пятница, 7 декабря 2018 г.

                                 ოზონის ხვრელი

                                                          
                                          ანტარქტიკის ოზონის ხვრელის გამოსახულება, სექტემბერი, 2000 წ.
 დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროშიოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს
სქემა რექციის ჰალოგენების   სტრატოსფეროში, ჩართული რექციის ჰალოგენების  ოზონთან 
ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზეჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.
ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.
წყარო ქლორის  ატმოსფეროში
ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
ვერტიკალური განლაგება კროპტონი-85
რიგი მეცნიერები არ ეთანხმებიან სტრატოსფერული ოზონის ქფნ–ების გამო დაშლის თეორიას. მათ მიაჩნიათ, რომ ქფნ–ები ზედმეტად მძიმე მოლეკულებია იმისათვის, რომ სტრატოსფეროს მიაღწიოს. არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის შრის შეთხელება ბუნებრივი ფლუქტუაციაა და თავისთავად გამოსწორდება1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.
იხ. ვიდეო - Важное обращение и Почему не исчезает озоновая дыра?



ვერტიკალური განლაგება ფრეონისCFC-11
1987 წლის 16 სექტემბერს მონრეალის პროტოკოლის ხელმოწერის აღსანიშნავად, 1994 წელს გაეროს გენერალური ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
იხ.ვიდეო


.



რომის სენატი

                        რომის სენატი  

რომის სენატის სხდომის წარმოდგენა: ციცერონი თავს დაესხმება კატილინას, მე-19 საუკუნის ფრესკიდან პალაცო მადამაში, რომში, იტალიის სენატის სახლში. აღსანიშნავია, რომ იდეალისტური შუასაუკუნეების და შემდგომი მხატვრული გამოსახულებები სენატის სხდომაზე თითქმის ერთნაირად არაზუსტია. ილუსტრაციებში ჩვეულებრივ ჩანს სენატორები, რომლებიც განლაგებულნი არიან ნახევარწრიულად ღია სივრცის გარშემო, სადაც ითვლებოდა, რომ ორატორები დგანან; სინამდვილეში არსებული Curia Julia შენობის სტრუქტურა, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროინდელი სახით თარიღდება, აჩვენებს, რომ სენატორები პირდაპირ და პარალელურად ისხდნენ შენობის ინტერიერის ორივე მხარეს. ფილმში მიმდინარე მედია გამოსახულებებში ეს სწორად არის ნაჩვენები რომის იმპერიის დაცემაში და არასწორად, მაგალითად, სპარტაკში.


რომის სენატი(ლათინურად - Senatus) — რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.


ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ თქმულებების თანახმად იგი რომის დასაბამიდან არსებობდა. სენატმა თავისი ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად საერთო ჯამში სენატმა იარსება დაახლოებით 1229 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა
თქმულების თანახმად, სენატი შეიქმნა რომის დაარსებისთანავე. რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა, შექმნა საბჭო 100 უხუცესი მოქალაქისგან, რომლებსაც მამები - პატრიციუსები ეწოდათ. სენატორები ასრულებდნენ მეფის მრჩევლების როლს, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის არჩევა მათ კომპეტენციაში შედიოდა.
რომულუსის მიერ საბინელთა შემოერთების შემდეგ, სენატი შეივსო საბინელი უხუცესებით და სენატორთა რაოდენობა 200 გახდა. თქმულების თანახმად სენატორებმა პირველი რეპრესიები ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის მეფობის პერიოდში განიცადეს. ტარკვინიუსმა თავისი წინამორბედის, სერვიუს ტულიუსის მომხრე სენატორები გაწყვიტა.

