Translate

воскресенье, 23 марта 2025 г.

გიორგი მიქაუტაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       გიორგი მიქაუტაძე

პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი2000 (24 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიონისაფრანგეთი
სიმაღლე175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლიონი
ნომერი69
ახალგაზრდული კარიერა
2007–2008ჟერლანი
2008–2015ლიონი
2015–2016სენ-პრი
2016–2018მეცი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2018–2020მეცი II24(9)
2019–2023მეცი42(25)
2020–2022  სერენი49(28)
2023–აიაქსი6(0)
2024  მეცი20(13)
2024–ლიონი26(7)
ეროვნული ნაკრები
2021–საქართველო37(20)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 მარტი, 2025

გიორგი მიქაუტაძე (დ. 31 ოქტომბერი2000ლიონისაფრანგეთი) — ქართველი ფეხბურთელისაქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

საკლუბო კა

რიერა

მეცი

მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო. 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.

სერენი

2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო თითო გოლი „დეინცესა“ და „უნიონს“. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა „ვესტერლოსთან“ და „ლომელთან“ მატჩებში.

ლიონი

2024 წლის 18 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ „მეცმა“ მანამდე მიაღწია შეთანხმებას „მონაკოსთან“, მიქაუტაძემ უარი თქვა მონაკოში გადასვლაზე და ხელი მოაწერა თავის ყოფილ კლუბ „ლიონთან“ ოთხწლიან კონტრაქტზე, 18.5 მილიონ ევროდ, 4.5 მილიონი ევრო პოტენციური ბონუსებით და 15%-იანი გაყიდვის პუნქტით.

ფრანგულმა გამოცემამ Get French Football News-მა ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ში განხორციელებული ხუთი ტრანსფერი, და მათ შორის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერიც გამოარჩია. „მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლიონმა“ გაიმარჯვა. ლიგა 1-ის სეზონის ბრწყინვალე დასასრულისა და ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. 23 წლის ფეხბურთელი „მონაკოს“ რჩეული იყო, მაგრამ საბოლოოდ მან ბავშვობის კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა. 18.5 მილიონი ევრო საერთაშორისო ტურნირზე მაღალ დონეზე გამოსვლის შემდეგ ამომავალი ვარსკვლავისთვის შედარებით დაბალი ფასია. გარდა ტრანსფერის მაცდური ფინანსური პირობებისა, „ლიონმა“ შეიძინა მტაცებლის ინსტინქტით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია. ლიგა 1-ის გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 20 მატჩში მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა 58 დარტყმიდან. ის არაპროგნოზირებადი და მცველებისთვის მოუხელთებელია. შეუძლია ზურგს უკან გახსნა და საჯარიმოში უპირატესობის შექმნა. ფორვარდი „ლიონს“ შეტევაში დრიბლინგის შესანიშნავი უნარითაც დაეხმარება“, — აღნიშნა ფრანგულმა გამოცემამ.

პირველად ფრანგული კლუბის მაისურით იმავე წლის 18 აგვისტოსსაფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლიონი“ და „რენი“ დაუპირისპირდნენ, რენის „როაზონ პარკის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა. „ლიონში“ დაბრუნებულ გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო შეხვედრაში თავის გამოჩენა შეეძლო, ძალიან აქტიური იყო, კარში რამდენჯერმე დაარტყა, შეტევები გაამწვავა, მასთან უხეშობისთვის „რენის“ მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 72-ე წუთზე კი ქართველს გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა — „რენის“ მეკარემ, სტივ მანდანდამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და ევრო 2024-ის თანაბომბარდირი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

პირველი გოლი ლიონელთა რიგებში 27 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლიონი“ და „ოსერი“ დაუპირისპირდნენ, ლიონის „გრუპამას“ სტადიონზე, იმავე „გრან სტად დე ლიონზე“ გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ორივე ბურთი მიქაუტაძემ შეაგდო.

2024 წლის 26 სექტემბერს, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ ევროპა ლიგის ახალი სეზონი პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩით დაიწყო და ბერძნული გუნდი 2–0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მწვრთნელმა მოედანზე 74-ე წუთზე შეიყვანა.

