суббота, 22 августа 2020 г.

ასპასია

                                            ასპასია

                             
მარმალილოს ჰერმა ვატიკანის მუზუომებში წარწერით ასპასია აღმოაჩინეს 1777 წელს და არის ბერძნუი სტატუის რომაული ასლი და სავარაუდოდ წარმოადგენს ასპასიას საფლავის სტელას
(Aspasia) ( დაახლო. ძვ. წ. 470-401) — ცნობილი ბერძენი (მილეტელი) ქალი, განთქმული სილამაზითა და განათლებით. პერიკლეს მეორე ცოლი, მეგობარი და მრჩეველი.ცცხოვორბდა ქალაქ მილეტოსში. კარგ ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელიც უკვე 20 წლისა საცხოვრებლად გადავიდა ათენში, სიჭკვიანის მიუხედავად მამაკაცებმა გაქანება არ მისცეს. მას მოუწია მონობაც და ხარჭობაც.
მას არ ჰქონდა ათენის მოქალაქეობა, რადგან მას არც დედა და არც მამა არ ჰყავდა ათენელი.
ის ანტიკურ საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ჰეტერა იყო. ჭკვიანი, ლამაზი და განათლებული – ის არა მარტო იპყრობდა იმ მამაკაცების გულებს, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში პირველები იყვნენ, არამედ მათ თავის კონტროლქვეშ აქცევდა. მასზე შეყვარებულები იყვნენ ფიდიასი(მოქანდაკე, ძვ.წ490-430) და პერიკლე(ათენის მმართველი,ძვ.წ 494-429).
იხ. ვიდეო

მან პერიკლეზე იქორწინა კიდეც (ძვ.წ 449 წელს) . ეს უჭკვიანესი ქალი ტოლს არ უდებდა მეუღლის სწავლულებს. თავად სოკრატე აღფრთოვანებული იყო მისი გონიერებით, როდესაც მის მსჯელობას ისმენდა სხვადასხვა საკითხებზე. მან თავისი განსწავლულობით რიტორიკასა და ფილოსოფიაში მოახერხა, თავისი ქმრის მრჩეველთა მთელი გუნდის ადგილის დაკავება. ის პერიკლეს უწერდა სიტყვას გამოსვლებისთვის, ეხმარებოდა სერიოზული სოციალურ–პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და საყვარელ მეუღლეს ომშიც კი აცილებდა, როგორც ეს მეთაურის მრჩეველს შეეფერებოდა. ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა ანტიკური საბერძნეთის ისტორიაში, როდესაც ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები ქალის რჩევებს მიჰყვებოდნენ. პერიკლემ და ასპაზიამ ერთად მანამდე იცხოვრეს სანამ ათენს აღმოსავლეთიდან მოსული შავი ჭირი არ დაატყდა, მან მმართველის სახლს გვერდი არ აუქცია – ბედნიერი წყვილის ბევრი ნათესავი დაიღუპა, ბოლოს თავად პერიკლეც გარდაიცვალა(ძვ.წ 429წ)...
ასპასია ქვრივად დიდხანს არ დარჩენილა, ქმრის სიკვდილიდან მალევე ის ცოლად გაჰყვა ლისიკლეს(სახალხო ბელადი).
ასპასია რეალურ ცხოვრებაში, არა მარტო წარმატებით იყენებდა საკუთარ ცოდნას კოსმეტოლოგიასა და მაკიაჟის ხელოვნებაში, არამედ მან დაწერა "ტრაქტატი სილამაზის შენარჩუნებაზე" ორ ნაწილად, სადაც გაამხილა გაახალგაზრდავების საიდუმლო – სახისა და თმის ნიღბები და სხეულის მოვლის სხვა საშუალებები.
მის სახლში თავს იყრიდნენ გამოჩენილი მხატვრები, პოეტები, ფილოსოფოსები (ფიდიასი ანაქსაგორასოკრატეპლატონიქსენოფონტი და სხვები).
ასპასიას გმობდნენ და აკრიტიკებდნენ მრავალი ათენელნი, იგი ოასუხიმგებელი იყო პერიქსის არაპოპულარული გადაწყვეტილებაში.
პლუტარქი ციტირებს ესქინ სოკრატს, რომელმაც დაწერა დიალოგი ასპასიის შესახებ (ახლა დაკარგულია), რომ პერიქსის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა პირუტყვის ვაჭარ ლისკილესთან, ათენელთა სტრატეგით და პოპულარულ ლიდერად, რომელთანაც მას სხვა ვაჟი ჰყავდა; და რომ იგი მან ათენში პირველი ადამიანი გახადა. 428 წელს მოკლეს ლიზიკლი.
ასპასიას გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია,თუმცა მისი გარდაცვალების თარიღად მიჩნეულია ძვ.წ 401.
ასპასის საპატივცემულოდ დაარქვეს ასტეროიდი (409) ასპასია, რომელიც აღმოაჩინეს 1895 წელს.
                                                      

                                  რეკლამა

იხ.  ბმულზე . . .    ⇲⇲⇲⇲

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...