суббота, 29 октября 2022 г.

ტრუბადური (ოპერა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ტრუბადური (ოპერა)

ტრუბადური
ჯუზეპე ვერდის ოპერა
ლუიჯი მორგარის პოსტერი
(იტალ. Il trovatore) — ჯუზეპე ვერდის 4-მოქმედებიანი ოპერა, დაწერილი სალვადორე კამარანოს ლიბრეტოზე. პრემიერა 1853 წლის 19 იანვარს შედგა რომის თეატრ «აპოლოში». «ტრავიატასთან» და «რიგოლეტოსთან» ერთად «ტრუბადური» ვერდის ერთ-ერთ დიდ ნამუშევრად ითვლება, რომელიც 1850-იან წლებში შექმნა.
                                                                  

ტრუბადურის კოშკი ალჯაფერიაში (სარაგოსა).

                                 მოქმედი პირები

პერსონაჟებიხმები
გრაფ დი ლუნაბარიტონი
ლეონორა, ჰერცოგინიასოპრანო
აზუჩენა, ბოშა ქალიმეცო-სოპრანო
მანრიკო, ტრუბადური, მისი(აზუჩენას) აყვანილი
შვილი და გრაფის ღვიძლი ძმა
ტენორი
ფერნანდო, ლუნას ოფიცერიბანი
ინესი, ლეონორას მეგობარისოპრანო
რუისი, მანრიკოს მეგობარიტენორი
მოხუცი ბოშაბანი
შიკრიკიტენორი
ლეონორას მეგობრები, მონაზვნები,
გრაფის დაახლოებული პირები, მეომრები, ბოშები.

სიუჟეტი

ვერდიმ მოქმედებებს «ნაწილები» დაარქვა და თითოეული დაასათაურა.

                                                            


                                     მოქმედება პირველი «დუელი»

«მოხუც დი ლუნას ჰყავდა ორი ვაჟი. ერთხელ ღამით, როდესაც ციხე-სიმაგრეში ყველას ეძინა, უმცროს ვაჟის ოთახში შეიპარა ბოშა ქალი და მოაჯადოვა იგი. ბოშა ქალი გააგდეს, თუმცა იგი ყველას არწმუნებდა, რომ პატარას ბედნიერება ელოდა. მალე ბავშვი დაავადმყოფდა და თვალსა და ხელს შუა ჭკნებოდა. ჯადოქარი დაიჭირეს და კოცონზე დაწვეს. მისმა ქალიშვილმა კი, ახალგზარდა ბოშამ, იზუჩენამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა დედის გამო. დაწვის ღამეს მან თავისი შვილით შეაღწია სასახლეში, მოიპარა გრაფის ჩვილი აკვნიდან და ჩააგდო ცეცხლში, რომელშიც იწვოდა დედამისი. ამის შემდეგ მოხუც გრაფს დიდხანს არ უცოცხლია და სიკვდილამდე არ სჯეროდა შვილის დაღუპვა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟს დაუბარა შური ეძია ძმისთვის. ამ დროიდან იგი ყველგან ეძებს ბოშა ქალს, თუმცა უშედეგოდ». ფერნანდო ამატებს, რომ მოხუცი ჯადოქრის სული ჯერ კიდევ დაეხეტება და სხვადასხვა სახეს იღებს. ზარი რეკს შუაღამით, შეშინებული ჯარისკაცები და ფერნანდო გადიან.

სურათი მეორე. ლეონორას ბაღი. ღამეა. ლეონორა მოუთმენლად ელოდება თავის საყვარელს, ტრუბადურ მანრიკოს. ის უყვება თავის მეგობარ ინესს მათ სიყვარულზე. უკანასკნელ სასიმღერო შეჯიბრზე მან ყველა კონკურენტს აჯობა და ახლა ყოველ ღამით უმღერის მას ფანჯრებთან. ინესი ურჩევს ლეონორას შეეშვას ამ გატაცებას, ვინაიდან წინათგრძნობა ეუბნება, რომ იგი დაღუპავს მას. გოგონები მიდიან ციხე-სიმაგრეში. ტევრის მდუმარებას ტრუბადურის სერენადა არღვევს. გაიგონა რა სერენადა, ბაღში შედის დი ლუნა, ლეონორაზე შეყვარებული. სიბნელეში ლეონორა გრაფს სანატრელ ტრუბადურად აღიქვამს და გამოირბენს მის შესახვედრად, მაგრამ ღრუბლებიდან ეჩვენება ლუნა და რწმუნდება თავის შეცდომაში. ხეებიდან გამოდის ტრუბადური, რომელშიც გრაფი შეიცნობს თავის წყეულ მტერს, მანრიკოს, სიკვდილ მისჯილს და არაგონიიდან განდევნილს. დი ლუნა უცხადებს მას, რომ ჩამოკრა მისი სიკვდილს ჟამმა და იწვევს მას დუელში. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შორდებიან, მომარჯვებული დაშნებით, ლეონორა ეცემა გულწასული.