2024 წლის 28 ნოემბერს, გიორგი მიქაუტაძემ უეფა-ს ევროპა ლიგაზე თავისი პირველი გოლები გაიტანა და „ლიონს“ აზერბაიჯანში „ყარაბაღთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში ფრანგული კლუბი „ყარაბაღს“ ბაქოში, „ტოფიკ ბახრამოვ არენაზე“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით (4–1) დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლი შეასრულა. გიორგიმ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე აზერბაიჯანული კლუბის კარში მეოთხე გოლის ავტორი გახდა. 8.3 შეფასებით ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

2025 წლის 14 მარტს, გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ლიონისა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ფრანგებმა შეხვედრა 4–0 მოიგეს, მიქაუტაძემ კი ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა — ქართველმა თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სანაკრებო კარიერა

მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა.

პირველი გოლი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისსრუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გიორგი მიქაუტაძემ შემოდგომის სანაკრებო ციკლი ჩეხეთთან გოლით დაიწყო და საქართველოს ნაკრებს დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა — „დღეს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და 4–1 მოვიგეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. გამიხარდა, თამაშამდე ევრო 2024-ის თანაბომბარდირის ჯილდო რომ მივიღე და მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება. ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და სხვა ეტაპზე გადავიდეთ“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრაზე და ევრო 2024-ის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილ ჯილდოზე, რომელიც თამაშამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

საკლუბო სტატისტიკა

განახლდა: 13 მარტი, 2025
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბისეზონილიგათასიკონტინენტურისხვაჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
მეცი B2018–19ნასიონალი 36161
2018–19რეგიონალი 1
2019–20ნასიონალი 3178178
სულ239239
მეცი2019–20ლიგა 1100010
2020–21ლიგა 11010
2022–23ლიგა 23723314024
სულ392331004124
  სერენი2020–21ბელგიის I დივ. B2119102[]32422
2021–22ბელგიის პრო ლიგა289342[]13314
სულ492844445736
აიაქსი2023–24ერედივიზია60102[]090
  მეცი2023–24ლიგა 12013002[12214
ლიონი2024–25ლიგა 1256229[]43612
სულ ჯამში162791071146518995
  1.  ბელგიის პირველი დივიზიონი B-ს პლეი-ოფის მატჩები
  2.  ბელგიის პრო ლიგის პლეი-ოფის მატჩები
  3.  უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩები
  4.  ლიგა 1-ის პლეი-ოფის მატჩები
  5.  უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩები

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 23 მარტი, 2025
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
202171
202261
202397
2024137
202524
ჯამში3720

