четверг, 6 декабря 2018 г.

ლიქტორი

                                       ლიქტორი

                                                         
                                                                               ლიქტორი ფასცებით
(ლათlictor - ligare - შეკვრა, დაბმარომში ერთ-ერთი უმდაბლესი თანამდებობა. ამ თანამდებობის წარმოშობაზე ცნობები არ გვაქვს, პირველად ლიქტორები მეფეებისპერიოდთან არიან მოხსენებულნი.
თავდაპირველად ლიქტორები მაგისტრატუსების ბრძანებების შემსრულებელნი იყვნენ, შემდგომში კი მათ მაგისტრუსების დაცვა ევალებოდათ.
ლიქტორები როგორც წესი ან პლებეები ან განთავისუფლებული ხდებოდნენ. ისინი აუცილებლად რომის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან ტოგას ატარებდნენ. ისინი სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებულნი იყვნენ, ადრეული იმპერიის ხანაში მათ ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ 600 სესტერციუსი და გაერთიანებულნი იყვნენ კორპორაციაში.
ლიქტორს ევალებოდა მაგისტრატუსის დაცვა და მისი ძალაუფლების სიმბოლოს - ფასცების ტარება, ქალაგარეთ კი ფასცებში ნაჯახები იდებოდა. დიქტატორის ლიქტორები კი ყოველთვის ატარებდნენ ნაჯახებს. ისინი მაგისტრატუსს ყოველთვის თან დაჰყვებოდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით ადრეული რესპუბლიკის პერიოდში ლიქტორი მაგისტრატუსის მიერ გამონატილ განაჩენსაც ასრულებდა.
ვესტას ქურუმებსაც ახლდათ თითო ლიქტორი, როდესაც ისინი საჯარო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგისტრატუსების ლიქტორების რაოდენობა მკაცრად რეგლამენტირებული იყო, რაც უფრო მეტი ლიქტორი ახლდა მაგისტრუსს, მით უფრო მაღალი რანგი ეკავა მას.
  • დიქტატორი - 24 ლიქტორი
  • კონსული - 12 ლიქტორი
  • პროკონსული - 11 ლიქტორი
  •                                                         

                                         ფასცები                                                                             

  •  (ლათ. fasces „კონა“) — უმაღლესი მაგისტრატუსების ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში. შედგებოდა წითელი ფერის ლენტით შეკრული წკეპლების ცილინდრული კონისა და შიგ მოთავსებული ნაჯახისგან
  • ძველ რომში ფასცები წარმოადგენდა უმაღლესი მაგისტრატუსების ძალაუფლების სიმბოლოს. ფასცებს ატარებდნენ ლიქტორები როდესაც კონსულებსპრეტორებს და დიქტატორებს უძღვებოდნენ, ეს იყო მათი ნების ძალის გამოყენებით აღსრულების უფლების სიმბოლო. კონსულების ლიქტორები ქალაქში ფასცებს ნაჯახების გარეშე ატარებდნენ, ვინაიდან კონსულს არ შეეძლო სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხალხის თანხმობის გარეშე, ხოლო ქალაგარეთ (მაგალითად სამხედრო ბანაკში) კონსულს ეძლეოდა დამნაშავის დასჯის უფლება.
    დიქტატორებს კონსულებისგან განსხვავებით ქალაქშიც შეეძლოთ ნაჯახებიანი ფასცების ტარება რაც მათ აბსოლუტურ ძალაუფლებაზე მიუთითებდა.
    ტრიუმფის ცერემონიის დროს გამორჩეული დაჭრილი ჯარისკაცები ფასცებს თავდაცვის მიზნით ატარებდნენ.
    წკეპლების შეკვრა არის „ძალა ერთობაშია“ სიმბოლო, ერთი წკეპლა ადვილად ტყდება ხოლო შეკვრა არა, ამრიგად რომის ძალის სიმბოლო გახდა ფასცები.
  • რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ფასცების სიმბოლიკა შემდეგი სახით იყო გამოყენებული: იხ .ვიდეო 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...