вторник, 18 октября 2022 г.

ფრედერიკ ბეგბედერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ფრედერიკ ბეგბედერი

                                                               
 (ფრანგ. Frédéric Beigbeder, დ. 21 სექტემბერი, 1965, ნეილი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი.
ბიოგრაფია
ბეგბედერმა განათლება მიიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც.

1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“, რის შემდეგაც ხდება ერთ-ერთი დიდი სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობს, როგორც კრიტიკოსი და ქრონიკების ავტორი ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Elle, Paris Match, Voici, VSD. მონაწილეობას იღებს სატელევიზიო გადაცემებში ლიტერატურის შესახებ.

1994 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „არდადეგები კომაში“. 1997 წელს ბეგბედერი წერს რომანს „სიყვარული გრძელდება სამი წელი“, რაზეც რეჟისორი მარკ მარონიე ტრილოგიას იღებს.

1999 წელს „გალიმარი“ გამოსცემს მის ნოველათა კრებულს "ნოველები ექსტაზის დროს".

მომდევნო წელს იწერება ბეგბედერის ყველაზე ცნობილი რომანი „99 ფრანკი“, რომელსაც მოგვიანებით ჯერ „14,99 ევრო“, შემდეგ კი „6,20 ევრო“ ეწოდება. რომანში ფარდა აქვს ახდილი სარეკლამო სფეროს შიგა სამზარეულოს. ნაწარმოების გამოსვლიდან ცოტა ხანში ავტორი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.

ამავე პერიოდში ბეგბედერმა საკუთარი ლიტერატურული გადაცემები შექმნა საფრანგეთის სხვადასხვა ტელეარხებზე, რომლებიც მალევე დაიხურა.

2003 წლის იანვარში გამომცემლობა ფლამარიონიო სთავაზობს მწერალს გახდეს გამომცემელი. 2006 წლამდე ბეგბედერმა გამოსცა დაახლოებით 25 წიგნი, რის შემდეგაც ფლამარიონთან მისი თანამშრომლობა შეწყდა.
იხ. ვიდეო - Цитаты Гениального Писателя - Фредерик Бегбедер



2003 წელს მწერალი ინტერალიეს პრემიას იღებს რომანისთვის „Windows on the world“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება.

2005 წელს გამოვიდა ბეგბედერის „რომენტიკოსი ეგოისტი“, ორი წლის შემდეგ კი — „მიშველეთ ბოდიში“.

დღემდე ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის პრემია, 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად.

2005-დან 2007 წლამდე იგი მუშაობდა ჟურნალისტად სატელევიზიო გადაცემაში Canal+-ზე. 2007 წლიდან კი ჟურნალ „პლეიბოის“ ფრანგული გამოცემის ლიტერატურული კრიტიკოსია. პარალელურად მუშაობს Canal+-ის ლიტერატურულ-კინემატოგრაფიულ გადაცემა „წრის“ წამყვანი. 1998 წლიდან მუშაობს ლიტერატურულ ჟურნალ „Lire“-შიც.

2007 წელს გამოვიდა „99 ფრანკის“ მიხედვით შექმნილი კინოფილმი, რომლის რეჟისორია ჟან კუნენი. ფილმში ბეგბედერიც ასრულებს მცირე ეპიზოდურ როლს.

2008 წლის 29 იანვრის საღამოს ფრედერიკ ბეგბედერი ერთ თავის მეგობართან ერთად დაკავებულ იქნა ნარკოტიკების მოხმარების გამო. მან წინასწარი დაკავების საკანში გაატარა 39 საათი, რის შემდეგაც გაათავისუფლეს
 
ნაწარმოებები
რომანები
1990 : შეშლილი ახალგაზრდის მემუარები, გამომც. Table Ronde
1994 : არდადეგები კომაში, გამომც. Grasset
1997 : სიყვარული სამი წელი გრძელდება, გამომც. Grasset
2000 : 99 ფრანკი (14,99 ევრო) (6,20 ევრო), გამომც. Grasset
2003 : Windows on the world, გამომც. Grasset, ინტერალიეს პრემია, 2003
2005 : რომანტიკოსი ეგოისტი, გამომც. Grasset
2007 : მიშველეთ ბოდიში, გამომც. Grasset
ნოველები
1999: ნოველები ექსტაზის დროს, გამომც. Gallimard
ესსეები
2001: უკანასკნელი აღრიცხვა ლიკვიდაციამდე, გამომც. Grasset
კომიქსები
2002: დარჩი ნორმალური, გამომც. Dargaud
2004: დარჩი ნორმალური სენ ტროპეში, გამომც. Dargaud
იხ. ვიდეო - Exclusive Interview - Frederic Beigbeder talking about his newest book and Georgian people


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...