среда, 5 августа 2020 г.

ყაბაყი

                                              ყაბაყი

                  Cukety (2).jpg
                                                                              სხვადასხვა ფერის ნაყოფი
 (ლათ. Cucurbita pepo subsp. pepo) — მაგარკანიანი გოგრის ქვესახეობა. თაფლოვანაა. მისი სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკაევროპაში შემოიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა XV საუკუნეში, საჭმელში იყენებენ მხოლოდ XVIII საუკუნიდან. მანამდე კულტივირებული იყო როგორც დეკორატიული მცენარე.
იხ.ვიდეო

ყაბაყი ბაღჩეული კულტურაა. აქვს ყვითელი ფერის დიდი ყვავილი. ნაყოფი თეთრი, ყვითელი, მუქი-მწვანე ან ჭრელია. სინათლის, სინოტივისა და სითბოსმოყვარული მცენარეა. 1°С-ზე ნაკლებ ტემპერატურის პირობებში იღუპება. ყაბაყი კულტურაში საყოველთაოდაა გავრცელებული, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში უფრო პოპულარულია ცუკინი, რომელიც წარმოადგენს ყაბაყის ჯიშტიპს. ყაბაყის ნაყოფი შეიცავს 4,9 %-მდე ნახშირწყალს, 0,6 %-მდე ცილებს, 40 მგ % С ვიტამინს, აგრეთვე სხვა ვიტამინებს, კაროტინს, სხვადასხვა ფერმენტებს, Са, Fe, P, К მარილებს და წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს. ყაბაყის დიეტა ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს.
ყაბაყს აქვს უნარი, შეიერთოს ტოქსიკური ნივთიერებები და შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. აქვს ანტიალერგიული ქმედება. ნაყოფის მომწიფებასთან ერთად იზრდება მასში შაქრებისა და კაროტინის შემცველობა. კაროტინის შემცველობით ყვითელკანიანი ყაბაყი სტაფილოსაც კი წინ უსწრებს. მინერალური მარილებიდან ყაბაყში ბევრია კალიუმი, ის ასევე სპილენძის მდიდარი წყაროა ორგანიზმისთვის.
იხ. ვიდეო

ყაბაყის ნაყოფს აგროვებენ ტექნიკური სიმწიფის სტადიაში, საკვებში გამოიყენებენ ძირითადად თერმოდამუშავების შემდეგ: შუშავენ, აკონსერვებენ. ცუკინის ნორჩი 10–15 სმ სიგრძის ნაყოფი გამოიყენება აგრეთვე უმი სახით სალათებში. თესლისგან ღებულობენ ზეთს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად იყენებენ ნაყოფს ნედლი სახით და სილოსში. იყენებენ მწვანე კონვეიერში. ერთ-ერთი ყველაზე საადრეო და მოსავლიანი კულტურაა. ყაბაყი სამი ფერის შეიძლეწბა იყოს ესენის ყვითელი, მწვანე და თეთრი. მისი სამშობლო ამერიკა არის,ევროპაში ის XVI ს -ში შემოვიდა. ყაბაყი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რ-იც ადვილად მოიენელება საჭმლის მომნელებელი სიტემაში და კანის ჯამრთელობისთვის. მას იეყნებენ კოსმეტოლოგიაში, კრემებში.
იხ. ვიდეო
ყაბაყი განსაკუთრების სასარგებლოა როცაახლაგაზრდა არის და გადაჭარბების გარეშე შიძლება ვთქვათ ბუნებრივი წამალია. მისი რბილობში არა მარტო ცილები და ნახშირწყლებია, არამედ კაროტინიც, ასკორბინის მჟავა, ვიტამინების B ჯგუფი, პექტინები, მინერალები მატილები მაგნიუმი, კალიუმი კალციუმი და რკინა. ყაბაყში კალიუმის მარილი 1,5 ჯერ მეტია ვიდრე კომბოსტოში. იმის გამო, რომ ყაბაყში ბოჭკოები დაბალია დიოტოლოგები იყენებენ საკვებად. ყაბაყი ძალიან დაბალკალორიულია, ის შეადგენს 20 კკალ 100გრ-ში
ყაბაყი კულინარიაში - ყაბაყს როგორც ვვეულებრივ შუშავენ, წვავენ, იყენებენ სალათების მოსამზადებლად, ამარილებენ, ფარშირებას უკეთებენ, იყენებენ როგორც გარნირად ხორცისა და თევზის ბლუდებდათ ერთად. ყაბნას იქამდე კომპოტყების მოსაზადებლადაც კი იყენებენ უმატებენ შავ ქლიავს ასეთი კომბინაციით ყაბაყის გემოს ანანასის გემოს ამსგავსებენ.
ყველაზე სასარგებლოდ მიჩნეულია არაფერთო ნაჭრებად დაჭრილი 20-25 სმ რომელის კანსაც იყენებენ, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს.  
ახაგაზრდა ნაყოფს გააჩნია საუკეთესო გემრილეი ხარისხი და ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ყაბაყი წარმოადგენს ბევრი დიეტას ბავშივ კვებაშიც, ასევე ადამიანებს უნიშნავენ ვისაც საჭმლის მომნელები სისტემის პრობლ;ემები აქვს. 
იხ. ვიდეო

