воскресенье, 22 сентября 2024 г.

მუცო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  მუცო
მუცო-არდოტის ხეობა
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
მხარემცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტიდუშეთის მუნიციპალიტეტი
თემიშატილი
კოორდინატები42°36′24″ ჩ. გ. 45°12′28″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე1880 
ოფიციალური ენაქართული ენა
მოსახლეობა15 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობაქართველები 100 %
სასაათო სარტყელიUTC+4

მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტშიმდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ.

სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუა საუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. ტურისტებისა და მთამსვლელების საყვარელი ადგილი — მუცო, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

მუცოში, ძირითადად, ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.

იხ. ვოდეო - გელა დაიაური - ბეჭებგაბზარული მუცო. ხევსურეთი / Gela Daiauri - Mutso. Khevsureti. Georgia






Комментариев нет:

ვებერ-ფეხნერის კანონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                          ვებერ-ფეხნერის კანონი ვებერ-ფეხნერის კანონის ილუსტრაცია. თითოე...