Translate

понедельник, 3 марта 2025 г.

ქრისიპე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ქრისიპე

ქრისიპე (ბერძ. Χρύσιππος ὁ Σολεύςდაახლ. ძვ. წ. 279 – დაახლ. ძვ. წ. 206) — ბერძენი სტოიცისტი ფილოსოფოსი. წარმოშობით კილიკიის ქალაქ სოლიდან, საიდანაც გადასახლდა საბერძნეთში, ქალაქ ათენში და დაემოწაფა ბერძენ სტოიცისტ ფილოსოფოსს კლეანთეს. როდესაც კლეანთე გარდაიცვალა ძვ.წ 230 წელს, ქრისიპე სკოლას ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით სტოიციზმის დამფუძნებელმა ზენონმა, მას მეორე ფუძემდებლის ტიტული მიანიჭა.

ქრისიპე მოღვაწეობდა ლოგიკის სფეროში, ასევე ეპისტემოლოგიასეთიკასა და ფიზიკაში. მან შეიმუშავა ლოგიკის ახალი სისტემა რათა უკეთ გაეაზრებინა ადამიანის როლი სამყაროში. ის აღიარებდა ბედისწერის გარდაუვალობას, მიუხედავად ამისა, არასოდეს უარყოფდა ადამიანის აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. ეთიკა,მისი თქმით დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იაზრებს ადამიანი სამყაროს მოწმედების პრინციპებს. ის ამბობდა, რომ ემოციური გატაცებები ადამიანის სულს ასახიჩრებს. ქრისიპეს მუშაობის შედეგია ის უდიდესი წარმატება, რაც წილად ხვდა სტოიციზმს ბერძნულ და რომაულ კულტურაში.

ცხოვრება

ქრისიპე, აპოლონიუსის შვილი, დაიბადა სოლში, კილიკიაში. იყო საშუალო სიმაღლის და ცნობების მიხედვით ვარჯიშობდა შორ დისტანციაზე სირბილში. ახალგაზრდობაშივე მან დაკარგა მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელიც მეფის პირად მფლობელობაში გადავიდა. ამის შემდეგ ქრისიპე ათენში გადასახლდა, სადაც დაემოწაფა კლეანთეს, რომელიც სათავეში ედგა სტოიცისტურ სკოლას. მიჩნეულია, რომ ის ესწრებოდა არქეზილასა და ლაკიდეს ლექციებს პლატონის აკადემიაში.

ქრისიპე დიდი მონდომებით სწავლობდა სტოიცისტურ სისტემებს. მან სწავლის შემართებით სახელი გაითქვა თანატოლებში. ის განთქმული იყო ინტულექტუალური ერუდიციით, თავდაჯერებულობითა და გამოხატვის მრავალფეროვნებით, ყველაფერთან ერთად, ის კლეანთეს ამგვარად მიმართავდა:„მაჩვენე იდეა და შედეგებს თავად აღმოვაჩენ“. კლეანთეს გარდაცვალების შემდეგ, ძვ.წ 230 წელს ქრისიპე სათავეში ჩაუდგა სტოიცისტურ სკოლას.

ქრისიპე ყოო მწერალიც და ცნობების თანახმად დღის განმავლობაში არანაკლებ 500 ხაზს წერდა. საერთო ჯამში მან 705 ნაწარმოები შექმნა. ის მიდრეკილი იყო მრავალმხრივი აზროვნებისკენ, სწორედ ამიტომ, მუდამ ცდილობდა კამათისას ორივე მხარის არგუმენტები შეესწავლა. ქრისიპე ნაწარმოებებში ხშირად იყენებდა ოპონენტების მიერ გამოთქმულ ფრაზებს. ის აღიარებულია, როგორც ფართო, შეუცნობელი და თავისუფალი საკუთარ სტილში. ქრისიპეს შესაძლებლობებიდან გამომგდინარე, მისი ავტორიტეტი დღითი-დღე იზრდებოდა, ამიტომ ის მალევე გახდა სტოიცისტური სკოლის ლიდერი.