სამკურნალო თვისებები -  ვიტამინ ცეს მაღალი შემცვლელობის გამო ყაბაყში და კაროტინის გამაძლიერებელი თვისებას სძენს. ყაბაყო ხელს უწყობს და არეგულირებს წყლისა და მარილის მიმოქცევას და სისხლს წმინდავს აქვს შარდმენი თვისება და ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი წყლისა და მარილისგან განთავისუფლებაში. პექტინების შეცვლელობის გამო ამ ბოსტნეულს აქვს თვისება ნატრიუმის მარილის გაწმენდის ორგანიზმის და ცუდი ქოლესტერინის. საკვებად დანიშვნა ხდება ქოლესტერენის დროს, ჰეპატიტის, კუჭნაწლავის დაავდაბების, ჰიპერტონიის, ქრინიკული კოლიტის, ათეროსკლეროზის, პიოლენეფრიტის და ქრონიკული ნეფრიტის დროს.
ყაბაყის დიეტისას - უნდა იყოს დაცული რამდენიმე წესი. მაგ., ყაბაყი უნდა იქნეს არჩეული მუქი-მწვანე ფერის და ბუდაში გამოყენებისას ისინი არ უნდა გასუფთავდეს ვინაიდან კანშია  მაქსიმალური რაოდენობის ვიტამინები და მიკროელემენტები. დიეტისას ყაბაყის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სხვა ბოსტნეული და ხილი. ასევე ცილოვანი პრიდუქტების უნდა იქნას დამატებული რომელიც არის ხორცში და თევზში. მაგრამ ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ გამორიცხულია მაგ., ალკოჰოლი, საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი, პურის პროდუქტები, ძეწხვები და შებოლილები.
უკუჩვენება - არ არის რეკომენდირებული ყაბაყის გამოყენება თირკმელების დააავადებისას, რომელიც დაკავშირებულია დარღვევასთან კალიუმის გამოდევნება ორგანიზმიდან.
ასევე გასტრიტისას და კუჭის წყლულისას მაღალ მჟავიანობისას.
ზომიერი კლიმატის პირობებში ყაბაყის გაშენება ძალიან ადვილია. როგორც ასეთი, მას აქვს რეპუტაცია სახლის მებოსტნეებში აბსოლუტური წარმოებით. „ყაბაყის“ სახით მოკრეფილი ნაწილი უმწიფარი ნაყოფია, თუმცა ყვავილებს, მწიფე ხილს და ფოთლებსაც მიირთმევენ. ჭარბი სიმრავლის კონტროლის ერთ-ერთი კარგი გზაა ყვავილების მოსავლის აღება, რომელიც ბაზრებში ძვირადღირებული დელიკატესია მათი შენახვისა და ტრანსპორტირების სირთულის გამო. მამრობითი ყვავილი ყუნწის ბოლოზე მოდის და უფრო დიდხანს ცოცხლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ადვილად იზრდება, ყაბაყი, ისევე როგორც ყველა გოგრა, დამტვერვისთვის საჭიროებს უამრავ ფუტკარს. დამბინძურებლების დაქვეითების ან პესტიციდების მაღალი მოხმარების ადგილებში, როგორიცაა კოღოების სპრეის რაიონებში, მებოსტნეები ხშირად განიცდიან ხილის აბორტს, სადაც ნაყოფი იწყებს ზრდას, შემდეგ შრება ან ლპება. ეს გამოწვეულია მდედრი ყვავილისთვის მიწოდებული მტვრის მარცვლების არასაკმარისი რაოდენობით. მისი გამოსწორება შესაძლებელია ხელით დამტვერვით ან ფუტკრის პოპულაციის გაზრდით.