მონარქიის დამხობის შემდეგ სენატის მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, იგი ჯერ კიდევ მცირე რომის სახელმწიფოში ასრულებდა საკანონმდებლო ხელისუფლების როლს. ლუციუს იუნიუს ბრუტუსმა სენატის შემადგენლობა 300 კაცამდე გაზარდა. იგი აკონტროლებდა სახალხო კრებების მუშაობას, იღებდა მათ მიერ შემოთავაზებულ კანონებს ან უარყოფდა. სენატორთა წრიდან ხდებოდა მაგისტრატუსების არჩევა.საშინაო პოლიტიკის საკითხების გარდა სენატი საგარეო პოლიტიკასაც მართავდა. სენატის ფუნქციებში ფინანსებზე მეთვალყურეობაც შედიოდა. ამის გარდა სენატი იღებდა და აუქმებდა კანონებს. ყველა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებამ სენატი სახელმწიფოს გულად აქცია. რიგითი რომაელისთვის სენატის უპატივცემლობა სახელმწიფოს უპატივცემლობას უტოლდებოდა. ლათინურად სენატორებს რეგისტრირებულ (ჩაწერილ) მამებს უწოდებდნენ (patrum numerum). ეს კარგად აისახა ცნობილ ფორმულაშიც SPQR, senatus populus que romanus (რომის სენატი და ხალხი).
თავდაპირველად სენატორები მხოლოდ პატრიციუსები იყვნენ, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნიდან, ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ, სენატში მოხვედრა პლებეებმაც შეძლეს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის პერიოდში სენატორების უმეტესობას პატრიციუსები შეადგენდნენ. ძვ. წ. 313 წლამდე სენატში ახალ წევრებს კონსული იღებდა, მოგვიანებით კი ცენზორი. პლებეებს შეეძლოთ სენატში მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონსულებათ აირჩევდნენ, რადგან ყოფილ კონსულებს ტრადიციის თანახმად სენატორად რიცხავდნენ.
სენატსა და სახალხო კრებას შორის პირველი მწვავე დაპირისპირება მოხდა ტრიბუნის ტიბერიუს გრაკქუსის რეფორმების მხარდაჭერისთვის კენჭისყირისას. ეს ამბავი ამ უკანასკნელისთვის ტრაგიკულად დასრულდა. თითქმის იგივე ამბავი განმეორდა ძვ. წ. 123 წელს, როდესაც ტიბერიუსის უმცროსმა ძმამ, გაიუსმა, სცადა ძმის რეფორმები აეღორძინებინა.
როდესაც სულა ცენზორი გახდა, მან სენატორად მიღების ასაკობრივი ცენზი 46 წლიდან 30 წლამდე ჩამოწია და გააორმაგა სენატორთა რაოდენობა. მოგვიანებით კეისარმა კიდევ გაზარდა სენატორთა რაოდენობა 1000 კაცამდე.
სენატის ძალაუფლება შეირყა მარიუსის სამხედრო რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ბრუტუსის ეპოქიდან, ანუ რესპუბლიკის შექმნიდან მოყოლებული, აბსოლუტური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელში პრაქტიკულად არ ხვდებოდა (იშვიათი გამონაკლისები - 6 თვის ვადით არჩეული დიქტატორები). სამხედრო რეფორმამდე სენატის თანხმობის გარეშე კონსული ჯარს ვერ შეკრებდა, თან ჯარი მუდმივი და პროფესიული არ იყო. ხოლო გაიუს მარიუსის რეფორმამ გამოიწვია პროფესიული არმიის ჩამოყალიბება, რომელიც თავისი მხედართმთავრის ერთგული იყო. ამრიგად მხედართმთავარმა არმიაზე დაყრდნობით მიიღო ისეთი ძალაუფლება, რომ შეეძლო კანონზე და სენატზე მაღლა დამდგარიყო. თავისთავად რეფორმამ აამაღლა რომაული არმიის ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ მეორე მხრივ ამან განაპირობა სამოქალაქო ომების მთელი სერია, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნის მიწურულიდან ძვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა და რესპუბლიკის კრახით დასრულდა
.
რომის კურია, სადაც სენატის სხდომები ტარდებოდა
რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა
იხ. ვიდეო

