" ქუვეითში დაინიშნა მარიონეტული მთავრობა, რომელიც მან მალევე გადააყენა და ქუვეითი უშუალოდ ერაყს შეუერთა: ქუვეითის ნაწილი ბასრას პროვინციას შეუერთდა, ნაწილი კი მე-19 ერაყულ პროვინციად გადაკეთდა.
ქუვეითზე ერაყის ინვაზიის დაწყებისთანავე გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო "რეზოლუცია 660", რომელიც ამ ინვაზიას გმობდა და მოითხოვდა ერაყის მთავრობისაგან ჯარების ქუვეითიდან უკან გაყვანას. 6 აგვისტოს "რეზოლუცია 661"-ის მიღებით უშიშროების საბჭომ ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გატარება დაადგინა. 29 ნოემბერს "რეზოლუცია 678"-ის მიხედვით უშიშროების საბჭომ ერაყს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს 1991 წლის 15 იანვრამდე ჯარები უნდა გაეყვანა ქუვეითიდან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "დაცვითი სახის სამხედრო აქციების" დაწყება განაცხადა, რათა ხელი შეეშალათ ერაყისათვის საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შეჭრილიყო. ამ ოპერაციის კოდური სახელი იყო "დიზერტ შილდი" (ინგლ.: "Desert Shield", ქართ.: "უდაბნოს ფარი"). ამერიკის დაზვერვის მიერ გამომზეურებულ სატელიტურ ფოტოსურათებზე ნათლად ჩანდა ერაყის არმიის საუდის არაბეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილება.
მოკავშირეთა ჯარების რაოდენობა
- აშშ: 550.000
- საუდის არაბეთი: 52.000 (მხოლოდ 40.000-მდე მებრძოლი მონაწილეობდა ქუვეითის განთავისუფლებაში)
- თურქეთი: 50.000 (მონაწილეობა ბრძოლებში არ მიუღიათ)
- დიდი ბრიტანეთი: 43.000 (ოპერაცია "გრენბი")
- ეგვიპტე: 35.000
- სირია: 16.000
- საფრანგეთი: 14.663 (ოპერაცია "დრაგე")
- ქუვეითი: 7.000
- პაკისტანი: 5.500
- კანადა: 4.500 (ოპერაცია "ფრიქშენი")
- ბანგლადეში: 2.000
- მაროკო: 2.000
- არაბთა გაერთიანებული საამიროები: 1.000
- ომანი: 950
- ნიგერი: 500
- ბაჰრეინი: 200
- ნიდერლანდები: 200
- ჰონდურასი: 150
საჰაერო ომი
1991 წლის 16 იანვარს, რეზოლუცია 678 მიღებიდან ერთი დღის შემდეგ მოკავშირეებმა დაიწყეს მასიური საჰაერო ომი. 17 იანვარს დაიწყო ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი" (ინგლ.: Operation Desert Storm). მოკავშირეთა საჰაერო ძალები 1000-ზე მეტ საბრძოლო გაფრენას ასრულებდნენ დღის განმავლობაში და 10-ჯერ მეტ იარაღს იყენებდნენ ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. ამავდროულად მათ მიერ გამოყენებულ იქნა შემდეგი სახის ბომბები: სმარტ-ბომბი, ქლასტერ-ბომბი, დეიზი-ქატერი.
მოკავშირეებმა საჰაერო კონტროლი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამყარეს. საჰაერო ომი ძირითადად მიმართული იყო ისეთი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ როგორებიც იყნენ: რესპუბლიკური გვარდია ქუვეითში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, სკუდის ტიპის რაკეტების სისტემები, სამხედრო თვითმფრინავები და აეროპორტები, საშპიონაჟე სისტემები და სამხედრო საზღვაო ძალები. გარდა ამისა იბომბებოდნენ ელექტროსადგურები, რადიო-ტელევიზიის შენობები, პორტები, ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკები, ნავთობსადენები, რკინიგზები და ხიდები. დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ერაყის ენერგომომარაგების სისტემა. ომის დასასრულს ქვეყნის ენერგომომარაგების მხოლოდ 4 %-ღა მიიღწეოდა.