ის გარდაიცვალა 143-ე ოლიმპიადის მიმდინარეობისას (ძვ.წ 208-204), 73 წლის ასაკში. დიოგენე ლაერტი გვაწვდის ქრისიპეს გარდაცვალების ორ ვერსიას. პირველი ცნობით ის ნადიმზე გაუზავებელი ღვინით ზედმეტად დათვრა და მალე დაიღუპა. მეორე ვერსიით ის უყურებდა, თუ როგორ ჭამდა ვირი ლეღვს და იხუმრა: „მიეცით ვირს სუფთა ღვინო, რომ ლეღვს მიაყოლოს“. ის საკუთარ ხუმრობაზე სიცილისას დაიღუპა. მისმა ძმისშვილმა არისტორეონმა შექმნა მისი ქანდაკება და დადგა ქალაქ კერამიკში. ქრისიპე სტოიცისტური სკოლის ლიდერად დაინიშნა საკუთარი მოსწავლის, ზენონის მიერ.

მისი ნაწარმოებებიდან არაფერია შემორჩენილი გარდა იმ ციტატებისა, რომლებიც მოხსენებულია ციცერონისლუსიუს ანეუს სენეკასგალენოსისპლუტარქესა და სხვათა ნაწარმოებებში. ლოგიკის თემაზე შექმნილი ნაწარმოებები აღირიცხება ჰერკულანუმის პაპირუსებში, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ქრისიპეს შექმნილიაქრისიპეს კარიერის მანძილზე ხშირად უხდებოდა პლატონის აკადემიაზე თავდასხმების მოგერიება და ამას წარმატებით ართმევდა თავს. ამასთან ის იცავდა სტოიციზმის მიმდინარეობას არა მარტო არსებული, არამედ მომავალი საფრთხისაგანაც. მან გააერთანა ზენონისა და კლეანთეს დოქტრინები რათა შეექმნა ერთიანი, მძლავრი სტოიცისტური სისტემა. ის ხელმძღვანელობდა მათი ფორმალური ლოგიკით. საბოლოოდ, ქრისიპემ ჩამოაყალიბა სტოიციზმი როგორც მიმდინარეობა. ამბობდნენ:„ქრისიპეს გარეშე არ იარსებებდა სტოა“.

ვნებები
მთავარი სტატია: ვნებების შესახებ
სტოიკოსები ცდილობდნენ განთავისუფლდნენ უმართავი ემოციებისგან, რომლებსაც ისინი ბუნების საწინააღმდეგოდ თვლიდნენ. ვნებები ან ემოციები (გზა) არის შემაშფოთებელი ელემენტი სწორი განსჯის დროს. ქრისიპუსმა დაწერა მთელი წიგნი „ვნებების შესახებ“ (ბერძნ. Περὶ παθῶν), რომელიც ეხება ემოციების მკურნალობას. ვნებები დაავადებებს ჰგავს, რომლებიც სულს თრგუნავს და ამსხვრევს, ამიტომ იგი ცდილობდა მათ აღმოფხვრას (აპათია). არასწორი განსჯა ვნებებად გადაიქცევა, როდესაც ისინი საკუთარ იმპულსს აგროვებენ, ისევე როგორც, როცა ადამიანი იწყებს სირბილს, ძნელია შეჩერება. არ შეიძლება ვნებების აღმოფხვრის იმედი, როცა სიყვარულის ან ბრაზის სიცხეშია: ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მშვიდია. ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადო და ვნებებს გონებაში ისე მოექცე, თითქოს ისინი იყვნენ. მიზეზის გამოყენებით ისეთი ვნებებისთვის, როგორიცაა სიხარბე, სიამაყე ან ვნება, შეიძლება გაიგოს რა ზიანი მოაქვს მათ.
იხ.ვიდეო - Chrysippus | Co-Founder Of Stoicism




Комментариев нет:

ამოს წინასწარმეტყველი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                     ამოს წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი წმინდა ამოს წინასწარმეტ...