სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი „დელტა“
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ცენტრი შეიქმნა 2010 წელს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და საწარმოო ობიექტის გაერთიანებით. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ორგანიზაციის მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა. თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მოღვაწეობს. დღეისათვის „დელტას“ გააჩნია როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია დააპროექტოს და აწარმოოს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია
იხ. ვიდეოები
იხ. ვიდეოები
დელტას” ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა. დღევანდელი სახით „დელტა“ 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.თუ რას აწარმოებს
- საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:დახარისხება, ვარგისიანობისა და ღირებულების შეფასება, უტილიზაცია, რეალიზაცია;
- ფეთქებადი ნივთიერებების გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის;
- სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;
- საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
- სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება;
- სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
- სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;
- სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
- საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;
- ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
- ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება
- 1. მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი;
- 2. სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
- 3. ოპტიკის ინსტიტუტი;
- 4. ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი;
- 5. გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი;
- 6. სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი.
სამხედრო პროდუქტები
პროდუქტი | სურათი | დანიშნულება და აღწერა | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
ჯავშანტრანსპორტიორები | ||||
დიდგორის სერიის ჯავშანტრანსპორტიორები[5] | ||||
დიდგორი 1 | მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. | |||
დიდგორი 2 | მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. | |||
დიდგორი მეომარი | მრავალფუნქციური მოდულური ჯავშანმანქანა. | |||
ინტეგრირებული ქსელების მანქანა[6] | მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა. | |||
დიდგორი 3 | მანქანის ძირითადი დანიშნულებაა 120 მმ ნაღმმტყორცნის ბუქსირება და მისი გათვლის გადაყვანა. | |||
დიდგორი მედევაკი | სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. | |||
მოდერნიზებული BRDM-2. | სადაზვერვო ჯავშანმანქანა | |||
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა | სახანძრო მანქანა | მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა | ||
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა | საინკასაციო შეჯავშნული მანქანა | საინკასაციო შეჯავშნული მანქანა | ||
ქვეითთა საბრძოლო მანქანა | ||||
ლაზიკა[8][9][10] | ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილი მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის. | |||
სამხედრო საინჟინრო მანქანა | ||||
დაჯავშნული საინჟინრო მანქანა | მანქანის ძირითადი დანიშნულებაა აუფეთქებელი ნაღმებისგან და საბრძოლო მასალებისგან დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა |
პროდუქტი | სურათი | შენიშნვა | |
---|---|---|---|
დისტანციურად მართვადი იარაღი | |||
დისტანციური საბრძოლო მოდულები | |||
DRWS-1 | |||
DRWS-2 | |||
უნივერსალური საბრძოლო მოდულები | |||
UMD-1 | |||
UMD-2 | |||
არტილერია | |||
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. | |||
რს-122 122 მმ ზცრს. | |||
თვითმავალი ნაღმსატყორცნები | |||
გმმ-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი | |||
ნაღმსატყორცნები | |||
GNM-60 მყუდრო 60 მმ უხმაურო სროლის პორტატული ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი | |||
GM-60 60 მმ ნაღმმტყორცნი. | |||
GM-82 82 მმ ნაღმსატყორცნი. | |||
GM-120 120 მმ ნაღმსატყორცნი. | |||
GMM-120 120 მმ ავტომატურად მართვადი ნაღმსატყორცნი | |||
ავიაციური პროდუქტები | |||
სუ-25КМ „სკორპიონი“ | |||
ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი | |||
ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი[24] | |||
ჰაერი-ჰაერი რაკეტები | |||
R-60 (რაკეტა) | |||
R-73 (რაკეტა) | |||
გემსაწინააღმდეგო რაკეტა | AS-2 (К-10С) გემსაწინააღმდეგო რაკეტა |
პროდუქტი | სურათი | შენიშნვა | |||
---|---|---|---|---|---|
ქვეითთა იარაღი | |||||
პისტოლეტები | |||||
9×17მმ მორიელი (პისტოლეტი) | |||||
9×19მმ თვითდამტენი პისტოლეტი. | |||||
კარაბინები | |||||
G13 კარაბინი (შეჩერებულია) | |||||
სნაიპერული შაშხანები | |||||
პდშპ-ის სერია | |||||
12.7×108მმ პდშპ-1 | |||||
12.7×108მმ პდშპ-2 | |||||
მოდულური სნაიპერული შაშხანა: | |||||
სატევარი (სნაიპერული შაშხანა) | |||||
.300 Norma Magnum | |||||
.308 Winchester | |||||
.338 GBM | |||||
.375 GBM | |||||
.338 Lapua Magnum | |||||
.50 BMG | |||||
DELTA-308 | |||||
ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი | |||||
RPG-7G — RPG-7-ის მოდერნიზებული ვერსია. | |||||
PDM-1 ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი. | |||||
ყუმბარმტყორცნები | |||||
UBGL-1 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (M4). | |||||
AG-40 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AK-74). | |||||
GP-25 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AKM / AK-74). | |||||
ნაღმები | |||||
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7. | |||||
სხვა ნაწარმი | |||||
მაყუჩები | |||||
5.45×39 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი AK-74-ისთვის. | |||||
5.56×45 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი M4 ავტომატური შაშხანისთვის. | |||||
.338 კალიბრის მაყუჩი. | |||||
ფუჭი ვაზნების სასროლი მოწყობილობა | |||||
ჯავშანჟილეტები | |||||
საერთო საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I | |||||
მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-II | |||||
ჯავშანჩაფხუტები | |||||
საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I. | |||||
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-II. | |||||
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III. | |||||
სასწავლო და საბრძოლოხელის ყუმბარები | |||||
საგუშაგო კოშკი | |||||
3–12 მეტრი სიმაღლის საგუშაგო კოშკურები | |||||
კარვები | |||||
სხვადასხვა ტიპის და ზომის კარვები. | |||||
სამხედრო საწოლები | |||||
სამხედრო საწოლები |
Комментариев нет:
Отправить комментарий