среда, 10 августа 2022 г.
სტანისლავ ლემი
воскресенье, 7 августа 2022 г.
ესტეტიკური სიამუვნების დრო რომატიზმის და სიყვარულის
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
❤❤Christine Imedadze - მიყვარხარ❤❤
❤❤ლევან კბილაშვილი & მეგობრები - ისევ მიდიხარ❤❤
❤❤მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო ❤❤
მტკვარ-არაქსის კულტურა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მტკვარ-არაქსის კულტურა
ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.
კულტურა
მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არაქსის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.
Kura-Araxes pottery fragments and obsidian from the Shengavit Settlement
ისტორია
მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზოგადოების დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთ-დასავლეთი ირანი. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.
მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან საქონელს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ კერამიკა აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.
მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიუთეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფე, იანიქთეფე), თურქეთში (ქარაზი, ფულურუ) და სხვა.
ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.
მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზაანთ გორა, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.
შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის რაიონამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.
მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.
იხ. ვიდეო - მტკვარ - არაქსის კულტურა - "გუდაბერტყას ნამოსახლარი" - ბრინჯაოს ხანის საქართველო - მტკვარ-არაქსის კულტურა "გუდაბერტყას ნამოსახლარი".
გუდაბერტყას ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი 5000 წლისაა. ის მტკვარ-არაქსული კულტურის შემქმნელების ერთ-ერთი დიდი დასახლებაა საქართველოში. დეტალურად ამ ძეგლის შესახებ - ჩვენს ფილმში...
თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.
იხ. ვიდეო - Understanding the Kura-Araxes from the South Caucasus to Iran - In this video, Dr. Mitchell Rothman Emeritus Professor of Anthropology and Archaeology, Widener University and Consulting Scholar at Penn Museum, talks about the Kura-Araxes culture in a broad context from South Caucasus to Western Iran. He describes the similarities and distinctions of this culture throughout the region.
მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.
მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდი ნაკლებ დასაშვებია.
კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მისა დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიის ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ და სამხრეთითაც საკმაოდ შორის გავრცელდნენ.
იხ. ვიდეო - The Kura-Araxes Culture, Language & DNA
შულავერ-შომუთეფეს კულტურა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შულავერ-შომუთეფეს კულტურა
ლეგენდები და მითები თანავარსკვლავედების შესახებ | თანავარსკვლავედი ორიონი, კურო (პლეადები და ჰიადები), დიდი დათვის თნავარსკლავედუ
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ორიონის ნისლეული
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ორიონის ნისლეული
M42 კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით ისეთი ქალაქებადანაც კი, სადაც ქალაქის განათება ხელს უშლის ღამის ცის ობიექტების დანახვას. ნისლეული მოჩანს, როგორც შუაში მდებარე "ვარსკვლავი" ორიონის ხმალში, რომელიც 3 ვარსკვლავისგან შედგება. ეს უკანასკნელი მოთავსებულია ორიონის სარტყლის სამხრეთ ნაწილში. „ვარსკვლავი“ ბუნდოვნად მოჩანს დამკვირვებლისთვის, რომელიც შეუიარაღებელი თვალით აკვირდება, ხოლო იმის შემჩნევა, რომ ის ნისლეულია, უკვე პატარა ტელესკოპებითა და ბინოკლებით შეიძლება.
ორიონის ნისლეული შეიცავს ძალიან ახალგაზრდა ღია კლასტერს, სახელად „ტრაპეცია.“ სახელი გამომდინარეობს თავისი 4 ძირითადი ვარსკვლავის ასტერიზმის გამო. ტრაპეციის ვარსკვლავები, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, თავიანთი სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე არიან. ტრაპეცია შეიძლება უფრო დიდი „ორიონის ნისლეულის გროვის“ კომპონენტი იყოს, რომელშიც დაახლოებით 2000-მდე ვარსკვლავია, ხოლო მისი დიამეტრი 20 სინათლის წელს აღწევს. ორი მილიონი წლის წინ ეს კლასტერი (იგივე გროვა) შეიძლება გაქცეული ვარსკვლავების — AE Aurigae (AE მეეტლე), 53 Arietis (ქართული მნიშვნელობა ვერ მოვიპოვე) და Mu Columbae (MU მტრედი)- სახლი ყოფილიყო, რომლებიც კვლავაც მოძრაობენ 100 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარით (თავიანთი ნისლეულის მიმართ).
დამკვირვებლებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს განსაკუთრებული მომწვანო ელფერი ნისლეულში, დამატებით წითელი რეგიონები და ცისფერ-იისფერი არეები. წითელი ელფერი კარგად შესწავლილია. ის გამოწვეულია Hα რეკომბინაციისგან - გამოსხივება 656,3 ნმ ტალღის სიგრძეზე. ცისფერი-იისფერი შეერადება კი გამოწვეულია მასიური O კლასის ვარსკვლავების გამოსხივების არეკვლისგან, რომელიც ნისლეულის ბირთვში მდებარეობენ.
მწვანე ელფერი ასტრონომებისტთვის ადრეულ XX საუკუნეში თავსატეხი იყო, რადგან არც ერთ აქამდე ცნობილ სპექტრულ ხაზებს არ შეეძლოთ მისი ახსნა. გაჩნდა ერთი მოსაზრება, რომ ეს ხაზები გამოწვეულია ახალი ელემენტისგან, რომელსაც „ნისლეულიუმი (nebulium)“ უწოდეს. თუმცა, ატომური ფიზიკის უკეთ შეცნობის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე სპექტრი გამოწვეული იყო ორმაგად იონიზირებული ჟანგბადის გადასვლის დაბალი ალბათობის ელექტრონისგან, სახელად „აკრძალული გადასვლა.“
სტრუქტურა
M42 არის უფრო დიდი ნისლეულის - ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსის ნაწილი. ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი იშლება მთელ ორიონის ნისლეულში და დამატებით მოიცავს ბერნარის მარყუჟს, ცხენის თავის ნისლეულს, M43-ს, M78-სა და ცეცხლის ნისლეულს. ვარსკვლავები მთელ ორიონის ნისლეულში ფორმირდებიან და სწორედ ინტენსიური სითბოს გამო ეს რეგიონი დაწვრილებით ჩანს ინფრაწითელ დიაპაზონში.
ნისლეული წარმოქმნის არც ისე სფერულ ღრუბელს, რომლის სიმკვრივე პიკს ბირთვთან ახლოს აღწევს. ღრუბლის ტემპეერატურა 10 000 გრადუსამდეა კელვინით, მაგრამ ეს ტემპერატურა საოცრად ეცემა ნისლეულის კიდესთან ახლოს. სიმკვრივის განაწილებისგან განსხვავებით, ღრუბელი გამოსახავს სიჩქარისა და ტურბალენციის მთელ რიგს, განსაკუთრებით მისი ბირთვის გარშემო. ფარდობითი მოძრაობები არის 10 კმ/წმ-მდე, ადგილობრივი ვარიაციებით 50 კმ/წმ და შეიძლება მეტიც კი.
ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები
ორიონის ნისლეული ვარსკვლავური ინკუბატორის ერთ-ერთი მაგალითია, სადაც ახალი ვარსკვლავები ინტენსიურად იბადებიან. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დაახლოებით 700 ვარსკვლავი ნისლეულში ფორმირების პროცესების განსხვავებულ ეტაპებზე არიან. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით (ჰკტ) ჩატარებული უკანასკნელი დაკვირვებებით მეცნიერებმა ძალიან ბევრი პროტოპლანეტარული დისკოები (შემოკლ. პროპლიდი) აღმოაჩინეს. ჰკტ-მ 150-ზე მეტი ასეთი ობიექტი აღმოაჩინა ნისლეულში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ადრეულ ეტაპებზე მდგომი ისეთი სისტემები, რომლის დახმარებითაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა. მათი აშკარა რაოდენობა იმის დასამტკიცებლად გამოიყენეს, რომ ვარსკვლავური სისტემების ფორმირება ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს სამყაროში.
ვარსკვლავები ფორმირდებიან, როდესაც წყალბადის და სხვა გაზების შეჯგუფებები H II რეგიონში იკუმშებიან თავიანთივე გრავიტაციის გავლენით. როდესაც გაზი კოლაფსირებს, ცენტრალური შეჯგუფებები უფრო ძლიერდება და გაზი უკიდურეს ტემპერატურამდე ცხელდება გრავიტაციული პოტენციური ენერგიის თერმულ ენერგიად გარდაქმნის დახმარებით. თუ ტემპერატურა საკმარისია, უკვე იწყება თერმობირთვული სინთეზი (ან თერმობირთვული რეაქციები) და ფორმირდება პროტოვარსკვლავი. ეს უკანასკნელი მაშინ არის „დაბადებული,“ როდესაც ის ენერგიის გამოსხივებას იწყებს და შესწევს იმის უნარი, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს და გრავიტაციული კოლაფსი შეაჩეროს.