დაბომბვის შედეგად განადგურდა მრავალი წყალსაცავი, წყლის საქაჩი და გამწმენდი სადგური. დაბინძურებული წყალი მდ.ტიგროსში ჩავიდა, რამაც ეპიდემიური დაავადებების გავრცელებას შეუწყო ხელი. მოკავშირეები მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავდნენ, თუმცა უბედურ შემთხვევებს ადგილი მაინც ჰქონდათ. ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად 300-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. სულ საჰაერო ომს 1000-მდე მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე ემსხვეპლა.
ერაყის მხრიდან ძირითადად მოკავშირეთა საუდის არაბეთში განლაგებული ბაზები იბომბებოდა. იბომბებოდა აგრეთვე ისრაელი, იმ იმედით რომ ეს უკანასკნელი ომში ჩაებმებოდა და ამით მოკავშირეთა რიგებს არაბული ქვეყნები დატოვებდნენ. ამ ანკესს ისრაელი არ წამოეგო და არაბული ქვეყნებიც მოკავშირეთა რიგებში დარჩნენ. გარდა იორდანიისა, რომელმაც სრული ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
იხ. ვიდეო Война в Персидском Заливе
სახმელეთო ომი
1991 წლის 22 თებერვალს ერაყი დათანხმდა სსრკ-ის მხრიდან შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობას. შეთანხმების მიხედვით ერაყს 3 კვირის განმავლობაში თავის ჯარები უნდა გაეყვანა ქუვეითიდან, რაც პირობა უნდა ყოფილიყო მოკავშირეთა მხრიდანაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი გაგრძელებისა. ამ შემოთავაზებას აშშ არ დათანხმდა, თუმც პირობა დადო რომ უკან დახეულ ერაყის ჯარებს თავს არ დაესხმოდა. ამასთანავე ამერიკელებმა ერაყს წაუყენეს 24 საათიანი ულტიმატუმი დაეწყო უკანდახევა.
24 თებერვალს აშშ-ის ჯარებმა დაიწყეს სახმელეთო ომი. არმიის სატანკო შენაერთებმა ყოველგვარი საგრძნობი წინააღმდეგობის გარეშე გადათელეს ერაყელთა სანგრები. შეტევის მეორე ტალღას შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები წარმოადგენდნენ. მათ სწრაფად შეაღწიეს ერაყელთა განლაგების სიღრმეში და ათასობით დეზორიენტირებული და მასიური საჰაერო ომით დემორალიზირებული ერაყელი მებრძოლი დაატყვევეს.
ამერიკელთა ეჭვები ერაყის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე არ დადასტურდა. მათი ჯარების შეტევა განხორციელდა უფრო სწრაფად ვიდრე ამას გენერლები ელოდნენ.26 თებერვალს ერაყის არმიამ უკანდახევა დაიწყო. უკანდახევასთან ერთად ერაყელებმა ცეცხლი წაუკიდეს ქუვეითის ნავთობის ველებს, გახსნეს ნავთობის ტერმინალები, რის სედეგადაც უამრავი რაოდენობის ნავთობი სპარსეთის ყურეში ჩადინდა და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ერაყის არმიის უზარმაზარი კონვოი, რომლის შემადგენოლბაშიც ერაყელი და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო ერაყ-ქუვეითის დამაკავშირებელ მთავარ ავტობანზე იყო გაჭიმული. ეს კონვოი მოკავშრეთა მხირად იმდენად "საფუძვლიანად" იქნა დაბომბილი, რომ "სიკვდილის ავტობანის" სახით იქნა მონათლული.
სახმელეთო ომის დაწყებიდან 100 საათის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც იგი ბარი მაკქეფრის ქვედანაყოფს ბრალს დებდა ცეცხლის შეწყვეტიდან 2 დღის შემდეგ უკანდახეული ერაყელი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატიურ ჟლეტაში. მაკქეფრიმ ბრალდება უარყო და სამხედრო სასამრთლომ იგი დამნაშავედ არ ცნო.
