пятница, 7 декабря 2018 г.

                                     კონსული

                                                          
                                                                                          Sella curulis
(ლათconsulesრომის რესპუბლიკაში ერთ-ერთი უმაღლესი მაგისტრატურა.
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატიდომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:
ლათინურად კონსული ნიშნავს "ვინც ერთად ლაპარაკობს".
კონსულების ინსტიტუტი რომში ჩამოყალიბდა მეფე ტარკვინიუსის დამხობის შემდეგ. ძვ. წ. 509 წელს აირჩიეს პირველი კონსულები. კონსულის არჩევა ხდებოდა ცენტურიების კომიციაზე.
საკონსულო პროცესია . მოზაიკა რომის  ბაზილიკა  იუნია  ბასსა (IV საუკუნე)
კონსულების ხელისუფლება ემყარებოდა ორ მთავარ პრინციპს კოლეგიალობას და მოკლევადიანობას. ანუ ერთდროულად ირჩეოდა ორი კონსული თითო წლის ვადით. თუ კი კონსული მოკვდებოდა მაშინ ტარდებოდა ხელახალი არჩევნები და მის ადგილზე ირჩევდნენ ახალ კონსულს. ასე არჩეულ კონსულს suffect consul ეწოდებოდა.
თავდაპირველად კონსულად მხოლოდ პატრიციუსი შეიძლებოდა არჩეულიყო, ხოლო ძვ. წ. 367 წლიდან პლებეებსაც შეეძლოთ კონსულობა. პატრიციუსი კონსულად ასარჩევად მინიმუმ 40 წლის უნდა ყოფილიყო, ხოლო პლებეი 42 წლის.
კონსულები წარმოადგენდნენ უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შეეძლოთ ლეგიონების შეგროვება და მხედართმთავრობა, სენატის და კომიციების სხდომების გამართვა, ძვ. წ. 367 წლამდე კონსულები სასამართლო პროცესებსაც უძღვებოდნენ, ხოლო შემდეგ ეს ფუნქცია პრეტორებს დაეკისრად. კონსულების თანაშემწეები კვესტორები იყვნენ.
კონსულის ძალაუფლების სიმბოლო იყო ტოგაგანიერი მეწამული კანტით, მეწამული ფერის სპილოსძლით მოჭედილი სავარძელი (Sella curulis) და თითო კონსულს თან 12 ლიქტორი ახლდა ფასცებით რომლებშიც ქალაქიდან გასვლისას იდებოდა ნაჯახები.
რესპუბლიკის პერიოდში წელთაღრიცხვა წარმოებდა კონსულების მიხედვით, ანუ წლებს კონსულების სახელები ერქვა (consules ordinarii).
გვიან რესპუბლიკის პერიოდში ყოფილი კონსული როგორც წესი ინიშნებოდა პროვინციის მმართველად - პროკონსულად.
იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ კონსულებმა რეალური ძალაუფლება დაკარგეს, ხოლო მოგვიანებით ეს თანამდებობა არჩევითისგან იქცა დანიშვნადათ. კონსტანტინოპოლის დაარსების შემდეგ ერთი კონსული რომში იყო მეორე კი კონსტანტინოპოლში. კონსულობის ინსტიტუტი საბოლოოდ მოიშალას უკვე რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ბიზაინტიის იმპერიაში 541 წელს



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...