воскресенье, 30 октября 2022 г.

ხვიჩა კვარაცხელია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                         ხვიჩა კვარაცხელია

(დ. 12 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი. შეიძლება ითქვას ასეთი დონის ფეხბურთელი ბოლო 30  წლის განმავლობაში საქართველოს არ ყოლია

2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მის შემადგენლობაში მან მხოლოდ ოთხი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.

მოსკოვის „ლოკომოტივი“
2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.

2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.

ყაზანის „რუბინი“
2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად. 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

2021 წლის დასაწყისში L'Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

ბათუმის „დინამო“
2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ. 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ. ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
იხ. ვიდეო - INSIDE ROME/NAPLES: რატომ გააბრაზა სპალეტიმ ქართველები • შეხვედრა @Fius Gamer-თან


ნაპოლი  წყარო იხ. ბმულზე 

2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა. მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს. 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე

3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.

4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს. თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.

სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხ. ვიდეო - ნაპოლი VS სასუოლო - მიმოხილვა



ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს, La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა. „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.

29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად. ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 6 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 გამომუშავებული პენალტი. ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში — 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხ მატჩში — 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.

იხ. ვიდეო - Khvicha Kvaratskhelia ► World Class - 2022/23 Crazy Skills & Goals



სანაკრებო კარიერა

2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.[41] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.

2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.

მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.

2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

KHVICHA KVARATSKHELIA | QUANDO il CALCIO diventa ARTE | Tutti i Gol, Assist e Skills con il Napoliᴴᴰ






იხ. ვიდეო - Napoli-Sassuolo 4-0 | Napoli are unplayable! Goals & Highlights | Serie A 2022/23



საკლუბო სტატისტიკა


მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბისეზონილიგათასიკონტინენტურისხვაჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
დინამო
თბილისი
2017ეროვნული ლიგა411051
ჯამში4110000051
რუსთავი2018ეროვნული ლიგა18300183
ჯამში183000000183
ლოკომოტივი
მოსკოვი
2018–19რპლ7130101
ჯამში71300000101
რუბინი ყაზანი2019–20რპლ27310283
2020–2123400234
2021–22192102[ა]0222
ჯამში699202000739
დინამო ბათუმი2022ეროვნული ლიგა118118
ჯამში118000000118
ნაპოლი2022–23სერია A126004[ბ]2168
ჯამში126004200168
სულ ჯამში1212860620013330

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 26 სექტემბერი, 2022
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველო201910
202041
202174
202275
ჯამში1910

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღიშეხვედრის ადგილიმასპინძელიანგ.სტუმარიშეჯიბრებაგოლებიშენიშვნაწყარო
107.06.2019თბილისისაქართველო საქართველოს დროშა3–0გიბრალტარის დროშა გიბრალტარიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა after 47 წუთი 47'[47]
205.09.2020ტალინიესტონეთი ესტონეთის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა after 92 წუთი 92'[48]
308.09.2020თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–1მაკედონიის დროშა მაკედონიაერთა ლიგა[49]
408.10.2020თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–0ბელარუსის დროშა ბელარუსიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა after 89 წუთი 89'[50]
514.10.2020სკოპიემაკედონია მაკედონიის დროშა1–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 74'შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70'[51]
625.03.2021სოლნაშვედეთი შვედეთის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა after 46 წუთი 46'[52]
728.03.2021თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–2ესპანეთის დროშა ესპანეთიმსოფ. შეს.გოლი 43'შეცვლაზე გამოყვანა after 79 წუთი 79'[53]
831.03.2021სალონიკისაბერძნეთი საბერძნეთის დროშა1–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.გოლი 78'[54]
909.10.2021ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა0–2საბერძნეთის დროშა საბერძნეთიმსოფ. შეს.[55]
1012.10.2021პრიშტინაკოსოვო კოსოვოს დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა after 72 წუთი 72'[56]
1111.11.2021ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა2–0შვედეთის დროშა შვედეთიმსოფ. შეს.გოლი 61'77'შეცვლაზე გამოყვანა after 80 წუთი 80'[57]
1215.11.2021გორისაქართველო საქართველოს დროშა1–0უზბეკეთის დროშა უზბეკეთიამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 61 წუთი 61'[58]
1325.03.2022ზენიცაბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა after 75 წუთი 75'[59]
1402.06.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–0გიბრალტარის დროშა გიბრალტარიერთა ლიგაგოლი 12'შეცვლაზე გამოყვანა after 63 წუთი 63'[60][61]
1505.06.2022რაზგრადიბულგარეთი ბულგარეთის დროშა2–5საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 58' (პენ.)შეცვლაზე გამოყვანა after 67 წუთი 67'[62][63]
1609.06.2022სკოპიემაკედონია მაკედონიის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 62'შეცვლაზე გამოყვანა after 83 წუთი 83'[64][65]
1712.06.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიერთა ლიგა[66]
1823.09.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0მაკედონიის დროშა მაკედონიაერთა ლიგაგოლი 64'[67]
1926.09.2022გიბრალტარიგიბრალტარი გიბრალტარის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 19' (პენ.)შეცვლაზე გამოყვანა after 72 წუთი 72'[68]

ოჯახი

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვ.

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია (დ. 2010) „ავაზას“ საფეხბურთო აკადემიაში თამაშობს.

იხ. ვიდეო - კვარალანდია, მას ყველაფერი შეუძლია - Serie A/Spalletti/GOAL




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...