სამოქალაქო ომის მოგების შემდეგ ოქტავიანემ ხელთ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მას არ გაულაშქრია რესპუბლიკური ტრადიციების წინააღმდეგ. იმპერატორი და ავგუსტუსი იგი სენატის თანხმობით გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხანგძლივი სამოქალაქო ომების და რეპრესიების არაერთი ტალღის შემდეგ სენატს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
ამ დროიდან უმაღლესი ძალაუფლება სენატის ხელიდან პრინცეპსის ხელში გადავიდა. სენატი მხოლოდ მისი მრჩევლის ფუნქციებს ასრულებდა. ფლავიუსების დინასტიის პერიოდში ძველი პატრიციული ოჯახები, საიდანაც ტრადიციულად ხდებოდა სენატორთა შემადგენლობის შევსება, იმდენად შეთხელდა, რომ სენატორები ხდებოდნენ უკვე ის მოქალაქეები, ვისაც ამის საშუალებას ქონებრივი ცენზი აძლევდა. მოგვიანებით კი რომის მოქალაქეობის პროვინციული მოსახლეობისთვის დარიგებამ, პროვინციელებს სენატში მოხვედრის საშუალება მისცა.
I საუკუნის მიწურულს, დომიციანეს მოკვლის შემდეგ სენატის მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა. ანტონინების დინასტიის (კომოდუსის გარდა) იმპერატორებს სენატორები თავისი წრიდან ირჩევდნენ. სენატორთა მიერ არჩეული იმპერატორები ისტორიაში ასევე ხუთი კარგი იმპერატორის სახელით შევიდნენ. ამ პერიოდში რომის იმპერიამ დიდების მწვერვალს მიაღწია.
მესამე საუკუნის კრიზისის პერიოდში სენატი უძლური გახდა სიტუაცია ემართა. III საუკუნის მიწურულს იმპერატორი გახდა დიოკლეტიანე. მან საფუძვლიანად შეცვალა მმართველობის სისტემა. პრინციპატს დომინატი ჩაენაცვლა. დომინუსს აღარ სჭირდებოდა სენატისგან აღიარება. ამ დროიდან სენატმა ძალაუფლება და მნიშვნელობა სრულიად დაკარგა, ისევე როგორც ქალაქმა რომმა, რომელიც III საუკუნის მიწურულს აღარ იყო იმპერატორის რეზიდენცია. სენატს ამ დროიდან მხოლოდ სასამართლო საქმეების გარჩევა შეეძლო, მიუხედავად ამისა, სენატორის წოდება ჯერ კიდევ პრივილიგირებულად ითვლებოდა.
395 წლიდან, როდესაც იმპერია გაიყო, სენატი მუნიციპალურ საბჭოდ იქცა. აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლშისაკუთარი სენატი ჩამოყალიბდა. ამასთან ზოგი გავლენიანი სენატორი ორივე სენატის წევრი იყო. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემათან ერთად რომის სენატმაც შეწყვიტა არსებობა.
რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა