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღიშეხვედრის ადგილიმასპინძელიანგ.სტუმარიშეჯიბრებაგოლებიშენიშვნაწყარო
125.03.2021სოლნაშვედეთი შვედეთის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 84 წუთი 84'[22]
202.06.2021პლოიეშტირუმინეთი რუმინეთის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიგოლი 61'შეცვლაზე გამოყვანა 81 წუთის შემდეგ 81'[23]
306.06.2021ენსხედენიდერლანდები ნიდერლანდების დროშა3–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 65 წუთი 65'[24]
402.09.2021თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–1კოსოვოს დროშა კოსოვომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60'[25]
505.09.2021ბადახოსიესპანეთი ესპანეთის დროშა4–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 57 წუთი 57'[26]
608.09.2021სოფიაბულგარეთი ბულგარეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოამხანაგური[27]
709.10.2021ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა0–2საბერძნეთის დროშა საბერძნეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 60 წუთის შემდეგ 60'[28]
802.06.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–0გიბრალტარის დროშა გიბრალტარიერთა ლიგაგოლი 87'[29][30]
905.06.2022რაზგრადიბულგარეთი ბულგარეთის დროშა2–5საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 67 წუთი 67'[31][32]
1009.06.2022სკოპიეჩრდ. მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 71 წუთი 71'[33][34]
1112.06.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 80 წუთის შემდეგ 80'[35]
1223.09.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78'[36]
1326.09.2022გიბრალტარიგიბრალტარი გიბრალტარის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60'[37]
1428.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1ნორვეგიის დროშა ნორვეგიაევრ. შეს.გოლი 60'შეცვლაზე გამოყვანა 90 წუთის შემდეგ 90'[38]
1517.06.2023ლარნაკაკვიპროსი კვიპროსის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.გოლი 31'შეცვლაზე გამოყვანა 88 წუთის შემდეგ 88'[39]
1620.06.2023გლაზგოშოტლანდია შოტლანდიის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.[40]
1708.09.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–7ესპანეთის დროშა ესპანეთიევრ. შეს.[41]
1812.09.2023ოსლონორვეგია ნორვეგიის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 67 წუთის შემდეგ 67'[42]
1912.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა8–0ტაილანდის დროშა ტაილანდიამხანაგურიგოლი 24'37'41'56' (პენ)შეცვლაზე გამოყვანა 58 წუთის შემდეგ 58'[43]
2015.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–0კვიპროსის დროშა კვიპროსიევრ. შეს.გოლი 90'+5' (პენ)შეცვლაზე შესვლა after 58 წუთი 58'[44]
2116.11.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–2შოტლანდიის დროშა შოტლანდიაევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 69 წუთის შემდეგ 69'[45]
2219.11.2023ვალიადოლიდიესპანეთი ესპანეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 60 წუთის შემდეგ 60'[46]
2321.03.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 77 წუთის შემდეგ 77'[47]
2426.03.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0საბერძნეთის დროშა საბერძნეთიევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74'[][48]
2509.06.2024პოდგორიცამონტენეგრო მონტენეგროს დროშა1–3საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიგოლი 33'შეცვლაზე გამოყვანა 80 წუთის შემდეგ 80'[49]
2618.06.2024დორტმუნდითურქეთი თურქეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024გოლი 32'[50][51]
2722.06.2024ჰამბურგისაქართველო საქართველოს დროშა1–1ჩეხეთის დროშა ჩეხეთიევრო 2024გოლი 45'+4' (პენ)შეცვლაზე გამოყვანა 88 წუთის შემდეგ 88'[52]
2826.06.2024გელზენკირხენისაქართველო საქართველოს დროშა2–0პორტუგალიის დროშა პორტუგალიაევრო 2024გოლი 57' (პენ)[53]
2930.06.2024კელნიესპანეთი ესპანეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78'[54]
3007.09.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–1ჩეხეთის დროშა ჩეხეთიერთა ლიგაგოლი 63'შეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75'[55]
3110.09.2024ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 86 წუთის შემდეგ 86'[56]
3211.10.2024პოზნანიუკრაინა უკრაინის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგა[57]
3314.10.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–1ალბანეთის დროშა ალბანეთიერთა ლიგა[58]
3416.11.2024ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1უკრაინის დროშა უკრაინაერთა ლიგაგოლი 76'შეცვლაზე შესვლა after 67 წუთი 67'[59]
3519.11.2024ოლომოუციჩეხეთი ჩეხეთის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 60'შეცვლაზე გამოყვანა 79 წუთის შემდეგ 79'[60]
3620.03.2025ერევანისომხეთი სომხეთის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 37'59'შეცვლაზე გამოყვანა 66 წუთის შემდეგ 66'[61]
3723.03.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა6–1სომხეთის დროშა სომხეთიერთა ლიგაგოლი 14'35'შეცვლაზე გამოყვანა 77 წუთის შემდეგ 77'[62]
  1.  საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მიღწევები

ინდივიდუალური

ჯილდოები

ფაქტები

2024 წლის 28 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა შეარჩია.

2024 წლის 28 ნოემბერს, გიორგი მიქაუტაძემ ბაქოში „ყარაბაღთან“ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე მეორე გოლი გაიტანა და „ლიონის“ გამარჯვებაში (4–1) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა ქართველ ფეხბურთელის თამაში 9.2 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო შემდეგ ევროპა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

2025 წლის 20 მარტს უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3–0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, საქართველოს ნაკრების მაისურით თავისი მე-18 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.

იხ.ვიდეო - გიორგი მიქაუტაძის ქართული ქვიზი!




Комментариев нет:

ვილჰელმ რენტგენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                        ვილჰელმ რენტგენი Wilhelm Conrad  ვილჰელმ კონრად რენტგენი (დ. 27 ...