воскресенье, 23 декабря 2018 г.

სამხრეთის გაზის დერეფანი

             სამხრეთის გაზის დერეფანი

                                                                              გაზსადენის პროექტი სამხრ. გაზსადენის კორიდორი მწვანეთი -  ნაჩვენებია სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფანი, წითელით ნაჩვენებია - ტრანსანატოლიის გაზსადენი (ტანაპი) ლურჯით -  ნაჩვენებია ტრანსადრიატიკული გაზსადენი (ტაპ)
 სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმის) გაფართოების პროექტი. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: სამხრეთ კავკასიის გაზსადენიტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სიგრძე 3500 კილომეტრი იქნება. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. ტრანსანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ 2019 წლიდან დაიწყება გაზის მიწოდება საბერძნეთის საზღვრებზე
იხ. ვიდეო

ნიციატივა შემოთავაზებული იყო ევროკომისიის მიერ 2008 წელს. 2009 წლის 8 მაისს, პრაღაში ჩატარდა სამიტი „სამხრეთის დერეფანი - ახალი აბრეშუმის გზა“, რომელიც მიძღვნილი იყო კორიდორის მიზნის ჩამოყალიბებისთვის. 2011 წლის დასაწყისში ხელი მოეწერა „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ევროკომისიის თავმჯდომარეს შორის. 2015 წელს, სამხრეთ გაზის კორიდორ კონფერენციას მასპინძლობდა ჰიუსტონის უნივერსიტეტი. გაზის კომპანიების, საკონსულოებისა და სხვა საორგანიზაციო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ურთიერთობების განვითარებისა და გაანგარიშების პროცესში. კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები იყვნენ შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, თურქეთი, საბერძნეთი და იტალია.
„სამხრეთის გაზის დერეფანი“ შედგება სამი ძირითადი პროექტისაგან:

2017 წელს, პროექტის ფარლებში მარაგმა დაახლოებით 1.2 ტრილიონი კუბურ მეტრ გაზსა და 2.2 კონდენსატ ბარელს მიაღწია. გაზის პირველი მიწოდება 2018 წლის შუა რიცხვებში დაიწყება ჯერ თურქეთში, შემდეგ კი 2020 წლისთვის - ევროპაში.
2018 წლის 29 მაისს ბაქოში, სანგაჩალის ტერმინალზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ გაზის დერეფნის პირველი ეტაპის მუშაობას მისცა სტარტი. 2018 წლის 12 ივნისსაზერბაიჯანისთურქეთის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტების მონაწილეობით თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში ტრანს-ანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონია შედგა.
სინგაჩალის ტერმინალი გადასამუავებელი და ტრანპორტირება ნავთობის და გაზის ბაქოს შემოგარენში
იხ. ვიდეო
დღევანდელი ჩასვლა პომპეუს ყაზახეთში საინტერესო გეოპოლიტუკური ანალიზის გაკეთება შეიძლება ტანაპის შესახებ იხ.ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...