განაწესი

საკანონმდებლო შემოქმედება და სხდომის ჩატარების წესები

რესპუბლიკის პერიოდის სენატის ფუნქციებში როგორც აღვნიშნეთ შედიოდა საკანონმდებლო პროექტების შემუშავება. ამ პროექტების განხილვა და დამტკიცება სახალხო კრებას ევალებოდა. თუ სახალხო კრება არ მოიწონებდა კანონპროექტს, მაშინ იგი კანონად ვერ იქცეოდა. სახალხო კრებასაც შეეძლო კანონპროექტის წარმოდგენა, მაგრამ სენატის მოწონების გარეშე ვერც ეს იქცეოდა კანონად. "მოწონება" იყო სენატის ყველაზე დიდი უფლება - auctoritas senatus.
ამრიგად სახალხო კრება და სენატი ერთმანეთს ავსებდნენ, ერთმანეთთან თანხმობის გარეშე ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს. პრაქტიკაზე ეს გრაქხუსების ამბის დროს არ გამართლდა, ხოლო რესპუბლიკის კრახის შემდეგ სახალხო კრებამ სრულიად დაკარგა ფუნქცია.
საგარეო პოლიტიკაში სენატს უმთავრესი ადგილი ეჭირა. ელჩობის მიღების და გაგზავნის ფუნქცია მას ეკისრა. პროვინციების მართვაც სწორედ სენატის კომპენტენციაში შედიოდა. სენატი ასევე წყვეტდა ომის და მშვიდობის საკითხებს, იგი ანიჭებდა რომის მოკავშირეებს რომაელი ხალხის მოკავშირის და მეგობრის სტატუსს.
როდესაც სახელმწიფოში საგანგებო სიტუაცია იქმნებოდა, სენატი იღებდა გადაწყვეტილებას 6 თვის ვადით აერჩიათ დიქტატორი, რომელსაც კრიზისის მოგვარებამდე აბსოლუტური ძალაუფლება ენიჭებოდა. ამის გარდა მაგისტრატების დამტკიცებაც სენატის პრეროგატივა იყო.
სენატორთა შეკრებებსაც თავისი წესი და რიგი ჰქონდა. მათ სხდომის ჩატარება მხოლოდ ტაძრებში შეეძლოთ. როგორც წესი ეს რომის კურიაიყო, ხოლო ახალ წელს, იუპიტერის დღესასწაულსა და საომარი საკითხების გადაწყვეტისას ქალღმერთ ბელონას ტაძარში.
სხდომის დაწყებამდე დილის ლოცვა და მსხვერპლთშეწირვა უნდა მომხდარიყო, ხოლო კეთილი ნიშნის მიღების შემდეგ იწყებოდა სხდომა. სენატის სხდომა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და თუ რაიმე სხვა კრების სხდომა ტარდებოდა, მათ არ შეეძლოთ შეხვედრა.

წევრობა

როგორც ზემოთ აღინიშნა, თქმულების თანახმად, რომის დაარსების შემდეგ რომულუსმა 100 კაციანი სენატი შექმნა. საბინელთა შემოერთების შემდეგ სენატორთა რაოდენობა 200 გახდა, ხოლო რესპუბლიკის დროს ტრადიციულად 300 კაციანი სენატი არსებობდა. სენატში მიღებას ცენზორები აწარმოებდნენ. ყოფილ მაგისტრატებსაც შეეძლოთ სენატში მოხვედრა. სენატორს უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი ცენზი და ყოფილიყო უფროსი ასაკის (46 წელზე უფროსი). სულამ ასაკობრივი ცენზი 30 წელზე ჩამოიყვანა. სენატორებს აკრძალული ჰქონდათ ყოველგვარი ბიზნესი მიწათმფლობელობის გარდა, მაგრამ ეს ხშირად ირღვეოდა.

იერარქია

სენატორები იყოფოდნენ 10 კაციან დაჯგუფებებად, ამ დაჯგუფების მეთაური იყო პირველი სენატორი - princeps senatus. თუ არც ერთი კონსული არ იყო რომში, მაშინ უზენაესი მაგისტრატი ასრულებდა მათ ფუნქციებს. მხოლოდ პირველ სენატორებს ჰქონდათ სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლება. ამასთან მკაცრად იყო განსაზღვრული თუ ვის და როდის უნდა ესაუბრა. პატრიციუსი სენატორები ყოველთვის უფრო ადრე საუბრობდნენ ვიდრე პლებეები და თან მათი ხმაც უფრო მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრისას.