როგორც წესი, მატერიის ღრუბელი შესამჩნევად შორს რჩება ვარსკვლავიდან, სანამ თერმობირთვული რეაქციები დაიწყება. ეს ნარჩენი ღრუბელი არის პროტოვარსკვლავის პროტოპლანეტარული დისკო, სადაც შესაძლოა პლანეტების ფორმირება მოხდეს. ბოლო ხანს ჩატარებული დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში აჩვენებენ, რომ მტვრის მარცხველი ამ პროტოპლანეტარულ დისკოებში იზრდებიან და ბილიკებზე იწყება პლანეტისიმალების ფორმირება.
ცოტა ხანში პროტოვარსკვლავი გადადის მთავარი მიმდევრობის ფაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე კლასიფიცირებულია, როგორც ვარსკვლავი. მართალია პლანეტარული დისკოების უმეტესობას პლანეტების ფორმირება შეუძლიათ, მაგრამ დაკვირვებები აჩვენებენ, რომ ინტენსიურ ვარსკვლავურ რადიაციას უნდა დაენგრია ნებისმიერი პროტოპლანეტარული დისკო, რომელიც წარმოიქმნა ჯგუფ „ტრაპეციასთან“ ახლოს, თუ ჯგუფი ისეთივე მოხუცია, როგორც მცირე მასის მქონე ვარსკვლავები კლასტერში (გროვაში). რადგანაც პროპლიდები ტრაპეციასთან ძალიან ახლოს შეინიშნებიან, შეიძლება იმაზე კამათი, რომ ეს ვარსკვლავები ბევრად ახალგაზრდები არიან, ვიდრე მთელი კლასტერის წევრები.
ვარსკვლავური ქარი და მისი ეფექტები
როდესაც ვარსკვლავები ფორმირდებიან, ისინი ნისლეულში ასხივებენ დამუხტული ნაწილაკების ნაკადს, რომელსაც ვარსკვლავური ქარი ეწოდება. მასიურ და ახალგაზრდა ვარსკვლავებს უფრო ძლიერი ვარსკვლავური ქარები აქვთ, ვიდრე ჩვენს მზეს. ქარი წარმოქმნის დარტყმით ტალღებს ან ჰიდროდინამიკურ არამდრადობას, როდესაც ის ეჯახება ნისლეულში არსებულ გაზს, რომელიც შემდეგ გაზის ღრუბლებს აძლევს ფორმას. ვარსკვლავური ქარისგან წარმოქმნილი დარტყმითი ტალღები დიდ როლს თამაშობს ვარსკვლავების ფორმირებაში. ის ამას გაზის ღრუბლების შეერთებით აკეთებს.
დარტყმითი ტალღების 3 განსხვავებული ტიპი არსებობს ორიონის ნისლეულში. უმეტესობა შეინიშნება ჰერბიგ-ჰაროს ობიექტებში
- რკალისებრი დარტყმითი ტალღები უძრავია და ფორმირდება, როდესაც ორი ნაწილაკის ნაკადი ერთმანეთს ეჯახება. ისინი წარმოიქმნებიან ნისლეულში არსებულ ძალიან ცხელ ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც ვარსკვლავური ქარის სიჩქარე ათასობით კმ/წმ-ს აღწევს, ხოლო ნისლეულის გარე ნაწილების სიჩქარე ათობით კმ/წმ სიჩქარეს აღწევს. რკალისებრი დარტყმები შეიძლება ასევე წარმოიქმნას ვარსკვლავური ჭავლების (ჯეტები) ფრონტის დასასრულზე, როდესაც ჭავლი ეჯახება ვარსკვლავთშორის ნაწილაკებს.
- რეაქტიული დარტმითი ტალღები ფორმირდება ახლად დაბადებული T Tauri ვარსკვლავებიდან გამომავალი მატერიის ჭავლებიდან. ეს ვიწრო ნაკადები ასობით კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ და ხდებიან დარტმითი ტალღები, როდესაც ისინი ეჯახებიან შედარებით უძრავ გაზებს.
- დამახინჯებული დაარტმითი ტალღები დამკვირვებლისთვის რკალისებრის მსგავსად გამოიყურება. ისინი წარმოიქმნება, როდესაც რეაქტიული დარტმითი ტალღა ეჯახება მოძრავ გაზს.
- ვარსკვლავური ქარის ურთიერთქმედება გარშემო მყოფ ღრუბელთან ასევე წარმოქმნის „ტალღებს,“ რომელიც მიჩნეულია, რომ გამოწვეულია კელვინ-ჰელმოლცის არასტაბილურობით
Danuri
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Danuri
კონსერვები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...