суббота, 14 сентября 2024 г.

არმაზის ბილინგვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     არმაზის ბილინგვა
ამწერლობა ბერძნული და არამეული
შექმნის თარიღი 150 წ.
აღმოაჩინეს 25 ნოემბერი, 1940 წ.
არმაზისხევი, მცხეთა
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი

არმაზის ბილინგვა — მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად - არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს, ტექსტი გაშიფრა გიორგი წერეთელმა (1941). წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ I და ფარსმან II ქველი.

ტექსტის ქართული თარგმანი ასეთია:

  • ბერძნული ვარიანტი:

„სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.“
  • არამეული ვარიანტი:

„მე [ვარ] სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, [რომელიც] იმარჯვებდა და ამრავლებდა [ადრე] გაკეთებულ საგმირო საქმეებს, [და არის] ეზოსმოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, [რომელმაც] სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. და, ასე, [სერაფიტი] იყო კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ იყო სილამაზით. და გარდაიცვალა 21 წლისა.“

არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და თანამდებობის პირები.

არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის (იბერიის) სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიახშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა), ეზოსმოძღვრისა (ეპიტროპისა) და სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთან ერთად ან უიმისოდ, იხმარებოდა არმაზული დამწერლობა, რომელიც ქართულს ენათესავება.

იხ. ვიდეო - სად მდებარეობს ანტიკური ხანის მცხეთის სამეფო რეზიდენცია, სადაც არმაზს ადიდებდნენ?



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...