საზავო მოლაპარაკება ერაყის სამხრეთ ნაწილში, ქუვეითის საზღვრიდან მცირე მანძილით მოშორებულ ერთ პატარა სოფელში შედგა. ერაყმა უფლება მიიღო სამხედრო ვერტმფრენები გამოეყენებინა თავის საზღვრებს შიგნით, რასაც სულ მალე მისი მხრიდან მოკავშირეთა მომხრე შიიტური მოსახლეობის (სამხრ. ერაყი) და ქურთების (ჩრდ. ერაყი) დაბომბვა მოჰყვა. ამ ბარბაროსობის აღსაკვეთად მოკავშირეებმა ერაყის ავიაციას აუკრძალეს გარკვეულ ზონებში ფრენა.
ქუვეითში აღსდგა ამირას ხელისუფლება და მთავრობამ ერის კოლაბორატორების დევნა დაიწყო. ეს დევნა განსაკუთრებით პალესტინელებს შეეხოთ, რომლებიც სადამ ჰუსეინს უჭერდნენ მხარს. ასი ათასობით პალესტინელი სულ მალე იძულებული გახდა ქუვეითი დაეტოვებინა.
ტექნოლოგიები
სამხედრო მიზნების განადგურებისათვის "უსაფ"-ის მიერ ე.წ. "გონიერი ბომბების" (ინგლ.:"smart bombs") გამოყენებით თავიდან იქნა აცილებული უსაფუძვლო მსხვერპლი. ყოფილა შემთხვევები, როცა ბაღდადის ცენტრში მიზნის გასანადგურებლად მიმქროლავ "კრუიზ მისაილს" ჟურნალისტები ტავიანთი სასტუმროების ფანჯრებიდან უყურებდნენ. "სმარტ-ბომბების" რაოდენობამ ომში გამოყენებული ყველა ბომბის 7,4% შეადგინა. სხვა ყველაზე ხშირად გამოყენებული ბომბების სახეობა იყო ე.წ. "კლასტერ-ბომბი" (ინგლ.: Cluster bomb, ქართ.: "ფრქვევადი ბომბი"), რომელიც ჰაერში პატარა ბომბების "ნამსხვრევებად" იქცევა და ე.წ. "დეიზი ქატერი",15.000 გირვანქიანი ბომბი, რომელიც რამდენიმე მეტრის რადიუსში ყველაფერს "აორთქლებს".
ერაყი ძირითადად იყენებდა საბჭოთა წარმოების "სკუდი"-ს ტიპის რაკეტებს, რომლითაც ბომბავდა საუდის არაბეთს და ისრაელს. მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებული იყო იმ ეჭვით, რომ ერაყს შეეძლო ამ რაკეტებზე მიემაგრებინა ქიმიური ან ბიოლოგიური ბომბები. თუმც ეს ეჭვი არ გამართლდა. სავარაუდოდ ერაყი შეუშინდა ისრაელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ატომურ დარყმას. მოკავშირეების მხრიდან "სკუდი"-ს ტიპის რაკეტების "პეტრიოტი"-ს ტიპის რაკეტებით ჰაერში განადგურების მცდელობებს ისეთი შედეგი არ მოჰყოლია, როგორსაც სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ.
გაცილიებით უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა მოკავშირეთა მხრიდან "გლობალური პოზიციონირების სისტემა", ე.წ. "ჯი-პი-ეს"-ი, რომლის მეშვეობითაც ჯარები ადვილად გადაადგილდებოდნენ უდაბნოში და თავიდან იცილებდნენ მოწინააღმდეგესთან არასასურველ შეხლას. ასევე ეფექტიანი გამოდგა "საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემა" ("ავაქსი") და სატელიტური მომსახურება.