ჩაცმულობა

ყველა სენატორს უნდა ეტარებინა წოდების დამადასტურებლად ბეჭედი, თავდაპირველად ეს ბეჭედი რკინის იყო, ხოლო გვიანდელი რესპუბლიკის დროს ოქროსი. მათ ტანსაცმელს tunica clava ერქვა, ეს იყო თეთრი ტუნიკა მარჯვენა მხარზე განიერი (13 სმ) მეწამული ფერის ზოლით. senator pedarius ატარებდა თეთრ ტოგას (virilis). სენატორები, ვინც ამავდროულად მაგისტრატები იყვნენ, ატარებდნენ toga praetexta-ს თეთრ ტოგას ფართო მეწამული კანტით. ყველა სენატორს ეცვა ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელი.

                                     კონსული

                                                          
                                                                                          Sella curulis
(ლათconsulesრომის რესპუბლიკაში ერთ-ერთი უმაღლესი მაგისტრატურა.
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატიდომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:
ლათინურად კონსული ნიშნავს "ვინც ერთად ლაპარაკობს".
კონსულების ინსტიტუტი რომში ჩამოყალიბდა მეფე ტარკვინიუსის დამხობის შემდეგ. ძვ. წ. 509 წელს აირჩიეს პირველი კონსულები. კონსულის არჩევა ხდებოდა ცენტურიების კომიციაზე.
საკონსულო პროცესია . მოზაიკა რომის  ბაზილიკა  იუნია  ბასსა (IV საუკუნე)
კონსულების ხელისუფლება ემყარებოდა ორ მთავარ პრინციპს კოლეგიალობას და მოკლევადიანობას. ანუ ერთდროულად ირჩეოდა ორი კონსული თითო წლის ვადით. თუ კი კონსული მოკვდებოდა მაშინ ტარდებოდა ხელახალი არჩევნები და მის ადგილზე ირჩევდნენ ახალ კონსულს. ასე არჩეულ კონსულს suffect consul ეწოდებოდა.
თავდაპირველად კონსულად მხოლოდ პატრიციუსი შეიძლებოდა არჩეულიყო, ხოლო ძვ. წ. 367 წლიდან პლებეებსაც შეეძლოთ კონსულობა. პატრიციუსი კონსულად ასარჩევად მინიმუმ 40 წლის უნდა ყოფილიყო, ხოლო პლებეი 42 წლის.
კონსულები წარმოადგენდნენ უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შეეძლოთ ლეგიონების შეგროვება და მხედართმთავრობა, სენატის და კომიციების სხდომების გამართვა, ძვ. წ. 367 წლამდე კონსულები სასამართლო პროცესებსაც უძღვებოდნენ, ხოლო შემდეგ ეს ფუნქცია პრეტორებს დაეკისრად. კონსულების თანაშემწეები კვესტორები იყვნენ.
კონსულის ძალაუფლების სიმბოლო იყო ტოგაგანიერი მეწამული კანტით, მეწამული ფერის სპილოსძლით მოჭედილი სავარძელი (Sella curulis) და თითო კონსულს თან 12 ლიქტორი ახლდა ფასცებით რომლებშიც ქალაქიდან გასვლისას იდებოდა ნაჯახები.
რესპუბლიკის პერიოდში წელთაღრიცხვა წარმოებდა კონსულების მიხედვით, ანუ წლებს კონსულების სახელები ერქვა (consules ordinarii).
გვიან რესპუბლიკის პერიოდში ყოფილი კონსული როგორც წესი ინიშნებოდა პროვინციის მმართველად - პროკონსულად.
იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ კონსულებმა რეალური ძალაუფლება დაკარგეს, ხოლო მოგვიანებით ეს თანამდებობა არჩევითისგან იქცა დანიშვნადათ. კონსტანტინოპოლის დაარსების შემდეგ ერთი კონსული რომში იყო მეორე კი კონსტანტინოპოლში. კონსულობის ინსტიტუტი საბოლოოდ მოიშალას უკვე რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ბიზაინტიის იმპერიაში 541 წელს



четверг, 6 декабря 2018 г.

აქილევსი

                აქილევსი

                                           
 (ბერძნ. Αχιλλεύς) — ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის ილიადის ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი. ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე — პელევსის და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი.
იმისათვის, რომ აქილევსი უკვდავი გაეხადა, თეტიდა მას დღისით წმინდა მდინარეში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელ ეს შენიშნა პელევსმა და შეშინებულმა ბავშვი ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამის გამო თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით თეტიდა აქილევსს ბანდა სტიქსის წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება. ცეცხლის ალისაგან თუ სტიქსის წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას (ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტიდას წასვლის შემდეგ პელევსმა აქილევსი კენტავრ ქირონს მისცა აღსაზრდელად. ქირონი აქილევსს ლომებისა და გარეული ტახების შიგნეულით კვებავდა. მან აქილევსს ექიმობა და სხვა საუცხოო ხელოვნებანი ასწავლა. მოხუცმა ფენიქსმა კი ლამაზი მეტყველება და ომის ხელოვნება.
                               
                                                             სკულპტურა «სიკვდილი აქილებსის»
აქილევსი იზრდებოდა თავის მეგობარ პატროკლესთან ერთად. როდესაც აქილევსს უთხრეს ხანგრძლივი და უსახელო სიცოცხლე ერჩია თუ მოკლე და სახელოვანი, აქილევსმა ეს უკანასკნელი აირჩია. აქილევსის სიამოვნებით დათანხმდა ტროას ომში მონაწილეობაზე, როდესაც მასთან ამის თაობაზე ნესტორი და ოდისევსი მივიდნენ. თავის მასწავლებელ ფენიქსთან, პატროკლესა და მირმიდონელ მხედრებთან ერთად 50 გემით აქილევსი ტროას მისადგომებისაკენ გაემართა. აქილევსის ომში მონაწილეობას სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ ჰომეროსის შემდეგდროინდელი ლეგენდებიც და მწერლებიც. ერთი თქმულების თანახმად წინასწარმეტყველმა კალქანტმა იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ აქილევსის დახმარებით შესძლებდნენ ბერძნები ტროას აღებას, მაგრამ ამ ომში თვით აქილევსი დაიღუპებოდა. ამ უბედურების აცილების მიზნით, თეტიდამ აქილევსი ქალის ტანსაცმელში გამოაწყო და კუნძულ სკიროსზე დამალა. აქ აქილევსი იმალებოდა მეფე ლიკომედეს ქალიშვილებთან. აქედან ერთ–ერთთან, დეიდამიასთან მან რომანი გააბა რის შედეგადაც შეეძინათ ნეოპტოლემოსი. როდესაც ოდისევსმა, ფენიქსმა და ნესტორმა აქილევსის ადგილსამყოფელი გაიგეს, მას ვაჭრების სახით ესტუმრნენ. როდესაც ვაჭრებმა საქონელი გაშალეს, მეფის ყველა ქალიშვილმა მშვიდად ჩაუარა ძვირფას ფარ–ხმალს, აქილევსი კი გასასინჯად წაეტანა. ამ საქციელით მან თავისი თავი გათქვა და იძულებული გახდა გაყოლოდა სტუმრებს ტროას ომში.
იხ. ვიდეო - video  -  The Mythology Of Achilles Explained - We've all heard of Achilles, especially within the context of the phrase "Achilles' Heel," but many of us couldn't provide much more detail to the story of this mythical Greek figure than that. However, in ancient Greece, Achilles was the man, right up there with Hercules in terms of importance to the Greek cultural mythos. Sadly for this ancient character, Hercules has had a greatest second act, through the work of Disney and others. This is partly because any movie about Achilles would surely be rated R, and in fact that's what the Brad Pitt Achilles movie "Troy" from 2004 was rated. Want to know why? Here's the mythology of Achilles explained.



ჰომეროსის პოემებში მოთხრობილია აქილევსის წარმატებებზე ტრაოს ალყის დროს. ომის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ აქილევსი წაეჩხუბა აგამემნონს და უარი განაცხადა ომის გაგრძელებაზე. ამის მიზეზი გახდა ტყვე ქალი ბრისეიდა, რომელიც აგამემნონმა აქილევსს წაართვა. აქილევსის წასვლით გათამამებულმა ტროელებმა ბერძნები სასტიკად დაამარცხეს. მაშინ აქილევსის მეგობარმა პატროკლემ, აქილევსის თანხმობით აიღო ხელში იარაღი ტროელების წინააღმდეგ. მან ბერძნების სასარგებლოდ შეაბრუნა ომის ბედი, მაგრამ თვითონ დაიღუპა ჰექტორის ხელით. მეგობრის სიკვდილით შეშფოთებული აქილევსი ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის ჰექტორს. თეტიდას თხოვნით მას ჰეფესტომ გამოუჭედა ახალი იარაღი, მათ შორის საუკეთესო, შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი ფარი. აქილევსმა დაამარცხა ტროელები და მოკლა ჰექტორიც. ჰექტორის გვამი გამობა ეტლს და პატროკლეს ცხედრის ირგვლივ ათრია. ჰექტორის გვამის გამოსასყიდად აქილევსთან მივიდა ჰექტორის მამა მეფე პრიამოსი. იგი შეევედრა აქილევსს, მიეცა მისთვის საკუთარი შვილის გვამი. აქილევსმა შეისმინა მოხუცის ვედრება და ჰექტორის გვამი გაატანა. ჰექტორის დაწვის ცერემონიალით მთავრდება „ილიადა“.
არსებული ვერსიის მიხედვით, აქილევსის ძე ოქრომჭედური ოქროსა და პტოტოლის ოქროსგან თანაბრად გადაისყიდა 

ბერძნებმა ალექსესმა მუსოლიუმი აიძულა ჰელესპოტის სანაპიროებზე და აქ, გმირის ჩრდილის გასახსნელად, ისინი მას პოლილიზს შესწირავენ. ჰომეროსის ამბის თანახმად, აკაქსის ტელამონიდები და ოდისე ლავეტიდი ამტკიცებდნენ, რომ აქილევსის ჯავშანტექნიკა იყო. აგამემონმა მათ ეს უკანასკნელი გადასცა. ოდისეაში, აქილევსში ცხოვრობს ქვემო სამყაროში, სადაც იგი შეხვდა ოდისევს  აქილელები დაკრძალულია ოქროს ამფორაში (ჰომეროსი), რომელიც დიონისეს წარუდგენს თეტი (ლიკოფრონი, სტეიცორი).

მაგრამ ეპიკური ციკლის ერთ-ერთი ეპიკოსი უკვე ეთიოპიდს ეუბნება, რომ თეტისმა შვილს წვა ცეცხლი წაიღო და მას ლევკას კუნძულზე მიჰყავდა  (დენუბის იტრარას პირით), სადაც იგი განაგრძობს სხვა ორნავტ გმირები და გმირები. ეს კუნძული აქილევსის საკულტო ნაგებობად ითვლებოდა, ისევე როგორც მუნჯი, რომელიც სეჯის გორაზე დგას ტროის წინ და კვლავ აღიქმება აქილევის საფლავი. აქილევსის საკათედრო ტაძარი და პატროკლისა და ანტილოშის ძეგლები, კაპე სეგეში იმყოფებოდნენ . მისი ტაძრები ჯერ კიდევ ელიდაში, სპარტასა და სხვა ადგილებში იყო.

