воскресенье, 30 октября 2022 г.
ირვინგ ლენგმიური
ფერის მუდმივობა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფერის მუდმივობა
გაერთიანება 90/მწვანეები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გაერთიანება 90/მწვანეები
ხვიჩა კვარაცხელია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ხვიჩა კვარაცხელია
ნაპოლი წყარო იხ. ბმულზე
2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა. მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს. 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.
3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.
4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს. თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.
სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იხ. ვიდეო - ნაპოლი VS სასუოლო - მიმოხილვა
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს, La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა. „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.
29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 6 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 გამომუშავებული პენალტი. ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში — 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხ მატჩში — 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.
იხ. ვიდეო - Khvicha Kvaratskhelia ► World Class - 2022/23 Crazy Skills & Goals
სანაკრებო კარიერა
2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.[41] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.
2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.
მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
KHVICHA KVARATSKHELIA | QUANDO il CALCIO diventa ARTE | Tutti i Gol, Assist e Skills con il Napoliᴴᴰ
იხ. ვიდეო - Napoli-Sassuolo 4-0 | Napoli are unplayable! Goals & Highlights | Serie A 2022/23
საკლუბო სტატისტიკა
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო თბილისი | 2017 | ეროვნული ლიგა | 4 | 1 | 1 | 0 | — | — | 5 | 1 | ||
ჯამში | 4 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 5 | 1 | ||
რუსთავი | 2018 | ეროვნული ლიგა | 18 | 3 | 0 | 0 | — | — | 18 | 3 | ||
ჯამში | 18 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 18 | 3 | ||
ლოკომოტივი მოსკოვი | 2018–19 | რპლ | 7 | 1 | 3 | 0 | – | – | 10 | 1 | ||
ჯამში | 7 | 1 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 10 | 1 | ||
რუბინი ყაზანი | 2019–20 | რპლ | 27 | 3 | 1 | 0 | — | — | 28 | 3 | ||
2020–21 | 23 | 4 | 0 | 0 | — | — | 23 | 4 | ||||
2021–22 | 19 | 2 | 1 | 0 | 2[ა] | 0 | — | 22 | 2 | |||
ჯამში | 69 | 9 | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 73 | 9 | ||
დინამო ბათუმი | 2022 | ეროვნული ლიგა | 11 | 8 | — | — | — | 11 | 8 | |||
ჯამში | 11 | 8 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 11 | 8 | ||
ნაპოლი | 2022–23 | სერია A | 12 | 6 | 0 | 0 | 4[ბ] | 2 | — | 16 | 8 | |
ჯამში | 12 | 6 | 0 | 0 | 4 | 2 | 0 | 0 | 16 | 8 | ||
სულ ჯამში | 121 | 28 | 6 | 0 | 6 | 2 | 0 | 0 | 133 | 30 |
- ↑ უეფა-ს კონფერენს ლიგის მატჩები
- ↑ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩები
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 26 სექტემბერი, 2022
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო | 2019 | 1 | 0 |
2020 | 4 | 1 | |
2021 | 7 | 4 | |
2022 | 7 | 5 | |
ჯამში | 19 | 10 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 07.06.2019 | თბილისი | საქართველო | 3–0 | გიბრალტარი | ევრ. შეს. | 47' | [47] | |
2 | 05.09.2020 | ტალინი | ესტონეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 92' | [48] | |
3 | 08.09.2020 | თბილისი | საქართველო | 1–1 | მაკედონია | ერთა ლიგა | [49] | ||
4 | 08.10.2020 | თბილისი | საქართველო | 1–0 | ბელარუსი | ევრ. შეს. | 89' | [50] | |
5 | 14.10.2020 | სკოპიე | მაკედონია | 1–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 74' | 70' | [51] |
6 | 25.03.2021 | სოლნა | შვედეთი | 1–0 | საქართველო | მსოფ. შეს. | 46' | [52] | |
7 | 28.03.2021 | თბილისი | საქართველო | 1–2 | ესპანეთი | მსოფ. შეს. | 43' | 79' | [53] |
8 | 31.03.2021 | სალონიკი | საბერძნეთი | 1–1 | საქართველო | მსოფ. შეს. | 78' | [54] | |
9 | 09.10.2021 | ბათუმი | საქართველო | 0–2 | საბერძნეთი | მსოფ. შეს. | [55] | ||
10 | 12.10.2021 | პრიშტინა | კოსოვო | 1–2 | საქართველო | მსოფ. შეს. | 72' | [56] | |
11 | 11.11.2021 | ბათუმი | საქართველო | 2–0 | შვედეთი | მსოფ. შეს. | 61', 77' | 80' | [57] |
12 | 15.11.2021 | გორი | საქართველო | 1–0 | უზბეკეთი | ამხანაგური | 61' | [58] | |
13 | 25.03.2022 | ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 0–1 | საქართველო | ამხანაგური | 75' | [59] | |
14 | 02.06.2022 | თბილისი | საქართველო | 4–0 | გიბრალტარი | ერთა ლიგა | 12' | 63' | [60][61] |
15 | 05.06.2022 | რაზგრადი | ბულგარეთი | 2–5 | საქართველო | ერთა ლიგა | 58' (პენ.) | 67' | [62][63] |
16 | 09.06.2022 | სკოპიე | მაკედონია | 0–3 | საქართველო | ერთა ლიგა | 62' | 83' | [64][65] |
17 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო | 0–0 | ბულგარეთი | ერთა ლიგა | [66] | ||
18 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო | 2–0 | მაკედონია | ერთა ლიგა | 64' | [67] | |
19 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი | 1–2 | საქართველო | ერთა ლიგა | 19' (პენ.) | 72' | [68] |
ოჯახი
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვ.
ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია (დ. 2010) „ავაზას“ საფეხბურთო აკადემიაში თამაშობს.
იხ. ვიდეო - კვარალანდია, მას ყველაფერი შეუძლია - Serie A/Spalletti/GOAL
მუსიკალური პაუზა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მუსიკალური პაუზა ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ორონდ ჩვენი ...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...