იხ. ვიდეო -  video - ÓPERA IL TROVATORE 2017 - TRM



მოქმედება მეორე «ბოშა ქალი»

სურათი პირველი. ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან — ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს-ეს არის განიკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედას, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს, მეგობარი რუისი ეუბნება, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.

სურათი მეორე. ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად აღიკვეცება და როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, ხოლო გრაფს გზაზე მანრიკო გადაეღობება თავისი მეგობრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.

მოქმედება მესამე «ბოშა ქალის ვაჟი»

სურათი პირველი. გრაფ დი ლუნას ბანაკი. მის ჯარს ალყა აქვს შემორტყმული ციხე-სიმაგრისთვის, რომელშიც მანრიკო იფარავს ლეონორას. ჯარისკაცებმა დაიჭირეს მოხუცი ქალი, რომელიც ბანაკის გარშემო დაეხეტებოდა. ფერნანდო მასში ამოიცნობს სწორედ იმ ბოშა ქალს, რომელმაც გრაფის უმცროსი ძმა კოცონში ჩააგდო. სასოწარკვეთილი აზუჩენა მანრიკოს იხმობს. გრაფი ბრძანებს ბოშა ციხეში ჩასვან და კოცონზე დაწვან.

სურათი მეორე. სამლოცველო ციხე-სიმაგრეში. მანრიკო და ლეონორა მზად არიან წავიდნენ საკურთხეველში. შემორბის რუისი და აცხადებს, რომ გრაფმა აზუჩენა შეიპყრო და მის დასჯას აპირებს. მანრიკო რუისთან და თავის მეომრებთან ერთად აზუჩენას დასახსნელად მიიჩქარის. ისმის იარაღის ხმაური. ლეონორა სასოწარკვეთილია.

მოქმედება მეოთხე «სიკვდილით დასჯა»

სურათი პირველი. ციხე-სიმაგრე კასტელორში, ციხის წინ. ბნელი ღამე. ლაბადაში გახვეული რუისი და ლეონორა ჩნდებიან. რუისი ანიშნებს მას ციხის კოშკზე, სადაც იტანჯება გრაფის დამარცხებული ტყვე — მანრიკო. ლეონორა საყვარლის საშველად თანახმაა გახდეს გრაფის ცოლი, თუ ის შეიწყალებს მანრიკოს. გრაფიც თანახმაა, თუმცა ლეონორა ჩუმად სვამს საწამლავს.

სურათი მეორე. მიწის ქვეშ. მანრიკო ამშვიდებს აზუჩენას. ისინი მიეძალნენ მწარე მოგონებებს განვლილ დღეებზე, თავისუფალ ცხოვრებაზე მთებში. იღება კარი, შემოდის ლეონორა, რომლისგანაც მანრიკო იგებს, რომ შეწყალებულია. ის იხმობს ლეონორას მასთან, მაგრამ იგი პასუხობს რომ უნდა დაბრუნდეს ციხე-სიმაგრეში. მანრიკო ხვდება, რომ თავისუფლება ლეონორამ უღირსი საქციელით იყიდა და წყევლის მას. მანრიკოს სისასტიკით შეურცხყოფილი ლეონორა, არწმუნებს მას საკუთარ უდანაშაულობაში და სთხოვს გაიქცეს. მანრიკო არ იღებს ყურად მის თხოვნას. ლეონორას მიერ მიღებული საწამლავი მოქმედებას იწყებს და გოგონა მკვდარი ეცემა საყვარლის მკლავებში. შემოსული გრაფი თავის ცოლს, ლეონორას მკვდარს ნახავს მტრის მკლავებში. სიცრუით გაცეცხლებული გრაფი უბრძანებს მანრიკო კოცონზე დაწვან, ხოლო თვითონ სასაცილოდ იგდებს ბოშა ქალს, მიჰყავს იზუჩენა ფანჯარასთან და უთითებს მას დასჯილ მანრიკოზე. იზუჩენა წამოიძახებს: «გაიგე ყველაფერი — ის ძმაა შენი! დედა, შენთვის შურინაძიებია!» და მოცელილი ეცემა მკვდარი.

იხ. ვიდეო - Опера «Трубадур» с русскими субтитрами (Венская опера, 1978) 1/2 - 

Opera Il trovatore რუსული სუბტიტრებით (ვენის ოპერა, 1978) 1/2


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...