ფილოსოფია (170 წელს) თავის არეალში "გმირებზე" (215) ხელმძღვანელობს დიალოგს ფენიეის მოვაჭრესა და მეღვინეებს შორის, რომლებიც ამბობენ Snake Island- ის მოვლენებზე. ტროას ომის დასასრულს, აქილევსი და ელენე სიკვდილის შემდეგ ქორწინებაში შევიდა (ქორწინების უცნაური ქორწინება) და ცხოვრობდა თეთრ კუნძულზე (ლევკა), პანტე ევსინსკისთან დუნაის პირით. მას შემდეგ, რაც Achilles მოვიდა ვაჭარი მცურავი კუნძულზე და სთხოვა Akhil შეძენა მას სამი მონასტრის გოგონა, მიუთითებს, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ მისი. ვაჭარმა შეასრულა მისია და მოიყვანა გოგონა კუნძულზე, მაგრამ მისი ხომალდიც კი არ იყო დრო, რომ სანაპიროდან შორს წავიდა, რადგან მას და მისმა თანამოაზრეებმა სამწუხარო გოგონას ველური ტირილი მოისმინეს: აქილელები დაანგრიეს - იგი პრიმაის სამეფო ოჯახის შთამომავლები გახლდათ. სამწუხაროდ, ყვირილის ყურები მოვაჭრეების და მისი თანამოაზრეების ყურებს აღწევს. აქილელის მიერ შესრულებული თეთრი კუნძულის სამაგისტრო როლი გამოიხატება H. Hommel- ის სტატიაში, რომელმაც აჩვენა, რომ მე -7 საუკუნეშიც კი. ძვ ე. ეს პერსონაჟი, დიდი ხნის წინ გადაიქცა ეპიკური გმირიდან, კვლავ გამოჩნდა ერთ-ერთ სასიკვდილო დემონთა თავდაპირველ ფუნქციაში 

მას ეწოდება "სიციელთა მეფობა" . დემდეკკი მისი სიმღერაა . აქილელის აჩრდილი, ცხოველების ცხოველები გამოჩნდა ტროაში 

აქილევის შუბი ფენელიდაში ატენის ტაძარში ინახებოდა  აქილევსის გვირგვინი ელისში იყო, გიმნაზიაში . ტიმეუსის აზრით, პილიანანდმა აქილელების გამაგრება ატენიანელთა წინააღმდეგ ილანის ქვებისგან დააფუძნა, რომელიც სტეპრიუსის დემეტრიუსს უარყოფს  შიშველი ეპებისაგან შუბის ძეები ე.წ.
ზოგი მითის მიხედვით აქილევსი, წინასწარმეტყველების თანახამდ, მართლაც ტროის ომში დაიღუპა ჯერ კიდევ ქალაქის დაცემამდე. (ერთი ვარიანტის მიხედვით აქილევსი მოკლა პარისმა, რომლის ისარი აპოლონმა წარმართა აქილევსის ქუსლისაკენ, რომელიც მისი ერთადერთი სასიკვდილო ადგილი იყო). ჰომეროსის მიხედვით აქილევსი საიქიოში მკვდართა მეუფე გახდა. ერთი მითის მიხედვით მკვდარი შვილი თეტიდამ კუნძულ ლევკოსზე წაიღო, გააცოცხლა და იფიგენიაზე (ზოგი ვარიანტით მედეაზე) დააქორწინა.
აქილევსის კულტი გავრცელებული იყო ელიდაში, სპარტაში, ოლივიაში და სხვა ქალაქებში. აქილევსის სახე ნათლადაა მოცემული „ილიადაში“. მეცნიერები თვლიან, რომ თქმულებებში აქილევსის შესახებ, რომელიმე ისტორიული პიროვნების რეალური თავგადასავალია აღწერილი. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ მიკენის წარწერებში (II ათასწლეული ჩვენს ერამდე) ამოკითხულია სახელი აქილევსი. აქილევსის სახემ შთააგონა ანტიკური ხანის მრავალი ხელოვანი. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პარიზშიდაცული აქილევსის ქანდაკება. მხატვრულ ლიტერატურაში აქილევსის სახე ჰომეროსის გარდა მოგვცა ევრიპიდემვერგილიუსმაოვიდიუსმა და სხვებმა
იხ ვიდეო

                                       რეკლამა

იხ.  ბ  მ  უ  ლ  ზ  ე . . . . ↷↷↷↷↷


კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...