შედეგები
მსხვერპლი
ომში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობაზე სპაციალისტები დღესაც დავობენ. კოალიციის, მათ შორის აშშ-ის არმია, ჯარების მხრიდან ომში 378 ადამიანი დაიღუპა. აქედან 148 ადამიანი დაიღუპა საბრძოლო ოპერაციის დროს და 145 უბედური შემთხვევისას. დაჭრილთა რაოდენობა კოალიციის მხრიდან 1000-ს არ აღემატება.
რაც შეეხება მსხვერპლს ერაყის მხრიდან აქ სპაციალისტების უმცირესობის ვარაუდით საანგარიშოა მინიმუმ 1500 და მაქსიმუმ 200 000 დაღულული მებრძოლი. უმრავლესობა ერაყელთა მსხვეპლს 25 000-იდან 75 000 მებრძოლამდე ასახელებს. დაჭრილთა რიცხვის დადგენა შეუძლებელია. აშშ-ის არმიამ ომის დროს 71 000-მდე ერაყელი დაატყვევა. დაღუპული ერაყელი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 100-დან 35 000-მდე მერყეობს.
კოალიციური ძალების მხრიდან ქვეყნნების მიხედვით დაღუპული მეომრების რაოდენობა:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 294 (114 მტრის ცეცხლით, 145 უბედური შემთხვევით, 35 მეგობრული ცეცხლით)
- სენეგალი – 92 (უბედური შემთხვევით)
- გაერთიანებული სამეფო – 47 (38 მტრისგან, 9 მეგობრული ცეცხლით)
- საუდის არაბეთი – 18
- საფრანგეთი – 2
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 6
- კატარი – 3
- ეგვიპტე – 1
- ქუვეითი – 1
ხარჯები
აშშ-ის კონგრესის სპეციალური კომისიის გამოთვლით ამერიკის ომის ხარჯმა 61,1 მილიარდი აშშ-დოლარი შეადგინა. ამ ხარჯის 2/3 ნაწილი ქუვეითმა, გერმანიამ, იაპონიამ და საუდის არაბეთმა გადაიხადეს.
პოლიტიკური შედეგები
- აკრძალული საჰაერო ზონების შემოღებით აშშ-მა დიდმა ბრიტანეთმა კონტროლი დაამყარეს ერაყის საჰაერო სივრცეზე, რაც მათ შემდგომში სამხედრო ოპერაციების "უდაბნოს შეტევის" (1996 წლის სექტემბერი) და "უდაბნოს მელას" (1998 წლის დეკემბერი) განხორციელებისათვის გამოიყენეს. ამ ოპერაციების დროს იბომბებოდა ერაყის სამხედრო ობიექტები.
- ერაყში გაიგზავნა გაეროს ინსპექტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც ბალისტიკური იარაღი უნდა შეემოწმებინათ და გაენადგურებინათ.
- ერაყის ბიოლოგიური პროგრამის შესასწავლად და ბიოლოგიური იარაღის აღმოსაჩენად გაგზავნილ იქნა დამკვირვებელთა და ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფი. მათ შორი ბევრი სი-აი-ეი-ს აგენტიც იყო, რომლებიც ერაყში შპიონაჟს ეწოდნენ.
- ერაყზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ქვეყანაში შიმშილის დონის ზრდა და ყოველწლიურად დამატებით 90.000-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
- შინ დაბრუნებული ბევრი ამერიკელი მებრძოლი დაავადდა ე.წ. "სპარსეთის ყურის ომის სინდრომით", რომლის გამომწვევი მიზეზიც შეიძლენა ყოფილიყო ურანი, ნავთობის წვა და ანთრაქსი.
- ჩინეთი მოკავშირეთა მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების სიჩქარით და ეფექტურობით გაოცებული დარჩა და სასწრაფოდ მიიღო პროგრამა, რომლის მიხედვითაც უნდა გადახალისებული არმიის შეიარაღება და ტაქტიკა.
- ერაყის წინააღმდეგ მიმართული სანქციები და ამერიკელთა არმიის ბაზების განლაგება საუდის-არაბეთში არაბული სამყაროს უკმაყოფილებას იწვევდა, რაც მიზეზი გახდა შემდგომში აშშ-ში განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისა.