пятница, 14 октября 2022 г.

დორის ლესინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         დორის ლესინგი

 (ინგლ. Doris Lessing დ. 22 ოქტომბერი, 1919, ქირმანშაჰი, სპარსეთი — გ. 17 ნოემბერი, 2013) — ინგლისელი მწერალი-ფანტასტი, 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. აქტიური ფემინისტი; ხუთი რომანის ავტორი სერიიდან „კანოპუსი არგოსში“ (1779-1982), რომლებშიც ძლიერ ცივილიზაციებს შორის ბრძოლაში სუსტი ადამიანის პასიური მონაწილეობის ფილოსოფიური პრობლემატიკის განსხვავებული თვალსაზრისებია მოცემული. ნობელის კომიტეტის განმარტებით ეს პრემია „ქალური გამოცდილების ეპოსის“ შექმნისთვის მიენიჭა.
ბიოგრაფია
ლესინგი დაიბადა 1919 წლის 22 ოქტომბერს ქირმანშაჰში, ირანში. მალე ოჯახი ახლანდელ ზიმბაბვეს რესპუბლიკაში გადასახლდა ( მაშინდელ ინგლისის კოლონიაში). დორისმა განათლება მიიღო დომინიკის კონდენის უმაღლესი სკოლაში. შემდეგ სწავლა ერთი წლით გააგრძელა ქალთა უმაღლეს სკოლაში სალისბურში. მან სკოლა დაამთავრა 13 წლის ასაკში და შემდეგ უკვე მიიღო თვითგანათლება. 15 წლის ასაკში მან დატოვა სახლი და დაიწყო მუშაობა ექიმად. ბავშვობა არც ისე ბედნიერი ჰქონია და ამან უბიძგა, რომ წერა დაეწყო.  ის  წერდა იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციოლოგიურ თემებზე. უმეტესად მარტო იყო, სანადირო თოფით აფრიკის ველურ ადგილებში დახეტიალობდა. მუშაობდა მომვლელად, ჟურნალისტად და ტელეფონისტად. 1937 წელს, დორისი გადავიდა სალისბურში ტელეფონების ოპერატორად სამუშაოდ. 1939 წელს ცოლად გაყვა ფრანკ ვისდომს, ორი შვილიც შეეძინა, მაგრამ 1943 წელს ქმარიც მიატოვა და შვილებიც.  ის შემდეგ მისთხოვდა გოტფირდ ლესინგს, რომელთანაც ვაჟი შეეძინა. მასაც მალე გაშორდა, ოღონდ ამჯერად შვილი თან წაიყვანა და ლონდონს მიაშურა. მალე მისი პირველი რომანი იბეჭდება და სამხრეთ როდეზია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ლესინგს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ აპართეიდის კრიტიკის გამო. 1962 წელს დაწერილმა „ოქროს რვეულმა“ და მომდევნო რომანებმა მას საყოველთაო პოპულარობა და ნობელის პრემია მოუპოვა. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ლესინგი მაინც აგრძელებდა წერას.
იხ. ვიდეო - დორის ლესინგი გარდაიცვალა



ინგლისელმა მწერალმა დორის ლესინგმა ლონდონში, თავის სახლთან თავმოყრილ ჟრნალისტებს ნობელის პრემიის მიღების შემდე ასე განუცხადა: „ მე ევროპის ყველა პრემია მაქვს მიღებული, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას. მიხარია, რომ ყველა მოვიგე, მთელი ნაკრები, ნობელის პრემია კი ფლეშ-როიალია “.
იხ. ვიდეო - Дорис Лессинг. Нобель с Дмитрием Быковым.



„ოქროს რვეული“, როგორც კრიტიკოსებმა უწოდეს, „ ეპოქალური რომანი “ , დორის ლესინგის საუკეთესო ნაწარმოებად არის აღიარებული. ის მწერლის სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, ეს მისი შეხედულებები და განწყობებია. ნიჭიერი მწერლისა და თავგადაკლული ფემინისტისთვის- ანა ვულფისთვის თავისივე ჩანაწერები დროთა განმავლობაში ნამდვილ განცხადებად გადაიქცა, რაც მას სულიერი და შემოქმედებითი ჩიხიდან გამოსვლაში დაეხმარა. როგორც ლესინგი წერს, ეს სქესთა ომზე რომანი სულაც არ არის, როგორც თავდაპირველად მკითხველმა მიიღო. მაგრამ 1962 წელს ეს წიგნი მართლაც გამოწვევა იყო, მეტიც, ყვირილი. მწერალი წერდა სექსზე, ჰომოსექსუალიზმზე, თავისუფლად მოაზროვნე ქალებზე, პოლიტიკაზე, სოციალიზმსა და აფრიკელების ცხოვრებაზე. „ ოქროს რვეულში “ დორის ლესინგმა თავისი დრო დააფიქსირა.
იხ. ვიდეო - Doris Lessing Interview


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...