суббота, 22 августа 2020 г.

ანაქსაგორა

                                                    ანაქსაგორა
                       Anaxagoras Lebiedzki Rahl.jpg
(ძვ. ბერძნ. Ἀναξαγόρας); ძვ.წ. 500 - 428) — სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი; ფილოსოფიის იონიური სკოლის წევრი.
მცირე აზიაში მის მშობლიურ ქალაქ კლაზომენეში ანაქსაგორას გარკვეული ქონება და პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის პერსპექტივა უნდა ჰქონოდა; თუმცა მან ყველაფერი დათმო, იმის შიშით რომ ქონება და სახელი მას ცოდნის ძიებაში შეუშლიდა ხელს. თუმცა თავად ბერძენი იყო, ის ასევე სპარსეთის მოქალაქე უნდა ყოფილიყო და ასევე სპარსული ჯარის წევრიც, ვინაიდან მას კლაზომენეში იონიელთა აჯანყების ჩახშობაში მიუღია მონაწილეობა.
იხ. ვიდეო

ყმაწვილკაცობაში (~464-462) ათენში წასულა, რომელიც იმჟამად სწრაფად ხდებოდა ბერძნული კულტურის ცენტრი. აქ ის ოცდაათი წელი დარჩენილა. მისი მიმდევრები ყოფილან პერიკლე, რომელიც მას აღმერთებდა, და პოეტი ევრიპიდე, რომელიც მასში მეცნიერებისა და ჰუმანიზმისადმი ენთუზიაზმსა და აღმაფრენას ხედავდა. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, თავად სოკრატეც მისი მოწაფეთაგანი უნდა ყოფილიყო.
ანაქსაგორამ ფილოსოფია და მეცნიერული კვლევის სული ათენში იონიიდან მოიტანა. ციურ სხეულებზე მისმა დაკვირვებებმა შესაძლებელი გახადა ჩამოეყალიბებინა უნივერსალური წესრიგის ახალი თეორიები; მან სცადა მეცნიერული ახსნა მიეცა ელიფსისთვისმეტეორთათვისცისარტყელისა და მზისთვის; ამ უკანასკნელს ის მიიჩნევდა გავარვარებული ლითონის უზარმაზარ მასად, რომელიც თავად პელოპონესზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. ციური სხეულები, მისი მტკიცებით, დედამიწისგან მოგლეჯილი ქვის მასები იყო, რომლებიც სწრაფად ბრუნავდნენ. ამგვარ წარმოდგენებს ის წინააღმდეგობაში მიჰყავდა პოპულარულ რწმენებთან.
იხ. ვიდეო

ანაქსაგორა დაპატიმრებულ იქნა მისი მეგობარი პერიკლეს პოლიტიკურ ოპონენტთა მიერ საყოველთაოდ მიღებულ რელიგიურ დოგმათა უარყოფის ბრალდებით. მის განთავისუფლებას შეეწირა პერიკლეს თითქმის მთელი ქონება. თუმცა მიუხედავად ამისა, ის იძულებულ იქნა ათენიდან იონიაში გადახვეწილიყო (ძვ.წ. 434-433), სადაც ის გარდაიცვალა კიდეც 428 წელს. ლამპსაკუსის მოქალაქეებმა მას მიუძღვნეს გონებისა და ჭეშმარიტების საკურთხეველი და მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავდნენ დიდი გენიოსის გარდაცვალების წლისთავს.
ანაქსაგორას დაწერილი აქვს ფილოსოფიის წიგნი, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ პირველი ნაწილის ფრაგმენტებმა მოაღწია კილიკიელი სიმპლიციუსის მიერ გადანახულ ვერსიაში.
                                                             

                                     რეკლამა

იხ. ვიდეო . . .    ⇛⇛⇛⇛⇛

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...