ყაბაყთან მჭიდრო კავშირშია ლიბანური საზაფხულო გოგრა ან კუსა (არ უნდა აგვერიოს კუშოვთან), მაგრამ ისინი ხშირად უფრო ღია მწვანე ან თუნდაც თეთრია. ზოგიერთი თესლების კატალოგი არ განასხვავებს მათ. მრგვალი ყაბაყის სხვადასხვა სახეობა მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად, იტალიაში „Tondo di Piacenza“, მალტაში „Qarabaghli“ და საფრანგეთში „Ronde de Nice“. 1990-იანი წლების ბოლოს, ამერიკელმა მწარმოებლებმა კალიფორნიაში ამუშავებდნენ და დაიწყეს მრგვალი ყვითელი და მწვანე ყაბაყის მარკეტინგი, რომელიც ცნობილია როგორც "8-ბურთიანი" გოგრა (ყვითელი ზოგჯერ ცნობილია როგორც "1-ბურთი" ან "ოქროს ბურთი"). თეთრი ყაბაყი (საზაფხულო გოგრა) ზოგჯერ განიხილება როგორც მუტაცია და შეიძლება გამოჩნდეს იმავე მცენარეზე, როგორც მისი მწვანე კოლეგა.
იხ.ვიდეო - უგემრიელესი ყაბაყის კატლეტები
ზაფხული ყაბაბყის დროა. ეს დრო მეტად უპრეტენზიო ბოსტნეულია და ადამიოანსთვის ძაქლიან სასარგებლოა. ყველამ იცის, რომ ყაბაყით ბევრი გემრიელი კერძი მზადება, მაგრამ ცოტა თუ იცნობს მის სამკურნალო თვისებებს. ყაბაყის ყვავილების ნაყენი ძლიერ სასარგებლოა ალერგიული რექციის დროს, ოღონდ კი არ უნდა დაკრიფოთ ჩამოცვენილი უნდა აკრიფოთ. 8-10 ცალ ყვავილს დაასხით 1ჭ. მდუღარე წყალი დააყენეთ და სვით ყლუპყლუპობით ჭამამიდან ჭამამდე.
ნაყენი სასარგებლოა მატვის ვისაც ალერგია წლების განმავლობაში ტანჯავს. გარდა ამისა, მისი მეშვეობიტ შეგიძლიატ კანის პატარ-პატარა ტრამვებისა და ჭრილობებს უმკურნალოთ. თუ დალევთ და თაბაც ხელებზე გადაივლებთ, ჭრილობები სწრაფად შეხორცდება.
 დიდხანს მაწიხებდა ალერგია ბოლო 2 წელია ყაბაყის ყვავილების ნაყენის დახმარებით დიდი შვება ვიგრძენი. ადრე გამუდმებით ვსავდი ალერგიის სწინაამღდეგი წამლებს. ამ ზაფხულს კი ეს წამლები არარ გამომყენებია.
 ექიმის კომენტარი: ყაბაყი ვიტამინების სუიხვის გამო ზოგადგამაჯანსეღებელი თვისებების აქვს. ყაბაყში შემავალი პექტინები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას და ე.წ. ცუდი ქოლეტერინის გამოდევნას.  ყაბაყის კერძები სასარგებლოა ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, ნაღველ-კენწოვანი დაავადებების ჰიპერტონიის, ქრონიკული კოლიტის, ათეროსკლეროზის, პიალონეფრიტის და ქრონიკული გლომერუნონეფრიტის დროს ყაბაყში შემავალი კალიუმი და მაგნიუმი ეხმარება გულსა და სისხლძარვებს. კვებავს გულის კუნთს. ამ ბოსტნეულში შემავალი რკინა კი აუმჯობესებს სისხლის შემცვლელობას და ამდიდრებს მის ჟანგბადით. უჯრედისის სიმცირის გამო ყაბაყი სასარგებლოა მათვის, ვინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპერაცია გადაიტანა. თირკმრლების დაავადებების დროსაც ეს ბოსტნეული შეუცვლელია, რადგან ის გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. ყაბაყში შემავალი შაქრები და მიკროელემენტები სასარგებლოა დიაბეტით დაავადებლთვის. ყაბაყის თვისებას - განდევნოს მარილები ორგანიზმიდან, იყენებენ ართრიტიებისს ამკურნალოდ. ეფექტის მისაღებად საკმარისია ავადყოფმა ერთი კვირის განმავლობაში  ყოველდღე მიირთვას 200გ-მდე ყაბაყი. ინიშნება მოწამვლის შემდეგ ორგანიზმის გასაწმენდად. სწორედ ორანიზმის გამწმენდი თვისება იძლევა ანტიალერგიული ეფექტსაც ამ ბოსტნეულის გამოყენებისას.


რეკლამა
იხ. ბმულზე  ➸➸➸

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...